Jump to content


ამ თემას აქვს 47 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რუსუდან მეფე

 

e183a0e183a3e183a1e183a3e18393e18390e183
e183a0e183a3e183a1e183a3e18393e18390e183
საქართველოს ოქროს ხანის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქალიშვილის და გიორგი IV ლაშას დის, რუსუდან დედოფლის მეფობას უკავშირდება. დავითის დროს დაწყებული ზეობის პერიოდი ერთ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და რიგი მიზეზების გამო დასასრული რუსუდანის მმართველობის დროს ჰპოვა. ძირითად საფრთხეს წარმოადგენდნენ ჩინგიზ ყაენის მიერ დაძრული მონღოლური ურდოები და მათ მიერ შუა აზიიდან გამოდევნილი ხვარაზმელები და სხვა თურქმანული ტომები წარმოადგენდნენ, ამას გარდა სახელმწიფო დაესუსტებინა შინაკლასობრივ ბრძოლებს, რამაც დიდი როლი ითამაშა განცდილ დამარცხებებში. რუსუდანის მეფობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელი იყო და საბოლოოდ მონღოლთა გაბატონებით დასრულდა.
Coin_of_Queen_Rusudan.jpg
რუსუდანის მეფობისას მოჭრილი მონეტები

გიორგი IV ლაშას გარდაცვალების შემდეგ(დაახლ. 1222-1223 წ. სავარაუდოდ მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად) საქართველოს მეფე რუსუდანი გახდა(1223-1245), თამარ მეფის ასული. გიორგი IV-ს არ ჰყავდა კანონიერი მემკვიდრე. მის უკანონო შვილს, დავითს, კარგი აღზრდა-განათლება და საუფლისწულო მამულები მისცეს. ცუდ დროს მოუხდა რუსუდანს გამეფება, ეკონომიკურმა კრიზისმა აშკარად იჩინა თავი. ფასები ძალიან გაიზარდა, ცხოვრება გაძვირდა. აეკლესიის მოხელეები ნამდვილი ქორვაჭრები გახდნენ და საეკლესიო წესების აღსასრულებლად დიდი გასამრჯელო მოითხოვეს. მათ შორის განსაკუთრებულად ანისის მართლმადიდებელი სამღვდელოება გამოირჩა, მათ დაახლ. 100 თბილისური დრამის გადახდა მოითხოვეს მსახურებისთვის. ასევე კარგი გამასპინძლება დამკრძალავ და სხვა სახის ღონისძიებებში, როდესაც მღვდლის მომსახურება იყო საჭირო. ხალხმა ამაზე ერთსულოვანი პროტესტი გამოთქვა, მაგრამ ეკლესია არ შეეპუა და უარი განაცხადა საეკლესიო მსახურების ანაზღაურების გარეშე ან დაბალი ანაზღაურებით ჩატარებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი აღარც ეკლესიებში დადიოდა და აღარც შესაწირს გასცემდა. ამ საკითხის გამწვავებამ აიძულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ეტიფანე ჩარეულიყო ანისის სამღვდელოებასა და ქართველ და სომეხ მრევლს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში. მან მართლაც მოაგვარა ეს საკითხი და ანისის ეკლესია სასტიკად გაკიცხა, დაუჭირა რა მხარი მრევლის პოზიციას. მან ასევე მესამედამდე დასწია სასულიერო პირთა გასამრჯელო. ეკლესიისა და ეკონომიკის გართულებული მდგომარეობა არყევდა საქართველოს მძლავრი სახელმწიფოს საძირკველს და მძიმე საგარეო მდგომარეობას არანაკლებ უარეს შიდა ვითარებასაც ურთავდა. 
Epiphane_inscription.jpg
              პატრიარქ ეტიფანეს ბრძანებულება ანისის ეკლესიას

