Jump to content

სურათი

როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ადამიანს, რომელიც იხრჩობა

პირველადი დახმარება ხელოვნური სუნთქვა იხრჩობა დროული კვალიფიციური ადამიანი ლეგიონი legion ჯანმრთელობა ჯანდაცვა სასწრაფო

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ადამიანს, რომელიც იხრჩობა
 

m286_rogor-agmovuchinot-pirveladi-daxmar

ავტორი: საბა მდივნიშვილი

საცურაო სეზონის გახსნასთან ერთად ყოველთვის იმატებს წყალში მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი. გასაჭირში მყოფი ადამიანის დასახმარებლად საჭიროა ცურვისა და ჩაყვინთვის კარგად ცოდნა, ასევე იმის, თუ როგორ დაეხმაროთ ნაპირზე გამოყვანილ ადამიანს.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
  • ამიაკი
  • კატაბალახას ნაყენი
  • კორვალოლი
  • "გრელკა" ან საბანი

საფეხურები

  1. 1 იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც იხრჩობა, შეატყობინეთ რაც შეიძლება მაღალ ხმაზე, რომ მის დასახმარებლად მიდიხართ. ამით გაამხნევებთ და ენერგიას შემატებთ. დროის დაუკარგავად გაიხადეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

    შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ნავი და მისი გამოყენებით მიუახლოვდით საფრთხეში მყოფს, ოღონდ აუციელბლად წინიდან, რადგან გვერდიდან ამოძრომის მცდელობის შემთხვევაში თქვენი ნავი დაკარგავს წონასწორობას და გადატრიალდება.
  2. 2 ნავის არ არსებობის შემთხვევაში ჩაყვინთეთ წყალში და გაეშურეთ საშველად. დაზარალებულთან მიახლოებისას გაითვალისწინეთ, რომ ის დაიწყებს გაუცნობიერებლად ჩაჭიდებას და თქვენი კიდურების დაბლოკვას, რამაც შეიძლება თქვენ ჩაგაგდოთ უარეს საფრთხეში. ამის თავიდან ასაცილებლად ჩაყვინთეთ წყალში და შეეცადეთ მისგან განთავისუფლებას - ამ მოქმედების შემდეგ ის ინსტიქტურად გაგათავისუფლებთ, რათა უფრო დიდხანს შეძლოს წყლის ზევით გაჩერება.
  3. 3 არსებობს ასეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანის გამოყვანის ორი მეთოდი. პირველი გამოიყურება ასე: თქვენი მხრები მოაქციეთ დაზარალებულის გაშლილი ხელების მაჯის ქვეშ და გაცურეთ ნაპირისკენ ბრასით. ასევე შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ, ცალი ხელით მოეჭიდოთ დაზარალებულის ნიკაპს და ასეთ მდგომარეობაში გაცუროთ ნაპირისკენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მისი თავი ყოველთვის წყლის ზევით იყოს. შეეცადეთ მიჰყვეთ დინებას, რადგან ასეთ სიტუაციაში ყველაზე დიდი ფასეულობა თქვენი ენერგიაა.
  4. 4 ნაპირზე გამოსვლის შემდეგ დაუწმინდეთ დაზარალებულს პირის ღრუ (იქნება ეს ქვიშა, წყალმცენარეები თუ სხვა რამ). დააწვინეთ იგი მუცლით საკუთარ მოხრილ მუხლზე და რამდენჯერმე მიარტყით ზურგზე, მუცლის წყლისგან გასუფთავების სტიმულირებისთვის. შემდეგ გადმოაბრუნეთ და ზურგით დააწვინეთ მიწაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის მან არ განაგრძო სუნთქვა, გაუკეთეთ ხელოვნური სუნთქვა.
  5. 5 დაზარალებულს ზურგის ქვეშ ამოუდეთ ქურთუკი ან გადასაფარებელი. მიიღეთ ისეთი მდგომარეობა , რომ მისი თეძო აღმოჩნდეს თქვენ მუხლებს შორის. ორივე ხელის მეშვეობით დააწექით გულმკერდის ქსოვილის ორივე მხარეს და სწრაფად აუშვით. ამ მოქმედების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს სუნთქვის სიხშირეს (არაუმეტეს 15-16 ერთი წუთის განმავლობაში) ამასთან ერთად შეეცადეთ დაზარალებულს დაუმასაჟოთ ნერვული დაბოლოებები, შეუმოწმეთ პულსი, მიადეთ ნესტოებთან ამაიკით გაჟღენთილი ცხვირსახოცი. ყურადღება მიაქციეთ ენის მდგომარეობას.
  6. 6 მაშინ, როცა ადამიანი დაიწყებს აზრზე მოსვლას, გაათბეთ იგი. არ შეწყვიტოთ გულმკერდის ქსოვილის მასაჟი იქამდე, სანამ იგი არ დაიწყებს სრულფასოვნად სუნთქვას. გულის არევის შემთხვევაში დააწვინეთ გვერდულად და ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლომდე შეძლოს ჩაყლაპულიდან განთავისუფლება. შემდეგ დაალევინეთ კატაბალახას ან კორვალოლის ნაყენის რამდენიმე წვეთი და აუცილებლად წაიყვანეთ ექმითან.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არის კიდევ ერთი გზა, მაშველებს დაუძახეთ და თუ გაგუმართლათ და მაშველი მანდილოსანი აღმოჩნდა გადარჩენის სუფრა აკისრებინეთ დაზარელებულს და კარგად მოილხინეთ.....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენ დაუკააა!!!! ყველაფერში პონტი უნდა ააგდო ? დ მაგისტრო?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4955 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ხო ნუ განსხვავებული მისი გადარჩენის 2 ყანწით უნდა დაალევინო სიკვდილ სიცოცხლეთან თამაშის სადღეგრძელოს ამბავში :)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო ნუ განსხვავებული მისი გადარჩენის 2 ყანწით უნდა დაალევინო სიკვდილ სიცოცხლეთან თამაშის სადღეგრძელოს ამბავში :)

 

ხოო. ისე წესრიგა ისე გახელდა , ამ არანორმალურების ყურებით , თან თვითონ ვერ სვავდა , მგონი 3 საც შესვავს :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2836 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მე ერთი წელი მაგრად გამიმართლა. ქობულეთში 5 ადამიანი გადავარჩინე დახჩობას. კინაღამ სამსახურში მიმიღეს მაშველებმა.  :0024:  :0024:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რა იყო ლევან ჩასაფრებული იყავი სანაპიროზე??? :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ლევან დასასვენებლად იყავი თუ მივლინებით ?  :0024:

 

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47351 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ერთი წელი მაგრად გამიმართლა. ქობულეთში 5 ადამიანი გადავარჩინე დახჩობას. კინაღამ სამსახურში მიმიღეს მაშველებმა.  :0024:  :0024:

ბაბუ შენ კი არა იმ  კაი ხალხს გაუმართლა ძმობილო. აი შენ კი შემოგევლე მაგ თავმდაბლობაში და კაცთმოყვარე გულში.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?