Jump to content

ნემსკავები - Hooks (მათი კლასიფიკაცია და მოხმარების წესი)

თევზაობა ნემსკავები მეთოდი

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ნემსკავები - Hooks

(მათი კლასიფიკაცია და მოხმარების წესი)

 

 

Carp Fishing-ში, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნემსკავი. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად საქმე არცთუ ისე მარტივადაა. არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ნემსკავები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულ პირობებში შესაბამისი მონტაჟებით სათევზაოდ.

დამწყები მეთევზე ყოველთვის ცდილობს იყიდოს ამათუ იმ ბრენდის ხარისხიანი ნემსკავი და ჰგონია ამით საქმე მოგვარებულია, სინამდვილეში სწორი ნემსკავით თევზაობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საწინდარი.

ნემსკავის ტიპი
პირველი, რაც ნემსკავის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ეს არის მისი ფორმა. როგორც უკვე ავღნიშნე არსებობს მრავალი სახის ნემსკავი, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ კლასიკურ და ასევე რამოდენიმე ხშირად გამოყენებად ნემსკავს:
1.jpg1. კლასიკური ფართე თავიანი ნემსკავი (Wide Gape)
ალბათ ყველაზე საიმედო და უნივერსალური ნემსკავი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მონტაჟისა თუ სატყუარისთვის. საუკეთესოა ქვიან ფსკერზე თევზაობისას, მოხრილ თავიანი ყუნწი იძლევა იდეალურ ეფექტს ისეთ მძიმე პირობებში თევზაობისას როგორიცაა ბალახიანი და ტოტებიანი ადგილები.

2.jpg2. კლასიკური გრძელ თავიანი ნემსკავი (Longshank) 
იდეალურია ნებისმიერი ძირვადი სატყუარის პრეზენტაციისთვის, საუკეთესოა უკვანძო კვანძიანი*(knotless knot) და ძუის მიმმართველიანი*(line aligner) მონტაჟებისთვის.

3.jpg 3. მოხრილ თავიანი ნემსკავი „ბანანი“ (Curved Shank)
ულტრა ეფექტური ნემსკავის ტიპი, რომელიც არის ძალიან მყარი და უზრუნველყოფს ფენომენალურ წამოგებას! ევროპის ზოგიერთ ტბებზე და შეჯიბრებებზე საერთოდ აკრძალულია „ბანანის“ ტიპის ნემსკავების გამოყენება.

4.jpg 4. გრძელი, მოხრილ თავიანი ნემსკავი (Long Curved Shank)
მკვეთრად მოხრილი ტანი და სწორი წვერი უზრუნველყოფს სწრაფ წამოგებას. სრულყოფილია ნებისმიერი „ანტი-ამომგდები“*(anti-eject) პრეზენტაციისთვის. იდეალურია ორივე, მოტივტივე და ფსკერული სატყუარისთვის, ასევე ნაწილაკებით/ბურთულებით თევზაობის დროს როდესაც კობრი სატყუარას ოდნავ ეხება/ეთამაშება აღების ნაცვლად.

5.jpg 5. ფართე თავიანი ნემსკავი სწორი წვერით (Shortshank)
საკმაოდ მრავალფეროვანი დანიშნულების ნემსკავი, რომელიც ასევე იდეალურია ნებისმიერი ბოილის, პელეცის, ცოცხალი თუ სხვა სატყუარის გამოყენების დროს. შედარებით პატარა ზომები წარმატებით გამოიყენება ზიგის და მოტივტივე მონაჟებისთვის.6.jpg6. ფართე თავიანი ნემსკავი გარეთ გადახრილი ყუნწით (Chod)
შექმნილია კონკრეტულად მოტივტივე სატყუარებისთვის და უზრუნველყოფს მის ურყევ სოლუდურ პრეზენტაციას! გამოიყენება თითქმის ყველა ფსკერიდან აწეულ მონტაჟზე, მათ შორის „ჩოდი“, „მცურავი მონტაჟი“ და სხვა...

მოცემული ფორმის ნემსკავების კონკრეტულ მონტაჟებთან და სატყუარებთან შესაბამისობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
hook_types.jpg


ნემსკავის ზომა
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნემსკავის შერჩევისას ეს არის მისი ზომა. ევროპული სტანდარტით გვხვდება ნემსკავები ზომით 0-დან 18-მდე, თუმცა კლასიკური „Carp Fishing”-ში ზომები და მითუმეტეს ჩვენს პირობებში მიზანშეწონილია 4-იდან 12-მდე. რათქმაუნდა ნემსკავის ზომა არ არის პირდაპირპროპორციული დასაჭერი თევზის წონასთან, ეს უკანასკნელი ძირითადად დამოკიდებულია მონტაჟის და სატყუარის ტიპზე.

