Jump to content

სურათი

ქართული ენისა და დამწერლობის საიდუმლოებები

ქართული ენის საიდუმლოებები ანბანი დედა ენა კოდი დაშიფრული სიტყვა სული

ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  ძმებო შემთხვევიტ გადავაწყდი გივი ალაზნისპირელის ლექციის ნაწყვეტს. აქ არაა მითითებული მაგრამ , ნამდვილად ისაა. ძალიან საინტერესი ჰიპოთეზებია და ყურადღებით გაეცანით.....ბევრ საინტერესოს გაიგებთ.   ქართული ენის საიდუმლოებები
 

ქართული ენის საიდუმლოებები

 

0196e65e1520.jpg

ქართული ენა მსოფლიო ენების დედაა და მას შემთხვევით არ ეწოდება “დედა ენა”. საქართველოდან დაშორებულ ყველაზე უშორეს დედამიწის წერტილშიც მცხოვრებ აბორიგენებშიც კი მოიძებნება ნაშთები ძირძველი ქართული სიტყვებისა ზოგში ერთნი ზოგში მეორენი მაგ: მე, შინ, მამა, რა… ზოგჯერ ისეთ სიტყვებსაც შეხვდებით რომ გაგიკვირდებათ. სამწუხაროდ დღევანდლი ქართული საკმაოდ დაბინძურებულია ბარბარიზმებით და რაც დრო გადის უფრო და უფრო იშლება კვალი ძირძველი “დედა ენისა”. ასევე რთულია დაადგინო ესა თუ ის სიტყვა შემოსულია თუ გასულია საქართველოდან.
სამწუხაროდ არ არსებობს კვლევა და ვერ მოვიძიე ვერცერთი მეცნიერული ნაშრომი ერთგვარი თანხვედრი სიტყვებისა ქართულსა და მსოფლიო ენებს შორის.
თუმცა ამ ძებნაში ერთი წესი დადგინდა ქართული სიტყვის ბარბარიზმიდან გასარჩევად. თუ სიტყვა ქართულია ასიდან ასი პროცენტით შესაძლებელია მისი განშლა ანუ მასში აუცილებლად ჩადებულია, ჩამარხულია ჩაკოდირებულია იმფორმაცია (გაგება).
როდესაც არქეოლოგები ამა თუ იმ ტერიტორიაზე გათხრებს ატარებენ, ხსნიან სარკოფაგებს, ხოლო მიღბული არტეფაქტებით მსჯელობენ იმ ადგილის ისტორიაზე, სოციალურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე.
ასევეა ქართული ენა ” დამარხული ენა” და მას წერაქვით და ნიჩაბით ვერ გახსნი მისი გახსნა (ახსნა)მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ანბანს შეუძლია.
მოგეხსენებათ ქართული ენა სამი ანბანის მფლობელია ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
ასომთავრული და ნუსხური უძველესია და მისი ფესვები ოქროს საწმისთან და კიდევ უფრო შორს ბაბილონის ეპოქას შორდება, ხოლო რაც შეეხება მხედრულს ერთი შეხედვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიოდს უნდა ემთხვევოდეს. მეცნიერები ამას ერთგვარ ქრისტიანული ზეგავლენის ასოთა რეფორმად შერაცხავდნენ, მასში ქრისტიანული ელემენტების ფართოდ არსებობის გამო, მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე.
სამივე ანბანში ერთი ხელწერა შეინიშნება. თვითოეული დამწერლობა განსხვავდება და განსხვავებულობით ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს.

7e5e932434f4.jpg

ისმება კითხვა. სხვადასხვა ეპოქაში როგორ შეიძლება ერთი ხელწერა იყოს ან ერთმა კაცმა დაწეროს, ხოლო თუ სხვადასხვა კაცის ქმნილებაა ერთი სულიერება როგორ აქვს?
რას ვიძახით იმ შემთხვევაში, როდესაც არც სახელი ვიცით არც გვარი ვინც შექმნა ქართული ანბანი?
პასუხი: ანბანი შექმნა ვიღაც სულიერმა.

აქვე ვიტყვი ვინმე სულიერმა შექმნა ანბანი არა თავისი მონახაზის ინტერპრეტაცით, არამედ ზენების კარნახით. მხოლოდ ამით აიხსნება სხვადასხვა ეპოქაში ანბანის ერთი ხელწერა.
რადგანაც მატერიალურ სამყაროში არა მატერიალურ მტკიცებულებებს არგუმენტებად არ სცნობენ, ამიტომ მისი დამტკიცებას შევეცდები შესაბამისი ატეფაქტებით.
სიტყვა სულიერი შესდგება ორი სიტყვის ერთებით სული+ერი, ანუ არამატერიალური სუბსტანცია (სული)-ს და მატერიალური სუბსტანცია
(ერი)-სგან. თვით სიტყვა სულიც კი(რომელიც არამატერიალურია და მატერიალური მტკიცებულობის არ ქონის გამო ბევრმა მეცნიერებამ უარყო მისი არსებობა) შედგება ფუძიდან (სულ), რომელიც მარადიულს, უსასრულოს ნიშნავს.”სულ -ი”
ანუ ეს ყოველივე ნიშნავს და ქართული სიტყვა გვამცნობს რომ ანბანი შექმნა სულიერმა, სულის კარნახით, რომელიც მატერიალურად კაცმა შეასრულა.
თვით სიტყვა “ზენების” შესდგება ორი სიყტვის სინთეზისგან “ზე” -ანუ ზემდგომი და “ნების”-სგან ნებისმყოფი.
ქართული ანბანის დამარხულ ცნობიერებაში ორი დასტურია საჭირო რომ ის ჭეშმარიტად შეიცნო. ანუ ეს რას ნიშნავს: ერთი სიტყვის სინთეზი გაყოფა შეიძლება დამთხვევა იყოს ხოლო მისი კვლავ სხვა გაყოფით ეს უკვე დასტურია.
ამ შემთხვევაში გამოვყავით ზე-ნების “ზე” და “ნება”, ხოლო მეორე ცნობიერებთ იყოფა ასე: ზ- ენების “ზ” და “ენები”
ზ-ქართულში მეშვიდე ასო ნიშანია და ჰქვია ისედაც ზ(ზენ)
ქართველებს ძალიან გვიყვარს ციფრი შვიდი სამი შვიდიანი კიდევ განსაკუთრებით. ზოგი ამბობს შვიდი კარგი ციფრიაო, ზოგი კარგი ენერგეტიკის მატარებელიაო, ზოგი კი ღვთიურიაო, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. მოდით ვნახოთ ქართულ ანბანში (სრულ ანბანში ს.ს. ორბელიანის)
პოზიციურად რა ასოებია შვიდთან თანხვედრაში ესენია:
ზ(ზენ)-7
ო(ონ) -70
ღ(ღან)-700
ჴ (ჴარ)-7000 ეს ასო არ არის ხ(ხან) რომელიც 6000 არამედ ის ჴ რომელსაც ამოღებულია ხმარებიდან თუმცა ლოცვაში ვამბობთ.
მამაო ჩუ̂ჱნო, რომელი ჴარ ცათა შინა;

რაც შეეხება ასო “ღ”-ს მისი მოხაზულობა უსასრულობიდან მოდის და აკეთებს თავთან სპირალურ ბრუნს. პირველი რაც ამ ასოს უკავშირდება ეს არის ღმერთი. ამ სიტყვაშიც ორი სინთეზი ღ-(მე)რთი და ღმ-(ერთი).

როგორც უმეტესობამ გაიფიქრა ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა:აბა ღორი?
ღ(ღმერთი) ორი არ შეიძლება იყოს, (ეს კანონია ერთის უნიკალურობის)
თუ ორია შეიძლება იყოს სამი, ასი და ათასი… ეს კი ღ-ორობაა…

რაც შეეხება ასო “ო”-ს ის უფალს აღნიშნავს – ძე ღვთისას. იგი ღ-ს გავს მაგრამ არა სრულ ანუ მასში ღმერთიცაა და კაციც, რითაც მისი ორი ბუნებაა აღიარებული.
თუ გახსოვთ ქართული ასოების წერას სწავლობენ სამ განყოფილებიან უჯრედში სადაც ორი დიდი ნაწილია თავი და ძირი,ხოლო შუაში იმყოფება ზომიერი უჯრედი სწორედ ამ საშუალო, ზომიერ უჯრედში იწერება ასო “ო”
ეს ნიშნავს განზომილებად სამყაროში მოვლენილს. (გაკვეთილი -2)
“ო”-ს მცნება არის უფლის მცნება.
მოდით ვნახოთ მისი მნიშვნელობა სიტყვებში.
მაგალითად: რა – ეს სიტყვა ასოცირდება მზესთან და გზასთან, ხოლო თუ მას “ო”(უფალი) ასო უზის ვღებულობთ “რაო”? ეს ნიშნავს თხოვნას ახსნას რაიმესი ანუ ქვეცნობიერად ვითხოვთ გზის უფლის დანახვას.

ხალხური ზეპირსიტყვიერება ასე ამბობს რაო-ზე
“რაო, რაო ჩემო და ო
დამანახე უფლის გზაო.”

ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას თუ გაეცანით “ოქროს საწმისი – მედეა შეწირული – უფლის კვართი”

იქ ქართულ ანბანზე ასეთი მოსაზრება გამოვთქვი:
“ესე ანბანი არიეს”
თუ ახსნას მოვითხოვთ და მოვითხოვთ ჭეშმარიტების დანახვას, ვიტყვით რაო?
რაო? რაო?
ყოველივე იხსნება და პასუხად ვღებულობთ:
“ესე ანბანი არიესო”

და იხსნება სრული ჭეშმარიტება ქართულ ანბანთ საიდუმლოსი თუ რატომ არის ის დამარხული და რატომ არის ის იესოს ენა, რატომ იქნება ამ ენით მხილება ყოველივესი.
“ესე ანბანი არ იესო”

ასევე წინა გაკვეთილზე თვით სიტყვა “იესო”-ს და “მესიის” ქართულ ახსნას გაგებას შეგპირდით. მოდით მხოლოდ ფაქტებით დავამტკიცოთ და (გ)ავხსნათ
დაფარული ქართული ენით.
ყოველივე იხსნება ასო ცით
(ი.ხ. https://kakhaberchic...t.com/2012/09/3×40120.html)
იესო

ი – მხედრული მეათე ასო ნიშანია სრულ ქართულ ანბანში ( იხ. დანართი)
ასევე რომაულად ათი გამოისახება X , ანუ იგივე X (იქსი) ახსნას საჭიროებს.

Xესო

ი – ასომთავრული რიგითობით ოცდამეხუთე ასო ნიშანია, ხოლო ციფრული მნიშვნელობა აქვს 700 და არის ღ(ღან) ( თუმცა 25 ანუ 2+5=7,ხოლო მე7 ასოა ზ-ზენ)

ღ(ღმერთი) ესო

არა აცვეს, არამედ ღმერთის და საკუთარი ნებით ესო.

