Jump to content


ამ თემას აქვს 47 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.hqdefault.jpg 

                                          1405 წელს, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი ამაოხრებელი თემურ ლენგი                                                          მოკვდა, მეფე გიორგი მეშვიდემ მაშინვე დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა,                                                      როცა ხეიბრის მიერ საქართველოში დატოვებული ყველა გარნიზონი და ჯარი გაწყვიტა, მაშინვე გადაიტანა ფართომასშტაბიანი ბრძოლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ლენგის შვილებს და შვილიშვილებს სულ რიგ-რიგობით აწყევლინა თავ-ბედი. რაც მანამდე გიორგი ბრწყინვალეს დროინდელ საქართველოს ჩამოაჭრა თემურმა, ამ ორ წელიწადში ყველა შემოიერთა და საქართველოს დაუქვემდებარა. საჰეთ-ყერანის შვილიშვილმა ომარმა, როცა გაიგო გიორგი მეშვიდემ ირანში შემოჭრა იკადრა და თავრიზს უახლოვდებაო, მაშინვე შეკრიბა დიდი არმია და ქართველი მეფის წინააღმდეგ მიმართა. გენიალურმა სტრატეგმა, როგორიც გიორგი მეშვიდე იყო, სწორად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ ისედაც ლენგთან 20 წლიან ომში ჩაბმულ ქართულ ჯარს, ახალი ზედმეტი სისხლისღვრა არაფრად არგებდა და მაშინ როცა მტერი არანაირად არ მოელოდა ასეთი მცირე ჯარის თავდასხმაზე გადმოსვლას, სწორედ მაშინ დაატყდა თავს მეხივით, გიორგი მეშვიდე და შავი დღე გაუთენა თათრებს. 

ასეთი დიდი წარმატებით ებრძოდა ქართველთა სახელოვანი მეფე, ლენგის შთამომავლებს და კვლავ ჩაიბუდრა "მტრის გულებში ქართველების შიშმა ვიდრე რახსის პირამდე". მართლაც, ვინიცის როგორ წარიმართებოდა მაშინ გურჯესტანის მომავალი, რომ არა ახალი არანაკლებ ძლიერი და დაუნდობელი მტერი შავბატკნიანი თურქმანების სახით (ყარა-ყოინლუ). გიორგი მეშვიდე სწორედ შავბატკნიანებს გადაუდგა წინ 1407 წელს თავისი მცირე სამეფო გვარდიით და ჯართან ერთად თავადაც შეაკვდა უზარმაზარ თურქმანულ ურდოებს. 
ასე დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება, მეფის, რომელსაც მოსვენებული მეფობა არ აღირსა ბედმა და ძლიერ და სასტიკ მტერთან ბრძოლებში გაატარა მთელი თავისი მეფობის 14 წელი ...
გიორგი მეფის შემდგომ ტახტზე არანაკლებ ტრაგიკული პიროვნება ადის, მისი ძმის, კონსტანტინე პირველის სახით, რომელიც ასევე ყველანაირ ძალას ახმარდა ლენგისგან დანგრეულ ქვეყანას აღდგენისათვის, მაგრამ ბედმა, მასაც ისეთივე მძიმე როლი არგუნა თავისი ქვეყნისთვის, როგორც მის ძმას. 1411 წელს შავბატკნიანებს, შირვანის ჯარსა და მეფე კონსტანტინეს შორის ძალიან დიდი ბრძოლა გაიმართა, ჩალაღანის ბრძოლის სახელით, სადაც თითოეულმა ქართველმა მეომარმა ბოლომდე იომა და შეაკვდა თურქმანებს, ხოლო გადარჩენილები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს, თავები დასჭრეს, მათ შორის გმირ მეფეს კონსტანტინე პირველსაც.
როგორი მძიმე პერიოდი დამდგარიყო მაშინდელ საქართველოში, როცა ასეთი დაუნდობელი ეპოქა ზედიზედ მოითხოვდა მეფეთა დაღვრილ სისხლს 

.

 



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4337 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

pre_1462008200___v_.jpg

გიორგი ბრწყინვალე (1286 – 1346) – საქართველოს მეფე (1314 – 1346)

 

 

აღიზარდა სამცხეში, მისი ბაბუის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა – მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ “თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა.
გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა… ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი”, არსად “სამართალი აღარ იყო-ღა”.

ქართველი დიდებულები მეფის მტკიცე ხელისუფლებას დიდი ხანია გადაჩვეულები იყვნენ, გიორგის რადიკალური ღონისძიებების გატარება მოუხდა. მეფის ბრძანებით, კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მოიწვიეს ურჩი ერისთავები, შეიპყრეს ისინი და სიკვდილით დასაჯეს. მეფემ აღკვეთა ოსთა თავდასხმები და გაათავისუფლა ქალაქი გორი. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იმდენად იყო დანაწევრებული, რომ გიორგის „თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. საჭირო იყო ქვეყნის ერთიანობის აღდგენა.
წარმატებული იყო მეფის საგარეო პოლიტიკაც. გიორგი კარგად ხედავდა, რომ მონღოლთა ძლიერება წარსულს ჩაბარდა და ადრე თუ გვიან მათი სახელმწიფო დაინგრეოდა. საჭირო იყო ფრთხილი და გონიერი მოქმედება, რათა საქართველო ამ ნანგრევებში არ აღმოჩენილიყო. მეფემ შეცვალა დამოკიდებულება ილხანებთან: უარი თქვა აჯანყებებზე და დაიმეგობრა ილხანთა დიდკაცობა, მათ შორის საყაენოს პირველი ემირი – ჩობან ნოინი. ეს უკანასკნელი ყაენ აბუ–საიდის მცირეწლოვნების გამო ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას. გიორგიმ ჩობანისგან უფლება მიიღო თავად აეკრიფა ხარკი. ამან ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. გიორგიმ საკუთარი ვერცხლის ფულიც კი მოჭრა, რომელსაც „გიორგაული თეთრი“ უწოდა. ჩობანიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო გიორგისთან კარგი ურთიერთობით, ეს საშუალებას აძლევდა მას ქართველთა სამხედრო ძალის იმედი ჰქონოდა.

ყველაზე მთავარი გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობაში ის იყო, რომ მან იარაღი აღმართა მონღოლთა უღლის გადასაგდებას. აღმართა და თავისი გაიტანა კიდეც მისი მეთაურობით ქართველებმა1335წელს დაამხეს ასწლოვანი ბატონობა მონღოლებისა.

ქართველი მეფე ერთბაშად “მსოფლიო გმირად” იქცა, რადგანმონღოლთ მბძანებლობაში მყოფ მსოფლიოს ხალხტაგან ქართველები იყვნენ პირველები, რომელთაც სწორედ გიორგი ბრწყინვალის მეთაურობით დაამხეს მონღოლური ბატონობა.

ისევ ახმაურდა მსოფლიო ლეგენდარული დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თაობაზე. გიორგი მეხუთე ბრწყინვალე თავგამოდებით ზრუნავდა აღედგინა მსოფლიოში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი პრესტიჟი საქართველოსი.

გიორგი მეხუთე ბრწყინვალე გარდაიცვალა 1346 წელს, დაკრძალეს გელათში.



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4337 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

იმდენად ძლიერი არმია ყოლია გიორგი ბრწყინვალეს ისტორიული გადმოვცემების მიხედვით რომ, შეეძლო ომები ეწარმოებინა თვეობით მთელი ევროპის და აზიის მაშტაბით. შიშის ზარს სცემდა სუყველას მისი  არმია.  



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1634 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
უფლისა და ჩვენი მეფეების წყალობით ისევ ჩვენი საკუთარი ენა, დამწერლობა, სარწმუნოება და კულტურა გვაქ! დედაღვთისმშობლის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Mumla73

Mumla73

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:გორკის ქ. 25. თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი. ხაშური

გიორგი V  ბრწყინვალე, ერთერთი გამორჩეული მეფე, მართლა სულზე მოუსწრო მონღოლებისაგან დაქცეულ ქვეყანას. გადამწყვეტი მომენტი იყო და უფალმა არ გაგვწირა. ესეთ კრიტიკული სიტუაციაში სულ რამდენჯერმე ვიყავით ქართველები



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2 პარადოქსია მაგრამ ფაქტია. 

ჯერ 1  ესეთი მცირერიცხოვანი ერების(ჩვენი მეზობელი ალბანელები) უმრავლესობა გადაშენდა ,რომ არაფერი ვთქვათ მრავალრიცხოვან ზე(შუმერებზე, ურარტუზე, ხეთებზე და ა.შ.). გადარჩენილების უმრავლესობას სახელმწიფოებრიობა  არც ქონიათ და მე19- 20 საუკუნეში შექმნეს, (მოლდოვა, ბელორუსია,ბალტიის სახელმწიფოები, ) ან ადრეულ საუკუნეებში დაკარგეს(სასომხეთი. 16 მილიონი სომეხი 10-ე საუკუნის მერე მხოლოდ 1819 წელს ქმნის სახელმწიფოს)

მეორე პარადოქსი კი ისაა რომ არცერთი დღემდე არსებული სახელმწიფოებიდან , ამდენი სისხლისმსმელი ძლიერი სახელმწიფოებისა და იმპერიების გარემოცვაში არცერთი სახელმწიფო არ არსებობდა. და მითუმეტეს არც გადარჩენილა . თემურლენგი ერთჯერ შევიდა ხვარაზმში და საბოლოოდ აღიგავა მიწისაგან პირისა. მაგრამ ისტორიული ფაქტია რომ თვითონ ეს იმპერიებიც გადაშენდნენ საერთოდ. (თვით ისეთი ძლიერი სახელმწიფოებისა და   ეს იმპერიების , სახით, როგორიცაა ბიზანტია , რუმის სასულთნო, ხალიფატი, ხვარაზმი და ა.შ....).

 ხო და ეს შეკითხვა დღემდე არ არის გაუანალიზებული. ყოველი შემთხვევისათვის მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი არ არსებობს.



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართლის გმირი მეფის, გიორგი მეთერთმეტეს ძმა, ლევანი, როდესაც ქართველ-ყიზილბაშთა ჯარით ბელუჯებს მიუახლოვდა, მტრები ყიზილბაშებს მუქარის წერილებს უგზავნიდნენ, დასცინოდნენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და წინა ბრძოლებს ახსენებდნენ,სადაც ბელუჯებმა სრულიად ამოუწყვიტეს ირანელებს არმია, მაგრამ საპასუხოდ ყიზილბაშებისგან ასეთი პასუხი მიიღეს: "მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედა, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნიო". ამის შემდეგ ბელუჯები დაფრთხნენ და სერიოზული მზადება დაიწყეს ომისთვის, მაგრამ გამართულ ბრძოლაში ქართველებმა ნახევარზე მეტი მეომარი ამოუწყვიტეს მტრებს და გაქცეულებს დაღამებამდე ჩეხდნენ ..
(gigi kikvadze)



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ამბავი, რომელიც ყველაზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან %E1%83%AC%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A0%E1%
“გადაწვით ყველაფერი, რომ სიღარიბე იყოს ქართველთა საუკუნო სასჯელი…”

რამდენიმე წლის წინ ერთი ახლობელი ინტერესით დამეკითხა, – თუ იცი, რა ბედი ეწია იმ ქართულ საგანძურს, ქუთათელმა ეპისკოპოსმა ფარულად რომ გადამალაო.

