Jump to content

სურათი

ლეჩხუმი. ბუნების სილამაზე

ლეჩხუმი ცაგერი საქართველო ბუნება სილამაზე ჰაერი კავკასიონი

ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეჩხუმი, ბუნების სილამაზე

 

 

2d0c9d3d97d7.jpg

ბევრმა არ იცი საქართველოს რომელი მხარეა ლეჩხუმი და არის კი  საერთოდ საქათველოში ?

გავიცნოთ ლეჩხუმი- ლეჩხუმი ხომ ბუნების სილამაზეა

 

 

91242c2fd9dc.jpg

 

 

ეს ლექსი ვინმე მერაბის დაწერილია, სამწუხაროდ ვერც გვარი და ვერც რამე ინფორმაცია მოვიძიე ამ ადამიანზე

 

 

ვიცი მონატრება დამიმონებს…
(ჩემ ლეჩხუმს)

ვიცი, მონატრება დამიმონებს
სულის უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს…
ვიცი,ლეჩხუმამდე დაბრკოლებას
მიქმნის რეალობის იერსახე.
რა ვქნა ცხოვრებაში მარტოხელამ?
ისევ დავიწყებას მივეძალე.
ძლიერ დავიღალე…ამიტომაც
მტოვებს ნოსტალგია,როგორც იქნა.
გულში იარები დამიტოვა
თურმე უსასრულო მოლოდინმაც.
რადგან ვარ ლეჩხუმზე მეოცნებე
თითქოს ყველაფერი მარტივდება.
ვიწყებ ვით მხატვარი ჩემ მოლბერტზე
ტილოს ემოციით ატირებას…
რადგან მონატრება დამიმონებს
რაღაც უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს

 

2ddcf8958f75.jpg

 

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.

ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა,მუშკუდიანთა, სილაგაძეების, ახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან.

 

 

781eb1b87713.jpg

6cdec68102bb.jpg

96cd16edd81f.jpg

a3af8095da46.jpg

8c58b1cf3455.jpg

a4dde05625c9.jpg

beb958fb070b.jpg

3856c67278b5.jpg

c9eae8132113.jpg

bdae139d65a9.jpg

50d98cf5ebf9.jpg

ლეჩხუმის კურორტებია- ლაშიჭალა და ძუღური

 

ლაშიჭალა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. ჰავა რბილია, თითქმის უთოვლო ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია – 0,8-1,2 გ/ლ, ტემპერატურა 13-15°C, საერთო დებიტი – დაახლოებით 12000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი – ზაფხულის თვეები.

კურორტ ლაშიჭალაზე არის სამკურნალო წყლები კუჭისთვის, ნაღვლისა და თირკმლისათვის ასევე ამოდის გოგირდოვანი წყალი. დასასვენებლად კარგი გარემოა აქ ასევე შესაძლებელი სამკურნალო ვანების მიღება

4a130db09ba2.jpg

de3cc5a90988.jpg

598c37200113.jpg

86d68e955b44.jpg

კურორტი ძუღური. აქ ამოდის მჟავე წყალი რომლითაც მკურნალობენ მრავალ დაავადებას, განსაკუთრებით კარგია დიაბეტით დაავადებულთათვის, ის თავისით არეგულირებს ორგანიზმში შაქრის შემცველობას

c588de33d8ae.jpg

საკურორტო ადგილი `ძუღური’’ – მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 28 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1140 ზე.
კურორტის ტყის საფარი ხასიათდება წაბლის, წიფლის და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეებით.
მინერალური წყლის ტიპი ნახშირმჟავა, სამედიცინო პროფილი – პროფილაქტიკური, გასტროენტეროლოგიური, (მოსახლეობა იყენებს დიაბეტის საწყის ფაზაზე მკურნალობისათვის). შესაძლებელია კოტეჯის ტიპის ორსართულიანი შენობების აშენება. მინერალური წყლის ჩამოსხმა-რეალიზება. წყლის დებეტის გათვალისწინებით ერთდროულად შესაძლებელია 150-200 დამსვენებლის მიღება. საკურორტო ადგილიდან 3 კმ. მანძილზე მდებარეობს ე.წ `უძირო ტბა’’ საკურორტო ადგილზე შესაძლებელია ლაშქრობის მოწყობა, ადგილი ესაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონას

6c009d397227.jpg

2cbbaf5c5a60.jpg

7d11603a15da.jpg

8240a7827f7e.jpg

fd9474d6cab4.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეჩხუმის სურათებს აქ დავდებ

369d6e21200f.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10ac959a806e.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.7c3c35980e96.jpg

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

..

