Jump to content


ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ალაზანი

legion.ge-82-1514033457.jpg


მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება.
ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალაზანი


legion.ge-82-1514032895.jpg


 
                ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის
გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ.

    საზრდოობა   შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე კავკასიონზე,
მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის  ვაკეზე და იტოტება.

      ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა).
     ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი
შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა
- შემოდგომაზე.
ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%,  შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%.
   არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა,
ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა.

მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი).
ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.
   სათავიდან ალაზანი მოედინება თუშეთის ტერიტორიაზე შემდეგნაირად: ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით.

 ეს ორი მდინარე ერთმანეთს ერთდება სოფელ შენაქოს მიდამეობში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
     პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შუამდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის,
წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი - ლაროვანის წყალი.
         ალაზანი მდიდარია მრავალფეროვანი თევზის ჯიშებით: ლოქო, მურწა, კალმახი,

 
 
 
ჭანარი
legion.ge-82-1514032982.jpg

legion.ge-82-1514033026.jpg
 
 
შამაია,ბლიკა,გველანა,გოჭალა,თაღლითა, კობრი, ფარგა, მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი

ჩამსწორებელი Qartvela™, 23 December 2017 - 04:47 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლოქოა აქ ხოშიანი.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ალაზანოოო და ალაზანოოოო :)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე დაგვეგემა კარგი გასვლა ალაზანზე სათევზაოდ კლუბს 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

 

 

 

ასეთი ადგილები ალაზანზე არ იცით?

 

ახმეტის, ქისტაურის, ალვანის მახლობლად ვერსად ვნახე. სადმე თუ გეგუგლებათ ასეთი გასართობი ადგილი დამიმაპეთ რა.  კვირას ვგეგმავ ახმეტაში წასვლას და გზად გავერთობოდი.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი


legion.ge-82-1553250895.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

legion.ge-82-1553250895.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

KAIA. ზანზე გასვლას არ გეგმავთ რიბაკები? ეგეც მე ხო არ უნდა დავგეგმო ტო? მიდი დაგეგმეთდა მეც წამიყვანეთ რაღა ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ბატონო მოდერატორო, შენი რჩევა მჭირდება: 

 

 

რა მეთოდით და რა სატყუარათი შევუტიო?



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი
ამ პერიოდში უკვე ხრამული გააქტიურდა ჭანარუც ნელ ნელა აიღებს და ღრმა ადგილებში ლოქოზეც ღირს ცდა. ნუ რატქმა უნდა შამაიაც იქნება მარა შამააიის სეზონი არის აი სეზონი როიხსნება მაგ პერიოდში.. სპინინგით სასწაულად მოდის მერე ვიდეოებს დავდებ და ნახე ხელოვნურ სატყუარებზე როგორ იღებს.. ამ პერიოდში სატუარად თეთრი, წითელი, ალაზნის ნაპირებში მწვანეს ჭიას ეძახიან (ლამიანშია) ჭანარი იღებს მაგრად. მიწის ჭიაც კარგია.. ნუ მანდ რო წახვალ ყველაფერი უნდა წაიღო რა... დავგეგმოთ ერთი გასვლა ჩვენც...

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

მერე ვიდეოებს დავდებ და ნახე ხელოვნურ სატყუარებზე როგორ იღებს

ლაივშვი, თვალით ნანახი მირჩევნია ;)

 

დავგეგმოთ ერთი გასვლა ჩვენც...

შენ ის ანეგდოტი იცი? შენ სულ მპირდები და მპირდებიო? :D



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს
სათევზაოდ მეც მოვდივარ. ვინც უჩემოდ წავიდეს ბნედა დეეცეს

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

mantis, ჩვენ თუ წავალთ, სათევზაოდ წავალთ, დასაძინებლად ოჯახში მირჩევნია. კარგად დაფიქრდი სანამ ჩემთან ერთად სათევზაოდ წასვლად დააპირებ.

 

 

giokupra, დაგეგმე რამე :@



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

ლაივშიც ვნახავთ რაპრობლემაა ქართველ ;) დრო დრო მოვიცალო ცოტა გამოცდები მიახლოვდება რავქნა.... დავგეგმავ უეჭველი ერთხელაც ვერ გავედი სათევზაოდ ამ სეზონზე ესაა საქმე ? :/







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?