მეორე დასტური: ღ(ღმერთი) -ეს-ო

ეს

არა ის უხილავი განუზომელი ღმერთი ესო, არამედ მოსული განკაცებული
და მასზე ითქმის არა “ის” ღმერთი არამედ “ეს”, ხოლო ასო “ო” ზემოთ ვისაუბრეთ უფლის აღმნიშვნელია.

მივიღეთ: ღ(ღმერთი) -ეს- უფალი = იესო

ხოლო სიტყვა მესია

რადგანაც ყოველივე არსებული თუ არაარსებული შემოქმედი ღმერთისაა ანუ ვამბობთ – მისია
ხოლო როდესაც მოგვივლინა თვსი ძე ღმერთი განკაცებული მეობით და მისცა ყოველივე მას იქცა გამოთქმა ყოველივე უფლისაა ანუ მესია
მე-სია

(უფრო დეტალურად ნახეთ: )

აქვე მინდა გაგახსენოთ რომ მთელი ბიბლიური ახალი აღთქმის სწავლება და იგავები ვენახზე, ყურძენზე, მის მოვლაზე, მის რქაზე,ხოლო ღვინო არის სისხლი უფლისა და რა საკვირველია მხოლოდ ქართველები ვეძახით ამ სითხეს ღვინოს (სხვანი: ვინო(რუს), ვაინ(ინგ)….)
ღ-ს გარეშე იგი მხოლოდ სითხეა ბახუსის მომცემი, ხოლო ღ-თი ის არა ღრეობის სასმელად, არამედ ღვთიურ სასმელად იკურთხევა რითაც სრულდება ყველა რიტუალი დაბადებიდან აღსასრულამდე.
და ღვინო იგი (ზემო სწავლებიდან გამომდინარე)აიხსნება ასე
ღ(ღმერთი)ვინ(ვინაობით)ო(უფალი)

ღმერთი ვინაობით გამოჩნდა უფალში და სისხლი მისი არის ღვინო.

ხოლო ციფრი შვიდი რადგან ზ-ე, ღ-მერთთან, ო- უფალთან, ჴ-ართან უკავშირდება იგი უნდა ნიშნავდეს ზომიერებას სათნოობას როგორც უფალი
და ქართული სიტყვის სიმარტივე სირთულისა მდგომარეობს იმაში რომ მხოლოდ შვიდზე მ-ს დამატებით მიიღება მ-შვიდი, ხოლო საყოველთაო სიმშვიდე მშვიდ-ო-ბად.

ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა კუთხით გურულმა მითხრა კომუნისტების მოსვლამდე, როგორც სრულიად საქართველო ჩვენც პირველ სასმის უფლის დიდებისას შევსვამდით. არც წითლების მოსვლის შემდეგ შეუწყვეტიათ პირველ სასმისად უფლის სადიდებელი მოხერხებულ გურულებს, მხოლოდ მას შეფარულად მშვიდობის სახელით მოიხსენიებენ.
ასე რომ საქართველოს ამ ერთერთ ულამაზეს კუთხეში არასოდეს შემწყდარა ლოცვა უფლის სადიდებლისა.
უფალია – თვით სიმშვიდე და უფალია მშვიდობა.

სადაც მშიდობაა იქაა უფალი.
მშვიდობა თქვენდა
უფალი თქვენთანაა.

ბოლოსიტყვაობა: იოანე ზოსიმეს სიტყვები ქართული ენის მიძინებულ
დამარხულ ცნობიერებაზე მის მნიშვნელობაზე არ გახლავთ მისი
ურა პატრიოტული სურვილი თვისი ენა ექო და ედიდებინა.
ვისაც მისი სჯერავს ამ გაკვეთილსაც დაიჯერებს.

“ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი” – მამა გიორგი ბასილაძე.
არც ეს სიტყვები გახლავთ ისე პატრიოტიზმით ნათქვამი მას დიდი სიღრმისეული აზროვნება ჭირდება. ამაზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ.

წყარო: urakparaki.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი,,,,,,,,,ძალიან მაგარი და ღრმა სიბრძნით ნათქვამია



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძალიან საინტერწწსოა ასეთი რამე არც არასოდეს არ გამიგონია რომ დაწყებითთი სკოლის წერის სწავლების უჯრებიან რვეულში ამხელა განმარტება არის,,თიოეულ ასობგერას რამხელა მნიშვნელობა ჰქონია...???



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კიდევ მოვიძიებ და დავდებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გახსოვთ რომ გეუბნებოდით ქართული დამწერლობა ქრისტეშობამდე პერიოდიდან იწყებს სათავესთქო???

აი ნაწილობრივ აქაცაა ამაზე საუბარი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იბერიული პირამიდა - პირამიდის სულიერი ნიშნულები

graali_rus_qartuli_yda.png

 

მიძინებული სასწალების საუფლო, ქართული (იბერიული) ანბანი და ენა კიდავ არაერთ თავბრუდამხვევ იდუმალებას ინახავს. ისეთი განცდა გვიჩნდება, თითქოს უძველეს განძთსაცავში ამოვყავით თავი, სადაც მტვერწაყრილი ურიცხვი საუნჯეა დახვავებული. კარგად გვესმის, დრომ თავისი კვალი დაატყო, საგანძურის ბევრი ძვირფასი თვალი ქვა ჩაქრა (იმდროინდელმა ბევრმა თეოსოფიურმა არგუმენტმა და ფაქტმა ღირებულება დაკარგა), მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანს ხელში აიღებ, მტვერს გადაწმენდ, მზის სინათლეზე გამოიტან, ისე ლამაზად და სულისწამღებად აკიაფდება, თვალს მოგტაცებს… რაც უმთავრესია, იმაზე მეტად ღირებული გახდება, როგორც ყველაფერი ჭეშმარიტი და უძველესი, ვიდრე თავდაპირველად იყო…

ახლა შევეცდებით ენასა და ანბანში არსებულ ერთ ზებუნებრივ სასწაულზე მოგითხროთ… თქვენთან ერთად, ერთ სულიერ, ღირებულებით განძს გადავაცალოთ წარსულის „მტვერი“:

რეალურად ანბანის პირველ თორმეტი ასო–ნიშანი სულიერ სამყაროსთანაა შესაბამისობაში. უმთავრეს საფუძვლად ამას მართმადიდებლური სამყაროსთვის მრავალმხრივ ღვთიურად აღიარებული რიცხვი – თორმეტი აქვს. თორმეტი სამჯერ ოთხია (სამოთხეა), ანუ ამტერიალურისა და სულერის ნამრავლი.(სხანაირად კი 3+4=7 ანუ საკრალურ ციფრს . ღვთიურს) ამ პირველ თორმეტ სულიერ საყრდენს ასო–ნიშან „თან“–ის – „პირიმზის“, „ცხრათვალა მზის“ სხივები ასხივოსნებენ. „თან“–ის რიცხვ–ნიშანი 9–ა, მზის ცხრათვალის შესატყვისად ცხრის ჩათვლით რიცხვთა ჯამი (უმნიშვნელოვანესი თეოსოფიური მახასიათებელი, ე.წ. რიგობითი ჯამი) კი –

1 + 2 + 3 + … + 8 + 9 = 45;

თავის მხრივ –

45 = 9 * 5.

აქ 9 – მზის „თუალთა“ რაოდენობაა, 5 კი ის რიცხვია, რომლის შესატყვის რიცხვ–ნიშნიდან ანუ „ენ“–იდან ანბანში ყრმა იესო იბადება (ამაში და რიცხვების თეოსოფიური ღირებულებების თაობაზე, აქ გამოთქმულ ყველა შეფასებაში, ქვემოთ დავრწმუნდებით). აი, რას ადგას ცხრათვალა მზე. საბოლოოდ, სულიერ ველს სამი ასო–ნიშანი „თ“; „ლ“; „ა“ საზღვრავს:

„თან“–ი(9) – პირიმზე; „ლას“–ი(12) –ანბანის სულიერების სამანი, თავისთავად ღვთის აპოკრიფი და მეთორმეტე, სულიერი სამყუდრის ბოლო ასო–ნიშანი; „ან“–ი(1), როგორც ანბანის თეოსოფიურ–ღირებულებით საწყისი. მათი ერთობლიობა კი გვიცხადებს მესხურიდან გურულ დიალექტში შესულ სიტყვას – „თლა“ –„ერთ“–იანად, „სულ“–მთლად; თვლა (ამაზე საუბარს ქვემოთ კიდევ გავაგრძელებთ ასო–ნიშან „ლასა“–ს განხილვისას), მათი რიგითი ნომრების ჯამი –

9 + 12 + 1 = 22,

22 განსაკუთრებული, მმართველობითი ღირებულების თეოსოფიური რიცხვია. ეს სიტყვა, „თლა“–მთლიანობა, ანბანის სულიერი ველის სრულყოფილად შემოსაზღვრას გულისხმობს.

სულიერება ქართული ანბანის გვირგვინია, გნებავთ სახურავი და საყუდარი. მასში, ანუ 1–დან 12–მდე ასო და რიცხვ–ნიშნები ოთხი უმნიშვნელოვანესი თვისობრივი საყრდენია, ოთხი მისტიური რიცხვი, რომელებიც დასრულებული წრებრუნვის (ციკლურობის) ნიშანს ატარებენ. ეს უკვე განსხვავებული თეოსოფიური  და როგორც შემდეგში ვნახავთ, სემანტიური ღირებულებების მქონე, თვისობრივად ერთიანი სისტემაა. მათ სისტემურ ერთობლიობას საფუძვლად მათემატიკურად ერთგვაროვანი კონსტრუქციის რიცხვულ შრეზე განლაგება უდევს. ერთად დავრწმუნდებით, რომ იგი სრულიად გამორჩეულია და მისი ტოლფარდი ღირებულებითი სისტემა ანბანში არ მოიპოვება, ესენია:

„ერთი“ – თავისთავად საწყისი და სასრული,

1 = 1.

„ოთხი“ – რიგითი ნომრების ჯამი 1 + 2 + 3 + 4 = 10 (სრული წრებრუნვაა).

„შვიდი“ – რიგითი ნომრების ჯამი 1 + 2 + … + 7 = 28 = 2 + 8 = 10 (სრული წრებრუნვა).

„ათი“ – 10 – თავისთავად თვისობრივი წრებრუნვის ნიშანი 10 = 1 + 0 = 1, თანაც მისი რიგობითი ჯამი 1 + 2 + … + 10 = 55 = 5 + 5 = 10 (სრული წრებრუნვა). ათში ორგზის დასტურდება ციკლურობა და ეს ყურადღება მისაქცევი ფაქტია.

საბოლოოდ გვაქვს: 1 + 4 + 7 + 10 =

= 1 + (1 + 2 + 3 + 4) + (1 + … + 7) + (1 + 0) =

= 1 + 10 + 28 + 1 =

= 1 + (1 + 0) + (2 + 8 ) + 1 =

= 1 + 1 + 1 + 1 = 4.

ამ  ოთხი მისტიური რიცხვის უმჭიდროესი თეოსოფიური ბმა (1–1–1–1 ).