0887a986c544.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

SAMI CIXE ARTYIA LEcXUMIS ADMINISTRACIUL CENTRS CAGERS

დახვდი , დაჰკარი და არ გაუშვა. ეხლა ამ ციხეების სურათებსაც დავდებ ....ხარისხზე ნუ დამძეახავთ

00116c1af1b5.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.9579a6c10c39.jpg

..

.ed2e8699a9b5.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2cdbfac34c36.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

05b42133277f.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

fa47af885cfb.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რხლა უფრო ლამაზია , შემოდგომით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
სახელგანთქმული უსახელოური - ვაზის უნიკალური ჯიში
 
0814dbcd1ff5d201df66d64cc7fad9b5.jpg
16-03-2015

 

ვაზის უნიკალური ჯიში მხოლოდ ერთ არეალში, სოფლების - ოყურეშისა და ზუბის ზონაში მოდის

"დეგუსტატორები ჩვენი ჩამოსხმული უსახელოურის დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ამბობენ, რომ მას კენკრის სურნელი აქვს. ცხენისწყლის ფერდობებზე ეს ჯიში სწო­რედ იმ დოზითა და იმ დროს იღებს მზის სხივებსა თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს"


ქართველი კაცისა და ვაზის განუყრელობა საუკუნეებს ითვლის, - ვაზი ჩვენი თილისმაა და რამდენჯერაც მტერმა აგვაჩეხინა, იმდენჯერ გამოვფხიზლდით და ავაღორძინეთ.

უნიკალური უსახელოური (ამ ჯიშის ღვინით სტალინიც იწონებდა უცხოელებთან თავს) კომუნისტებმა არც ისე დიდი ხნის წინ აჩეხეს, მაგრამ ისევ აღორძინდა. უსახელოური მხოლოდ ერთ არეალში, სოფლების - ოყურეშისა და ზუბის ზონაში მოდის. მას დეგუსტატორები "ხვანჭკარასაც" აჯიბრებენ. უსახელოურის ასაჩეხად კომუნისტებს ერთი მიზეზი ჰქონდათ - რაკი ამ ღვინით ვერ იქეიფებდი (ის შავი ღვინოა) მის ადგილას, საქეიფო, უხვმოსავლიანი ცოლიკაური გააშენეს, უსახელოურის დაკარგვით კი ამ კუთხემ ღვთის სადიდებელი ზედაშეს ღვინოც დაკარგა. წლების შემდეგ კი პატარა სასწაული უსახელოურთან დაკავშირებითაც მოხდა - ამ ჯიშის გადაშენებით გულგახეთქილ ერთ ქართველს უცნაური აზრი მოუვიდა - ცხენისწყლის ხიდთან მანქანა გააჩერა და ზედ ტრაფარეტი დაამაგრა, - კილო უსახელოურს 10 ლარად შევიძენო. დაეჭვებულმა სოფელმა მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი უსახელოური შეაგროვა და... გა­ყიდა! მომდევნო წელს ყველა ოყურეშელს ვაზის სასხლავი მაკრატელი ეჭირა ხელში და უსახელოურის საკალმეებს სანთლით დაეძებდა. შემდგომში უსახელოურს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქომაგი გამოუჩნდა - ახალგაზრდა ლევან ომანაძე. მან ყურძნის სარფიანი გაყიდვით მოხიბლული რამდენიმე ოყურეშელი დაარწმუნა, რომ ამ ვაზის შხამქიმიკატებით შეწამვლა დანაშაული იყო, არადა, არც ეს იყო იოლი საქმე.


e80d33a2596768ea718004296136be62.jpgლევან ომანაძე: - გლეხების დარწმუნება იმიტომაც არ იყო ადვილი, რომ უსახელოურის შხამქიმიკატებით შეწამლულ ძირზე დაახლოებით 5 კილოგრამამდე ყურძენი მოდის და ეს არის ოყურეშელი გლეხის საზრდო, - კილოგრამ ყურძენში სოლიდურ თანხას იღებენ; შაბიამნით შეწამლული ძირი კი დაახლოებით 1 კილოგრამ ყურძენს ისხამს და აბა, რატომღა უნდა დათანხმებულიყვნენ მოსავლის ბუნებრივად მოყვანას! ამიტომ ეს ადამიანები დავარწმუნე, რომ ნატურალური ღვინო უფრო ძვირად იყიდება, მისი მყიდველი ყოველთვის მოიძებნება და ამ სახეობის ყურძენში სხვებზე მეტს გადაიხდის.

