Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

ხელოვნება ლითონში განფენილი

დასკვნითი ნაწილი

იტალიური სკოლა

იტალიელი მეიარაღეების ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის შესრულებით. ვ. გრინერის შეფასებით, << ... გრავირება, რელიეფი, ჭრილი და ფილიგრანული შესრულება, განასხვავებს იტალიურ ნეკეთობებს გერმანულისაგან, შესაძლოა, ისინი განიცდიდნენ ზედმეტ მორთულობას, მაგრამ თვალში არა გვხვდება არასწორი გამოსახულებებით, ანდა პერსპექტივით, შენიშნული საუკეთესო ნივთებზე (ამ შემთხვევაში იარაღებზე), მეტად ცნობილი გერმანელი ოსტატების >>. ამაში, უდავოა, აისახებოდა იტალიური ფერწერის გავლენა, დიდი ხნის განმავლობაში წამყვან პოზიციაზე მყოფი ევროპაში.

თანამედროვე იტალიური იარაღის გრავირებისთვის სახასიათოა ,,ბულინო''- ს ტექნიკის გამოყენება, რომელმაც ცალკე გამოყო იტალიური გრავირების სკოლა სხვა დანარჩენებისგან. ,,ბულინო'' არის ტექნიკა, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე ქმნის შუქ-ჩრდილების ეფექტს. მის მისაღებათ გამოიყენებენ ან სხვდასხვა სიღრმის მოკლე შტრიხებს, ანდა წერტილებს განსხვავებული ინტენსივობის და სიღრმის. ამ ტექნიკის წინაპრებათ შეიძლება მივიჩნიოთ ანჯელო გელაცი და ფირმო ფრაკაცი. ეს ყველაზე რთული და შრომატევადი სტილია, მაგრამ ის იძლევა საშუალებას მივიღოთ ბრწყინვალე ჩრდილების გრადაცია, დეტალების მაქსიმალური სიზუსტე და რეალისტური გამოსახულება. ის გამოდის ძალიან თბილი და მოცულობითი. ოსტატს შეუძლია გამოხატოს შუქ-ჩრდილების ეფექტი როგორც მთლიანად, ისე ცალკეულ ელემენტებზე, მაგალითად ბეწვები ცხოველის ტყავზე.

იარაღის გრავირების იტალიური სკოლის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, დიდი როლი ითამაშა მარიო აბიატიკომ. მისი ნამუშევრების მაღალმა სამხატვრო დონემ ყურადღება მიიქცია უცხო ქვეყნის კოლექციონერებისაგან. ეს კარგი მაგალითი და სტიმული იყო მაშინდელი ახალგაზრდა გრავირების ოსტატებისთვის. ბევრი იტალიელი შემოქმედი, თავის ნამუშევრებში აერთიანებს ერთდროულად რამდენიმე ტექნიკურ მიმდინარეობას: თხელ ჭრილს, გრავირებას ღრმა ჭრილით ჩაქუჩის მეშვეობით, ძალიან თხელ კონტურებს საჭრისით, <<ბულინო>>, ინკრუსტაცია ძვირფასი ლითონებით. 60-იანი წლებიდან და დღემდე ისინი გამოისახებიან შემოქმედებით ძიებაში, რომელიც გამოიხტება, როგორც დიდ რეალისტურობაში და დეტალების სიზუსტეში, ასევე ახალ კომპოზიციურ მიგნებებში. ტრადიციულ კომპოზიციურ გადაწყვეტილებათ გვევლინება ორნამენტების კომბინაცია, შესრულებული საჭრისით და ჩაქუჩის ღრმა ჭრილით, შესანიშნავად გამოხატული ბულინოს ტექნიკის მეშვეობით. არაიშვიათად კომპოზიციური აქცენტის ხარისხში, გამოიყენება ცხოველთა და ფრინველთა ფიგურები, შესრულებული მოოქროვებით და თანმიმდევრული შუქ-ჩრდილების დამუშავებით, ბულინოს ტექნიკით. ოქროს ყვავილების დელიკატური ჩართვა ორნამენტში, ამდიდრებს საერთო კომპოზიციურ გაფორმებას.

იტალიური იარაღებისთვის სახასიათოა ყვავილოვანი ორნამენტების გამოყენება ბაროკოს სტილში, ალეგორიული და სტილიზებული ელემენტებით. ისტორიული, მითოლოგიური და რელიგიური გრავირების სიუჟეტები, ბევრი რამით მოგვაგონებს უდიდესი იტალიელი მხატვრების სურათებს. თავისი კომპოზიციური მიგნებით და მხატვრული უმაღლესი უპირატესი სტილით, შეიძლება გამოვყოთ მანრიკო ტორკოლის ნამუშევრები. ქალთა ულამაზეს სხეულთა გადაბმა, ფრინველების და გველების ელემენტებით გაფორმებული ორნამენტები, ქმნიან ასოციაციურ კომპოზიციებს.

თანამედროვე გრავირება, თავისი ტექნოლოგიით და შრომითიხარჯებით, ძალიან შორს წავიდა განვითარებისკენ, ტექნიკა ,,ბულინო'' უფრო სასურველი და მოთხოვნადი გახდა, თუმცა ტრადიციული საგრავიორო ილეთები დღესდღეობით ჯერ კიდევ პოპულარულია. გრავირების ახალმა სტილმა და ახალმა ტექნიკამ, მიგვიყვანა სიუჟეტურ მრავალფეროვნებამდე, გარდაქმნილი შემოქმედებით გამოხატულებამდე იარაღის გრავიატურის სახით. იტალიელი გრავიორების ნამუშევრები ჰარმონიულად ერწყმის იარაღის საერთო გამათა ანსამბლს, მსუბუქი და რბილი გამოსახულებების წყალობით. თანამედროვე იტალიელი მხატვარ-გრავიორების ხელოვნება, მეტწილად ასრულებს სამხატვრო ფუნქციას, რომელსაც ხშირად იარაღი აჰყავს მსოფლიო სამხატვრო შემოქმედების უმაღლეს ხარისხამდე. ასეთი დონის იარაღები მზადდება ძვირფასი კოლექციებისთვის და საგამოფენო შეკრებებისთვის.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, საუკეთესო გრავირების სკოლათ სწორედ იტალიური მიმაჩნია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. იმედია მოგეწონათ...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1566991156814.jpg
  • FB_IMG_1566991164047.jpg
  • Screenshot_20190828_142302.jpg
  • IMG_20190604_164250.jpg

ჩამსწორებელი babu, 10 September 2019 - 01:32 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ზოგადა იტალიელები არა მხოლოდ გრავირებით, იარაღის წარმოებითაც საკმაოდ ხარისხიანები არიან

დუდუ

LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კი რათქმაუნდა, იტალია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა იარაღწარმოებაში, გრავირებას და ზოგადად ხატვით ხელოვნებას რაც შეეხება ალბათ ერთ-ერთი უძლიერესები არიან, ერთადერთი თუ არა.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ჩვეულ რეჟიმში თეგებს დავამატებ აბო. ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ბაბუ ამ სახელით ორი თემაა და ქართველას ხომ არ ვთხოვოთ გაერთიანება? 


დუდუ

LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კარგი :)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ ამ სახელით ორი თემაა და ქართველას ხომ არ ვთხოვოთ გაერთიანება? 

ლინკები ჩააგდე 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ჩაჰდებულია ტექნიკურ საკითხებში ბაბუ


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?