  1123 წელს რუსუდანი ცოლად შერთეს რუმის სულთნის, ერზრუმის მფლობლის, მოღის ედ-დინ თოღრილ-შაჰის(ყილიჩ-არსლან მეორის შვილისა და რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰის ძმის ვაჟი) ძე, ღიას ედ-დინს. ამ უკანასკნელს რუსუდანთან არამარტო პოლიტიკური ინტერესები, არამედ სიყვარულიც აკავშირებდა, ასევე ისტორიული წყაროების მიხედვით მშვენიერი ვაჟკაცი იყო და ქრისტიანობაც კი მიიღო რათა რუსუდანი ცოლად მოეყვანა. იბნ ალ ასირი წერს, რომ მოღის ედ-დინმა ქართველთა მეფისგან გაგზავნილი საპატიო სამოსი ჩაიცვა და აშკარად აღმართა დროშა, რომლის ზემოთაც გაკეთებული იყო ჯვარი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ  საქართველოს გავლენა ჰქონდა ერზრუმზე. მემატიანეები ქართველ დედოფალს ულამაზეს და თამარ მეფის სადარ ქალად აღწერენ, მაგრამ სამწუხაროდ იგი არ იყო ჭკვიანი, წინდახედული და დედისგან განსხვავებით არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა ქვეყნის მართვისა(თამარი გიორგი III-მ სიცოცხლეშივე დაისვა თანამოსაყდრედ). რუმის სულთანზე დაქორწინებამდე რუსუდანს შირვანშაჰზე უპირებდნენ გათხოვებას, თუმცა ეს ქორწინება მაშინ ჩაიშალა, როდესაც გიორგი IV ლაშა გარდაიცვალა და წესის მიხედვით რუსუდანს ერთი წელიწადი უნდა ეგლოვა. 
Mapas%20Imperiales%20Imperio%20de%20Khwab-115102-2.gif
                              ხვარაზმის იმპერია(1190-1220)

 1125 წელს პაპ ჰონორიუს მესამის მოწოდებით ფრიდრიხ მეორე ჰოფენშტაუფენს ჯვაროსნული ლაშქრობა უნდა დაეწყო წმინდა მიწაზე. პაპს დახმარება და ჯვაროსნულ ომში ჩართვა რუსუდან მეფემაც შესთავაზა 40 000 მეომრით ივანე მხაგრძელის მეთაურობით, მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობა 1127 წლამდე გადაიდო, ხოლო საქართველო 1125 წელს ახალ, მძლავრ მტერთან მოუწია ბრძოლა. მონღოლთაგან განადგურებული ხვარაზმის სახელმწიფოდან გამოდევნილი ხვარაზმშაჰი ჯალალ ედ-დინ მანგუბერტი აზერბაიჯანში ცდილობდა მომაგრებას. მან ისლამური სახელმწიფოების ძალების გაერთიანება მოახერხა და საქართველოს მეფეს მუქარის წერილი გამოუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა. ჯალალ ედ-დინმა იცოდა, რომ მიუხედავად მონღოლებთან დამარცხებისა და რიგი პრობლემებისა, საქართველო კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა და გავლენაც გააჩნდა მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებში, ამიტომ მოიწადინა ამით ესარგებლა, გამოაცხადა თავი ირანის იმპერიის განმაახლებლად და მუსულმანთა განმანთავისუფლებლად და დაუპირისპირდა ქრისტიან ქართველებს.
752px-Lermontov_TiflisGLM.jpg

 

 

თბილისის ხედი(ლერმონტოვის ნახატი)

საქართველოს მაშინდელი მესვეურები ძალიან ცუდად უწყოდნენ შექმნილ საგარეო მდგომარეობას, რაზეც დიდი გავლენა ჯერ კიდევ დავით IV-ს დაარსებულმა მსტოვართა ინსტიტუტის დასუსტებამ მოახდინა. ქართველებმა უკმეხი პასუხი გაუგზავნეს ხვარაზმელს და დასცინეს მონღოლთა წინააღმდეგ დამარცხების გამო, რომელთაც თითქმის ვერაფერი დააკლეს ქართველებს. ისინი თვლიდნენ, რომ ჯებესა და სუბუდაის ის ათი ათასი მეომარი, რომელიც გიორგი-ლაშას დროს შემოიჭრა, მონღოლთა ძირითადი ძალა იყო(ჯებე და სუბუდაი დაზვერვით ფუნქციას ასრულებდნენ და ჩინგიზ ყაენისთვის ცნობებს აგროვებდნენ). საქართველოს ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი მტერს არად აგდებდა, ამიტომ სამხედრო სამზადისს არცთუ დიდი გულმოდგინებით შეუდგა. ზოგადად ქართველები მტერს ცუდად იცნობდნენ და არც მისი შესაძლებლობების შესახებ იცოდნენ რამე. 
386px-Alal_al-Din_Khwarazm-Shah_crossing
                ჯალალ ედ-დინი გაურბის ჩინგიზ ყაენის არმიას

