ყველაზე სწრაფი თევზი
ცისფერი მარლინი (Istiophorus platypterus) – მთელი რიგი დაკვირვებების შემდეგ, რომელსაც აწარმოებდა მეთევზეთა კლუბი ფლორიდიდან, მარლინმა განავითარა 91 მეტრის სიჩქარე 3 წამში რაც 109 კილომეტრს საათში უტოლდება.
ყველაზე ღრმად მობინადრე თევზი
ბასსოგიგასი (Bassogigas)-ყველაზე ღრმად მცხოვრებ ხერხემლიან არსებად ითვლება. სამეცნიერო ხომალდიდან “ჯონ ელიოტ” დაიჭირეს ეგზემპლიარი, რომელიც 8000 მეტრის სიღრმეზე ბინადრობდა.
ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი
ლოქო (Silurus glanis)- XIX საუკუნეში დაჭერილი იქნა 4,6 მეტრის 336 კილოიანი ეკზემპლიარი.
ჩვენ დღეებში ნებისმიერი ეკზემპლიარი რომელიც აღემატება 1,83 მეტრს და 90 კილოს უკვე გიგანტად ითვლება.
ყველაზე პატარა მტკნარი წყლის თევზი
პანდაკა (Pandaka pygmaea) – ყველაზე პატარა და ყველაზე მსუბუქი, უფერო და თითქმის გამჭვირვალე თევზია. იგი ფილიპინებზე, ლუსონის ტბაში ბინადრობს. მამრი ეკზემპლიარის ზომა 7-9 მილიმეტრია და 4-5 მილიგრამს იწონის.
ყველაზე ძვირად ღირებული თევზი
სვია (Huso huso) – მდედრი წონით 1227 კილო, რომელიც დაიჭირეს მდინარე “Тихая Сосна” (რუსეთი) 1824 წელს, შეიცავდა 245 კილო მაღალხარისხიან ქვირითს (შავი ხიზილალა), რომელიც დღევანდელ დღეს ეღირებოდა 200 000 დოლარი.
იაპონური კობრი -კოი- სიგრძით 76 სმ, რომელმაც 1976, 1977, 1979 და 1980 წლებში გაიმარჯვა პრესტიჟულ იაპონურ -კოი შოუში-, 1982 წელს გაყიდული იქნა 17 მილიონ იენად.
ხეზე მცოცავი თევზი
ანაბასი (Anabas) – ამ თევზს ეძახიან მცოცავსაც. იგი სამხრეთ აზიაში ბინადრობს, მას შეუძლია როგორც ხმელეთზე გადაადგილება ასევე ხეზე აძრომა. მისი ლაყუჩები ნესტიანი ჰავიდან ჟანგბადის მოპოვებისთვის არის შექმნილი.
ყველაზე უმოწყალო თევზი
პირანია Pydocentrus და Serrasalmus ოჯახიდან ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მდინარეებში, (ამაზონი, ორინოკო და მათი შესართავები).
ისინი თავს ესხმიან ნებისმიერ არსებას, მიუხედავათ მისი ზომისა. 1981 წელს ობიდუსაში (ბრაზილია), მათ გამო დაიღუპა 300 ადამიანი, რომელიც წყალში, სასეირნო გემის ჩაძირვისას, აღმოჩდნენ.
პრეისტორიული გიგანტი
მეგალადონი – მილიონი წლის წინ გადაშენებული ზვიგენი, რომელიც აღწევდა 35 მეტრს სიგრძეში და იწონიდა 100 ტონას.
ამ გიგანტს რამოდენიმე მწკრივი 20 სანტიმეტრიანი ბასრი ეშვებით შეიარაღებული პირი ჰქონდა.
საქართველოს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი არის ლოქო, ყველაზე დიდი მლაშე წყლის თევზი სვია, ყველაზე პატარა თევზი გამბუზია, ყველაზე სწრაფი ქარიყლაპია.