არც მიეჭვია, ისე ვიფიქრე, – გასული საუკუნის დასაწყისში წმინდა ნაზარი ლეჟავასა და სხვა სასულიერო პირთა მიერ სიცოცხლის ფასად გადამალულ იმ საგანძურზე მეკითხება, რომლის ნაწილიც წმინდა ექვთიმემ (თაყაიშვილმა) გადაურჩინა ქვეყანას-მეთქი.

თუმცა გაირკვა, რომ საქმე უფრო ძველ, ერთი საუკუნით ადრე მომხდარ ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად უცნობ მოვლენას ეხებოდა, ცარისტულმა და შემდგომ კომუნისტურმა რუსეთმა ქართველებს კი არა, საკუთარ ხალხსაც საგულდაგულოდ რომ დაუმალა…

“Церковный бунт” – ამ სახელით “დაიმახსოვრა” რუსულმა ისტორიოგრაფიამ ეს უმძიმესი უცნობი ამბავი, რომელიც ნაცარში გახვეული, გადარჩენილი ნაღვერდალივით შეინახა მართლაც სასწაულით გადარჩენილმა დოკუმენტებმა და ჩვენამდე მაინც მოიტანა.

ქართულმა მატიანემ არ იცის სხვა ფაქტი, როდესაც მტრის წინააღმდეგ აჯანყება ეკლესიამ წამოიწყო. თუმცა ეს მხოლოდ საეკლესიო კი არა, საერთო-სახალხო ჯანყი იყო, როცა უმეფოდ და უპატრიარქოდ დარჩენილ ქვეყანას სწორედ ეკლესია დაუდგა ქომაგად.

მატიანე იუწყება, რომ ამ ჯანყისას იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა ცარიზმმა, ვიდრე რუსეთ-თურქეთის ცნობილი ომის დროს.

***

ამბოხის წინაპირობად რუსი ეგზარქოსის, თეოფილაქტე რუსანოვის ბარბაროსული გეგმა იქცა: მის ქვეშევრდომებს დაევალათ, სასწრაფოდ აღეწერათ ქართული ეკლესიის განძეულობა, საზღვრებს გარეთ გაეტანათ და ფულად ექციათ.

ქართველებმა, დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის ხელმძღვანელობით, მოახერხეს 280 ჯორის საპალნე ოქრო-ვერცხლის სვანეთის სიღრმეში გადამალვა, რაც საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა.

მხოლოდ ბოლო ბრძოლას (ჯანყი რამდენიმე უმძიმეს ბრძოლას მოიცავდა) სოფელ ფუტიეთთან 2000-ზე მეტი რაჭველის, იმერელისა და დასავლელქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მხოლოდ ურჯულოთა ურდოების მოწყობილ სისხლიან კალოებს თუ შევადარებთ ამ ტრაგედიას…

რუსებმა გათვალეს, რა ზიანს მოუტანდა მათ რეპუტაციას თავად რუს ხალხში ერთმორწმუნეთა ასეთი ხოცვა-ჟლეტა, ამიტომ საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს ეს უმსგავსობა.

***

იმდროინდელი სინამდვილის მიმოხილვისას აღმოვაჩინე, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენში ხშირად ხდება, ფუნდამენტური ნაშრომი ამ თემაზე ჯერ არ შექმნილა.

არსებობს პაპავების საზღვარგარეთ დაბეჭდილი ლიტერატურა, ე.წ. რაპორტები, რუს გენერალთა მიმოწერა, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი ბუენოს-აირესში მყოფი პაპავებისადმი (სადაც სთხოვს, როგორმე ხმა მიაწვდინონ საქართველოში სანდრო ახმეტელს, ამ თემაზე სპექტაკლი დადგას) და კიდევ რამდენიმე წყარო, რომლებიც არასრულად, მაგრამ ცხადად ასახავს ხსენებული აჯანყების მასშტაბსა და მნიშვნელობას.

***

როგორც ზემოთ ვთქვით, ეს აჯანყება ძირითადად 1817 წელს ვარლამ ერისთავის ნაცვლად წარმოგზავნილი ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის უმსგავსობამ მოამწიფა.

პირველი, რაც ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა ჩამოსვლისთანავე გააკეთა, თბილისის სიონის ტაძარში რუსული მღვდელმსახურების შემოღება იყო, რის გამოც ივანე ჯავახიშვილი გულისტკივილით წერდა: “ამგვარად, საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 16 წლის შემდეგ ქართველებს მოესპოთ საშუალება, საქართველოს დედაქალაქის კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ, იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვა აღევლინებოდა. არც სპარსელებს, ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მაჰმადიანებს, არც არაბებს, არც წარმართ მონღოლებს, არც თურქებს არ გაუკეთებიათ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ის, რაც გაუკეთა რუსულმა მმართველობამ და მათმა ეგზარქოსმა!”

თეოფილაქტე რუსანოვი ამ ღონისძიებით არ დაკმაყოფილებულა და ენერგიულად შეუდგა ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნას. მის მიერ შედგენილი და უწმინდესი სინოდის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო საეპისკოპოსოთა გაერთიანება, ეკლესიების შემცირება, საეკლესიო მამულების გადაცემა ხაზინის გამგებლობაში, საეკლესიო გლეხების გადასახადების გაზრდა და სხვა.

1819 წლის მაისში ეგზარქოსი იმერეთში ჩავიდა და უშუალოდ მოჰკიდა ხელი საეკლესიო რეფორმის ხელმძღვანელობას, მაგრამ მისმა მოღვაწეობამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. რეფორმის გატარებას წინააღმდეგობას უწევდა არა მარტო სასულიერო წოდება, არამედ თავადაზნაურობაც და გლეხობაც. სულ მალე მოძრაობამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. იგზავნებოდა მოწოდებები იმერეთიდან რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში, ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ თეოფილაქტეს მიერ დაგზავნილი მოხელეებისთვის, არ მიეცათ არავითარი ცნობები, ხოლო უკვე შევსებული ნუსხები წაერთმიათ. აღელვებულმა ხალხმა მოითხოვა, თეოფილაქტეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იმერეთი. იმერეთის მმართველი კურნატოვსკი ყვირილის საგუშაგოსთან შეკრებილ აჯანყებულებთან თვითონ გამოცხადდა და მოლაპარაკებით ცდილობდა მათ დამშვიდებას, მაგრამ ვერაფერს გახდა და თეოფილაქტე გაძლიერებული დაცვით თბილისში გამოაგზავნა.

ეგზარქოსის წამოსვლამ და საეკლესიო ყმა-მამულის აღწერის შეწყვეტამ საქმეს ვეღარ უშველა, რადგანაც, როგორც საქართველოს მმართველის, ველიამინოვის დაზვერვამ დაადგინა, აჯანყებას გაცილებით ფართო ხასიათი მიეღო: იმერეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩებისთვის ბრძოლა იმერეთის სამეფოს აღდგენისთვის ბრძოლის სამზადისში გადაზრდილიყო და აჯანყების ხელმძღვანელობა სათანადო ზომებს იღებდა.

ასახელებდნენ მეფობის კანდიდატებსაც: ზურაბ წერეთელსა და ივანე აბაშიძეს. თუმცა მოსახლოების უმეტესობას მაინც ბაგრატიონთა სახლის უშუალო წარმომადგენლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლის, ალექსანდრე ბატონიშვილისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. მოციქულები გაუგზავნიათ და იმერეთის სამეფო ტახტი და აჯანყების მეთაურობა შეუთავაზებიათ.

მკაცრი და გადამწყვეტი ზომების მოყვარულმა ერმოლოვმა ასეთ პირობებში იმერეთის მმართველად “ლიბერალი” კურნატოვსკის დატოვება მიზანშეუწონლად მიიჩნია, იგი ხანდაზმულობის საბაბით სამსახურიდან გადააყენა და მის მაგივრად ახალგაზრდა პოლკოვნიკი პუზირევსკი დანიშნა, რომელსაც ასე ახასიათებდა: “პოლკოვნიკი პუზირევსკი ყოველმხრივ ცვლის კურნატოვსკის, იმ განსხვავებით, რომ შეუდარებლად უფრო ენერგიულია და იმერეთში მისი, როგორც ცეცხლის, ისე ეშინიათ, რაც აუცილებელი თვისებაა იმერელი თავადაზნაურობის მეამბოხე და მოღალატური ხასიათის გამო…

ერმოლოვის ასეთი დახასიათება პუზირევსკიმ იმით დაიმსახურა, რომ მისი ბრძანება მომავალი აჯანყების მათთვის ცნობილი მეთაურების დაპატიმრებისა, იმერეთიდან მათ გაყვანას რომ ითვალისწინებდა, დიდი გულმოდგინებით შეასრულა. “ყოჩაღმა და ჭკვიანმა” პოლკოვნიკმა არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და მოტყუებით, ღალატითა თუ ძალადობით დააპატიმრა მათი უმეტესობა. მისი გულმოდგინება იქამდეც კი მიდიოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ტყვეები: საყოველთაოდ პატივცემული ეპისკოპოსები ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი, ხანდაზმული მანდილოსანი ბატონიშვილი დარეჯანი და სხვები, – თუკი იმერლები დაესხმებოდნენ თავს, დაეხოცა და მდინარეში გადაეყარა, გზაში კი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთი არ დაენახათ და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას შეეცნო, თავზე ტომარაჩამოცმულები და კისერსა და წელთან თოკშემოკრულები წამოეყვანა. პუზირევსკის ამ გადაწყვეტილებას ველიამინოვიც კი შეუშფოთებია და თამამი პოლკოვნიკისთვის ურჩევია, გზაში ტყვეების დახოცვა თუ გახდა საჭირო, მდინარეში არ ჩაყაროთ, თორემ წყალმა რომ გამორიყოს და მოსახლეობამ იცნოს, შეიძლება დიდი არეულობა მოჰყვეს ამ ამბავს, ჯობია, მოზდოკამდე მაინც ატაროთ გვამები და იქ დაფლათო.

მართალია, ტყვეების გამყოლ ბადრაგს გზაზე არავინ დასხმია თავს, მაგრამ დატყვევების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო საფუძვლიანად დაჩხვლეტილმა და ცხენზე ძალით დაკრულმა დოსითეოს ქუთათელმა სურამსა და გორს შუა დალია სული. ველიამინოვის მითითების თანახმად, მისი სიკვდილი ჯარისკაცებისთვისაც კი არ გაუგებინებიათ, ერთხანს ასე უტარებიათ და ანანურში დაუფლავთ მალულად.

ექვთიმე გენათელმა კი, რომელიც თავიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აქტიური მომხრე იყო და სოლომონ II-ის რუსულ ხელისუფლებასთან შერიგებას შუამდგომლობდა, ნოვგოროდამდე მიაღწია. როგორც 1921-1927 წლების კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში მოგვითხრობს, იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოუწადინებია ექვთიმე გენათელის ნახვა და მასთან ჩაყვანილ ეპისკოპოსს დიდი ზეიმითა და პატივით შეხვედრია, მაგრამ ოდესღაც რუსული ორიენტაციით განთქმულ ეპისკოპოსს თავისი სამშობლოსა და ხალხის წამების გამო იმპერატორისთვის “ახალი ნერონი” უწოდებია და განრისხებულ ალექსანდრეს იგი ოლონეცკის გუბერნიაში, სვირის მონასტერში გადაუსახლებია.