ჯალალ ედ-დინს ესმოდა სისწრაფის ძალა და მნიშვნელობა, ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს მანამ დასხმოდა თავს, სანამ ეს ქვეყანა კარგად მომზადებას მოასწრებდა. 1225 წელს იგი კარგად აღჭურვილი, დიდი არმიით დაიძრა და დვინს შეესია. ქართველები აჩქარდნენ და ჯარის შეეყრა დაიწყეს. მტერი უკვე გარნისის მიდამოებს მიადგა, თუმცა დაბლობზე განლაგდა, რადგან ქართველებს უკვე დაეკავებინათ სიმაღლეები. ჯალალ ედ-დინმა არ დააცადა მათ ჯარების თავმოყრა და სწრაფი იერიში მიიტანა.
346140445.jpg
        მონღოლების მიერ ხვარაზმელი დიდებულის შეპყრობა
 
სასტიკ ბრძოლაში ხვარაზმელებმა გაიმარჯვეს. ქართველთა უნიათო სარდლობამ ჯართან ერთად დაიხია უკან. ბრძოლაში დაეცა ივანე ახალციხელი, ხოლო მისი ძმა შალვა ტყვედ ჩავარდა. ახალციხელები წინა რიგებში იბრძოდნენ მესხებით და როდესაც გაუჭირდათ რამდენჯერმე გაუგზავნეს ამირსპასალარს დახმარების თხოვნა, მაგრამ ივანე არ დაეხმარა მათ და მტერს შეატოვა მესხები თავიანთ მეთაურიანად. მხაგრძელებს ახალციხელები არ უყვარდათ და მათი მოშორება უნდოდათ, რათა თავიანთი გავლენის საზღვრები კიდევ უფრო გაევრცელებინათ, ივანემ ამისთვის ჯალალ ედ-დინთან ომი გამოიყენა. . . სამხედრო თვალსაზრისით გარნისის დაკარგვა ძალიან საზიანო იყო და ამას გარდა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენდა.
ამის შემდეგ ჯალალ ედ-დინი დვინის ასაღებად მიბრუნდა, აიღო და გაძარცვა ეს მდიდარი ქალაქი, ხოლო როდესაც თბილისისკენ დაიძრა, გზად აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ განზრახული აჯანყების შესახებ შეიტყო. მან ორად გაყო ჯარი, ერთი ნაწილი საქართველოს ასაოხრებლად დატოვა. აზერბაიჯანში საქმის მოგვარების შემდეგ ჯალალ ედ-დინმა აღმოსავლეთიდანაც შეუტია საქართველოს და განძის
100atasi.jpg
                          100 ათასი თბილისელი მოწამის ხატი
 
დასაპყრობად ჯარი გაგზავნა. 1225 წლის დეკემბერში იგი ისევ თბილისისკენ წამოემართა. რუსუდანი დასავლეთ საქართველოში გაიქცა და ქუთაისში გამაგრდა, თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს ჩააბარა. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ ედ-დინმა თბილისელი მუსლიმების ღალატისა და შინათგამცემლობის დახმარებით თბილისი აიღო. ციხისთავი მემნა ბრძოლის დაწყებამდე მოღალატე მაჰმადიანმა ვერაგულად მოკლა, რითაც კიდევ უფრო გაუადვილა ხვარაზმელს საქმე. ჯალალ ედ-დინმა თბილისი გააძარცვინა, ხოლო ქრისტიანები, ვინც ისლამი არ მიიღო, დაახოცვინა(100 ათასი ქართველის მარტვილობა, რიცხვები რათქმაუნდა გაზრდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერისთვის მაინც დიდი ტრაგედია იყო და ასევე დიდი ქრისტიანული გმირობა). რუსუდანის ერზრუმელი ქმარი, რომელიც თბილისში დარჩა, ჯალალ ედ-დინის მხარეს გადავიდა და კვლავ ისლამი მიიღო. ისნის ციხე კვლავ ქართველების ხელში რჩებოდა, მაგრამ რუსუდანმა ბრძანება გაუგზავნა ციხისთავ
Erzurum+%25282%2529.jpg
                                                     ერზერუმი
 
