Jump to content

სურათი

ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრაციები

ჰენრიკ ჰრინევსკი ილია ჭავჭავაძე განდეგილი აშვეთი პოემა მოხატულობა ფრესკები საქართველო თბილისი მხატვრობა პოლონეთი

ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრაციები

 

ბატონო ლეგიონერებო. ამ ჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი პოლონელი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ჰ.ჰრინევსკის შემოქმედების ნაწილი. ის შეყვარებული იყო ქართულ ლიტერატურაზე და საზოგადოდ ქართულ ისტორიაზე და ხელოვნებაზე.იყო საქართველოს დიდი პატრიოტი და ქომაგი. მრავალი ნამუშევარი მიუძღვნა და სწორედ ეს ნაწილი მინდა წარმოგიდგინოთ. მითუმეტეს რომ ბევრი მათთაგანი ნანახიც გაქვთ , მაგრამ ვფიქრობ მისი ავტორის ვინაობაზე ინფორმაციები დაგაინტერესებდათ.

 

 

ჰენრიკ ჰრინევსკი

 

afafafafsafafafaf-afafafafafafcafafaf-af

თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორები და მასწავლებლები 1930 წ. პირველ რიგში მარცხნიდან მეოთხე ზის - გიგო გაბაშვილი, მეშვიდე - ჰენრიხ გრინევსკი, მეორე რიგში მარცხნიდან მეოთხე ა. კალგინიმეთერთმეტე-გიორგი ნათიძე. მეორე რიგში მარცხნიდან: მეორე-შალვა ამირანაშვილი, მესამე- ნ. სევეროვი, მეოთხე- ა. კალგინი, მეხუთე- ე. ლანსერე, მეშვიდე- ვახტანგ კოტეტიშვილი. მესამე რიგში მარცხნიდან: მეექვსე - დავით კაკაბაძე

ჰენრიკ ჰრინევსკი დაიბადა 1869 წელს ქალაქ ქუთაისში. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1877-1898 წწ. მან საზღვარგარეთ – იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაში გაატარა. საფრანგეთში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, ფლორენციაში მიიღო უმაღლესი განათლება, ხოლო გერმანიაში დაეუფლა არქიტექტორის სპეციალობას.
1898 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო დეკორატიული ხელოვნების სფეროში. 1904 წელს იგი მიწვეული იქნა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში ხატვის მასწავლებლად. 1910 წელს ჰ. ჰრინევსკი მონაწილეობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. მის დიდ დამსახურებას ქართული სახვითი გადმოღება, ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან ჩანახატების შესრულება წარმოადგენს.

e183b0e18394e1839ce183a0e18398e18399-e18

ფრესკული მოხატვა. 1913-1916 წ. საჯარო ბიბლიოთეკა ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ინტერიერი. ჰენრიკ ჰრინევსკი

1912 წელს სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტის კონკურსზე გაიმარჯვა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, ჰ. ჰრინევსკის დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა. ჰენრიკ ჰრინევსკი არჩეული იქნა პროფესორად და 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1937 წ.) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
მის დიდ დამსახურებას ქართული სახვითი ხელოვნებისადმი კიდევ ემატება პედაგოგიური მოღვაწეობა. მან მრავალი მხატვარი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას (ლ. ნანიტაშვილი “ქართველი წიგნის ამაგდარნი” თბ. 1985 წ. ჰენრიკ ჰრინევსკი, ისევე როგორც არაერთი საზოგადო მოღვაწე, 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეპრესიები შეეხო მის მეუღლესაც და არაერთ მეგობარს.
სამწუხაროდ, დაწრილებითი ცნობები მისი ცხოვრების ფაქტებისა და თარიღების შესახებ ხელთ არა გვაქვს – მისი პირადი საქმე, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინახებოდა, დაკარგულია. მაგრამ ბევრი რამ მაინც შეიძლება აღვადგინოთ, რაკი მისი მოღვაწეობის ბოლო ათეულ წლებს ბევრნი მოვესწარით; მთავარი კი ის არის, რაც მან შექმნა, როგორც მხატვარმა, და რაც დღესაც ინარჩუნებს თავის გარდაუვალ მნიშვნელობას. ეს მნიშვნელობა მით უფრო დიდია, რომ ჰრინევსკი საქართველოსთან დაკავშირებული იყო არა მხოლოდ იმით (ბევრი სხვა არაქართველი მხატვრისაგან განსხვავებით), რომ თბილისში ცხოვრობდა, არამედ თავისი შემოქმედების თემატიკით, და თავისი საქმიანობით საგნით. სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ, რომ ის ქართველი მხატვარი და ქართველი მოღვაწე იყო.