წარმატებით თავბრუდახვეულ პუზირევსკის მაინც გულს აკლდა, რომ შეთქმულების მეთაური, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟი ივანე აბაშიძე და მისი მოკავშირენი ვერ შეიპყრო, მაგრამ სულ მალე ქაიხოსრო გურიელის სასახლეში (სოფელ შემოქმედში) მიაკვლია “ავაზაკთა ბუდეს”. მათი განადგურების იდეით შეპყრობილი პუზირევსკი ჯარით შეიჭრა გურიაში, მაგრამ სწორედ იმ დღეს გამოასალმეს წუთისოფელს შემოქმედის ციხესთან, როცა ერმოლოვი ზემოთ მოყვანილ სიტყვებს წერდა: პუზირევსკი “ჭკვიანია, ყოჩაღია და შეუძლია ხალხს ჩვენი ხელისუფლების პატივისცემა ჩაუნერგოს”.

პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ აჯანყებამ უკვე აშკარად იფეთქა გურიაში. დავით ერისთავმა ჩოხატაურის საგუშაგოზე მიიტანა იერიში, აქ მდგომი რუსული რაზმი ამოჟლიტა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. გურულებმა სასტიკად დაამარცხეს პოდპოლკოვნიკ ზაგორელსკის რაზმიც. ამავე დროს რაჭაში აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს ვახტანგ ბაგრატიონი და ქუთაისისკენ დაიძრნენ. მთელ რაჭა-იმერეთ-გურიაში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა. მართალია, სამეგრელოსა და გურიის მთავრები რუსების აშკარა წინააღმდეგობას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ამ სამთავროების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქაიხოსრო გურიელისა და გიორგი დადიანის ხელმძღვანელობით ანტირეჟიმულ აჯანყებაში იყო ჩაბმული.

პუზირევსკის მკვლელობით გაბოროტებულმა ერმოლოვმა შემდეგი შინაარსის ბრძანებით მიმართა პოლკს: “მამაცო ამხანაგებო! თქვენ დაკარგეთ მეთაური, რომელიც გამოირჩეოდა დიდებული ხელმწიფისთვის გულმოდგინე სამსახურით და სამაგალითოდ ზრუნავდა თქვენზე. თქვენთან ერთად ვწუხვარ, რომ დაიღუპა იგი უნამუსო მოღალატეების ხელით. თქვენთან ერთად ვფიქრობ, როგორ მივუზღათ მათ ღირსეული მეთაურის საზარელი მკვლელობისთვის. მე გიჩვენებთ ადგილს, სადაც ცხოვრობდა ყაჩაღებს შორის გამორჩეული ქაიხოსრო გურიელი. ქვა ქვაზე არ დატოვოთ ბოროტმოქმედთა თავშესაფარში, მისი ბილწი თანამზრახველებიდან ერთიც არ გადარჩეს ცოცხალი…”

ასეთი ბრძანებით წაქეზებული ჯარისკაცები, რაღა თქმა უნდა, ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ გურიის სოფლების გასანადგურებლად. და მართლაც, გენერალ ველიამინოვის 3200-კაციანმა რაზმმა უწყალოდ აჩეხა ბაღ-ვენახები, გაანადგურა სოფლები, დაწვა სახლები და ნაცარტუტად აქცია იქაურობა. იმერეთის ახალი მმართველის გორჩაკოვის მეთაურობით ჯარები შეიჭრნენ რაჭაში, სადაც ქვა ქვაზე არ დატოვეს.

ყველაფერზე მძიმე კი ის იყო, რომ რუსებმა ვერაგული ხერხებით შეძლეს აჯანყებულთა ერთ-ერთი დაჭრილი თავკაცის, ლომკაც ლეჟავას საშუალებით ხელში ჩაეგდოთ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი – იმერეთის დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი აჯანყების ყველა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელს. მათი უმრავლესობა რუსულ სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა, მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა მიღებული და ხელისუფლებას ლოიალურად აჩვენებდა თავს. რუსულ ხელისუფლებას, რაკიღა ასეთი საბუთი ჰქონდა ხელთ, მათი მუხანათურად ხელში ჩაგდება აღარ გასჭირვებია – გორჩაკოვთან სადარბაზოდ მიწვეულ წარჩინებულ საზოგადოებას სრულიად მოულოდნელად ალყა შემოარტყეს და გამოუცხადეს, რომ დაპატიმრებულნი იყვნენ. შეთქმულებმა ხმლები იშიშვლეს, მაგრამ ორმაგი ალყის გარღვევა ვეღარ შეძლეს. ზოგი მათგანი ადგილზევე დაეცა, უმეტესობა კი ციმბირში გადაასახლეს. მათი სასახლეები და ციხეები მიწასთან გაასწორეს, ყმა-მამული ხაზინას გადასცეს.

***

სამწუხაროდ, ძალზე მწირი მასალის შეკრება შევძელით ამ აჯანყების ერთ-ერთ მოთავეზე, აწ წმინდანად შერაცხულ მიტროპოლიტ ექვთიმეზე (შერვაშიძე), რომელსაც ხელისუფლებამ შორეულ რუსეთში, სვირის მონასტერში უკრა თავი, სადაც 1822 წელს აღესრულა.

%20.jpg

ანანური

ჯერ კიდევ 12 წლის ყმაწვილი გურიიდან იმერეთს გადმოხიზნეს.

1819 წლის 2 ნოემბერს დაწერილ წერილში იგონებს: “დიდმა მეფემ სოლომონ პირველმა და მისმა ძმამ კათალიკოზმა იოსებმა მომიყვანეს გურიიდან. 61 წელიწადი არის, იმერეთს ვარ, ორმოცდაერთი წელიწადი გაენათელი ვარ, ოცს წელიწადს მეფეს და მის ძმას, კათალიკოზს ვახლდი და მათი ბრძანება და დაწესება სრულიად ვიცი”.

ხსენებული დოკუმენტი ამოწმებს, რომ იგი გელათის კათედრას 1778 წლიდან განაგებს, იქიდან ჯუმათის მონასტრის წინამძღვრად გადაჰყავთ, შემდგომ კი მიტროპოლიტის ხარისხში კვლავაც გელათში აბრუნებენ.

როგორც მატიანე მოწმობს, 1787 წელს მიტროპოლიტ ექვთიმეს გელათში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი განუახლებია.

ეს წმინდა კაცი, ზემოხსენებული აჯანყების მეორე სულისჩამდგმელთან, მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო თუ საერო საქმეების გადაწყვეტაში.

მიტროპოლიტი ექვთიმე საქართველოს გაერთიანების აქტიური მომხრე იყო. ეცადა კიდეც, 1790 წელს დარეჯან დედოფალი როგორმე დაერწმუნებინა ამაში, მაგრამ ამაოდ.

ცარისტულმა რუსეთმა 1819 წლის იმერეთის საეკლესიო ამბოხში მთავარ “დამნაშავეებად” სწორედ ქუთათელი ექვთიმე და გენათელი დოსითეოსი ცნო.

1820 წლის 16 თებერვალს პოლკოვნიკი პუზირევსკი გენერალ ველიამინოვს წერდა: “მიტროპოლიტი გაენათელი ამჟამად იმყოფება გელათის მონასტერში, 10 კილომეტრის მოშორებით ქუთაისიდან. გზა იქამდე მთაგორიანი და რთულია…

ეს საქმე დაევალა მაიორ ანდრეევსკის. მის შესაპყრობად სპეციალური ჯგუფი საჭირო არ არის, ყოველი შემთხვევისთვის ვაგზავნი უნტერ-ოფიცერს…

მაიორი ანდრეევსკი გაენათელთან ხშირად იმყოფება და მისი იქ მისვლა გაენათელის გაოცებას არ გამოიწვევს”.

ორივე მიტროპოლიტი ერთსა და იმავე დღეს, საღამოს უნდა შეეპყროთ, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო კვირას ან პარასკევს, რადგან ამ დღეებში ხალხმრავლობა იყო და ეს მოსახლეობის ამბოხსა და ტყვეთა განთავისუფლების მცდელობას გამოიწვევდა.

1820 წლის 4 მარტს, საღამოს, მიტროპოლიტი ექვთიმე შეიპყრეს, “თუმცა მან შეინარჩუნა სრული სიმშვიდე და გამოხატა დიდი გაოცება, თუ რატომ იჭერდნენ მას ძალით”.

ორივე მღვდელმთავარი მათრახის ცემით მიიყვანეს სურამს. მშიერ-მწყურვალებმა წყალი რომ ითხოვეს, ერთ ღვთისნიერ დედაკაცს უმალ მიუწოდებია. “ესე პატიოსანი დედაკაცი ატირდა, გულს შემოეყარა ამისთანა საწუხის და ძნელად მოულოდებელის და საშიშის შემთხვევისთვის და როცა მღვდელმთავარმა გაენათელმა წყლის დასალევად პირი გააღო, დიდისა სიცხისა და ცემისა და ტანჯვით და დევნილობით ბრძანდებოდა გზასა შინა, რა რომ წამოიღვარა პირიდამ შემდგარი სისხლი ლუკმა-ლუკმად და ამავე წამსვე კბილები ჩამოსცვივდა დიდის ტკივილითა, ხოლო ქუთათელმა გზაში დალია სული…”

სასტიკად გვემეს მეუფე ექვთიმე, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად გადახიზნეს ქალაქ ნოვგოროდს.

როგორც ირკვევა, მასთან შეხვედრა მოუნდომებია იმპერატორ ალექსანდრე I-ს და დიდი პატივით დახვედრია ქალაქ პეტერბურგს. “იმპერატორმა დიდი ზეიმითა და პატივით მიიღო იგი, მაგრამ მიტროპოლიტი არ მოერიდა, ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის და მას ახალი ნერონი უწოდა”, – იგონებდა წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია.

სხვა მიზეზი არც სჭირდებოდათ – იგი უმალ სვირის მონასტერში მიავლინეს, სადაც დიდი ტანჯვის შემდგომ რამდენიმე წელიწადში აღესრულა.

***

როგორც გადმოგვცემენ, მისი აღსასრულის შემდგომ ჭირისუფალნი დიდი სასწაულის მომსწრენი გამხდარან: “ჟამსა წესის აგებისა მის ზედა, შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, მღვდელმთავარი ექვთიმე წარმოდგა თავის კუბოში და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომ ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით…

ესე ნამდვილი მოთხრობა მოვიღევით მისთანა მყოფსა მონასტერსა შინა ჟამსა მისი სიცოცხლისაგან და ანდერძის აგებისა და შემსრულებლისაგან, რომელიც იყო იმერეთის პატივცემული და ერთგული აზნაურიშვილი იოანე აბულაძე და სხვანი მრავალნი…

დასწერა ჯვარი, ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსვე და მიიძინა. და დაეცათ შიში მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა”.

***

მიტროპოლიტ ექვთიმეს წმინდა ნეშტი 2005 წელს გადმოასვენეს საქართველოში, მიტროპოლიტმა დოსითეოსმა კი ანანურის მონასტრის მიწაში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი. ორივე მათგანი ქართულმა ეკლესიამ მცირე ხნის წინ წმინდანთა დასს შეუერთა…

მეოხ გვეყონ უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე ეს წმინდა მამანი!

 

 
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

 



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

View_of_Tbilisi_in_the_early_1900s_Serge

 
„აიკრძალოს ქართულად საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“.