ეს თეოსოფიური ბმა 1; 4; 7; 10 სულიერი თვისობრიობის მატარებელი რიცხვების გარშემო, წარმოსახვითი და ერთი შეხედვით საოცარ წრეწირს ხაზავს. თანაც, ვიღებთ სულიერ სამყაროსთვის ასევე უმნიშვნელოვანეს რიცხვს – 4–ს.

ზოგადი სახით, ერთის შემდგომ ყოველი ზემოთ დასახელებული როცხვის (1,4,7,10) მისაღებად სამი ერთეულით მიმატება გვაქვს,

1; 1 + 3 = 4; 4 + 3 = 7; 7 + 3 = 10.

სამი კი თეოსოფიაში მატერიალური სამყაროს ასახვაა. ამასთან, რიცხვე-ბში გვეძლევა „ოთხი“ – სულიერების შესატყვისი და „შვიდი“ – დროის სპირალუ-რი აღმავლის თეოსოფიურ შესატყვისი. „ათი“ კი, სულიერი სივრცის ბოლო უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტია, საყრდენია. შემდეგში დარწმუნდებით, რომ ასომთავრულში ჩადებული უმრავლესი მსოფლშემეცნებითი სტრუქტურები ასო–ნიშან „ინ“(10)–იდან იღებენ სათავეს, ე.ი. ღვთიური სულიდან (დიდებულია !!!).

ზოგადად, ამგვარ სიმბოლურ შრეთა მათემატიკური გამოსახულება (იგი არითმეტიკული პროგრესიაა) ასეთია :

s(n) = 1 + 9m(m + 1)/2;

9m(m + 1)/2 – შესაკრები ცხრის ჯერადია და ერთის დამატებით ციფრთა ჯამად 10ს იძლევა. ამიტომაც ყველა მათგანი წრებრუნვის აღმნიშვნელია, ანუ ჯამურად 10–ის მომცემია.

ამ სკალარული რიცხვების ჯამი –

1 + 4 + 7 + 10 = 22;

ისევ 22–ია; მიაქციეთ ყურადღება, რომ 22–ე ასო–ნიშანი ანბანში „უნ“–ის, უ–ფლის დაფარული სახელის აპოკრიფიცაა.

თეოსოფიურად 22 = 2 + 2 = 3 + 1 = 1 + 3;

ამ ციფრებიდან მიიღება რიცხვები 13 ასო–ნიშან „მან“–ისა და 31 – „წილი“–ს რიგითი ნომრები (ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტი)/

თორმეტამდე ყველა სხვა (ზემოთ აღწერილი სისტემის გარეთ დარჩენილი) რიცხვის  თეოსოფიური ჯამი კი გვაძლევს –

2 + 3 + 5 + 6 + 8 + 9 + 11 + 12 = 56 = 5 + 6 = 11 (დაიმახსოვრეთ შედეგად მიღებული რიცხვები).

რიცხვები 1(ა); 4(დ); 7(ზ); 10(ი) გვაძლევენ ასო–ნიშნებს ა; დ; ზ; ი; ხოლო უკუფენაში ი; ზ; დ; ა –ს. როგორც შემდეგში დავრწმუნდებით ამ ოთხი ასო და რიცხვ–ნიშნის ერთიანი სისტემა მთელი ანბანის უმთავრესი თეოსოფიური საფუძველია.

მატერიალური სამყარო, სკნელი და ზესკნელი (ქვესკნელის გარეშე) ანბანში 24 ასო–ნიშანიშია ასახული. 24–ე ასო „ქან“–ია. იგი უმნიშვნელოვანესი ასოა – ქრისტეს აპოკრიფია20, ჯვრის იდეოგრამა21; ამასთან სემანტიური მნიშვნელობით სამყაროს საყრდენია, „ქანია“.

ამგვარადაა, ანბანში მოცემული ის თეოსოფიურ, სულიერი ნიშნულები, რომლებიც იბერიული პირამიდის საფუძვლად იქცნენ…

ვინ შექმნა გეომეტრია?

 

პროტოიბერიული სამყაროს სტრუქტურულ ერთეულებზე საუბრისას, უნდა ვახსენოთ სახლის სემანტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სიტყვა – „კუ“ და „ხე“. „კუ“ სახლია, მაგრამ სიმტკიცით, სიმაგრით გამორჩეული სახლი, სადაც ღვთიური სული ბინადრობს. „ხე“ ლარივით სწორი სიმაგრეა, მონაკვეთია, ხერხემალია, სახლის საშენი მასალაა.

სიტყვა „კუ“–ს რიცხვული არსი იმდროინდელი სამყაროს გასაგებად უმნიშვნელოვანესია, იგი ზემოთ დამახსოვრებული რიცხვებს იმეორებს –

კ(11) უ(22),

11 + 22 = 33;

აქ, თავისთავად თეოსოფიური ღირებულების მატარებელია სიტყვის საწყისი რიცხვ–ნიშანი – 11; მისი ბოლო – 22 და მათი ჯამი – 33, ღვთის რიცხვი, იესო ქრისტეს ასაკი (არ გვავიწყდება, რომ კაცობრიობის იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, როცა ხორციელად იესო ქრისტე ჯერ არ მოვლენილა).

სიტყვა „კუ“, რადგან სულის საბრძანებელია, ბუნებრივად ადამიანთან უნდა იყოს კავშირში, ამაში ჩვენ ოდნავ ქვემოთ, ადამიანური გზის განხილვისას დავრწმუნდებით. ქართული სიტყვები – „კურთხევა“, „კუბო“ მოიცავენ სიტყვას „კუ“ და ამდენად სულის სემანიტურ სიბრტყეზე რჩებიან, „კუბო“ მისი ბოლო განსასვენებელია; სიტყვა „კუ–ბოში“ მოიცავს მესხურ–გურული დიალექტის სიტყვას – „ბოში“ – მოშვებული, დასვენებული. აქედან „კუ–ბ–ი, ორი „კუ“–ს“ განსასვენებელი უნდა იყოს, რადგან ასო–ნიშანი „ბ“ რიცხვ–მნიშვნელობით ორია.„კურთხევა“ ღვთიური სულის გადმოსვლაა. იგივე აზრს ატარებს „კუნძი“, „კუნძული“ ერთი მათგანი ხის სულის სახლია, მეორე ზღვაში არსებული ხმელეთის სულის საბრძანებელი. ამავე ზღვაში არსებული ხმელეთის სულის საბრძანებელი. ამავე არეალიდან უნდა იყოს სლავურში შემორჩენილი მდინარე მტკვარის (მტ–კუ–არი) სახელი – „კურო“ – ხარი, სულის გადასახლების , გამრავლების აზრობრივი დატვირთვით. „კუნაპეტი“, „კუპრი“ ღვთიური სულის დაბნელების, სულის უკუნეთში ჩანთქმის სემანიტიკით;  „კუნჭული“, ის მცირე ადგილია, სადაც „კუ“ სულის საუფლო ეგულებოდათ. „კუჭკუჭი“ – მთელი სხეულით ხითხითია; „დაკუჭვა“ – დაჭმუჭვნა, სულის სახლის დანგრევაა; „გამოკუჭვა“ გურიაში დაკლული ფრინველის შიგთავსის (სულიერების) გამოღებაა. „კუ“–ს არსის წარმომჩენია სლავური სიტყვა „კუ–კლა“ – თოჯინა, ეს „კუ“–ს გარეგნული სახეა, როცა მასში სული მკვდარია (კ(ვ)ლა). „კუსკუსი“, „კურკა“, „კუდი“, „კუტი“, „კუს თუ გეკუსკუსებისა“ (ხევსურული იდეომა)და ა.შ. „კუ“–ს უკუფენა, უკუწაკითხვა უსულოა, ღვთიურობიდან უკანდახევაა. მაგალითად, „უკ–ან“ – უკუ სვლის საწყისია, „ან“–ია. მისგან იღებენ „უკანა–სკნელს“ –უსულო სამყაროს მკვიდრს, ბოლოს, სკნელს; „უკუფენას“, „უკვეს“, უკუმარს“ და ა.შ.

ამ აზრობრივი სივრცისთვის ყველაზე საინტერესო, ორი გურული სიტყვაა: „კუჭე“ – მწიფე ნაყოფი, „კუხე“ – მკვახე, უმწიფარი. სიტყვა –

კ(11) უ(22) ჭ(32) ე(5),

რიგითი ჯამი გვაძლევს –

11 + 22 + 32 + 5 = 70;

დროში თვისობრივი ცვლილების რიცხვულ ნიშანს, მართლაც „კუჭე“ მაყოფი მწიფს.

ხოლო სიტყვა –

კ(11) უ(22) ხ(33) ე(5),

11 + 22 + 33 + 5 = 71;

რიგით ჯამში სიტყვა „ღმერთი“–ს რიგით ჯამს ემთხვევა

ღ(25) მ(13) ე(5) რ(19) თ(9) – ი,

25 + 13 + 5 + 19 + 9 = 71,

71 = 71.

ე.ი. ნაყოფი თუნდაც მკვახე ღვთიურია; მთავარი მაინც სხვაა, სიტყვა „კუ“ და მეორე „ხე“. ორი ნაწილისაგან შედგება, ერთია „კუ“ და მეორე „ხე“. მათი სინთეზი ღვთიურია, მაგრამ მაინც უმწიფარია. ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ?

პასუხი მეტად საინტერესოა. იგი იბერიულ სამყაროში გეომეტრიის (დღევანდელი გაგებით პლანიმეტრიის) შემოტანას უკავშირდება. „კუხე“ ღვთიური სულის „კუ“–ს სახლის სიბრტყეზე (თიხის ფირფიტაზე, პაპირუსზე, ტყავზე) პირველი „დასმაა“. „კუ – ხე“– ს მიხედვით აგებული „კუ“–ს სახლი მტკიცედ შეკრული კი არა, მკვახე აღმოჩნდა. მას მხოლოდ ორი განზომილება, ორი „ხე“ აღმოაჩნდა – სიგრძე და სიგანე. შეეცადნენ მის გამრავლებას, მიიღეს სიტყვა “კუთხე“  ასო–ნიშანი „თ“ („თან“–ი) მრავლობითის ნიშანია; მაგრამ ერთი წერტილიდან გამოსული რამდენიმე კუთხე „კუ“–ს სახლად ვერ გამოდგა. კუთხის გვერდები, „ხე“–ები მართალია სიბრტყეს ითვისებდა, მაგრამ საყუდარის გარეშე საუფლოს ვერ ქმნიდა…

და ქურუმი იბერიელი პირველად მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიბრტყეზე მტკიცე სახლის ასაგებად ერთდროულად სამი „კუ“– ს დასმაა საჭირო (იხილეთ ნახაზი 2). საქმე გვაქვს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მიგნებასთან, პლანიმეტრიის პირველ გეომეტრიულ ფიგურასთან – „სამკუთხედი“. სამ – კუ – თ – ხე – დი, სამი კუს სახლია, თანაც ხით აგებული, მტკიცე, კარგი „ხედით“ და რაც უმთავრესია, იგი მატერიალურ სამყაროს სამ განზომილებას, სამ–(მ)ზე–რს ეთანადება. რიცხვი „სამი“ სამკუთხედის რიცხვია, იგი უძველეს იბერიულს და შემდეგ ელინურ სამყაროში, ავტორიტეტულ ლინგვისტთა კომენტარებით, ერთების პირველ გამოხატულებად იყო მიჩნეული.