ახლა ვისაც უსახელოური მხოლოდ შაბიამნითა და ნაკელით მოჰყავს, 1 კილოგრამ ყურძენში 15 ლარს იღებს.
ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილი წერდა, უსახელოურის გაშენების ადგილი და გემო ადასტურებს, რომ ის ადგილობრივი ჯიშია და ტყიდან არის გამოტანილიო. ეს ცხადია, - დეგუსტატორები ჩვენი ჩამოსხმული უსახელოურის დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ამბობენ, რომ მას კენკრის სურნელი აქვს. ცხენისწყლის ფერდობებზე ეს ჯიში სწო­რედ იმ დოზითა და იმ დროს იღებს მზის სხივებსა თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს, დანარჩენი წინაპრების საქმის გაგრძელებაა. ჩემი დიდი ბაბუა იულო მუშკუდიანი მეღვინე იყო, ხონში, ფოთსა და ქუთაისში უსახელოურით ვაჭრობდა და მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ედგა ღვინის "წერტი". დღეს მეც მამაჩემთან ერთად ღვინოს მისი ტექნოლოგიით ვაყენებ. ეს წესი მისხლითაც არ შემიცვლია და არც შევცვლი!

105dc701d0e758cf85f32602de15c673.jpg- ისე, გასაკვირია, 27 წლის

<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/...&n=aafafc06' border='0' alt='' /></a>
კაცი რომ ღვინის დაყენების დღევანდელი ტექნოლოგიების მიუხედავად, წინაპრის მეთოდს არ ეშვება...
- ეს არის გზა წინ,  საუ­კუ­ნეებით გამოცდილი და ამდენად, სწორი გზა. ხანდახან მეუბნებიან, თბილისელი ხარ, ვენახისა რა იციო! ქართველის გულიდან და გონებიდან ვენახის სიყვარულს ნაჯახითაც ვერავინ ამო­ძირკვავს. დედა სოფელ ოყურეშიდან მყავს, მამა - მახურიდან. ეს ორი სოფელი მდინარე ცხენისწყლის გაღმა-გამოღმა ერთმანეთს უყურებს. ბავშვობიდან მოყოლებული, საუკეთესო დღეები იქ მაქვს გატარებული. ჩემი საქართველო ეს არის. ოყურეშში ჩემი დიდი ბაბუას აშენებული ba2ab1ade1bfcea79a07b9d7e5ba8248.jpgსახლი ახლაც დგას, ახლაც გვაქვს მისი 200-წლოვანი საწნახელი, რომელშიც ღვინოს წურავდა. ყველა რთველზე (ყურძნის კრეფას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ) ამ საწნახელში ვდგებოდი, ყურძენს ვწურავდი და ჭურში ჩამავალი წვენის ჩხრიალს ვისმენდი. მერე ყურძნის წვენს ჭურიდან კვლავ ამოვიღებდით­, საწნახელში ისევ ჭაჭას დავასხამდით და ხუთი დღე დავადუღებდით. ბოლოს ისევ ჭურში გადავასხამდით, თავს თიხამიწით შემოვუგლესდით და ასე დგებოდა საუკეთესო ალექსანდროულის ღვინო. ჭურიდან მეორე ჭურში გადაღება ღვინოს სრულ დაღვინებამდე 4-ჯერ მაინც სჭირდება. ისე, რაც მეტჯერ გადაიღებ, მით უკეთესი. დღეს იმავეს ვაკეთებ, - კვლავ უსახელოურს ვაყენებ და ჭურიდან ბოთლში ვასხამ. ამ ჩამოსხმას "ხომლის უსახელოური" დავარქვი, რადგან ოყურეშს ზემოდან ულამაზესი ხვამლის მთა დასცქერს. ეს არის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, სქელი, შავი ღვინო, რომლის ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 13%-ია.

- დიდი ბაბუა სტალინის თანამედროვე ყოფილა, ცნობილია, რომ სტალინს შავი ღვინო უყვარდა და საქართველოდან უგზავნიდნენ. ბაბუაც ხომ არ უგზავნიდა?
- უგზავნიდა, ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ჩემს ბავშვობაში შინ კედელზე სიგელი ეკიდა, რომლითაც სტალინი ბაბუას უსახელოურს აჯილდოებდა. მაშინ ამ სიგელს ყურადღებას არ ვაქცევდი, რა ვიცოდი, რომ ერთ დღეს დიდი ბაბუას გზას დავადგებოდი, ბოლო წლებში კი მოვიკითხე, ნათესავს წაუღია ამ ფაქტის დასამტკიცებლად და დაუკარგავს კიდეც.