5:47 ; 2-07-2015 • 16108 ნახვა

 

1872 წელს აიკრძალა ქართული ენა და ეს შემდეგნაირად გამოცხადდა: „აიკრძალოს ქართულად საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“. საზოგადოების თავშეყრის ადგილი არის ის, სადაც შეიკრიბება ერთზე მეტი კაცი, ანუ, მარტო ხომ არ ილაპარაკებდი და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ ილაპარაკებდი ქართულად. ილიამ გააკეთა ასეთი რამ: ივანე მაჩაბელთან ერთად დადგა „მეფე ლირი“ და ლირის როლი თავად ითამაშა. ილია კი არ ლაპარაკობდა, მხოლოდ მოქმედებებს აკეთებდა, კულისებში კი იჯდა ადამიანი, რომელიც ტექსტს ხმამაღლა კითხულობდა. როდესაც სამართალდამცველები მოცვივდნენ და იკითხეს, აქ ქართულად ვინ ლაპარაკობსო, ილიამ უთხრა: ის თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, თქვენ კი ხმამაღლა კითხვა არ აგიკრძალავთო. ამას მოფიქრება ხომ უნდა?! გენიალური ისტორიაა. სწორედ ილიამ აღადგინა მოგვიანებით ქართული[hana-code-insert name=’br’ /]

 



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

View_of_Tbilisi_in_the_early_1900s_Serge

 
„აიკრძალოს ქართულად საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“.

5:47 ; 2-07-2015 • 16108 ნახვა

 

1872 წელს აიკრძალა ქართული ენა და ეს შემდეგნაირად გამოცხადდა: „აიკრძალოს ქართულად საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“. საზოგადოების თავშეყრის ადგილი არის ის, სადაც შეიკრიბება ერთზე მეტი კაცი, ანუ, მარტო ხომ არ ილაპარაკებდი და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ ილაპარაკებდი ქართულად. ილიამ გააკეთა ასეთი რამ: ივანე მაჩაბელთან ერთად დადგა „მეფე ლირი“ და ლირის როლი თავად ითამაშა. ილია კი არ ლაპარაკობდა, მხოლოდ მოქმედებებს აკეთებდა, კულისებში კი იჯდა ადამიანი, რომელიც ტექსტს ხმამაღლა კითხულობდა. როდესაც სამართალდამცველები მოცვივდნენ და იკითხეს, აქ ქართულად ვინ ლაპარაკობსო, ილიამ უთხრა: ის თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, თქვენ კი ხმამაღლა კითხვა არ აგიკრძალავთო. ამას მოფიქრება ხომ უნდა?! გენიალური ისტორიაა. სწორედ ილიამ აღადგინა მოგვიანებით ქართული[hana-code-insert name=’br’ /]

 



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ამბავი, რომელიც ყველაზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან
e2f0bc7b5057ee746e3238ee6671f6d3.jpg
19.03.2009
"გადაწვით ყველაფერი, რომ სიღარიბე იყოს ქართველთა საუკუნო სასჯელი..."
რამდენიმე წლის წინ ერთი ახლობელი ინტერესით დამეკითხა, - თუ იცი, რა ბედი ეწია იმ ქართულ საგანძურს, ქუთათელმა ეპისკოპოსმა ფარულად რომ გადამალაო.

არც მიეჭვია, ისე ვიფიქრე, - გასული საუკუნის დასაწყისში წმინდა ნაზარი ლეჟავასა და სხვა სასულიერო პირთა მიერ სიცოცხლის ფასად გადამალულ იმ საგანძურზე მეკითხება, რომლის ნაწილიც წმინდა ექვთიმემ (თაყაიშვილმა) გადაურჩინა ქვეყანას-მეთქი.

თუმცა გაირკვა, რომ საქმე უფრო ძველ, ერთი საუკუნით ადრე მომხდარ ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად უცნობ მოვლენას ეხებოდა, ცარისტულმა და შემდგომ კომუნისტურმა რუსეთმა ქართველებს კი არა, საკუთარ ხალხსაც საგულდაგულოდ რომ დაუმალა...

"Церковный бунт" - ამ სახელით "დაიმახსოვრა" რუსულმა ისტორიოგრაფიამ ეს უმძიმესი უცნობი ამბავი, რომელიც ნაცარში გახვეული, გადარჩენილი ნაღვერდალივით შეინახა მართლაც სასწაულით გადარჩენილმა დოკუმენტებმა და ჩვენამდე მაინც მოიტანა.

ქართულმა მატიანემ არ იცის სხვა ფაქტი, როდესაც მტრის წინააღმდეგ აჯანყება ეკლესიამ წამოიწყო. თუმცა ეს მხოლოდ საეკლესიო კი არა, საერთო-სახალხო ჯანყი იყო, როცა უმეფოდ და უპატრიარქოდ დარჩენილ ქვეყანას სწორედ ეკლესია დაუდგა ქომაგად.

მატიანე იუწყება, რომ ამ ჯანყისას იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა ცარიზმმა, ვიდრე რუსეთ-თურქეთის ცნობილი ომის დროს.

***
ამბოხის წინაპირობად რუსი ეგზარქოსის, თეოფილაქტე რუსანოვის ბარბაროსული გეგმა იქცა: მის ქვეშევრდომებს დაევალათ, სასწრაფოდ აღეწერათ ქართული ეკლესიის განძეულობა, საზღვრებს გარეთ გაეტანათ და ფულად ექციათ.

ქართველებმა, დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის ხელმძღვანელობით, მოახერხეს 280 ჯორის საპალნე ოქრო-ვერცხლის სვანეთის სიღრმეში გადამალვა, რაც საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა.

მხოლოდ ბოლო ბრძოლას (ჯანყი რამდენიმე უმძიმეს ბრძოლას მოიცავდა) სოფელ ფუტიეთთან 2000-ზე მეტი რაჭველის, იმერელისა და დასავლელქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მხოლოდ ურჯულოთა ურდოების მოწყობილ სისხლიან კალოებს თუ შევადარებთ ამ ტრაგედიას...

რუსებმა გათვალეს, რა ზიანს მოუტანდა მათ რეპუტაციას თავად რუს ხალხში ერთმორწმუნეთა ასეთი ხოცვა-ჟლეტა, ამიტომ საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს ეს უმსგავსობა.

***
იმდროინდელი სინამდვილის მიმოხილვისას აღმოვაჩინე, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენში ხშირად ხდება, ფუნდამენტური ნაშრომი ამ თემაზე ჯერ არ შექმნილა.

არსებობს პაპავების საზღვარგარეთ დაბეჭდილი ლიტერატურა, ე.წ. რაპორტები, რუს გენერალთა მიმოწერა, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი ბუენოს-აირესში მყოფი პაპავებისადმი (სადაც სთხოვს, როგორმე ხმა მიაწვდინონ საქართველოში სანდრო ახმეტელს, ამ თემაზე სპექტაკლი დადგას) და კიდევ რამდენიმე წყარო, რომლებიც არასრულად, მაგრამ ცხადად ასახავს ხსენებული აჯანყების მასშტაბსა და მნიშვნელობას.

***
როგორც ზემოთ ვთქვით, ეს აჯანყება ძირითადად 1817 წელს ვარლამ ერისთავის ნაცვლად წარმოგზავნილი ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის უმსგავსობამ მოამწიფა.

პირველი, რაც ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა ჩამოსვლისთანავე გააკეთა, თბილისის სიონის ტაძარში რუსული მღვდელმსახურების შემოღება იყო, რის გამოც ივანე ჯავახიშვილი გულისტკივილით წერდა: "ამგვარად, საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 16 წლის შემდეგ ქართველებს მოესპოთ საშუალება, საქართველოს დედაქალაქის კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ, იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვა აღევლინებოდა. არც სპარსელებს, ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მაჰმადიანებს, არც არაბებს, არც წარმართ მონღოლებს, არც თურქებს არ გაუკეთებიათ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ის, რაც გაუკეთა რუსულმა მმართველობამ და მათმა ეგზარქოსმა!"

თეოფილაქტე რუსანოვი ამ ღონისძიებით არ დაკმაყოფილებულა და ენერგიულად შეუდგა ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნას. მის მიერ შედგენილი და უწმინდესი სინოდის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო საეპისკოპოსოთა გაერთიანება, ეკლესიების შემცირება, საეკლესიო მამულების გადაცემა ხაზინის გამგებლობაში, საეკლესიო გლეხების გადასახადების გაზრდა და სხვა.

1819 წლის მაისში ეგზარქოსი იმერეთში ჩავიდა და უშუალოდ მოჰკიდა ხელი საეკლესიო რეფორმის ხელმძღვანელობას, მაგრამ მისმა მოღვაწეობამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. რეფორმის გატარებას წინააღმდეგობას უწევდა არა მარტო სასულიერო წოდება, არამედ თავადაზნაურობაც და გლეხობაც. სულ მალე მოძრაობამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. იგზავნებოდა მოწოდებები იმერეთიდან რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში, ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ თეოფილაქტეს მიერ დაგზავნილი მოხელეებისთვის, არ მიეცათ არავითარი ცნობები, ხოლო უკვე შევსებული ნუსხები წაერთმიათ. აღელვებულმა ხალხმა მოითხოვა, თეოფილაქტეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იმერეთი. იმერეთის მმართველი კურნატოვსკი ყვირილის საგუშაგოსთან შეკრებილ აჯანყებულებთან თვითონ გამოცხადდა და მოლაპარაკებით ცდილობდა მათ დამშვიდებას, მაგრამ ვერაფერს გახდა და თეოფილაქტე გაძლიერებული დაცვით თბილისში გამოაგზავნა.

ეგზარქოსის წამოსვლამ და საეკლესიო ყმა-მამულის აღწერის შეწყვეტამ საქმეს ვეღარ უშველა, რადგანაც, როგორც საქართველოს მმართველის, ველიამინოვის დაზვერვამ დაადგინა, აჯანყებას გაცილებით ფართო ხასიათი მიეღო: იმერეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩებისთვის ბრძოლა იმერეთის სამეფოს აღდგენისთვის ბრძოლის სამზადისში გადაზრდილიყო და აჯანყების ხელმძღვანელობა სათანადო ზომებს იღებდა.

ასახელებდნენ მეფობის კანდიდატებსაც: ზურაბ წერეთელსა და ივანე აბაშიძეს. თუმცა მოსახლოების უმეტესობას მაინც ბაგრატიონთა სახლის უშუალო წარმომადგენლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლის, ალექსანდრე ბატონიშვილისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. მოციქულები გაუგზავნიათ და იმერეთის სამეფო ტახტი და აჯანყების მეთაურობა შეუთავაზებიათ.

მკაცრი და გადამწყვეტი ზომების მოყვარულმა ერმოლოვმა ასეთ პირობებში იმერეთის მმართველად "ლიბერალი" კურნატოვსკის დატოვება მიზანშეუწონლად მიიჩნია, იგი ხანდაზმულობის საბაბით სამსახურიდან გადააყენა და მის მაგივრად ახალგაზრდა პოლკოვნიკი პუზირევსკი დანიშნა, რომელსაც ასე ახასიათებდა: "პოლკოვნიკი პუზირევსკი ყოველმხრივ ცვლის კურნატოვსკის, იმ განსხვავებით, რომ შეუდარებლად უფრო ენერგიულია და იმერეთში მისი, როგორც ცეცხლის, ისე ეშინიათ, რაც აუცილებელი თვისებაა იმერელი თავადაზნაურობის მეამბოხე და მოღალატური ხასიათის გამო...

