მოგესალმებით მეგობრებო. მოგეხსენებათ 2014 წლის 13 ივლის კლუბმაოჩოპინტრემ ჩაატარა რიგით მეორე კლუბთაშორისი ტურნირი სპორტინგში.
სპორტინგი საქართველოში ყველაზე ახალი შემოსული სახეობაა სროლის სახეობათა შორის და ჯერ კიდევ არ აქვს მყარად ფეხი მოკიდებული
ესეთი ღია ჩემპიონატები კიმოგეხსენებათ იწვევს ხალხის დაინტერესებას რაც საბოლოო მიზნისმიღწევაში დაგვეხმარება ყველას. დავძენ რომ პირველკლუბთაშორის შეჯიბრზემხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობა წელსკი 6 გუნდი გამოდიოდა და 2 გუნდავერ შეძლო მოსვლა.
დაძაბული სამზადისი იყო დამერწმუნებით შეჯიბრისთვის და ეს ყველაფერი უფრო და უფრო გამძაფრდა შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე..... ლისზე სერიოზული ვარჯიში მიდიოდა თავი არ დაუზოგიათ ბიჭებს ყველა ერთმანეთის გვერდით იდგა და შეცდომებს ერთად ვაანალიზებდით.
ბოლო ვარჯიშზე და თან მიკრო ტურნირზე გადაწყდარომ გუგა ლევანი და ნიკო იქნებოდნენ ლეგიონის გუნდის წევრები... ისეთი მომზადებული იყო ეს 3 კაცი რომ მათ წარმატებაში ჩვენ წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია....მოკლედ გათენდა 13 ივლისი შევიკრიბეთ ლეგიონერები საქართველოს სხვა და სხვაკუთხეებიდან
მივედით ყველა ერთად დისლოკაციის ადგილზე... ამინდი მშვენიერი განწყობა ამაღლებული.... გაბრწყინებული ბედნიერი სახეები იყო!!! ჩატარდა კენჭისყრა და ჩვენ გუნდს მესამე ნომერი ერგო... შემდეგ იყო პატარა ანსტრუქტაჟი მთავარი მსაჯებისგან ყველა გაფაციცებით უსმენდა და რაც ყველაზე გასახარია ყოველმა გუნდმა ზედმიწევნით შეასრულა წესები.
დაიწყო სროლაც ბიჭები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ მხოლოდ 1 ქულას ვაგებდით პირველი პოზიციის შემდეგ ოჩოპინტრეს გუნდთან და ჯერ ჯერობით მეორე ადგილზე ვიყავით. კარგად წავიდა სროლა მეორე პოზიციაზეც ლეგიონმაც და ოჩომაც 14 14 ქულა დააგროვა და ქულათა სხვაობა კვლავ იგივე დარჩა. გადავინაცვლეთ მესამე პოზიციაზე კაკაბი, ეს პოზიცია რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველასათვის რთული გამოდგა მხოლოდ ორმა მსროლელმა მოახერხა 80% ზღვარს გადაცდენოდა მათ შორის იყო ჩვენი ლევან ჩუგუაშვილი. მესამე პოზიციაზე ანგარიშები საერთოდ შეიცვალა და ეხლა უკვე დაწინაურდა კლუბი ჩუბინი 56 ქულით,მეორე ადგილზე რეიტინგით იყო ბაზიერი 53 ქულით მესამე ადგილზე იყო ლეგიონი 52 ქულით ოჩოპინრეს 50 ქულა ქონდა დაგროვილი სროლის ფედერაციას მოკრძალებული 29 ქულა გააჩნდა და აირგანის ბიჭებმა 31 ქულა მოაგროვეს.... სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ყველა ნერვიულობდა და ყველა ცქმუტავდა დარჩენილი იყო ბოლო პოზიცია გასროლა - დუბლეტი ( კურდღელი+ხოხობი)... მოკლედ ჩამოვარდა იდეალური სიჩუმე და დაიწყო სროლა მეტნაკლებად კარგად ისროდნენ მონაწილეები ყველაზე კარგად პოზიციაზე სროლა ლეგიონმა მოახერხა და გაქვითა დიდი ქულათა სხვაობა, დააგროვა ჯამში 72 ქულა. ჩუბინმა -73, ბაზიერმა - 70, ოჩოპინტრე - 67, აირგანი - 45 , სროლის ფედერაცია - 41.
დასრულად ტურნირიც და დაიწყო ქულათა დაჯამება.... ყველა სულმოუთქმელად ელოდებოდა მსაჯთა საბოლოოო სიტყვას
მაშ ასე მეგობრებო პირველი ადგილი დაიკავა კლუბმა ჩუბინმა 73 ქულით
მეორე ადგილი დაიკავა კლუბმა ლეგიონმა 72 ქულით
მესამე ადგილი დაიკავა ბაზიერმა 70 ქულით
როგორცავღნიშნე შეჯიბრი პირადულ ჩათვლაშიც მიმდინარეობდა პარალელურად. 21 მსროლელიდან საუკეთესო 6 ქულის მქონე სუპერ ფინალში გაისროდნენ აქ დაგროვილი ქულები კი ძირეულ ქულებს ემატებოდა და საუკეთესო მსროლელიც გამოვლინდებოდა. ჩენი ლევანი ყველა პოზიციაზე დამაჯერებელი იყო მან პირად ჩათვლაში 35დან 31 სამიზნის დამსხვრევა მოახერხა და უკონკურენტოდ პირად ჩათვლაში ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა სიმონ რუსიშვილი რომელმაც 35დან 27 სამიზნე გატეხა.მესამე ადგილი დაიკავა გიორგი ვარდოსანიძემ 26 ქულით.
ლამაზი და ემოციებით სავსე დღე იყო.დიდი მადლობა ორგანიზატორებს კიდევ ბევრი ამაზე უკეთესი ჩაგეტარებინოთ.
გამარჯვებულებს ვულოცავ .
ესე არ მორჩენილა გუშინდელი დღე ვის გაუგია კაი ამბავი სუფრის და მოლხენის გარეშე ...... თან ეს ქართველები განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით ვაზის ნაჟურისადმი.მართლაც რომ იტყვიან ბულბულის ცრემლებივით იყო ჩვენი ღვინო, ბულბულივით ვჭიკჭიკებდით სუფრაზე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 12 საათი გაგრძელდა მოლხენა რესტორან გრემში. უკვე კარგა გათენებული იყო სახლებისკენ რომ გავწიეთ....