სიტყვა „კუთხე“–ს რიცხვული არსი ამგვარია –

კ(11)  უ(22)  თ(9)  ხ(33)  ე(5),

11 + 22 + 9 + 33 + 5 = 80;

2-285x241.jpg 

„კუ“–ს სახლი

80 თვისობრივი ცვლილების კანონზომიერებაა (8 – კანონზომიერებაა, 0 წრებრუნვა, თვისობრიობა).

რაც შეეხება სიტყვას „სამკუთხედი“ –

ს(20) ა(1) მ(13) კ(11) უ(22) თ(9) ხ(33) ე(5) დ(4) – ი,

20 + 1 + 13 + 11 + 22 + 9 + 33 + 5 + 4 =118,

118 = 1 + 1 + 8 = 10 = 1 + 0 = 1;

სიტყვის რიცხვული არსი თვისობრივ სრულყოფილებას, საწყისს(1) გვაჩვენებს. მართლაც, იგი პლანიმეტრიის საწყისია. იგივე სემანტიურ–რიცხვული არსის მატარებელია „მართ–კუ–თხედი“, მისი რიგობითი ჯამი 126 –

126 = 1 + 2 + 6 = 9;

სიმრავლის (9) ნიშანთანაა აღბეჭდილი. რაც შეეხება სიტყვას „მრავალ–კუ–თხედი“, მისი რიგობითი ჯამი, ერთი წრებრუნვით (10–ით) აღემატება „მართკუთხედისას“ –

136  – 126 = 10;

თავისთავად

136 = 1 + 3 + 6 = 10 = 1 + 0 = 1;

და ისევ დასრულებულ თვისობრიობას, საწყისს ადასტურებს.

დღეს უკვე მეცნიერებამ აღიარა, რომ პირველი გეომეტრიული ფიგურა სიბრტყეზე, სამკუთხედი იყო. ზემოთ მოყვანილი სიტყვების არსი გვიდასტურებს, რომ სამკუთხედს და აქედან გამომდინარე მთელ იმდროინდელ გეომეტრიას (დღევანდელ პლანიმეტრიას) ავტორი ჰყავს და ეს იბერიული რასსაა. აქვე ბუნებრივად ისმის კითხვა, იქნებ მათ ეს მზა სახით აიღეს და აითვისეს, ისევე როგორც შემდეგ მათგან აითვისა ინდოევროპულმა და ელინურმა, რომანულმა სამყარომ. თუ მზა სახის ღირებულების შემოტანა მოხდებოდა, იგი ერთიან სემანიტურ–მსოფლშემეცნებით სივრცეს ვერ შექმნიდა, მითუმეტეს ვერ შევიდოდა ყოფიერებაში, რომელიც მისგან საკმაოდ დაშორებული სივრცეა. ვერ გაიდგამდა ისეთ შორეულ ფესვებს, როგორც იბერიულ ცნობიერებაში მარცვალმა „კუ“–მ გაიდგა. ეს მიგნება სისტემურია და მთელი იბერიული სამყაროსთვის იმდენად ორგანულია, რომ იგი მისი ყოველმხრივი ღირებულებითი განვითარების საწყისი გახდა. იმ ქვას , დაემსგავსა, წყალში ჩაგდებისას წრეებს მთელს ზედაპირზე რომ წარმოშობს.

ახლა ორიოდე სიტყვა გეომეტრიის აქსიომატიკასთან დაკავშირებითაც ვთქვათ : ევკლიდეს მთელი გეომეტრია (პლანიმეტრია) სულ რამდენიმე აქსიომას ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, ყველა მათგანი ქართულ სიტყვაშია ჩადებული და ამის შემდეგ, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვინ შექმნა პლანიმეტრია. მაგალითად, ერთი მათგანი ასეა ჩამოყალიბებული:

„ორ წერტილს შორის შეიძლება სწორი ხაზის გავლება და მასთან მხოლოდ ერთისა.“  ეს აქსიომა ქართულის ერთ სიტყვაშია ჩადებული – „სწორი“: იგი ამგვარად შეიძლება ჩავწეროთ –

„ს – წ – ორი“;

აქ, ასო–ნიშანი „ს“ სულიერების ანბანური ცენტრია და 20–ე ადგილი უჭირავს;

„წ“ – წერტილია, წრეა და ანბანში 31–ე ადგილზე ზის.

თეოსოფიაში წერტილის შესატყვისი თეოსოფიური რიცხვია – 1.

ამ საწყისი ინფორმაციის ფონზე, ფუძეში არსებული დასრულებული სემანტიურობის სიტყვა – „ორი“, „სწორის“ ამდენივე ბოლოს უნდა მიანიშნებდეს. საწყისი ასო–ნიშანია „ს“ (20), დასასრული „წ“ (31),მათ შორის ანბანური მანძილი –

31 – 20 = 11,

ისევ ორი ერთიანისგან შედგება, ანუ ისევ, ორი წერტილის შესახებ მოგვითხრობს. მათ შორის თეოსოფიურად უმცირესი მანძილია –

1 +1 = 2.

აქსიომა მოცემულია.

ამასთან,თერთმეტი თეოსოფიაში პირამიდის ძირის რიცხვია და ფუძიდან ასო–ნიშან „სან“–დან, პირამიდის წვერომდე (ასო–ნიშანი „წილი“ ) მანძილზე მოგვითხრობს.

გავეცნოთ, სიტყვის არსში ჩატანებულ კიდევ ერთ მათემატიკურ ლემას –

„სწორი, რომელსაც არც სათავე აქვს და არც ბოლო, უსასრულოა.“

ასე სწორს ქართული „წრფე“–ს არქმევს. სიტყვის პირველი ასო–ნიშნიანი მორფემა „წ(31) რ(19)“ ჯამში –

31 +19 = 50 – ს გვაძლევს;

მეორე ორი, „ ფ(23) ე(5)“ მორფემა –

23 + 5 = 28 – ს

მათი სხვაობა –

50 – 28 =22 –ს

რიცხვი – 2 თეოსოფიაში უსასრულო სწორი ხაზია. 22 გვეუბნება, რომ „წრფე“–ს თავი და ბოლო არ აქვს. თანაც, თეოსოფიაში იგი პირამიდის წვეროს რიცხვია, მისგან უსასრულობაში წასული სულის ამსახველი.

სიტყვა „წრფე“–ს რიგობითი ჯამი –

31 + 19 + 23 + 5 = 78 –ს

78 –კი, თეოსოფიაში პირამიდის აქსიომატური რიცხვია.

„წრფე“–დანაა მიღებული სიტყვა „წრფელი“, მისი რიგითი ჯამი 90 –ია, მატერიალურ სამყაროში მრავლობითი თვისობრიობის გამომხატველი.

თეორემა– „მართობი დახრილზე ნაკლებია“.

სიტყვისთვის „მ (13) ა(1) რ(19) თ(9) – ი“ რიგითი ჯამი –

13 + 1 + 19 + 9 = 42 –ია ხოლო „ დ(4) ა(1) (33) რ(19) ა(1)“ – ს რიგითი ჯამი –

4 + 1 + 33 + 19 + 1 = 58;

და სულ მარტივად 42 < 58

მართობი დახრილზე ნაკლებია. აქსიომა მოცემულია. სიტყვა „წრე“ და მისი რიცხვული არსი ტვისობრივ წრებრუნვას, თანაც საწყის (წრიულ საწყის ) გვაძლევს –

წ(31) რ(19) ე(5);

31 + 19 + 5 = 55 = 5 + 5 = 10 = 1 + 0 = 1.

ვფიქრობთ, მოყვანილი მაგალითები სრულიად ცხადად აჩვენებს, რომ სიტყვადწარმოქმნის პროცესში შემოქმედმა გეომეტრიის აქსიომატიკა იცოდა.

ამ თემაზე საუბრის დასასრულს გვინდა ვარაუდი გამოვთქვატ, რომ ქართულ ლექსიკაში მთელი გეომეტრიული იმდროინდელი მიღწევწბის ამოკითხვაა შესაძლებელი.განადგურდა ყველა ეტრატი თუ პაპირუსი, მაგრამ დარჩა სიტყვა და თურმე იგი გეომეტრიაც იყო…

ასეთი გახლდათ უძველეს იბერიელთა სამყარო, დიდი, ღვთიური სულიერება… მათი მსოფლმხედველობა, წარმოდგენები, დღევანდელი გადასახედიდან ზოგჯერ ზედმეტად გულუბრყვილო, მაგრამ უდავოდ ჭეშმარიტი ….

ზემოთ მოცემული საწყისი ინფორმაციის პირობებში, დაუბრუნდეთ ისევ სამკუთხედების განხილვას, რომლის სიმაღლეები (იბერიელი სამკუთხედის სიმაღლის ნაცვლად, ალბათ, იტყოდა სიტყვას „ხე“ ) სწორედ ანბანის სულერებისა და მატერიალურის ასო–ნიშნების რაოდენობებმა შეადგინეს; სულიერების სამკუთხედის სიმაღლე, ასო–ნიშნები „ან“–იდან „ლას“–ის ჩათვლით სულ – 12 – ია; ხოლო მატერიალური სამყაროს შესატყვისი სამკუთხედის სიმაღლე, ანუ ასო–ნიშნების რაოდენობაა „ან „ – დან „ქან“ – ის ჩათვლით, სულ – 24 –ია. როგორც აღმოჩნდა მათ უმნიშვნელოვანესი დასკვნებისკენ მივყავართ (იხილეთ ნახაზი 3) :

სამკუთხედ  „ალ(1)ლ(2)“ –ის ფართობი –

s = ½  x  „ქ(1)ქ(2);

რადგანაც „ლ(1)ლ(2)“ სამკუთხედის შუახაზია, ამიტომ „ქ(1)ქ(2) „ = 2“ლ(1)ლ(2)“ და „აქ“ = 2 „ალ“, აქედან შედეგი :

s(“აქ(1)ქ(2)“) = 4 S(„ალ(1)ლ(2)“).

S(„ლ(1)ქ(1) ლ(2)ქ(2)“) =3 s(„ალ(1)ლ(2)“).

და დასკვნა: მეტაფიზიკა მატერიალურ სამყაროში სულიერებას სამჯერ ნაკლებად მიიჩნევს, ვიდრე მატერიალურს.

თუ მთელ მატერიალურ სამყაროს საერთო წვეროს მქონე ტოლ სამკუთხედებად დავყოფთ და სულიერების თავსართთან სიმეტრიულ წონასწორობაში მოვიყვანთ, ანუ 1; 4; 7; 10 რიცხვების თეოსოფიური წრეწირში ჩავხაზავთ ვიღებთ ბოლნისური ჯვრის ჰიპოსტაზს (იხილეთ სურათი 3).