ერმოლოვის ასეთი დახასიათება პუზირევსკიმ იმით დაიმსახურა, რომ მისი ბრძანება მომავალი აჯანყების მათთვის ცნობილი მეთაურების დაპატიმრებისა, იმერეთიდან მათ გაყვანას რომ ითვალისწინებდა, დიდი გულმოდგინებით შეასრულა. "ყოჩაღმა და ჭკვიანმა" პოლკოვნიკმა არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და მოტყუებით, ღალატითა თუ ძალადობით დააპატიმრა მათი უმეტესობა. მისი გულმოდგინება იქამდეც კი მიდიოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ტყვეები: საყოველთაოდ პატივცემული ეპისკოპოსები ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი, ხანდაზმული მანდილოსანი ბატონიშვილი დარეჯანი და სხვები, - თუკი იმერლები დაესხმებოდნენ თავს, დაეხოცა და მდინარეში გადაეყარა, გზაში კი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთი არ დაენახათ და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას შეეცნო, თავზე ტომარაჩამოცმულები და კისერსა და წელთან თოკშემოკრულები წამოეყვანა. პუზირევსკის ამ გადაწყვეტილებას ველიამინოვიც კი შეუშფოთებია და თამამი პოლკოვნიკისთვის ურჩევია, გზაში ტყვეების დახოცვა თუ გახდა საჭირო, მდინარეში არ ჩაყაროთ, თორემ წყალმა რომ გამორიყოს და მოსახლეობამ იცნოს, შეიძლება დიდი არეულობა მოჰყვეს ამ ამბავს, ჯობია, მოზდოკამდე მაინც ატაროთ გვამები და იქ დაფლათო.

მართალია, ტყვეების გამყოლ ბადრაგს გზაზე არავინ დასხმია თავს, მაგრამ დატყვევების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო საფუძვლიანად დაჩხვლეტილმა და ცხენზე ძალით დაკრულმა დოსითეოს ქუთათელმა სურამსა და გორს შუა დალია სული. ველიამინოვის მითითების თანახმად, მისი სიკვდილი ჯარისკაცებისთვისაც კი არ გაუგებინებიათ, ერთხანს ასე უტარებიათ და ანანურში დაუფლავთ მალულად.

ექვთიმე გენათელმა კი, რომელიც თავიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აქტიური მომხრე იყო და სოლომონ II-ის რუსულ ხელისუფლებასთან შერიგებას შუამდგომლობდა, ნოვგოროდამდე მიაღწია. როგორც 1921-1927 წლების კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში მოგვითხრობს, იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოუწადინებია ექვთიმე გენათელის ნახვა და მასთან ჩაყვანილ ეპისკოპოსს დიდი ზეიმითა და პატივით შეხვედრია, მაგრამ ოდესღაც რუსული ორიენტაციით განთქმულ ეპისკოპოსს თავისი სამშობლოსა და ხალხის წამების გამო იმპერატორისთვის "ახალი ნერონი" უწოდებია და განრისხებულ ალექსანდრეს იგი ოლონეცკის გუბერნიაში, სვირის მონასტერში გადაუსახლებია.

წარმატებით თავბრუდახვეულ პუზირევსკის მაინც გულს აკლდა, რომ შეთქმულების მეთაური, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟი ივანე აბაშიძე და მისი მოკავშირენი ვერ შეიპყრო, მაგრამ სულ მალე ქაიხოსრო გურიელის სასახლეში (სოფელ შემოქმედში) მიაკვლია "ავაზაკთა ბუდეს". მათი განადგურების იდეით შეპყრობილი პუზირევსკი ჯარით შეიჭრა გურიაში, მაგრამ სწორედ იმ დღეს გამოასალმეს წუთისოფელს შემოქმედის ციხესთან, როცა ერმოლოვი ზემოთ მოყვანილ სიტყვებს წერდა: პუზირევსკი "ჭკვიანია, ყოჩაღია და შეუძლია ხალხს ჩვენი ხელისუფლების პატივისცემა ჩაუნერგოს".

პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ აჯანყებამ უკვე აშკარად იფეთქა გურიაში. დავით ერისთავმა ჩოხატაურის საგუშაგოზე მიიტანა იერიში, აქ მდგომი რუსული რაზმი ამოჟლიტა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. გურულებმა სასტიკად დაამარცხეს პოდპოლკოვნიკ ზაგორელსკის რაზმიც. ამავე დროს რაჭაში აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს ვახტანგ ბაგრატიონი და ქუთაისისკენ დაიძრნენ. მთელ რაჭა-იმერეთ-გურიაში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა. მართალია, სამეგრელოსა და გურიის მთავრები რუსების აშკარა წინააღმდეგობას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ამ სამთავროების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქაიხოსრო გურიელისა და გიორგი დადიანის ხელმძღვანელობით ანტირეჟიმულ აჯანყებაში იყო ჩაბმული.

პუზირევსკის მკვლელობით გაბოროტებულმა ერმოლოვმა შემდეგი შინაარსის ბრძანებით მიმართა პოლკს: "მამაცო ამხანაგებო! თქვენ დაკარგეთ მეთაური, რომელიც გამოირჩეოდა დიდებული ხელმწიფისთვის გულმოდგინე სამსახურით და სამაგალითოდ ზრუნავდა თქვენზე. თქვენთან ერთად ვწუხვარ, რომ დაიღუპა იგი უნამუსო მოღალატეების ხელით. თქვენთან ერთად ვფიქრობ, როგორ მივუზღათ მათ ღირსეული მეთაურის საზარელი მკვლელობისთვის. მე გიჩვენებთ ადგილს, სადაც ცხოვრობდა ყაჩაღებს შორის გამორჩეული ქაიხოსრო გურიელი. ქვა ქვაზე არ დატოვოთ ბოროტმოქმედთა თავშესაფარში, მისი ბილწი თანამზრახველებიდან ერთიც არ გადარჩეს ცოცხალი..."

ასეთი ბრძანებით წაქეზებული ჯარისკაცები, რაღა თქმა უნდა, ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ გურიის სოფლების გასანადგურებლად. და მართლაც, გენერალ ველიამინოვის 3200-კაციანმა რაზმმა უწყალოდ აჩეხა ბაღ-ვენახები, გაანადგურა სოფლები, დაწვა სახლები და ნაცარტუტად აქცია იქაურობა. იმერეთის ახალი მმართველის გორჩაკოვის მეთაურობით ჯარები შეიჭრნენ რაჭაში, სადაც ქვა ქვაზე არ დატოვეს.

ყველაფერზე მძიმე კი ის იყო, რომ რუსებმა ვერაგული ხერხებით შეძლეს აჯანყებულთა ერთ-ერთი დაჭრილი თავკაცის, ლომკაც ლეჟავას საშუალებით ხელში ჩაეგდოთ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - იმერეთის დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი აჯანყების ყველა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელს. მათი უმრავლესობა რუსულ სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა, მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა მიღებული და ხელისუფლებას ლოიალურად აჩვენებდა თავს. რუსულ ხელისუფლებას, რაკიღა ასეთი საბუთი ჰქონდა ხელთ, მათი მუხანათურად ხელში ჩაგდება აღარ გასჭირვებია - გორჩაკოვთან სადარბაზოდ მიწვეულ წარჩინებულ საზოგადოებას სრულიად მოულოდნელად ალყა შემოარტყეს და გამოუცხადეს, რომ დაპატიმრებულნი იყვნენ. შეთქმულებმა ხმლები იშიშვლეს, მაგრამ ორმაგი ალყის გარღვევა ვეღარ შეძლეს. ზოგი მათგანი ადგილზევე დაეცა, უმეტესობა კი ციმბირში გადაასახლეს. მათი სასახლეები და ციხეები მიწასთან გაასწორეს, ყმა-მამული ხაზინას გადასცეს.

***
სამწუხაროდ, ძალზე მწირი მასალის შეკრება შევძელით ამ აჯანყების ერთ-ერთ მოთავეზე, აწ წმინდანად შერაცხულ მიტროპოლიტ ექვთიმეზე (შერვაშიძე), რომელსაც ხელისუფლებამ შორეულ რუსეთში, სვირის მონასტერში უკრა თავი, სადაც 1822 წელს აღესრულა.

%20.jpg

ანანური

ჯერ კიდევ 12 წლის ყმაწვილი გურიიდან იმერეთს გადმოხიზნეს.

1819 წლის 2 ნოემბერს დაწერილ წერილში იგონებს: "დიდმა მეფემ სოლომონ პირველმა და მისმა ძმამ კათალიკოზმა იოსებმა მომიყვანეს გურიიდან. 61 წელიწადი არის, იმერეთს ვარ, ორმოცდაერთი წელიწადი გაენათელი ვარ, ოცს წელიწადს მეფეს და მის ძმას, კათალიკოზს ვახლდი და მათი ბრძანება და დაწესება სრულიად ვიცი".

ხსენებული დოკუმენტი ამოწმებს, რომ იგი გელათის კათედრას 1778 წლიდან განაგებს, იქიდან ჯუმათის მონასტრის წინამძღვრად გადაჰყავთ, შემდგომ კი მიტროპოლიტის ხარისხში კვლავაც გელათში აბრუნებენ.

როგორც მატიანე მოწმობს, 1787 წელს მიტროპოლიტ ექვთიმეს გელათში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი განუახლებია.

ეს წმინდა კაცი, ზემოხსენებული აჯანყების მეორე სულისჩამდგმელთან, მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო თუ საერო საქმეების გადაწყვეტაში.

მიტროპოლიტი ექვთიმე საქართველოს გაერთიანების აქტიური მომხრე იყო. ეცადა კიდეც, 1790 წელს დარეჯან დედოფალი როგორმე დაერწმუნებინა ამაში, მაგრამ ამაოდ.

ცარისტულმა რუსეთმა 1819 წლის იმერეთის საეკლესიო ამბოხში მთავარ "დამნაშავეებად" სწორედ ქუთათელი ექვთიმე და გენათელი დოსითეოსი ცნო.

1820 წლის 16 თებერვალს პოლკოვნიკი პუზირევსკი გენერალ ველიამინოვს წერდა: "მიტროპოლიტი გაენათელი ამჟამად იმყოფება გელათის მონასტერში, 10 კილომეტრის მოშორებით ქუთაისიდან. გზა იქამდე მთაგორიანი და რთულია...

ეს საქმე დაევალა მაიორ ანდრეევსკის. მის შესაპყრობად სპეციალური ჯგუფი საჭირო არ არის, ყოველი შემთხვევისთვის ვაგზავნი უნტერ-ოფიცერს...

მაიორი ანდრეევსკი გაენათელთან ხშირად იმყოფება და მისი იქ მისვლა გაენათელის გაოცებას არ გამოიწვევს".

ორივე მიტროპოლიტი ერთსა და იმავე დღეს, საღამოს უნდა შეეპყროთ, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო კვირას ან პარასკევს, რადგან ამ დღეებში ხალხმრავლობა იყო და ეს მოსახლეობის ამბოხსა და ტყვეთა განთავისუფლების მცდელობას გამოიწვევდა.

1820 წლის 4 მარტს, საღამოს, მიტროპოლიტი ექვთიმე შეიპყრეს, "თუმცა მან შეინარჩუნა სრული სიმშვიდე და გამოხატა დიდი გაოცება, თუ რატომ იჭერდნენ მას ძალით".

ორივე მღვდელმთავარი მათრახის ცემით მიიყვანეს სურამს. მშიერ-მწყურვალებმა წყალი რომ ითხოვეს, ერთ ღვთისნიერ დედაკაცს უმალ მიუწოდებია. "ესე პატიოსანი დედაკაცი ატირდა, გულს შემოეყარა ამისთანა საწუხის და ძნელად მოულოდებელის და საშიშის შემთხვევისთვის და როცა მღვდელმთავარმა გაენათელმა წყლის დასალევად პირი გააღო, დიდისა სიცხისა და ცემისა და ტანჯვით და დევნილობით ბრძანდებოდა გზასა შინა, რა რომ წამოიღვარა პირიდამ შემდგარი სისხლი ლუკმა-ლუკმად და ამავე წამსვე კბილები ჩამოსცვივდა დიდის ტკივილითა, ხოლო ქუთათელმა გზაში დალია სული..."