3e3492ee3bec09e2baf9b2111dcc3b41.jpg- ვინ იყო ის კაცი, ვინც გავერანებული უსახელოურის ნარჩენი ყურძენი 10 ლარად იყიდა?
- ტარიელ ალავიძე, ყოფილი პრეფექტი. ნეტავ ყველა მოხელეს შეეძლოს ასეთი საშვილიშვილო საქმის გაკეთება! მან ფული ნამდვილად გადაიხადა, არადა, ქალები, რომელთაც ძლივს შეგროვილი რამდენიმე ვედრო უსახელოური მასთან მიჰქონდათ, გზაში ამბობდნენ თურმე, ტყუილი რომ იყოს, ყურძენს სახლში აღარ წამოვიღებთ, მდინარეში გადავყრითო.

- თქვენ თქვით, გამიჭირდა გლეხების დარწმუნება, რომ ვაზი შხამქიმიკატებით არ შეეწამლათო...
-  ძალიან გამიჭირდა, თუმცა, ეს გასაკვირი არც იყო - ხალხს ფული სჭირდება. თანაც, საოცარია, მაგრამ ვაზისთვის შხამქიმიკატის შეცვლა ისევე ძნელია, როგორც ნარკომანისთვის წამლის შეწყვეტა. ერთმა მანაველმა გლეხმა მითხ­რა, ვენახს შხამქიმიკატებით რომ აღარ ვწამლავდი, კინაღამ გამიხმაო. ვაზს შხამები ნელ-ნელა უნდა მოაშორო. ამას ხუთი წელი მაინც სჭირდება. სამაგიეროდ, მყიდ­ველი აუცილებლად გამოჩნდება. უსახელოურის ბოთლებში ჩამოსხმა ერთმა ამბავმა მიკარნახა - ღვინოს ეკლესიისთვის, საზედაშედ, ყოველთვის ვაწვდიდით, და სვეტიცხოვლის 1000 წლისთავისთვის გამართულ წვეულებასაც შევწირეთ. სუფრასთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამობრძანებული მართლმადიდებელი სასულიერო პირები ისხდნენ. იმ დღესვე ახლობელმა დაგვირეკა, ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებაო. თურმე როცა უსახელოური ერთ-ერთს მოუსვამს, წამოუძახია, - საოცარია, მითხარით, სად იზრდება ის ვაზი, რომლისგანაც ეს ღვინო დაიწურაო! მერე სხვებიც აჰყვნენ და ერთი ამბავი ატყდა თურმე. იმ დღესვე ჩამოვუტანეთ გვიშტიბის მარნიდან 20 ლიტრი უსახელოური და ამ ხალხს უცხოეთში გავატანეთ. ამის შემდეგ ბოთლებში ჩამოსხმა გადავწყვიტეთ. ისე კი, ჯერჯერობით ამ ღვინოს მოგება არ მოაქვს, ან რა მოგება ექნება, როცა ყურძნის ღირებულება ჩამოსხმულ ღვინოზე მეტია! თუმცა, საქმე კეთდება!

03dba386d7a08c359271c49b6b00bbb6.jpgჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობს, რომ ჩვენ უცხოეთის ბაზარზე გასვლა შეგვიძლია მცირე, მაგრამ საუკეთესო პროდუქციით.

ღვინოების მასობრივ წარმოებაში ჩვენი ქვეყანა ვერავის გაეჯიბრება, მაგრამ თუ მცირე რაოდენობით, ოღონდ ნატურალურ ღვინოს ჩამოვასხამთ, მართლა ვერავინ შეგვედრება...

ილია ჭავჭავაძეც სთხოვდა ქართველებს, ღვინოს ნუ აბევრებთ, ეს წესი ჩვენი არ არის, ფრანგებმა შემოიტანეს საქართველოშიო. გაბევრებაში ის ღვინოში შაქრისა და წყლის ჩამატებას გულისხმობდა, დღეს ღვინოს უკვე შხამქიმიკატებით ვაბევრებთ. თუ ფეხზე დადგომა გვინდა, ასე არაფერი გამოგვივა!
უსახელოურიც, ისევე, როგორც ყველა ღვინო, იბადება, ღვინდება და კვდება, ის ცოცხალი ორგანიზმია. ამ სიცოცხლეს კი ფასი ჩვენ უნდა შევძინოთ ერთგული და პატიოსანი დამოკიდებულებით.

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

სამოთხეა !!!!! ზაალიან ლამაზია 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაჩხაზე ქეიფს რა სჯობია????? ან მურის ციხეზე, ან გელავერი? ხვამლი? ორბელის გადასასვლელი სერპანტინი?    რომელი ერთი ჩამოვთვალო????


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

ულამაზესია !!! 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?