1; 4; 7; 10 რიცხვების თეოსოფიური ბმის წრეწირი ამგვარად მიიღება –

1 = 4 [1 + 2 + 3 + 4 = 10 = 1 + 0 = 1] = 7 [1 + 2 + ...

+ 7 = 28 = 2 + 8 = 10 = 1 +0 = 1 ] = 10 [ 1 + 0 =1].

წრეწირი ამ ოთხი, თეოსოფიურად ტოლი რიცხვის შესაბამის ოთხ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი. თითეულ ნაწილძი ჯვრის ერთი ფრთა თავსდება.

მიაქციეთ ყურადღება, ლოგიკური განვითარების გზაზე მუდმივად გვხვდება ჭეშმარიტების ნიშანი. იდუმალების ლაბირინთში გზის მანათობლად წინაპართაგან დატოვებული ჯვრის სახება, გნებავთ მისტიური რიცხვ–ნიშანი, იმ კვალად უნდა ჩავთვალოთ გზას დამდგარი ადამიანების გზამკვლევად რომ დატოვეს.

3-233x285.jpg

 

 

 

https://www.evpatori.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
« გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ » გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ

  22 ოქტომბერი 2014  ვიცოდეთ

graali_rus_qartuli_yda.png

 

რაულ მამალაძე

    გრაალი, ხე შემეცნებისა …

(დიდი     იბერიის    ფესვებთან)

 

 თბილისი  2008

ავტორი : აკადემიკოსი  რაულ მამალაძე,

გრაალი ხე შემეცნებისა …

(დიდი იბერიის ფესვებთან)

 

© რაულ მამალაძე

ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის აკვანი იბერიული რასსის (მოდგმის) წიაღში დაირწა. იბერიული სულიერ–კულტურული მონაპოვრები საფუძვლად დაედო მას შემდეგ, მის ნაკვალევზე მოსულ ცივილიზაციებს. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ გენეტიკურ ნათესავთაგან გამორჩეულად, დიდი იბერიის პირდაპირი მემკვიდრე ქართველი ხალხია. მისი ენა, ანბანი, ტრადიცია უძველეს დროში დანთებული იმ დიდი კოცონის ალითაა გამთბარი… და მინავლებული ნაღვერდლის გაღვივებას ჟამს ელოდება. თქვენ წარმოიდგინეთ და იბერიული რასსის (მოდგმის) დეკადანსის დადგომისას, ამგვარი, „განპირობებული მომავლის“ სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს.

წიგნში დადასტურებულია ქართული მსოფლშემეცნებითი სამყაროს უმთავრეს, საკვანძო სიტყვების მიღმა რიცხვული, დაფარული კვალის არსებობა. ქართულთან მიმართებაში უარყოფილია სიტყვის ბუნებრივად, ხმების მიბაძვით წარმოქმნის თეორია. მინიშნებულია ციფრული კოდის უმთავრესი თეოსოფიური ღირებულებები და დამტკიცებულია, რომ სიტყვის აზრობრივი მნიშვნელობა, მისი მასინთეზირებელი ასო–ნიშნების სემანტიკისა და მათში ჩადებული, დაფარული მათემატიკური ლოგიკის არსზეა დაფუძნებული; წარმოდგენილია სემანტიურად გახსნილი იბერიული მორფემული მატრიცის ფრაგმენტი და მოსინჯულია ნიადაგი იმის შესამოწმებლად, რომ იგი თავის ღირებულებას სხვა ძირძველი ენების სივრცეშიც ინარჩუნებს ანუ ამჟღავნებს ფუძე–ენის თვისებას; მოტანილია „სიტყვადწარმოქმნის“ ერთიანი მექანიზმის არსებობის ნიშნები.

მოხსნილია იოანე–ზოსიმეს წერილის _ „ქებაÁ და დიდებაÁ ქართულისა ენისაÁ“ _ 94 და 4000 წელთან დაკავშირებული და დღემდე გაუხსნელი შიფრი. გახსნილია ლაზარეს აღდგინების ანბანური საიდუმლო.

ანბანსა და ენაში ამოკითხულია იბერიული პირამიდის რიცხვული ჰიპოსტასი. გახსნილია მასში ადამიანის სულის მოძრაობის ანთროპოსოფიური სურათი.

ქრისტეს ხორციელად მოსვლამდე ათასეული წლებით ადრე შექმნილ ანბანსა და ენაში ამოკითხულია მისი მოსვლის პროგრამა, ქრისტეს გზა, ღვთისმშობლის პირველსახე, ძველი აღთქმიდან „დაბადების“ სტრუქტურული სურათი და ა.შ.. რიცხვულ სისტემაზე დაყრდნობით, ამოკითხულია სახარების ფრაგმენტებში ჩადებული ფარული, თეოსოფიური ინფორმაცია.

გაანალიზებულია, იბერიული მსოფლშემეცნებითი სამყაროს უმთავრესი სტრუქტურები. აღწერილია მთვარის, მზის ასტრონომიული გზები, ახსნილია ადამიანის ანატომიური აგებულების სახელწოდებათა დარქმევის მექანიზმი და დადასტურებულია იბერიული სამყაროს მიერ მათი ზედმიწევნითი ცოდნა.

მიგნებულია მათემატიკური აზროვნების იბერიული სათავეები; ანბანისა და ენის სტრუქტურათა ანალიზით გახსნილია გეომეტრიული, თვლის სისტემის, სინტაქსის და დროის აღრიცხვის სისტემათა მექანიზმები და სხვა მრავალი.

წარმოდგენილი სამეცნიერო ინფორმაციის მიუხედავად, წიგნი ფართო მკითხველზეა გათვლილი და მოყვანილ მათემატიკურ არსში გარკვევა წინასწარ მათემატიკურ მომზადებას არ საჭიროებს. წიგნის სტილი ისეა შერჩეული, რომ რიცხვულ–ასოითი ინფორმაცია ადვილად მისაღები გახდეს მკითხველისთვის.

განხილული და გადაწყვეტილი საკითხების ფონზე, ავტორები სამეცნიერო საზოგადოების წინაშე სვამენ იბერიული რასსის (მოდგმის), იბერიული ცივილიზაციების წარმოშობის, მისი სულიერ–კულტურული მონაპოვრებისა და ისტორიის ახლებურად გააზრების საკითხს.

გრაალი ქართულ ანბანში

დამწერლობა ერის სავიზიტო ბარათია, რომელიც ეროვნული გონის ყველა შიგა და გარეგნულ მახასიათებელს მოიცავს. ქართული ენის სამი დამწერლობა ჩვენი ეროვნულობის გენეტიკური კოდია, მასშია განფენილი ქართული, ეროვნული მსოფლშემეცნებითი სამყარო. მისი სახელი „დედა–ენა“, არა მხოლოდ ენისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გვიჩვენებს,  არამედ მის მიმართებასაც სხვა ენებთან… ეზოთე–რულ აზროვნებაში მშობელი,  დედა ცოდნის, ინფორმაციის მიღების იდენტია; მშობელი გენეტიკურად და ხორციელად საწყისი ინფორმაციული უზრუნველყოფაა, წყაროსთვალია სიკეთისა და სიცოცხლის… მაშინ „დედა ენაში“ ღვთისმშობლის ჰიპოსტასი16 უნდა ვიხილოთ. უკვე „დედა–ენის“ სახელწოდებაში დევს არის გასა–ღები…  მისი სხვა ენათა მიმართ დედობა…

ანბანი რელიგიისა და ენის, ეროვნულობისა და ერის მენტალობის, ტრადიციებისა და მომავლის ჭვრეტის შერწყმა, თავმოყრაა. იგი პრეისტორიული წარმონაქმნი და ერის ცხოვრების თანამგზავრია. ისევე როგორც ენა, ანბანი თავდეპირველ, საწყისთან ერთად ინახავს ჭეშმარიტ ინფორმაციას ერის განზოგადებული თვალთახედვის, შემეცნების, სამყაროს აღქმის, სტრუქტურულ ერთეულთა ურთიერთმიმართების თაობაზე. ლაზარეს მისტერიალური არსებობა (მისი აღდგომის 4000 წელი), ქართულ ანბანში გამონაკლისი არაა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძირითადი სტრუქტურული ერთეული, რასაც სამყაროს აღწერაში ანბანი ეყრდნობა, გზაა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და თითოეული გზა ალეგორიულად აღწერს, მისი გავლისას წინშემხვედრ ფათერაკსა თუ თავგადასავალს. ამგვარად მიიღწევა ქართულ ანბანში სამყაროს მსოფლშემეცნებითი აღწერა. დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებად შეიძლება ჩაითვალოს გზაზე შემხვედრი, განზოგადებისა და თვისობრიობის მატარებელი სტრუქტურები, მაგალითად, კუ, ხე, ბუ, სახლი და ა.შ.

როცა ასეთ მნიშვნელოვან მომენტზე ვსაუბრობთ, როგორიც ანბანისთვის სამყაროს აღწერის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, უნდა ისიც ითქვას, რომ ამა თუ იმ გზის არსებობის თაობაზე დაშვებული ეზოთერული ჰიპოთეზა, მრავალმხრივ შემოწმებას უნდა გადიოლდეს სემანტიური, რიცხვული არსის, ლოგიკური თანმიმდევრობისა და ა.შ. სურათ–ხატების  თვალსაზრისითაც კი. მხოლოდ ამ კომპლექსური შემოწმების საერთო შედეგმა უნდა განაპირობოს, მისი მიღებისა თუ უარყოფის თაობაზე, საბოლოო დასკვნა. წიგნში აღმოაჩენთ, რომ ანბანის სტრუქტურული აგებულების შესახებ ამ თეორიულ მიგნებას სერიოზული, ფაქტობრივი საფუძველი აქვს. ქართულ ანბანურ გზებს შორეულ და იდუმალებით სავსე, რაღაცით მაინც ნაცნობ და ახლობელ, ჩვენი წინაპრების საუფლოსკენ მივყავართ.

ქართული ანბანი განსაკუთრებული ფენომენია. ამაზე ჩვენ, ამ წიგნის ყველა აბზაცში ვისაუბრებთ. ანბანის ასო-ნიშანი ანბანურ ჯგუფში ბგერაააას შეესაბამება. ამავე დროს მწკრივში თანმიმდევრობის ადექვატურად ასო-ნიშანი რიცხვს გამოხატავს. მაგალითად, “ა” რიგში პირველია და რიცხვ მნიშვნელობითაც 1-ია; “კ” რიგში მე-11-ეა და რიცხვ-მნიშვნელობითაც 20-ია, “ც” რიგით 29-ეა და რიცხვ-მნიშვნელობით 2000 და ა.შ. ასო-ნიშნებს თავიანთი სახელდება აქვთ, მაგალითად, “ა” – “ან”-ია (“ან”-ი ჰქვია), “ბ” – “ბან”-ი, “დ” – “დონ”-ი და ა.შ.