ასევე გაითვალისწნეთ ნემსკავის ხარისხი! 8-12 ზომის უხარისხო ნემსკავს თავისუფლად გაასწორებს ან გატეხს თუნდაც 3-4 კილოგრამიანი ველური კობრი, მაშინ როცა იგივე ზომის ხარისხიანი ნემსკავით უპრობლემოთ გამოიყვანთ 15+ კილოგრამიანსაც! ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ გატესტილ ბრენდებზე და მოდელებზე შეგვიძლია ვისაუბროთ კომენტარებში.

დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა ზომის ნემსკავი რა სატყუარაზე გამოიყენოთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
hook_size.jpg


ნემსკავის მდგომარეობა
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი. ყოველი მონტაჟის გასროლის წინ და/ან თევზის გამოყვანის შემდეგ შეამოწმეთ რამდენად კარგ მდგომარეობაშია ნემსკავი (რათქმაუნდა ახალ ნემსკავს არ ეხება). ხშირ შემთხვევაში ნემსკავს სჭირდება გალესვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქარხნული სალესები ასევე ჩვეულებრივი ფრჩხილების ქლიბი. რათქმაუნდა გალესვით ნემსკავს პირვანდელ ქარხნული დამუშავების მსგავს სტადიამდე ვერ მიიყვანთ, მაგრამ არც არაფრით იქნება ნაკლები!

მას შემდეგ რაც ნემსკავი ამოწურავს მისს რესურს და გალესვა შეუძლებელი გახდება, აუცილებლად გამოცვალეთ იგი.


ეკლიანი თუ უეკლო ნემსკავი?
მეოთხე, რაც ძირითადად უფრო განხილვის საგანია მეთევზეებს შორის ეს არის ეკლიანი(bardedთუ უეკლო(barblessნემსკავი. ორივე მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

ეკლიანი ნემსკავის უპირატესობა არის მისი საიმედოობა. ამ ტიპის ნემსკავი მეთევზეს ხშირ შემთხვევაში პატიობს შეცდომებს თევზის გამოყვანის დროს, ეს შეიძლება იყოს დაგვიანებული ამოკვრა, ძუის მოშვება გამოყვანისას და ა.შ. ეკლიანი ნემსკავის უარყოფითი მხარე პირველ რიგში გახლავთ ზიანი, რომელიც შეიძლება მან მიაყენოს თევზის ტუჩს (ან სხეულის სხვა ნაწილს შემთხვევითი წამოდების დროს), ხშირ შემთხვევებში უკან გაშვებულ თევზს იმდენად დაზიანებული აქ ტუჩი რომ მას აღარ შეუძლია იკვებოს და ის იღუპება. ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჩაწყვეტილი მონტაჟი თევზის ტუჩზე იკრობს სხვაასხვა წყალმცენარეებს და ტოტებს, რაც საბოლოოდ ასევე უკარგავს თევზს კვებითუნარიანობას და ის იღუპება. უეკლო ნემსკავის შემთხვევაში ეს ყველაფერი ფაქტიურად გამორიცხულია და თევზს მარტივად შეუძლია მოიშოროს იგი.

თავის მხრივ რიგი მეთევზეები და ტბის მეპატრონეები არ აქებენ უეკლო ნემსკავებს. ამის მთავარი მიზეზი რათქმაუნდა არის თევზის გაქცევა გამოყვანის დროს, რაც თავის მხრივ აფრთხობს სხვა თევზებსაც. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არსებობს ტბები სადაც აკრძალულია ეკლიანი ნემსკავის გამოყენება და არსებობს ტბები სადაც პირიქით აკრძალულია უეკლოს გამოყენება. ამ უკანასკნელს ტბის მეპატრონეები ხსნიან იმით, რომუეკლო ნემსკავის თევზის ტუჩიდან ამოგდების შანსი დიდია და ამასთან დიდია შანსი ეს ნემსკავი შემდგომში გამოედოს თევზის სხეულის სხვა ნაწილს.

ალბათ პირველრიგში უნდა ვითევზაოთ იმ წესებით, რასაც კერძო ტბის მეპატრონე დააწესებს, სხვა შემთხვევაში კი თქვნთვის მომინდვია ამ არჩევანის გაკეთება. პირადად ჩემთვის უეკლო ნემსკავის გამოყენება უფრო აზარტულია, თუმცა რათქმაუნდა ეს ყოველივე მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.




 
სტატიის ავტორი: "საქართველოს კარპფიშერთა კლუბი"
photo-thumb-1.png

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?