afafafafafafafsaf-afafafafafcafaf-1913-1

ფრესკული მოხატვა. 1913-1916 წ. საჯარო ბიბლიოთეკა ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ინტერიერი. ჰენრიკ ჰრინევსკი

ჰრინევსკი საფუძვლიანად იცნობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, კერძოდ, ქვაზე ნაკვეთ უმდიდრეს ჩუქურთმებს. მოგზაურობდა საქართველოში, იხატავდა ძეგლებს – ეს ჩახატები მნიშვნელოვანია არა მარტო მაღალი მხატვრული ღირსებით (ჰრინევსკი ბრწყინვალე აკვარელისტი იყო), არამედ დოკუმენტური სიზუსტითაც. ეს თავისი ცოდნა მან პრაქტიკულად გამოიყენა, როდესაც არქიტექტორ ანატოლ კალგინთან ერთად შექმნა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობის პროექტი). ეს შენობა, ერთი ყველაზე მიმზიდველთაგანი თბილისში. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ბანკის – აწინდელი ბიბლიოთეკის – შენობა ეროვნული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ახლებური ინტერპრეტაციის, ახლანდელი სიტყვით რომ ვთქვათ, “შემოქმედებითი ათვისების” საუკეთესო ნიმუშია … “ქართული ბანკს” საპატიო ადგილი უჭირავს ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. და აქ ჰრინევსკის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია.

e18399e18390e183aae18398e18390-e18390e18

ილია ჭავჭავაძე - კაცია ადამიანი? ჰენრიკ ჰრინევსკი

მეორე ძეგლი (სწორედ ძეგლი!), რომელიც ჰ.ჰრინევსკიმ დაგვიტოვა – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბანკის შენობის მორთულობა – არის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ერთტომეული, 1914 წელს გამოცემული მიხეილ გედევანიშვილის მიერ. ჰრინევსკის ეკუთვნის წიგნის მთლიანი გაფორმება – ტიტული, უამრავი თავსართი და ბოლოსათი (ლექსების, პოემებისა და მოთხრობების თავსა და ბოლოში), საზედაო ასოები, სიუჟეტური ილუსტრაციები. თავსართები და ბოლოსართები.
მრვალფეროვანია ქართული ჩუქურთმების გრაფიკულად “ნათარგმნი” მოტივები, ამ ჩუქურთმების (მაგალითად, სვეტისთავების) სურათები, ზოგჯერ ლექსის ან პოემის შინაარსთნა დაკავშირებული ნახატები, საზედაო ასოებისათვის გამოყენებულია ხელნაწერთა მორთულობის მოტივები.
დიდია ჰრინევსკის, როგორც პედაგოგის, ღვაწლიც. იგი სამხატვრო აკადემიის პირველი პროფესორთაგანი იყო, ეჭირა დეკანისა და პრორექტორის თანამდებობაც. ასწავლიდა სამშენებლო ინსტიტუტის ხუროთმოძღვრების დარგის სტუდენტებსაც. ცხოვრობდა სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში, ეს კორპუსი, ეზოს მხარეს (ახლა იქ ახალი ულაზათო შენობა დგას), მრავალი, გუმბათით გადახურული დარბაზი იყო – მისი სახელოსნო, სადაც ხშირად გვიბარებდა და გვამეცადინებდა ხოლმე. ადვილი წარმოსადგენია, როგორი ატმოსფერო სუფევდა ამ სახელოსნოში, სადაც კედლები მოფენილი იყო მხატვრის ნამუშევრებით, თაროები კი წიგნებით სავსე. იქვე გვერდით მდებარეობდა მისი მეუღლის მარია პერინის სტუდია. პერინი იტალიელი იყო, ცეკვის პედაგოგი, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი (გადამწყვეტი!) როლი შეასრულა ქართული საბალატო სკოლის შექმნაში (მისი მოწაფეები იყვნენ ვახტანგ და თამარ ჭაბუკიანები, ელენე ჩიკვაიძე, ლალი გვარამიძე, ირინე ალექსიძე). ოცდაათიან წლებში მისი მოღვაწეობაც შეწყდა – გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან. ჰ. ჰრინევსკი ენერგიული, ხალისიანი, კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, არასოდეს დაიზარებდა რჩევას, დახმარებას, ეს რჩევა და დახმარება კი ყოველთვის დიდად სასარგებლო იყო, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის უმაღლესი პროფესიული დონის გამო.

