Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

VO Gun and Rifle makers


ფორუმში ხშირად ვმსჯელობთ, რომელია ყველაზე მაგარი მეიარაღე ფირმა, კომპანია, ქვეყანა და ა.შ. ამან შვედი მეიარაღეების ნაკეთობანი გამახსენა, ამ თოფებში ცალკეული დეტალები სხვადასხვა ფირმისა თუ ოსტატის ნაკეთებია, მაგრამ ერთიანობაში ამ ,,შტუჩნიკებს" მოჰყავთ და ისეთ შედევრებს ღებულობენ, რომ სამეფო ოჯახებიც კი აღფრთოვანებულნი არიან ამ თოფებით!
დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთი შვედური ოჯახის, ოლსონების(მამა-შვილი) ნაკეთებ თოფებს.


9c966d99b30d.jpg



ამ პატარა კომპანიას VO Gun and Rifle makers ქვია და განლაგებულია ქალაქ კრიშტიანშტადტთან ახლოს. ფირმის დამაარსებელი ვიგო ოლსონი(დაბ. 1945წ) ბავშვობის ასაკიდან გატაცებული იყო იარაღით. განათლება იტალიაში მიიღო ხისა და მეტალის დამუშავების განხრით. კომპანია 1977 წელს შეიქმნა. თავიდან ეს მცირე საამქრო-მაღაზია იყო. ოლსონი ამზადებდა და ყიდდა ტრადიციული სტილის გლუვლულიანებს, ხრახნილლულიანებსა და აქსესუარებს. თანდათან ოსტატმა ნაკეთობაში თავისი ხელწერისა და ხედვის შეტანა დაიწყო... წარმატებამაც არ დააყოვნა. მყიდველებმა უფრო მოუხშირეს ოლსონის მაღაზიაში მოსვლას, რადგან აქ უმაღლესი კლასის ხელნაკეთი ექსკლუზივები ეგულებოდათ. ფინანსურმა წარმატებამ საწარმოს განვითარება უზრუნველყო.
არაა გასაკვირი, რომ შვილი_ ულფ ოლსონის(დაბ. 1973წ) ჰობი ბავშვობიდანვე იარაღი გახდა. ადრეული წლებიდან ულფი მამის ოსტატობით აღფრთოვანდა და მის კვალზე სვლა დაიწყო. წლების განმავლობაში შვილი ოლსონი მეიარაღეობის საფუძვლებს ქვეყნის საუკეთესო ოსტატებთან ეუფლებოდა. 
ულფის სწავლის დასრულების შემდეგ მამა-შვილი ხურავენ მაღაზიას და აფუძნებენ პატარა კომპანიას, რათა სრული კონცენტრაცია ამჯერად ექსკლუზიური იარაღის წარმოებაზე გადაეტანათ.


39ca26eaa4dc.jpg

ca413e9e2d13.jpg


ფირმის ექსკლუზივია 1991-1992 წლებში დამუშავებული და 1994 წელს დაპატენტებული კალაპოტი და მექანიზმი Husqvarna 1900 სისტემით Take-Down, რომელც იძლევა საშუალებას ერთ თოფში გამოყენებულ იქნას რამდენიმე ყალიბისა და დიზაინის ლულა. ამ პატენტით ოლსონებმა შვედეთის წლის საუკეთესო გამოგონების პრემია მიიღეს.
მექანიზმი Husqvarna 1900 იწარმოება იტალიაში, ლულები სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში Lothar Valther-ის ფირმაში. შემდგომი დამუშავება, დაყვანა, ლულების ტესტირება, ბალანსირება კი ოლსონების კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ შვედი ოსტატები იყენებენ მრგვალ, გოფრირებულ და რვად დაკუთხულ ლულებს. მეტალის დამუშავების შემდეგ ისინი იგზავნებიან ბელგიაში, სადაც უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ ხდება იარაღის გრავირება. ოლსონების იარღის გრავირება ხელოვნების ნიმუშია. მოგახსენებთ მხოლოდ ორ საინტერესო დეტალს_ სასხლეტ ფარზეც კი სრულფასოვანი დასრულებული სიუჟეტია გრავირებული(!!!) და შემკვეთის ინიციალები 24 კარატიანი ოქროთია დაწერილი.

9dc88027e58a.jpg



კონდახისათვის გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკალი, რომლის ნახევარფაბრიკატები შემოაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. 
ამჟამად კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ყალიბებს: .270 Win, 6,5X55, 6,5-284, 30.06, 338-06, 9,3X62, 7მმ Rem. Mag, .300 WSM, .300 Win. Mag. და ახალი აფრიკული ყალიბი .416 Taylor.

7e7b35c7cf22.jpg



ერთეული პროდუქციის ღირებულებაში შედის მექანიზმი Take-Down, ორი ლულა ნებისმიერი ყალიბით, ოპტიკის მონტაჟი(ოპტიკის გარეშე), ქეისი და კლუბ VO Owners Club-ის წევრობა.
ერთეული პროდუქტის გაკეთებაზე იხარჯება 6 თვიდან ორ წლამდე. კომპანია წელიწადში მაქსიმუმ 12 თოფს აკეთებს.


76fd004cbd57.jpg

შვედეთის მეფე კარლ-გუსტავ XVI არის სამეფო სამონადირეო კლუბის პრეზიდენტი, რომლისაგანაც 1995 წელს ვიგო ოლსონმა ბრწყინვალების ნიშანი მიიღო ხელნაკეთი შედევრებისათვის. წელიწადში ერთჯერ მეფის სასახლეში იმართება კლუბ VO Owners Club-ის წევრთა შეხვედრა.
პრინცმა კარლ-ფილიპმა 1998 წელს მოინახულა ოლსონების კომპანია და თავისი სამეფო გემოვნების დასაკმაყოფილებლად Take-Down-ის კონსტრუქცია და 6,5х55 и 7 мм Reg. Mag ყალიბების ლულები შეუკვეთა. ამ შეკვეთის შესრულება კომპანიამ 2001 წლის ბოლოს დაასრულა. საველე ტესტირების შემდეგ პრინცი აღფრთოვანებული დარჩა თავისი თოფის ხარისხითა და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლებით. 2001 წლის შემდეგ ოლსონები შვედეთის სამეფო კარის ოფიციალური მეიარაღეები გახდნენ.
ვიგო და ულფ ოლსონების ერთ-ერთი შედევრი აფრიკული ხუთეულის თემაზეა შექმნილი. მართალია ეს ლიმიტირებული სერია აფრიკული საფარის ხუთეულს ეძღვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა შედგება ექვსი თოფისაგან. ხუთ მათგანზე გრავირებულია შესაბამისი ობიექტები(სპილო,მარტოტქა, კამეჩი, ლომი და ლეოპარდი), ხოლო მეექსვე თოფი ითვლება ამ კომპლექტის გვირგვინად და ეძღვნება ერნესტ ჰემინგუეის. თოფების ეს კოლექცია ითვლება ყველაზე ძვირ კოლექციად მსოფლიოში. ერთი მოდელი ღირს 295 000 დოლარზე მეტი!!!
აღნიშნული კოლექცია პირველად სტოკჰოლმში იქნა ,,გრანდ-ოტელში" გამოფენილი 2005 წელს.
ჩვენებამ სამშობლოს შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადაინაცვლა, სადაც ფანტასტიური შედეგი ჰქონდა. აქვე გაიყიდა შედევრი ჰემინგუეის მოტივით იქაურ შეიხზე.


8dfd10f8ed20.jpg


f93f4e81f109.jpg

ავტ.გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?