სასტიკად გვემეს მეუფე ექვთიმე, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად გადახიზნეს ქალაქ ნოვგოროდს.

როგორც ირკვევა, მასთან შეხვედრა მოუნდომებია იმპერატორ ალექსანდრე I-ს და დიდი პატივით დახვედრია ქალაქ პეტერბურგს. "იმპერატორმა დიდი ზეიმითა და პატივით მიიღო იგი, მაგრამ მიტროპოლიტი არ მოერიდა, ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის და მას ახალი ნერონი უწოდა", - იგონებდა წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია.

სხვა მიზეზი არც სჭირდებოდათ - იგი უმალ სვირის მონასტერში მიავლინეს, სადაც დიდი ტანჯვის შემდგომ რამდენიმე წელიწადში აღესრულა.

***
როგორც გადმოგვცემენ, მისი აღსასრულის შემდგომ ჭირისუფალნი დიდი სასწაულის მომსწრენი გამხდარან: "ჟამსა წესის აგებისა მის ზედა, შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, მღვდელმთავარი ექვთიმე წარმოდგა თავის კუბოში და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომ ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით...

ესე ნამდვილი მოთხრობა მოვიღევით მისთანა მყოფსა მონასტერსა შინა ჟამსა მისი სიცოცხლისაგან და ანდერძის აგებისა და შემსრულებლისაგან, რომელიც იყო იმერეთის პატივცემული და ერთგული აზნაურიშვილი იოანე აბულაძე და სხვანი მრავალნი...

დასწერა ჯვარი, ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსვე და მიიძინა. და დაეცათ შიში მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა".

***
მიტროპოლიტ ექვთიმეს წმინდა ნეშტი 2005 წელს გადმოასვენეს საქართველოში, მიტროპოლიტმა დოსითეოსმა კი ანანურის მონასტრის მიწაში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი. ორივე მათგანი ქართულმა ეკლესიამ მცირე ხნის წინ წმინდანთა დასს შეუერთა...

მეოხ გვეყონ უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე ეს წმინდა მამანი!
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ზუსტად 95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა
 
804A411E-2DC7-4B2B-881C-BC6538353FFA_cx0

1918 წლის ივლისი, სოჭში შესულ ქართულ არმიას ქალაქის მოსახლეობა ესალმება

გაზიარება

 

 

ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი მცდელობა, საუკუნეების შემდეგ, სოჭის ტერიტორია დაებრუნებინა

თბილისი — სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის დღეს, ზუსტად, 95 წელი შესრულდა რაც, საქართველოს ჯარს სოჭის დატოვება მოუხდა. ეს 1919 წლის 7 თებერვალს მოხდა.

მცირერიცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა, რომელსაც გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი ხელმძღვანელობდა ვერ შეძლო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა, რუსეთის თეთრი გენერლის, ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის, რომელიც იმ დროისთვის, საერთო ჯამში, 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს ითვლიდა. ქართველებმა ჯერ დაკარგეს სოჭი, შემდეგ ადლერი, ბოლოს გაგრა და მდინარე ბზიფამდე დაიხიეს უკან.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილების მარცხი საკმაოდ მძიმე იყო. ბრძოლაში 12 ჯარისკაცი დაიღუპა, 750-მდე კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის, 48 ქართველი ოფიცერი და მეთაური გენერალი კონიაშვილიც (ეს სწორედ ის კონიაშვილია, რომელმაც 1921 წლის მარტში, ხაშურისა და სურამის გვირაბისთვის ბრძოლაში წითელ რუსეთთან, მოულოდნელად მიატოვა მომგებიანი პოზიციები და მოგვიანებით თავი პოლონეთს შეაფარა - ზ.წ).

ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის მცდელობა საუკუნეების შემდეგ, დაებრუნებინა სოჭის ტერიტორია. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სიმონ კილაძე, რომელიc წლების მანძილზე მუშაობდა კვლევაზე - „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰყვება, თუ რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას სოჭზე იერიში მიეტანა.

„ქართული ჯარის მიერ სოჭის ოლქის დაკავება შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა: საბჭოთა რუსეთთან უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა; საბჭოთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა ანუ ყუბანიდან სურსათის იმპორტის უზრუნველყოფა; სოჭელ ქართველთა უფლებების დაცვა და აფხაზთა ეროვნული საბჭოს თხოვნა ისტორიული ტერიტორიების შემოერთების შესახებ.

თუ ჩვენ გადავავლეთ თვალს მაშინდელ ქართულ გაზეთებს, სამხედრო დეპეშები იმას მეტყველებს, რომ რუსეთის წითელი არმიის ნაწილები საკმაოდ მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ქართულ არმიას. ანუ, ეს ბრძოლები ჩვენთვის იოლი გასეირნება არ ყოფილა.

სხვათა შორის, ტამანის წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც ტუაფსეში იყვნენ გამაგრებულნი, საბჭოთა ხელისუფლების დროს ლეგენდარული შარავანდედით იყო შემოსილნი. ხაზს უსვამდნენ რომ ქართველებს სწორედ ტამანის წითელი არმია ებრძოდაო და ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული“ (ეფიმ ძიგანის ფილმი „железный поток“ (1967) - ზ.წ) 


სოჭზე ქართული ნაწილების შეტევას წინ უსწრებდა ვითარების უკიდურესი გამწვავება აფხაზეთში: ბოლშევიკური აჯანყება და სოხუმის დაკავება 1918 წლის მარტში. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

საინტერესოა, რომ აფხაზმა არისტოკრატიამ, რომელთა დიდი ნაწილი არცთუ მეგობრულად იყო განწყობილი, აფხაზეთის ბოლშევიკებისგან გაწმენდა სწორედ მენშევიკურ თბილისს სთხოვა. ქართულმა გვარდიამ, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, 16 მაისს ბოლშევიკები ჯერ სოხუმიდან, შემდეგ კი გუდაუთიდან და ახალი ათონიდანაც გაყარა.

თუმცა, დუშეთში ბოლშევიკთა აჯანყების გამო (18-28 ივნისი, 1918), გვარდიის ნაწილი აფხაზეთიდან მალევე მოიხსნა და აღმოსავლეთ საქართველოში იქნა გადასროლილი. ამის გამო გუდაუთა და ახალი ათონი ისევ ბოლშევიკთა ხელში აღმოჩნდა.

1918 წლის 18 ივნისს, მენშევიკური თბილისის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის გუბერნატორად გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა. აფხაზეთში კი საქართველოს რეგულარული სამხედრო ნაწილები იქნა გადასროლილი. უკვე 22 ივნისს, მაზნიაშვილმა ბრძოლებით დაიბრუნა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა და მალევე მიადგა მდინარე ფსოუს.

იმავე დღეებში, აფხაზეთის ეროვნულმა კრებამ, ვლადიმერ შერვაშიძის მეთაურობით, წერილობით ითხოვა, რომ „ბოლშევიკური ანარქიისა“ და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, რაც ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს პორტის დაკავებამ გამოიწვია, ასევე „ისტორიული მიწების დაბრუნების მიზნით“, ქართულ ჯარს სოჭი და ტუაფსე დაეკავებინა. ქართველთა დასახმარებლად აფხაზებმა 300 კაციანი ცხენოსანთა კავალერიაც კი გამოყვეს.

ამ დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განლაგებული იყო გერმანიის 3000 კაციანი საექსპედიციო კორპუსი, გენერალ ფრიდრიხ კრესს ფონ კრესენშტაინის ხელმძღვანელობით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის სამხედრო პოზიციებს.

27 ივნისს, ქართველებმა გაანადგურეს თურქეთის სამხედრო დესანტი მდინარე კოდორთან, რომელსაც აფხაზეთის ეროვნული კრების მტრულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს.უკვე 29 ივნისს, ქართველებმა 400 რუსი სამხედრო გაანადგურეს და დაიკავეს ადლერი. 

5 და 6 ივლისს ბრძოლით შევიდნენ ხოსტასა და სოჭში. მომდევნო, 20 დღიანი გააფრთებული ბრძოლების შემდეგ, გენერალმა მაზნიაშვილმა უმძიმესი დანაკარგები მიაყენა წითელი რუსეთის 4000 კაციან სამხედრო დაჯგუფებას, გენერალ ანტონოვის მეთაურობით და 26 ივლისს აიღო ტუაფსე.

ქართველებს ხელში ჩაუვარდათ გემები, სამხედრო მატარებლები, ქვემეხები, ტყვიამფრქვევები და უამრავი ტყვე. გერმანიის მხარდაჭერით, მენშევიკური თბილისი მაიკოპის აღებას ეშურებოდა. ქართველებმა ბოლოს ტუეფსადან 140 კილომეტრით მოშორებული ბელორეჩენსკიც აიღეს, აქედან მაიკოპამდე სულ 25 კილომეტრი იყო დარჩენილი. მაიკოპში იმ დროს ხორბლისა და ნავთობის დიდი მარაგი არსებობდა.
მონადირეთა 
ქართველთა დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. 1918 წლის ნოემბერში, თბილისის მთავარი მოკავშირე - გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა საქართველოდან ჯარები გაეყვანა.

გერმანია დიდმა ბრიტანეთმა შეცვალა, აქ საკუთარი ჯარები შემოიყვანა, თუმცა პატარა საქართველოს ინტერესები ბოლომდე ვერ დაიცვა. (განსაკუთრებით ლონდონის მოკავშირე დენიკინთან მოლაპარაკების დროს - ზ.წ) 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომი, რის გამოც თბილისს ჯარების გადაჯგუფება მოუხდა. ასევე თურქეთის შემოჭრა აწყური-ბორჯომის მიმართულებით. მენშევიკურ საქართველოს სოჭის ფრონტზე, დენიკინთან საბრძოლველად სამხედრო რესურსი უბრალოდ აღარ ეყო.

ისტორიკოსი სიმონ კილაძე მსჯელობს 1918 წელს, სოჭისა და ტუაფსეს დაკავებით, მენშევიკურმა თბილისმა რამდენად მოახერხა საკუთარი სტრატეგიული მიზნების გადაჭრა

„ეს იყო მაინც ლოკალური გამარჯვება. სტრატეგიული თვალსაზრისით, თავად გენერალი მაზნიაშვილიც მიიჩნევდა, რომ ძალიან ღრმად არ უნდა წაგვეწია წინ და ჩრდილოეთ კავკასიაში არ უნდა გადავსულიყავით. ტუაფსე არ უნდა დაგვეკავებინა და გავჩერებულიყავით უნდა სოჭთან. მისი შენარჩუნება უფრო ადვილი იქნებოდაო.

შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო პოლიტიკური თეატრის ცვლილებებმა ჩვენ იძულებული გაგვხადა უკან დაგვეხია და რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ.“

7 თვის განმავლობაში, როცა სოჭის ოლქი საქართველოს იურისდიქციაში იყო მოქცეული (1918 წლის ივლისი - 1919 წლის თებერვალი) თბილისმა რამდენიმე მილიონი მანეთი გადარიცხა სოჭის ბანკში; საქართველოს განათლების სამინისტრომ 100 ათასი მანეთი გამოყო სოჭის სკოლების დასაფინანსებლად. დაიწყო მომზადება აგრარული რეფორმის განსახორციელებლად.