ჰ. ჰრინევსკის გულწრფელად უყვარდა საქართველო, ქართული კულტურა, რომელსაც უანგაროდ ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე…

ვახტანგ ბერიძე. ჟურნ. “სპექტრი” 1989 წ.

მხატვარმა ჰ.ჰრინევსკიმ მიზნად დაისახა ილიას თითქმის მთელი მხატვრული მემკვიდრეობის ილუსტრირება.
მას შესრულებული აქვს ოცდათხუთმეტამდე ილუსტრაცია. აქედან აღნიშნულ გამოცემაში შესულია შემდეგი სურათები:
1. „აჩრდილი“, თავი V, არაგვი, გვ. 122
2. „ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, გვ. 162
3. „ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან”, გვ. 170
4. „მეფე დიმიტრი თავდადებული”, გვ .202
5. „დიმიტრი წარსდგა ყაენის წინაშე”, გვ. 210
6. „განდეგილი”, გვ. 222
7. „განდეგილი”, გვ. 236
8. „გლახის ნაამბობი” გვ. 316
9. „გლახის ნაამბობი” – „შემინდიხარ” გვ .326
10. „კაცია ადამიანი” (ლუარსაბი), გვ. 340
11. „კაცია ადამიანი”, გვ. 348
12. „კაცია ადამიანი” (შედგნენ ქალაქის შარა გზაზე) გვ. 382
13. „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები” გვ. 406
14. „ოთარაანთ ქვრივი”, გვ. 446
15. „ოთარაანთ ქვრივი”, გვ. 484
16. „ოთარაანთ ქვრივი”, (საფლავზე) გვ. 494

ილია ჭავჭავაძის „თხზულებანი“ სქელტანიანი წიგნია, მისი ყდის გაფორმება უაღრესად სადაა.
ჰრინევსკიმ აკვარელით შეასრულა ყოველი გვერდის თავსართები, ბოლოსართები და ჩანართი ილუსტრაციები. ამან წიგნს თვითმყოფადი მხატვრული სახე შესძინა.
ილუსტრაციები ნათლად მეტყველებენ, თუ როგორ იყო გატაცებული მხატვარი ქართული ხუროთმოძღვრებითა და ეთნოგრაფიით. მხატვარს დახატული აქვს ბავშვის აკვანი, საყოფაცხოვრებო საგნები, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ტანსაცმელი.

ეს წიგნი ამჟამად ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, მისი ნახვა შესაძლებელია გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმისა და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავებში (რარიტეტებში).