 ქართული ანბანური დამწერლობის რიგი თვლის ათობით სისტემაშია. ასო-ნიშანთა რაოდენობრივი მნიშვნელობების სიმრავლე (ე.წ. რიცხვ-ნიშანი), “ა”-დან “თ”-მდე ციფრებს იძლევა; “ი”-დან “ჟ”-მდე ათეულებს და ა.შ. ასეთი დალაგება, სულ ცოტა, ანბანისა და თვლის სისტემების პარალელური შექმნის დასტურია. ამასთან, არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – რიცხვის თეოსოფიურღირებულებითი სკალარომელსაც თვისობრიობაუპირველესად 

ღვთიური კანონზომიერება და წესრიგი შემოაქვს ერთიან ანბანურ-რიცხვით სისტემაში.მასში თქვენ, კითხვისას თანდათანობით ჩაიხედავთ.

იყო პერიოდი, მასზე საუბარს გაურბოდნენ, იგი იმ არაგასამხელ იდუმალებათა რიგიდანაა, რომელიც გაცხადების ღვთიურ  ჟამს ელოდებოდა…

თეოსოფიური სისტემის პირველსაწყისად, ასო-ნიშნის რიცხვნიშანში გადასვლის ექანიზმი და მისი მისტიურ სემანტიური მთლიანობა უნდა მივიჩნიოთ. ერ მხრივ, ანბანის ასო-ნიშნების შექმნის ლოგიკური საფუძვლები, მეორე მხრივ, მისი რიცხვ-ნიშანთან დაკავშირება და მისტიურ-სემანტიური მნიშვნელობების გათვალისწინება; საყოფაცხოვრებო, ეთნოფსიქოლოგიის, მეცნიერული და სულიერი ფაქტორების კომპლექსური ასახვა, ანუ მეტაფიზიკური17 და მატერიალურის ერთობლივი აღწერის აუცილებლობა, ურთულესი ამოცანის წინაშე აყენებდა ანბანის შემოქმედ ქურუმთა კასტას. ამ გლობალური კომპლექსური ამოცანის გადაწყვეტისას, ყოვლისმომცველი სრულყოფილების მიღწევა, მხოლოდ ღვთიური წყალბის დასტურად უნდა მივიჩნიოთ. ქართული ანბანის თეოსოფიური არსის აღწეა არ შეადგენს წინამდებარე წიგნის ამოცანას, მაგრამ მკითხველის სასაუბრო თემაზე დამგზავრებისთვის რამდენიმე ძირითადი მომენტი უნდა განვმარტოთ.

სამყაროსა და დროის ციკლურობა, წრებრუნვა, ანბანში რიცხვნიშნების ციკლურობითაა ასახული (რაც მათ მნიშვნელობებსა და რიგით ნომრებს შორის მათემატიკური მოქმედებების კომპლექსშია გამოხატული):

  1. ან  – 1;                   1 : 1 = 1;
  2. ბან – 2;                   2 : 2 = 1;
  3. გან  – 3;                   3 : 3 = 1;

9.  თან – 9;                        9 : 9 = 1;

პირველი დონის დასასრული

10.  ინ – 10;                       10 : (1 + 0) = 10;

11.  კან – 20;                 20 : (1 + 1) = 10;

12.  ლას – 30;                30 : (1 + 2) = 10;

13.  …

18.  ჟარ – 90;                90 : (1 + 8 ) = 10;

19.  რაე – 100;               100 : (1 + 9) = 10;

მეორე  დონის დასასრული

20.  სან – 200;               200 : (2 + 0) = 100;

21.  ტარ – 300;               300 : (3 + 1) = 100;

22.  …

28.  ჩინ – 1000;              1000 : (2 + 8 ) = 100;

მესამე დონის დასასრული

   29.  ცან – 2000;              2000 : (2 + 9) = 2000 : 11 =

2000 : (1 + 1) = 2000 : 2 = 1000;

   30.  ძილ – 3000;              3000 : (3 + 0) = 1000;

   31.  წილ – 4000;              4000 : (3 + 1) = 1000;

   32.  …

   37.  …   – 10000;              10000 : (3 + 7) = 1000;

 წრებრუნვის ნიშნები, ანბანში რამდენიმე დონეს აფიქსირებენ. მიაქციეთ ყურადღება, ასო-ნიშან “ცან”-ს, იგი ანბანში თეოსოფიური გასაღების ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ითქვას მისი არსებობის დასტურია. ერთი შეხედვით წრებრუნვებით აღმავალი ფართო კიბე იშლება ღვთიური საუფლოსკენ …

წრებრუნვას თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, იგი შეკრული წრეა და რადგან ნული თავდაპირველად არც არსებობდა, შეკრული წრე, სწორედ მისი ნიშანი იყო, მას პირდაპირ ხატავდნენ:

წრე – 0 (ნული “),

მის წინ ციფრი წრებრუნვების რაოდენობას აფიქსირებდა: 10 – ერთი წრებრინვა; 100 – ათასჯერ ერთი, ანუ მეორე თვისობრივი წრებრუნვა და ა.შ.

ანბანსა და ლექსიკის რიცხვულ-სემანტიური ერთიანობა ხაზს უსვამს მთელისივრცის სრულყოფილებასუფრო მეტიცღვთიურ

 სრულყოფილებას და ამსივრცეს გამორჩეულ ადგილს აკუთვნებს ზოგადსაკაცობრიო

  სტრუქტურულ საგანძურში. შეიძლება ითქვას, მთელ წიგნს, ამ შეხედულების დასაბუთება მუდმივ კონტექსტად გასდევს.

ქართულ ანბანში იმდენად გლობალური ასოითირაოდენობრივი დათეოსოფიურ-ანთროპოსოფიური ფუნდამენტური სისტემაა ხორცშესხმულირომსაშუალებას ქმნის დამწერლობაში 

ასახოს სამყაროს მსოფლმხედველობრივი,მეცნიერული და სემანტიური სრულყოფილი სურათიუფრო 

მეტიც,მომავლამდე მიიტანოს მსოფლშემეცნებითი და იმდროინდელი მეტაფიზიკურიხედვა.

 მიუხედავად იმისა, რომ განცხადებულად ასოთა თანდაყოლილი რიცხვულ-სემანტიური დოქტრინა ქრისტეს შემდგომი პერიოდისაა, უკვე ის სახარებისეული ფაქტი, რომ იესო ქრისტე მასზე უწყოდა, ადასტურებს მის ადრექრისტიანულ დაფარულ არსებობას. არსებობს ტექსტი, სდაც აღწერილია, როგორ შეაცბუნა მცირეწლოვანმა იესომ, რიცხვთა იდუმალი აზრის ცოდნით თავისი მასწავლებელი. რიცხვული მისტერიის საუფლო წინაღობად კი არ ქცეულა, პირიქით, განაპირობა ტრადიციული ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში. ნურც ე.წ. “რიცხვთა მისტიკას” მივიჩნევთ არაბუნებრივად, რასაც რიცხვთა მისტიკას ვეძახით, რაოდენობრივი აქსიომატიკის საფუძველზე ენობრივი სივრცის სემანტიური დატვირთვის ლოგიკური საფუძველია. ეს არქეოლოგიაა სიტყვაში რიცხვული კვალის დასაძებნად, სიტყვის მიღმა იდუმალი სემანტიურობის, ჩადებული იდუმალი აზრობრივი დატვირთვის ლოგიკური საფუძველია. ეს არქეოლოგიაა სიტყვაში რიცხვული კვალის დასაძებნად, სიტყვის მიღმა იდუმალი სემანტიურობის, ჩადებული იდუმალი აზრობრივი დატვირთვის სახილველად. იგი თვისობრიობის რაოდენობაში ასახვის საშუალებას იძლევა.ბუნებრივი ის გლობალური ლოგიკური მთლიანობა აღმოჩნდა, რასაც ქართულ ენასა და ანბანში ვხვდებით.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს წიგნში აღმოაჩენთ, რომ არსებობს რიცხვთა არითმეტიკული ტოლობები და ურთიერთმიმართებები,  მათემატიკური ლოგიკის ელემენტები და იბერიული თეოსოფიური მათემატიკის, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ტოლობები, რომლებზე დაყრდნობითაც შექმნილია იბერიულის სიტყვათა ფუძეები, სიტყვები და მთელი იდეომები18; გამოდის, რომ იბერიულ სიტყვას (ყოველ შემთხვევაში, მათ დიდ უმრავლესობას) რიცხვი უდევს საფუძვლად. აქედან ლოგიკურია დასკვნა, რომ ჯერ ეს მათემატიკური ტოლობები არსებობდა და შემდეგ შეიქმნა ის ენა, რასაც იბერიულს (ქართულს) ვეძახით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ შექმნა, ან ხელოვნურია თუ არა ასეთი ენა? ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნიშანი, ყოველმხრივი სრულყოფილებაა, ქართულს აშკარად აქვს.

ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ, არათუ რიცხვულ-სემანტიური და მისტიური ერთიანი სისტემის წარმოშობის, უფრო მეტიც, მისი სრულყოფილების თარიღი იმდენად შორეულ წარსულში იწევს, შეფასება ძნელდება. ბუნებრივად, დღის წესრიგში დგება ქართული ანბანის წარმოშობის ხელახალი დათარიღების საკითხი.

ეს სწორედ ის მოდენტია, როცა ლოგიკა უძლურია და მეცნიერებასთან ეზოთერული აზროვნების თანადგომა ხდება აუცილებელი…

აქვე ჩნდება ერთი საინტერესო და ბუნებრივი ანალოგია: თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სიტყვა (ბრძანება) გარდაიქმნება ჯერ რიცხვად და შემდეგ ფიზიკურ (ელექტრულ) იმპულსად; ამ იმპულსებზე ხდება კომპიყტერული რეაქცია (შედეგის გამომუშავება, პასუხის დათვლა და ა.შ.). ადამიანის ტვინში კი სიტყვა პირდაპირ ფიზიკურ (ელექტრულ ) იმპულსად გარდაააიქმნება და იგი იწყებს შესაბამის რეაქციას. ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვის მიღმა ისევ რიცხვი დევს, ადამიანისა და კომპიუტერის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესთა შორის ზედმიწევნითი მსგავსება სახეზეა.

მუშაობისას არ გვტოვებდა განცდა, რომ რეალურად ვიხილეთ უზარმაზარი, სრულყოფილიმსოფლშემეცნებითი სამყარო, უკიდეგანო ენობრივი სივრცის ლაჟვარდები, რომელიც მხოლოდ უდიდესი კულტურისაა და მეტაფიზიკური აზროვნების ხალხს შეიძლება ჰქონოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ საფუძვლებზე იდგე კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, აკადემია. შემორჩენილ მატერიალურ ძეგლთა, ამ მათი ნაშთების შედარებით სიმწირეს თავისი ახლნა აქვს, სრულიად განსხვავებულ თვისობრივ დონეს ეთანადება იმდროინდელი სულიერი საგანძური. სულ უფრო ცხადად იკვეთება იბერიული რასსის სულიერი მისია.