სოჭის ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი სანატორიუმ „კავკასიის რივიერაში“ მუშაობდა (ეს სანატორიუმი 2013 წელს დაანგრიეს - ზ.წ), საქართველოს მთავრობის პირველი რწმუნებული სოჭის ოლქში გიზო ანჯაფარიძე იყო, უკანასკნელი კი მუხრან ხოჭოლავა.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის 18 იანვარს დაიწყო, საქართველოს მენშევიკური მთავრობა ძველი რუქების წარდგენით ამტკიცებდა, რომ სოჭის ოლქი საქართველოს ისტორიული ტერიტორია იყო და საქართველო-რუსეთის საზღვარი, ტუაფსედან 14 კილომეტრში, მდინარე მაკოფსეზე უნდა გავლებულიყო, თუმცა ამაოდ. 

სოჭის ოლქის დაკარგვის შემდეგ, ქართულმა ჯარმა კონტრიერიშით, მხოლოდ გაგრისა და განთიადის (ყოფილი პილენკოვო, ახლანდელი ცანდრიფში - ზ.წ) დაკავება შეძლო და მდინარე ფსოუსა და მდინარე ბზიფს შორის არსებული ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც 1904 წლიდან, რუსეთის შავი ზღვის გუბერნიის საზღვრებში იყო მოქცეული.


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასე რომ ტუაფსემდეა აფხაზეთი  დასაბრუნებელი.  საზღვარი , მაკოდსეზე უნდა გაივლოს და არა ფსოუზე 



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
საბედისწერო ზარი: გიორგი VII-სა და თემურ-ლენგის ომის მთავარი მიზეზი
 
192801_o.jpg
 
XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სამეფო უდიდესი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. შუა აზიაში ახალი მძლავრი იმპერია წარმოიქმნა. მისი დამაარსებელი იყო თემურლენგი (ტამერლანი), წარმოშობით გათურქებული მონღოლური ტომიდან. თემურლენგმა დალაშქრა ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი და დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორიები. მის თვალსაწიერში მოექცა კავკასიაც, სადაც ამ დროს საკმაოდ ძლიერი საქართველოს სამეფო იყო, ჩრდილოეთში კი თემურლენგის დაუძინებელი მოწინააღმდეგე, ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში მძლავრობდა. თემურლენგს აშფოთებდა საქართველოს კავშირი თოხთამიშთან და ამავე დროს სურდა კავკასიაში გაბატონება და მისი უღელტეხილების დაკავება, რათა არც ჩრდილოელთათვის მიეცა სამხრეთისკენ გამოლაშქრების საშუალება და თვითონ თავისუფლად შეჭრილიყო მათ ტერიტორიაზე, ექნებოდა რა მოსახერხებელი საკომუნიკაციო სისტემა ზურგში. საქართველოს მეფეები დიდი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მათ უნდა აერჩიათ ვისი მოკავშირეები იქნებოდნენ. თოხთამიშთან კავშირი გულისხმობდა თემურლენგთან ომს და მის შემოჭრას საქართველოში, თემურლენგთან კავშირით კი საქართველო დაუპირისპირდებოდა ოქროს ურდოს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიისათვის. ეს მძიმე ამოცანა უნდა გადაეჭრა საქართველოს გვირგინოსანს, გიორგი VII-ს, რომლის მამას, ბაგრატ V-ს, უკვე გამოცდილი ჰქონდა თემურლენგის მძლავრი ურდოების შემოსევის შედეგები.
tamerlan2-r.jpg
თემურლენგი
 
გიორგი VII-ს პოლიტიკის მართებულობასთან დაკავშირებით ისტორიკოსთა აზრი ძირითადად ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გიორგი VII-ს უნდა ებრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ, რადგან მისი შემოსვლა საქართველოში უვნებელი და უსისხლო მაინც არ იქნებოდა და დიდ ზიანს მიაყენებდა ქვეყანას, თოხთამიშთან კავშირი კი იმ დროს უფრო მისაღები იყო, მეორე ნაწილის აზრით კი, თემურლენგის შემოსევები მეფე გიორგის აუცილებლად უნდა აეცილებინა თავიდან ნებისმიერ ფასად და ამით ქვეყანას იხსნიდა იმ განადგურებისაგან, რაც შუააზიელი დამპყრობლის შემოსევებმა მოუტანა საქართველოს.
წყაროების გაანალიზებითა და ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი, საისტორიო დოკუმენტების შემოტანით, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ არა იმას, მომგებიანი იყო თუ არა საქართველოსათვის თემურლენგთან კავშირი, არამედ თუ რატომ გადაწყვიტა გიორგი VII-მ თემურლენგთან დაპირისპირება და არ სცადა მასთან ურთიერთობის უსისხლოდ მოგვარება.  
თემურლენგის ლაშქრობების შესახებ სანდო ცნობებს გვაწვდის თემურის ბიოგრაფი არაბი მწერალი იბნ არაბ შაჰი, რომლის თხზულებაა „ქითაბ ´ჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ”(თემურის საკვირველი ბედისწერის წიგნი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეზამ ად- დინ შამის ”ზაფარ-ნამე” (გამარჯვების წიგნი), ფასიჰ აჰმედ ბენ ჯალალ ად-დინ მოჰამედ ხაფის „მაჯმალე ფასიჰი" და მოინ ად-დინ ნათანზის „მონთახაბ ათ-თავარიხე მოიჲნ” (”მოინ ად-დინ ნათანზის რჩეული ისტორიანი”). ასევე საინტერესოა XV საუკუნის I ნახევრის სომეხი ავტორის თომა მეწოფეცის „ლანგ-თემურის ისტორია". ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია ქართული წყაროები, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალი მათში ბუნდოვნადაა ასახული.
Stadtbibliothek_K%25C3%25B6ln_R%25C3%25B
 
კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკა 
 
დიდი ხნის განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა ერთ მეტად საინტერესო პიროვნებას და მის ჩანაწერებს. ესაა იონჰან შილტბერგერის (1380-1440 წწ.), გერმანელი რაინდის, მოგზაურისა და მწერლის თხზულება - Reisebuch. შილტბერგერი იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ ნიკოპოლისის ბრძოლაში 1396 წელს, ტყვედ ჩავარდა, შემდეგ ოსმალთა სამსახურში ჩადგა და 1402 წელს, ანკარას ბრძოლაში თემურლენგმა დაატყვევა, რის შემდეგაც ახლა მის სამსახურში გადავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ის იმყოფებოდა თემურლენგთან და იმოგზაურა მთელ ახლო აღმოსავლეთში, სამშობლოში უკან დაბრუნების შემდეგ კი დაწერა თავისი მოგზაურობის შესახებ. მის თხზულებაში არის ცნობები საქართველოს შესახებაც, მაგრამ მეტად მწირი და ისტორიკოსები მას დიდ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდნენ, მაგრამ გასულ წელს, კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკაში (StadtBibliothek Köln) მუშაობისას, ჩვენმა კოლეგამ, გერმანელმა ისტორიკოსმა ვულფ ჰოფმანმა მიაკვლია თხზულებას „მოგზაურობა აღმოსავლეთში", რომელიც 1435 წლით თარიღდება, ხელნაწერი კი XVI საუკუნისაა. ეს ხელნაწერი კიოლნის ბიბლიოთეკას შეუძენია ვინმე შვეიცარიელი ფაბიან ლუსტენბერგერისაგან 1934 წელს. ხელნაწერში გადმოცემულია შილტბერგერის მოგზაურობა ბევრად უფრო ვრცლად, ვიდრე ეს მის კარგად ნაცნობ თხზულებაშია, ამ შემთხვევაში შილტბერგერის თავგადასავალზე წერს ჰაინრიხ შნაიდერი, ფრანცისკელი ბერი, რომელმაც მოისმინა მისგან ეს ამბავი და ჩაიწერა. ხელნაწერის მიხედვით ჩანს, რომ შილტბერგერი საქართველოში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც გიორგი VII თემურლენგის შემოტევის მოსაგერიებლად ემზადებოდა, მეფის სანდო კაცად ქცეულიყო და მის კარზე მსახურობდა. ჩვენ შევეცდებით მოკლედ გადმოვცეთ მისი ცნობები, რომელიც მან საქართველოზე დაგვიტოვა.
framus-wolf-hoffman-namm-2014.jpg
 
ვულფ ჰოფმანი 
 
შილტბერგერის გადმოცემით, მაშინ, როდესაც გიორგი VII-მ წერილი მიიღო თემურლენგისაგან, ის ტიფლისში იმყოფებოდა, სამეფო სასახლეში. შილტბერგერიც იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც მეფემ წერილი გახსნა, წაიკითხა და სათათბიროდ დაიბარა მწიგნობართუხუცესი და ეპისკოპოსები. ისინი მთელი ღამე თათბირობდნენ, გამთენიისას კი მეფემ ბრძანა საპასუხო წერილის დაწერა. ის ამბობდა, რომ თემურლენგთან მშვიდობა სურდა, ხარკს გადაუხდიდა და თოხთამიშს არ დაეხმარებოდა, სამაგიეროდ კი ოქროს ურდოსაგან საქართველოს დაცვას და მოკავშირეობას ითხოვდა. მეფე კარნახს აგრძელებდა, როდესაც ცისკრის ზარის ხმა გაისმა. ხმა იყო მჟღერი და ძლიერი, მისი ექო ვრცელდებოდა მთელ არემარეზე. მეფემ კარნახი შეწყვიტა და სარკმლისკენ გაიხედა. მცირე ხანს ასე უსმენდა და მერე ჩუმად უთქვამს: „ზარი საომარს რეკავს, ზარმა მხედრული დაუკრა". ზარის რეკვა კი კვლავ ისმოდა, გუგუნებდა უზარმაზარი ზარი თხოთის მთაზე და მეფეს ესმოდა, რომ ის მხედრულს უკრავდა, საომარ მელოდიას. მაშინვე შეიცვალა მეფე, გამხნევდა, წელში გაიმართა, წერილი ცეცხლს მისცა და ახალი წერილის დაწერა ბრძანა. მეფე ხმამაღლა, მრისხანედ ლაპარაკობდა, მწერალი კი შეშინებული იწერდა მის სიტყვებს. მეფემ თემურლენგი ბრძოლაში გამოიწვია და უარი განუცხადა ქართველთა მიწაზე მისი ლაშქრის გატარებაზე. ეპისკოპოსები და მწიგნობართუხუცესი, რომელთაც თავადაც მოისმინეს ეს საომარი მოწოდება ზარისაგან, გაოცებულები შეჰყურებდნენ განრისხებულ ხელმწიფეს, მაგრამ ხმა აღარ ამოუღიათ. წერილი თემურლენგს გაუგზავნეს.
 
