"გილოცავთ ქართული ენის დღეს! დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“- წერს გიგაური.
ასტროლოგი საკუთარი წიგნიდან ნაწყვეტსაც აქვეყნებს:
"ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი სუშანტი მანი შემეკითხა:
- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!
- არა სუშანტ, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
- რამდენი ხართ ქართველები?
- მოწკურა თვალები დამცინავად.
- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი,- ვუპასუხე მე.
- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი აქვთ? შეუძლებელია, - შეიცხადა.
- დაგუგლე სუშანტ, - ვუთხარი მე, რადგან სუშანტი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს. იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს. ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
- რაო, რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ, ქართველები... - და აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო.
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: "ჩვენ ქართველები"... გილოცავთ ქართული ენის დღეს! სიყვარულით რამაზ გიგაური“- წერს გიგაური