შევეცადოთ, გამოთქმული შეფასების დასაბუთებას.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მკითხველს და დამწყებ მკვლევარს განსაკუთრებით აინტერესებს ანბანში გახმაურებული მათემატიკური თეორემების ან მუდმივას ხილვა, ისეთების როგორიცაა პითაგორას თეორემა, “პი” რიცხვი და ა.შ. ვინ მოთვლის, მისი რამდენი ვარიანტია ცნობილი. ეს ბუნებრივიცაა. ზოგი ხედავს წვეთს და მიაჩნია, რომ მდინარე იხილა, ზოგი მდინარეშია და მიაჩნია, რომ ზღვა ნახა, ზოგიც ზღვაშია და ოკეანედ ეჩვენება; რაც უფრო ადრე მივხვდებით, რომ არსი წყალია მით უკეთესი…

პიტაგორას თეორემის მსგავსი, იმ დროისთვისაც ფუნდამენტური მათემატიკური საყრდენი ანბანში მრავალგზისაა გამოყენებული. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ პითაგორას თეორემის კიდევ ერთ ვარიანტს:

 ანბანში ასო-ნიშანი “ლას”-ი (12,30) თეოსოფიურად სამის იდენტია, მისი როგორც რიგითი ნომრის, ისე მნიშვნელობის ციფრთა ჯამი სამის ტოლია: 1 + 2 = 3 +0 = 3, თანაც მნიშვნელობით – 30-ია.

მისგან სამი საფეხურით ქვემოთ “იოტა”-ა (15,60), იგი ოთხის იდენტია, მისი მნიშვნელობის რიგოთ ნომერზე გაყოფა ამას ადასტურებს -

60/15 = 4, თანაც მნიშვნელობით – 60-ია;

კიდევ სამი საფეხურით ქვემოთ “ჟან” – ია (18,90), იგი ხუთის იდენტია -

90/18 = 5, თანაც მნიშვნელობით 90-ია

ვიღებთ სამკუთხედს (სამის ტოლი საფეხურები ამის დასტურია) 3,4,5 გვერდებითა და 30, 60, 90 კუთხეებით, თანაც 90 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ 5-ის ტოლი ჰიპოთენუზაა, 60 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ უდიდესი კათეტი – 4-ის ტოლია, ხოლო უმცირესს კუთხეს (30 გრადუსი) უმცირესი კათეტი (3-ის ტოლი) შეესაბამება. ეს პითაგორას ცნობილი სამკუთხედია (იხილეთ ნახაზი 1), პითაგორას თეორემისა და მთელი პლანიმეტრიის საფუძველი (!). მისი ასო-ნიშნები გარკვეულად ირეკლავს ღვთიურ სიტყვას – “ლაჟვარდს”. ის, რომ ეს თეორემა პითაგორას დაბადებამდე 1000 წლით ადრე, შუმერთათვის ცნობილი იყო, პირდაპირ ეხმიანება ჩვენი წიგნის უმთავრეს თემას; იბერიულმა რასსამ ეს თეორემა პითაგორას დაბადებამდე  იცოდა…

დავუბრუნდეთ ისევ თხრობის საგანს. ქართული ენის მისტიურობის დასტურია თვით ისეთი იდუმალებით მოსილი ძეგლი, როგორიცაა – “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქრისტიანობა, როგორც რელიგია, საერთოდაც ამ მისტიური სამყაროს წიაღში აღმოცენდა და სულიერად მომზადდა.

„ხოლო აწ ღმერთმა მთელს სხეულში გაანაწილა ასოები, როგორც ინება“(კორინთელთა 12. 18).

საუბარი ანბანური მისტიკის მეორადობის შესახებ იქამდე იყო აქტუალური, სანამ ანბანში მისი ცალკეული შემთხვევები იყო დაძებნილი. დღეისთვის სურათი საპირისპიროდ იცვლება და ამის დაბეჯიდებითი მტკიცება გართულდება; ცხადია, ეს უკანასკნელი დასკვნა, უპირველესად, დედა ენასა და

 1-285x216.jpg

ანბანს ეხება. აეაერთგზის გამეორებული იდუმალება – „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი…“ დღეს რეალურად კონტურებს იძენს და ამ იდუმალების ბუნდოვანებიდან სულ უფრო ცხადად იკვეთება ღმერთის და სიტყვის ერთობის დიდებული შარავანდი.

„ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და ყოველი ეს ასო ერთი და იმავე სხეულისაა, და თუმცა მრავალია, მაინც ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც.“(კორინთელთა 12.12).

თანდაყოლილი სიმბოლიზმის ინსტიქტი განასხვავებს რასსებს და როგორც აღმოჩნდა თეთრი რასსისთვის იგი რიცხვშია (შავი რასსისთვის – ფერში, ხოლო წითლისთვის – გეომეტრიულ ფიგურებსა და სურათებში) გამოხატული. თეთრი რასსის დევიზში იბერიულმა სამყარომ რეალურად, მხოლოდ „ყოველივე რიცხვით…“ შეიტანა. ამ დევიზის გაგრძელება „… ყოველივე ზომით, ყოველივე წონით“ იმ დამპყრობელის დამატებულია, იბერიული რასსის დეკადანასის პერიოდში რომ იმძვლავრა, მზა სახით რომ მიიღო, დაიპყრო… აითვისა, გაითავისა და თავისად ჩათვალა…

ენა არაა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ პირობითი სიგნალების ერთობლიობა. მაშინ ამ ენის თითოეული ფუძე, ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის რაიმე ობიექტზე წარმოდგენის ანალოგი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ანარეკლი უნდა იყოს. ხოლო ფუძეთა მთელი ერთობლიობა, ამ ხალხის სრული მსოფლშემეცნების იდენტი ხდება19. ხალხის მსოფლშემეცნების ამ გრანდიოზულ სქემაში ანბანი, ბგერითი ნიშანი (ფონემა) უმცირესი ელემენტია, საშენი მასალაა, რომელიც განსაზღვრავს მთელი ნაგებობის სიდიადეს…

თხრობის ლოგიკა მოითხოვს, გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლის შენენბის ბიბლიური თქმულება, რადგან ენასთან დაკავშირებული ღვთიური სასწაულები სწორედ იქიდან იღებს სათავეს…

–       „ხოლო ძენი ქამისანი: ხუს და მესარაიმ, ფუდ და ქანენ; ხოლო ხუს შუა ნებაროთ. მან იწყო გმირ–ყოფად ქუეყანასა ზედა.“

–      „და ქმნა დასაბამ მეფობისა მისისა

–      ბაბილონი.“(მცხეთური ხელნაწერი).

ნებროთ–გმირი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მოიკლა ქართველთა ბაბილონური ეთნარების, ნოეს ძე იაფეთის შვილთაშვილების მიერ. დასაფლავდა საქართველოში და ქართულ მიწად იქცა(!). სწორედ ნებროთის სამეფო – ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა ენასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ბიბლიური ფაქტი (იგი ნებროთის გოდოლათაც იწოდება):

–       „და თქუა უფალმა ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი – ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენაც იქნებონ ქმნად.“

–       „მოვედით, გარდავიდეთ და შევურინეთ მათ ენენი მუნ, რათა არა ესმოდეს თვითოეულსა ხმაი მოყუასისა.“

–       „და განათესნა იგინი უფალმა მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყნისასა. და დაცხრეს მშენებელნი ქალაქისა და გოდოლისნი.“ (მცხეთური ხელნაწერი).

დაინაწილა ყველამ თავისი წილი, მავანი ხერხით, მავანი ნაჯახით ჭრიდა და მიჰქონდა ბაბილონიდან ენა თავისთვის. მხოლოდღა ერთმა არ ახლო ხელი, რომელსაც დარჩა იგი… და „შეურევნად“ შეეცადა შეენახა…

თავდაპირველი ფუძე–ენის, ბაბილური ენის, ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის თაობაზე გვაქვს საუბარი…

ქართული უფრთხილდება სიტყვას –„ბაბილო“, იგი მისთვის ღვთიური, მაღალი ვენახია. ბაბილუ – ღვთის  კარიბჭეა (აქადეური), ბაბილო – ვენახის ახალი, მწვანე, ლორთქო ფოთოლია (გურ. დიალექტი), баби-лон – დედაკაცის საშო, წაღი (სლავური). ეს არასრული, მაგრამ ერთიანი სემანტიური სივრცეა…

„თქვენ მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ“ – ეუბნევა იესო მრევლს. „მან–ანა“–ში შეგვიძლია „მან“–იდან „ან“–ამდე ანბანის გზა დავინახოთ, ამ ერთა ანბაბისა, ვინაც ის დაჭრა, დაამახინჯა და შეამოკლა…

–       „მე ვარ პური სიცოცხლისა“ (იოანე,6, 48-49.) აგრძელებს იგი –

პური – „ხლებ“ (სლავ.)

მუდმივი თანმ–ხლებ–ი  თითოეული ადამიანის ძისა. სიტყვა – „პური“–ს ქართულ სემანტიურ არსზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ…

ბაბილონიდან დაიწყო იბერიულმა რასსამ სასოებითი მოვლა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, იმ ღვთიური სასწაულისა, რასაც დღეს ქართული ენა ჰქვია… ბედისწერის უკუღმართობის ვიწროებაში, ეს გზა არ ყოფილა იოლი; მითუმეტეს ანბანურ ბედის წერილში, ასო–ნიშან „ყარ“–ში (ხრწნილებაში) შესვლის შემდეგ. ძნელია იპოვო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ათასწლეულების წინ ვარსკვლავებზე ამოკითხული ბედისწერა ჭეშმარიტი არაა…

მაშინ დამდგარა ჟამი მისი გაცხადებისა…

თითქოსდა ზემოდან ჩაგვესმის სკალარული სიტყვები, რომელსაც მთელი იბერია ელის:

„ – ლაზარე, გამოედ გარეთ!“


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რაღაცეები ვერ გავიგე მაგრამ რამხელა ფესვები გვაქვს

:bravo:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
« გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ » გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ ინტერვიუ რაულ მამალაძესთან

22 ოქტომბერი 2014 

531815_340885252694529_913066786_n_300x1

 

რაულ მამალაძე

ქართველები რომ ღვთის რჩეულ ერობას ვამტკიცებთ, ეს შემთხვევითი არაა და არც მოგონილია. არ ვიცი რითი დავიმსახურეთ ეს ყოველივე, მაგრამ ღმერთმა სწორედ ქართველს ერს ჩააბარა უფლის კვართი, ხოლო ღვთისმშობელს  მიგვაბარა, ყოველივესთან ერთად კი გვიბოძა წარმოუდგენლად დიდი განძი და ეს განძი არის ჩვენი ანბანი და ენა, რომელსაც ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც სამშობლოს და სარწმუნოებას. ჩვენი დიდი წინაპრები, ალბად ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ქართველი კაცი, ქართული სიტყვების მაგივრად მეტყველებისა და წერის დროს, უცხო სიტყვებს მოიშველიებდა, ენას რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო, რომელ ენაზეც მსოფლიო შედევრები დაიწერა და საუკუნეების გასვლის შემდეგაც ისეთივე მდიდარი და ამოუცნობია როგორც სამყარო, სავალალოდ მძიმე დღეშია. ქართული ენისა და ანბანის შესახებ გვესაუბრება ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბატონი რაულ მამალაძე, რომელმაც თავისი ცხოვრების 25 წელი ქართული ანბანის და ენის შესწავლას შეალია, შევიდა ენის სემანტიკაში, გაშიფრა იქ დაფარული ცოდნა და დღეს უკვე ქართული ანბანის დახმარებით და ანბანის ცოდნაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ აუცილებელია ქართველებმა ვიმეტყველოთ, ვიაზროვნოთ და ვწეროთ ქართულ ენაზე, რადგან ჩვენი ენა ეს უფლის ენაა და ზე აღმატებულია ყველა ენათა შორის, უნდა გვეამაყებოდეს ამ ენაზე საუბარი და რაც მთავარია მოვიდა დრო, როცა უნდა გავიგოთ ის დაფარული, რაც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ განგვიმზადა .