წყარო: https://art.dlf.ge

 

 

url%3Fsa%3Di%26rct%3Dj%26q%3D%26esrc%3Ds

 
e18392e18390e1839ce18393e18394e18392e183
განდეგილი. ილია ჭავჭავაძე..მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
განდეგილი – ილია ჭავჭავაძე, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
 
e18392e18390e1839ce18393e18394e18392e183
განდეგილი. ილია ჭავჭავაძე..მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
 
e18390e183a9e183a0e18393e18398e1839ae183
აჩრდილი.ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
 
e1839be18394e183a4e18394-e18393e18398e18
 
 
 
e1839be18394e183a4e18394-e18393e18398e18
 
მეფე დემეტრე თავდადებული. ილია ჭავჭავაძე. მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
 
e183a7e18390e183aae183b0e18390e18392e183
 
კაკო ყაჩაღი.ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
.
.ilia_12.jpg?w=1000&h=
.
.კაკო ყაჩაღი.ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
.
.ilia_4.jpg?w=1000&h=
.ჰენრიკ ჰრინევსკი
.
.e1839de18397e18390e183a0e18390e18390e183
.
.ოთარაანთ ქვრივი. ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
..
ilia_3.jpg?w=700&h=
მიაქციეთ ყურადღება წარწერა მისი ხელითაა გაკეთებული
ilia_2.jpg?w=700&h=
.ოთარაანთ ქვრივი. ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
.ilia_1.jpg?w=1000&h=
.ოთარაანთ ქვრივი. ილია ჭავჭავაძე.მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი
 
მე ვფიქრობ ეს ნახატები ყველამ იცით ,ვინც შედარებით უფროსია და გოგებაშვილის დედა ენათი სწავლობდა. იმ წიგნში ეს ილუსტრაციები იყო.(ეხლა არ ვიცი დატოვეს თუ ამოღებულია) ოღონდ არ ვიცოდით რომ ესეთი ემოციური ილუსტრაციები პოლონლის ხელით იყო შექმნილი.
 
 
d0b3d0b5d0bdd180d0b8d185-d0b3d180d0b8d0b
ქართველი ქალბატონის პორტრეტი. გრაფიკა
..
.p1030169.jpg?w=700&h=
.
..ქართვლის დედა.-ილიაჭავჭავაძე. ჰენრიკ ჰრინევსკი
..
.69214.jpg?w=370&h=
.
.კაცია ადამიანი?-ილია ჭავჭავაძე.ჰენრიკ ჰრინევსკი
.e18399e18390e183aae18398e18390-e18390e18
.კაცია ადამიანი?-ილია ჭავჭავაძე.ჰენრიკ ჰრინევსკი
.
.e1839ce18390e1839ce18390-e183b0e18394e18
.
.ნანა-ილია ჭავჭავაძე.ჰენრიკ ჰრინევსკი
.
e1839be183a3e183a8e18390-e183b0e18394e18
.ტფილისელი მეთულუხჩე.ჰენრიკ ჰრინევსკი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასევე რაც არ უნდა უცნაური იყოს ქაშვეთის მოხატულობაც ამ ადამიანის ხელითაა შექმნილი.

 

.e183ace1839be18398e1839ce18393e18390-e18

.წმინდა ნინო

.e183ace1839be18398e1839ce18393e18390-e18

.წმინდა გიორგი

.e183a7e1839de18395e1839ae18390e18393e183

.წმინდა ღვთისმშობელი მარიამი

.e1839be18390e183a0e18399e1839de18396e183

.მარკოზი და იოანე

.e1839be18390e18397e18394-e18393e18390-e1

.მათე და ლუკა

...e18392e18390e1839be1839de183aae183aee183

.გამოცხადება

.e18392e18390e18391e183a0e18398e18394e183

..მთავარანგელოზი გაბრიელი

p1040664.jpg?w=1000&h=

.კანკელი

 

.

 

 

.

.

.

.

.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამდენად საქართველოს მოყვარული , პატრიოტი  და რამდენად კარგი  იყო ეს  ი , რომ ილია ჭავჭავაძემ თავისი ნაწარმოების ილუსტრირების საქე ნდო ,ხოლო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქაშვეთი მოხატა......  :bravo: ასეთი ხალხი ნამდვილად უნდა დააფასოს ქართველობამ....



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2424 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ნამდვილად. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?