სამი თვე ემზადებოდნენ ქართველები მტრის დასახვედრად და დიდძალი ლაშქარი შეკრიბეს. აქ იყო სამეფოს ყველა სადროშო. მეფემ გადაწყვიტა ჯარი ქართლში, ძამის ციხესთან განელაგებინა, სადაც აპირებდა თემურლენგისათვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა. ქართული ლაშქარი ჩასაფრდა და დაელოდა, როდის მიიტანდა თემურლენგი იერიშს ციხეზე, რომელშიც გიორგი VII-მ გარნიზონის ჩაყენება ბრძანა. ციხის მცველები მომარაგებულები იყვნენ ყველა საშუალებით, რათა იერიშისათვის გაეძლოთ და დრო მიეცათ ქართველთა ლაშქრისათვის, ზურგიდან დაერტყა თემურლენგის არმიისათვის, რომელიც არცთუ მრავალრიცხოვანი იყო, რადგან თემურლენგმა ჯარის ნაწილი თბილისთან დატოვა.
თემურლენგის მეომრებმა ტრებუჩეტები მიაყენეს ძამის ციხეს, რომელიც მაღლობზეა აღმართული და ქვები დაუშინეს. ციხე უძალიანდებოდა შემოტევას. მისი სქელი კედლები აკავებდა თემურიანთა ნასროლ ქვებს. თემურის მხედართმთავარმა საალყო მანქანების გამართვა ბრძანა და ციხისაკენ დაძრა ჯარი. ქართველები ისრებს ისროდნენ, კუპრს ადუღებდნენ მოალყეებისათვის თავზე დასასხმელად და გალავნის ქონგურებზე ადგილებს იკავებდნენ შუბოსნები.
Trebuchet_Castelnaud.jpg
 
ტრებუჩეტი
 
ამ დროს ქართველთა არმია დროშებაღმართული, სამ რიგად გამწკრივებული იდგა. წინამბრძოლი რაზმი მესხებისაგან შედგებოდა, მათ უკან ქართლის ლაშქარი იდგა. მეფე პირველსა და მეორე ხაზს შორის იდგა, თეთრ ბედაურზე იყო ამხედრებული და ბრწყინვალედ გახლდათ აღჭურვილი. გვერდით ედგნენ ეპისკოპოსები, მწიგნობართუხუცესი და ამირსპასალარი. მთელი ჯარი გარინდული ელოდა წმინდა გიორგის. მეფეც ელოდა წმინდა გიორგის გამოჩენას. ზარი ხომ საომარს რეკავდა, საომარს რეკავდა თხოთის მთაზე ზარი. ერთად, ხმაამოუღებლად ელოდნენ. მეფე ხედავდა ციხესთან რაც ხდებოდა. მტერი უკვე კოშკებზე ამძვრალიყო, თემურლენგის დროშას აფრიალებდნენ. მეციხოვნეები იხოცებოდნენ, მაგრამ ჯერ მაინც უძალიანდებოდნენ. მეფესთან შიკრიკმა მოაჭენა ცხენი და შესძახა: მეფევ, ციხე იღუპება, უკვე დროა ბრძოლა დაიწყოთ. მაგრამ მეფე არ განძრეულა. სახე გაჰყინვოდა, ხელი მახვილის ვადაზე ედო, მაგრამ არაფერს ამბობდა, მთელი ჯარიც ასევე ადგილიდან არ იძვროდა. 
მერე მეფე მობრუნდა და ამირსპასალარს ჰკითხა: „წმინდა გიორგის ცხენი ხომ არ ჩანს სადმე?"
 
ამირსპასალარმა ბრძანა მზვერავები გაეგზავნათ ხომ არ მოჩანდა სადმე ბრძოლისაკენ მომავალი წმინდა გიორგი, მასაც სჯეროდა, მასაც სულით და გულით სჯეროდა რომ როგორც დიდგორთან მოვიდა წმინდა გიორგი, არც ახლა დააღალატებდა ქართველებს ბრძოლაში. 
ციხეზე იერიშები კი გრძელდებოდა. თემურლენგმა თითქმის დაიკავა პირველი ბასტიონი და მისი მეომრები უკვე ციტადელს უტევდნენ. 
კიდევ ერთი მსტოვარი მოვიდა, მეფეო მტერმა ციხე აიღო და აქეთ მოიწევენ, დროულად თავს უშველეთო - უთქვამს. მეფემ ამირსპასალარს შეხედა. მან კი უთხრა წმინდა გიორგის ცხენი კიდევ არ ჩანსო. წმინდა გიორგი არ მოვიდა, სწორედ ამ ბრძოლაში არ მოვიდა და ქართველობამ იმედი დაკარგა. დიდგორთან მოვიდა წმინდა გიორგი, გაამარჯვებინა ქართულ მახვილებს, მაგრამ ახლა არ მოვიდა.
მტერი უკვე ახლოს იყო. ქართველებმა უკან დახევა დაიწყეს, უხალისოდ, თავჩაღუნულები მოდიოდნენ: რატომ არ მოვიდა წმინდა გიორგი, დიდგორთან თუ მოვიდა ახლა რატომ არ დაგვეხმარა... მეფემ გაიფიქრა, იქნებ აჯობებს დავრჩე, იქნებ მაინც მოვიდესო, მაშინ ზარი რატომ მღეროდა საომარსო? ზარმა რატომ დაუკრა საომარი, რატომ მომცა ნიშანიო? მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, წმინდა გიორგი არ მოვიდა. ქართველები გაიქცნენ, თემურლენგმა გაიმარჯვა. გიორგიმ ძლივს გაასწრო ბრძოლის ველიდან.
21285bbb2f67.jpg
 
ძამის ციხე 
 
ასეთი დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ისტორიაზე ისეთ ნივთს, როგორიცაა ზარი. ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის. მეფემ მოუსმინა მას და გაიგონა მხედრული სიმღერა, მაგრამ წმინდა გიორგი არ მოვიდა ბრძოლაში და ქართველები დამარცხდნენ. თემურლენგმა საქართველო სასტიკად ააოხრა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა დარუბანდის კარით, სადაც თოხთამიშთან ელოდა დიდი ბრძოლები.
ზარის ისტორია აქ არ სრულდება. საუკუნეების განმავლობაში მის შესახებ წყაროებში ცნობები აღარ ყოფილა, მაგრამ ის კვლავ გამოჩნდა XIX საუკუნეში, როდესაცკავკასიაში რუსეთის მეფინასცვალი იყო მიხეილ რომანოვი. მიხეილ რომანოვის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ჟან პიერ მარი დეშამპი, რომელმაც გადაიღო თბილისის ღირსშესანიშნაობები. მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ინახება პარიზის ნაციონალურ არქივში (Archives nationales), სწორედ თხოთის მთის ზარია. ეს ზარი ამ დროისათვის ქალაქ ფოთში იყო, საიდანაც რუსული ფრეგატით „ანტონოვკით" უნდა გადაეტანათ ყირიმში, იქიდან კი მოსკოვისაკენ აიღებდა გეზს, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ზარი ძალიან მძიმე და საკმაოდ მყიფე იყო, როდესაც ხომალდზე აჰქონდათ, თოკები გაწყდა, ზარი ჩამოვარდა და შუაზე გაიპო.
fig9.jpg
ცნობილი ზარის ერთადერთი ფოტო (სანამ მთელი იყო)
 
 რუსმა მეცნიერმა, ცნობილმა სიგილოგრაფერმა, ნიკოლაი ლიხაჩოვმა, რომელიც ზარის შესასწავლად იყო ჩამოსული, მის შიდა ნაწილში იპოვა მცირე ჩინური იეროგლიფის დამღა. ამის შემდეგ ის წელიწადზე მეტი ხანი შეისწავლიდა ქართულ ისტორიულ წყაროებს და საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა 1878 წელს. ლიხაჩოვის მიხედვით, ეს ზარი ჩამოასხეს 1247 წელს და ის არაფერ შუაში არ იყო იმ ძველ ზართან, რომლის თხოთის მთაზე დადგმას, მეფე მირიანს მიაწერდნენ. საქართველოს მეფემ დავით VII ულუმ მონღოლთა დედაქალაქ ყარაყორუმიდან წამოსვლამდე ყაენს სთხოვა, ზარის ჩამოსხმის ოსტატები გამოეტანებინა, რადგან ის ზარი, რომელიც მეფე მირიანმა აღმართა თხოთის მთაზე, მას შემდეგ, რაც ღმერთის სასწაული იხილა, ჯალალ ედ-დინს ჩამოეგდო და გაენადგურებინა. ჩინელმა ოსტატებმა, რომლებიც მონღოლებმა გამოგზავნეს, ახალი ზარი ჩამოასხეს და მის შიგნითვე დატოვეს ის დამღა, რომელიც აღიშნავს „დამზადებულია ჩინეთში".
Likachev.jpg
ნიკოლაი ლიხაჩოვი
 
 ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ცნობილი დამღა გამოიყენეს კონკრეტული ნივთის აღსანიშნავად ჩინელებმა, ამის შემდეგ კი ამ ხერხს უკვე ხშირად მიმართავდნენ. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გიორგი VII-ს მოეჩვენა ან ზარმა უღალატა, როდესაც მხედრული დაუკრა ისეთ დროს, როცა ამის საჭიროება არ იყო და ამით გაწირა საქართველო.
ზარის ნამსხვრევები დღეს ყირიმის მუზეუმის საცავში ინახება და იმედს ვიტოვებთ, მას, როგორც ისტორიულ რელიკვიას, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ახლო მომავალში.
 
 
უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
news_6115.jpg
„უნიკალური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში!“
-+

 
1 აპრილი. 2017. 14:52

 

 

 

„უნიკალური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე წერს და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

 

„თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, ირმებისა და ნიამორების ვოლიერის შემოსასაზღვრი თხრილის ამოღების დროს, ექსკავატორის მუშაობისას უცნაური ნამარხი გამოჩნდა. ნაპოვნის შესახებ მშენებლებმა ზოოპარკის დირექციას აცნობეს. მეცნიერ-თანამშრომლები სასწრაფოდ გაემართნენ განამარხებული ფრაგმენტების სანახავად. ნაშთები ადგილზევე გასუფთავდა მიწისგან. როგორც პირველადმა დათვალიერებამ აჩვენა, ქალა აქლემის იყო, თუმცა, თანამედროვე აქლემის თავის ქალას ზომით 4-ჯერ აღემატებოდა.

 

აღმოჩენა იმდენად უცნაური იყო, რომ ფრაგმენტები გამოსაკვლევად შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ანალიზის პირველადი პასუხები გამაოგნებელია: თავის ქალას ნაწილები, სავარაუდოდ, აწ უკვე გადაშენებულ ცხოველს, კერძოდ გიგანტურ აქლემს ეკუთვნის (Camelus Giganteus, L.1778). ეს სახეობა ჯერ კიდევ XIV საუკუნეში, ცნობილმა ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ აღწერა. აი, რას წერს ის: „არაფერი მინახავს მონღოლურ სამკუზიან ცხოველზე განმაცვიფრებელი. მისი ზომები მართლაც რომ შთამბეჭდავია. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ის დაახლოებით ოთხჯერ აღემატება თაკლამაკანის უდაბნოში ნანახ აქლემს. ადგილობრივები მას „ზამაკს" ეძახიან".

 

საქართველოში ამ ცხოველის ნაშთების აღმოჩენა დიამეტრალურად ცვლის დამკვიდრებულ მეცნიერულ შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებში აბრეშუმის გზის მხოლოდ ერთი განშტოება ხვდებოდა. თუ დადასტურდა ნაპოვნი ფრაგმენტის კუთვნილება C. Giganteus-თან, დამტკიცდება ჰიპოთეზა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აბრეშუმის გზის არა ერთი, არამედ ორი განშტოება გადიოდა. ეს კი თავისთავად მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს იმდროინდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე.

 

სახეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად დავუკავშირდით მონღოლეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, კამელიდთა კვლევის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს, ბატონ ბადავჯან ლჰაგვასურენს. მისი განმარტებით, გიგანტური აქლემის საქართველოში აღმოჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს განსაკუთრებით დიდი ზომის ტვირთის გადაზიდვას. სახეობასთან კუთვნილების დასადასტურებლად საჭიროა დეტალური გენეტიკური შესწავლა, ე.წ. Ancient DNA Analysis, რომელსაც მისსავე ლაბორატორიაში სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარებენ.

 

მოუთმენლად ველით კვლევის შედეგებს, ვინაიდან ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს არსებული მოსაზრებები ერთა დიდი მიგრაციის შესახებ".

 

image.jpg

 

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?