 1.    ბატონო რაულ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით გაგვეგრძელებინა ჩვენი საუბარი, ქართული ანბანის შესახებ.  მე ვიცი თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, რომ ინტენსიურად მუშაობთ, ქართულ ანბანზე  და მეორე წიგნის დაბეჭდვასაც აპირებთ, რომელიც არანაკლებ საინტერესო და ინფორმაციული იქნება, თუ უფრო მეტი არა, ვიდრე იყო თქვენი პირველი წიგნი“გრაალი-ხე შემეცნებისა“

პირველი წიგნი „გრაალი ხე შემეცნებისა“ არის ჩონჩხი, რომელსაც სჭირდება ხორცის შესხმა. რა თქმაუნდა მასში არის გახსნილი სხვა და სხვა დაფარული ინფორმაცია, რაც წარმოუდგენლად რთული აღსაქმელია ცნობიერება მოუმწიფებელ ადამიანებისთვის. ეს საკითხი არც ყველას აინტერესებს, რათა არ არის გათვალისწინებული დაბალ ჰერცებზე მომუშავე ადამიანის ტვინისთვის. ასე, რომ არჩევანი ბუნებრივად კეთდება. იქნება, თუ არა საინტერესო მეორე წიგნი, ეს თვითონ მკითხველის გონებრივ შესაძლებლობით განისაზღვრება. სამყაროს საიდუმლოების თემა აქტუალური იყო, არის და იქნება, სანამ მოაზროვნე სულიერები იარსებებენ.

2.    არ შემიძლია არ გკითხოთ, ამ ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც გამოიწვია უძველესმა ლოცვამ               

  “დიდო დედაო“

 ცაო მშვენიერო,

 მომცველ ყოველივესი,

 შამქმნელო და დამბადებელო…..“

 ჩვენმა მუდმივმა მკითხველმა იცის ამ ლოცვის  სრული ვერსია, რომელიც პირველად დაიბეჭდა თქვენს წიგნში და ასევე ჩემს მიერ იქნა ერთ-ერთი საუბრის დროს ჩაწერილი და აქ აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს გკითხავთ, არაერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს არის ფუსტების ლოცვა, თქვენ რას გვეტყოდით?

 ეს ლოცვა ქრისტიანობამდე პერიოდში დღევანდელ დღემდე ფშავ-ხევსურეთმა შემოინახა, რათა ხევის ბერები და ხატის კაცები მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ ამ ლოცვას. ფუსტების საძმოს ისტორია დაკავშირებულია ქრისტიანულ ეპოქასთან, ისინი იყვნენ სახელმწიფოსა და ეკლესიის საუნჯის მცველები.

 3.    ბატონო რაულ, თქვენ ხშირად მოუწოდებთ ქართველებს, იფხიზლეთ, ვინაიდან მოახლოებულია დრო, რომელ დროზე გაქვთ საუბარი?

 საუბარია ახალ- მერწყულის ეპოქაზე.  ეპოქა რომელიც დაიწყო 2012 წლის 21 დეკემბრიდან ქართულ ინფორმაციით ეს არის ცისკარა, სადაც „ც“-ის ანუ 2000-ის, „კ“-11 და ა=1 რაც ჯამშია =2012, გამოჩნდება „რა“ ანუ სიკეთე იმარჯვებს. ზღაპარ „ცისკარა“-შიც იმარჯვებს სიკეთე წმიდა სულის მეშვეობით. ამიტომაც ჩვენმა ერმა უნდა იფხიზლოს რათა განიწმიდოს. გამოავლინოს თავისი სულიერი ძალა (როგორც ხვთის შვილებმა)და დაიბრუნონ მწყემსის კვერთხი, რომელიც 4000 წ.წ. უკან გადააბარეს, დროებით ჰებრაელებს (ჰებრაელი-ნიშნავს გარდამავალს სულხან საბა წიგ.2 „თარგმანი ქვეყანათა და კაცთა სახელებისა“ გვ.634) გარდამავლებს, რათა დაიმარხეს თავისი თავი.                   „მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.“(იოანე ზოსიმე „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“). ანუ დგება დრო ხვთის შვილთა-იბერთა მიერ მწყემსის ფუნქციის დაბრუნებისა.

 4.    თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი ანბანი იტევს უდიდეს ცოდნას, იქნებ ვუთხრათ ჩვენს მკითხველს რა ცოდნა დევს ანბანში ისეთი რაც დღეს ქართველებმა აღარ ვიცით.

 ქართველებმა არც არაფერი არ ვიცით იმ ცოდნიდან, რომელიც დევს ქართულ ენასა და ანბანში. ქართული ანბანი ეს არის ლაზარეს ანუ ხვთაებრივი (ხვთის შვილთა-იბერთა)ენის  აღმდგენი. მისი ცოდნის გარეშე ლაზარე არ აღდგება. ალბათ მიხვდით რა იმალება ანბანში?! დიახ ის გზა რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს შინ-მამასთან და ეს არის ხვთის შვილთა-იბერთა კონსტიტუცია. გაკვირვებული ვარ მართალი რომ გითხრათ, ნუთუ ეს მოტივი საკმარისი არ არის, რომ დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით? მაგრამ არა, არ უნდათ იზეიმოს იმან ვისაც  ეს მიეცა ხვთის მადლით. „შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა“.

 პირველ წიგნის დაწერის დროს გავანდე იმ საიდუმლოების ნაწილი, რაც წიგნში აღვწერე, ამ წიგნის დიზაინერ-სტილისტს ალიკო ცინცაძეს, რომელიც შეაწუხა ამბიციებმა,  ეგონა მარტო შესძლებდა გაეხსნა ანბანის და ენის საიდომლოებები, მაგრამ  ვაი!,  რომ ვერ მიხვდა იმას, რომ რაც შენ არ მოგეცა არ გაგეხსნება  და რაც შენი არაა იმას ვერ მიითვისებ, რათა ღვთის საჩუქარი იმისაა ვისაც ერგო ის. ასე რომ ყველა ფიქრობს იოლი გზებით პიარის გაკეთებას და ერის წინსვლას ამით ამუხრუჭებს.

 5.    ერთ-ერთი ჩვენი მკითხველის თხოვნით უნდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა, რა კავშირია აფხაზეთსა და შამბალას შორის? 

რატო მარტო აფხაზეთი?  მთელი დედამიწა დაკავშირებულია შამბალასთან და ქართულ ანბანში ჩადებული ინფორმაციით ჩვენ ვიცით რამდენი ჩასასვლელია ურში. საქართველოს ყველა კუთხეში არის ჩასასვლელები. რატომ არის საქართველო ღვთის მშობლის წილნაყარი?! რათა  საქართველო ღვთის შვილთა საცხოვრისია, შამბალაც აქ არის და ატლანტიდაც ეგ არის. ამ ინფორმაციას მიიღებთ ჩემს წერილში „ჩვენ ვიცით ვინა ვართ იბერნი“.

 უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მე თქვენის ნებართვით, შევპირდები ჩვენს მკითხველს, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ქართული ანბანისა და ენის შესახებ, რომელიც ღრმა ოკეანეა და დაუშრეტელი ცოდნის წყაროა.

 ბოლოს კი ასე დავასრულებ :  

„ქრისტემ  თავისი  მიწიერი  მსახურების  მანძილზე  გადასცასაღვთო  სიბრძნე   თავის  მოწაფეებს,   მაგრამ  მხოლოდ   ნაწილობრივ,     ვინაიდან    ისინი    არიყვნენ    ჯერაც    მომწიფებულნი    საამისოდ,  არ  ძალედვათ  „ტვირთვა“  ამ  სიბრძნისა.  მაგრამ   იგი   ამცნობს   მათ,    რომ   მომავალში   სულიწმიდა,  ანუ   სული   ჭეშმარიტებისა   გადასცემს   მათამ   სიბრძნეს:   ფრიადღა    მაქუს    სიტყუად   თქუენდა,    არამედ    აწ    არღარა   ძალგიცტვირთვად,   ხოლო   ოდეს   მოვიდეს   სული   იგი   ჭეშმარიტებისაი,    გიძღოდის  თქუენჭეშმარიტებასა    ყოველსა,  რამეთუ   არა    იტყოდის   თავით   თვისით,   არამედ   რაოდენი   რაიესმის,     იტყოდის    და  მომავალი  იგი   გითხრას  თქუენ“ (იოანე 16.12-13).  ამრიგად,  სულიწმიდა   არის   კაცობრიობის     მამხილებელი    და ამავე დროს   „ყოველი საიდუმლოს“,   ანუ  საიდუმლო   სიბრძნის   მომმადლებელი.  ასევეა   ქართული   ენა,   ქართული    მოდგმა,    ვინაიდან   მისი   მისსია  იგივე  სულიწმიდის   მისსიაა.  სულიწმიდა   ქართული   ენის,    ანუ    ქართული   მოდგმის   მეშვეობით   განახორციელებს   თავის  მისსიას,   როდესაც    ამხელსკაცობრიობას    მეორედ   მოსვლის    ჟამს.

/ზვიად გამსახურდია „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ / ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 იფხიზლეთ!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

10955340_330385450495281_368978733168350



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დიდება უფალს.

:bravo:  :bravo:  :bravo:


ჩამსწორებელი zaza13, 30 January 2015 - 09:49 PM.


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

მთელი ღამე ვკითხულობდი ამ სტატიას გავგიჯდები რა მაგარია მართლაც ეს ქართული ენა  :))))დამწერლობა ყველაფერი უფრო მაგრად მიყვარს ვიდრე აქამდე :)))



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
წვიმის 64 სახელი ქართულ ენაში

837ab39044b01527ff946c881dc2588e.jpg

ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს:

არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
ზესხმა – ძლიერი წვიმა
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცაიერადი – თავსხმა
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წინწკლვა – წვრილი წვიმა
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა

ქართულ ენაში სიტყვა წვიმის ვრცელ ლექსიკონს ამერიკიდან ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე აქვეყნებს. "მე ვერასოდეს ვუგებდი იმ ქართველ „ამერიკელებს“, აზრის უკეთ გადმოსაცემად ინგლისურს რომ მიმართავდნენ, მაშინ როცა არც ერთ ქვეყანას აქვს წვიმის 64 სახელი," - წერს ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან.  

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?