ბოცოს, რომ მტრისთვის ჩაებარებინა ციხე. ჯალალ ედ-დინმა მიიღო მისი პირობები, ციხე დაიკავა და მეციხოვნეები თავისუფლად გაუშვა. ხვარაზმელთა მიერ თბილისის აღება და ქართველთა დამარცხება მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა და მძიმე კვალი დაამჩნია საქართველოს ძლიერებას. ჯალალ ედ-დინმა კი მუსულმანების დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მოიპოვა. მალე ირანში მის წინააღმდეგ ახალი აჯანყება დაიწყო და ხვარაზმშაჰს საქართველოს დატოვება მოუხდა, თუმცა ჯარის შენართი დატოვა. 1226 წლის სექტემბერში ჯალალ ედ-დინი ისევ საქართველოში დაბრუნდა და ომი განაახლა, თუმცა ვერ მოახერხა კარისა და ანისის აღება. ამის შემდეგ ხვარაზმშაჰი ხლათისკენ დაიძრა. თბილისელმა მუსლიმებმა, რომლებიც შევიწროებულები იყვნენ ჯალალ ედ-დინისგან, აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დედაქალაქში მცირე გარნიზონი იდგა. ქართველებიც დაიძრნენ და თბილისი დაიბრუნეს. ხვარაზმელებმა ვერ აიღეს ხლათი
Tiflis%255B1%255D.jpg
თბილისი
 
და მთელი ჯარით საქართველოში დაბრუნდნენ. ქართველებმა 1227 წელს გადაწვეს თბილისი და კვლავ უკან დაიხიეს. ხვარაზმშაჰის თარეშით მობეზრებულმა და დაზარალებულმა რუმის, შაჰარმენისა და შამის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოსთან დაიწყეს მოლაპარაკება, რათა გაერთიანებული არმიით დაემარცხებინათ ჯალალ ედ-დინი. 1228 წელს ხვარაზმშაჰი, რომელმაც შეიტყო ამის შესახებ, საქართველოში შემოიჭრა და ქართველთა ჯარი ბოლნისთან ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო 1229 წელს ხლათიც აიღო. 1230 წელს მონღოლები აზერბაიჯანის საზღვრებთან გამოჩნდნენ. ჯალალ ედ-დინი გაექცა მათ და საბოლოოდ ყველასგან მიტოვებული ბასიანის მთებში ვიღაც ქურთის ხელით იქნა მოკლული. 
                                       ჩინგიზ ყაენის იმპერია  

ქუთაისში მყოფმა რუსუდანმა 1230 წელს თავისი 5 წლის ვაჟი, დავითი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო მალე კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მცირე ხნით დასვენებულ ქვეყანას კვლავ მტერი მოადგა, ამჯერად უძლეველი მონღოლების სახით. ჯალალ ედ-დინის ქმედებამ ხელი შეუწყო მონღოლებს და მათ ხვარაზმშაჰისგან დასუსტებული ქვეყნები სწრაფად დაიპყრეს. 1235 წელს დაიკავეს განძა და მოციქულთა დახოცვისთვის სასტიკად ააოხრეს, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე, შამქორში შემოიჭრნენ. ვარამ გაგელმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა და გაიქცა. მონღოლებმა შამქორი აიღეს და გაძარცვეს. რუსუდანი კვლავ ქუთაისში გაიქცა, თბილისის ციხისთავს მუხასძეს კი მტრის შემოსვლამდე ქალაქის გადაწვა უბრძანა, როგორც ეს ჯალალ ედ-დინის დროს გაკეთდა. მონღოლებმა აიღეს ლორე, ანისი, დმანისი და სამშვილდე, შემდეგ კი კაენის ციხეს შემოარტყეს ალყა, სადაც ამირსპასალარი ავაფ მხარგრძელი აფარებდა თავს. იგი მტერს მალე დანებდა. მას მიჰყვნენ შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი... თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო მონღოლების გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა სამცხემ ივანე-ყვარყვარე ჯაყელის ხელმძღვანელობით ბრძოლა გააგრძელა, თუმცა ხანმოკლე. მონღოლებს ლიხის ქედის გადალახვა არც უცდიათ და ამჯერად სავსებით დაკმაყოფილდნენ აღმოსავლეთის დამორჩილებით.
Jl-Gregory.jpg
                                             პაპი გრეგორ IX

1239 წელს რუსუდანმა ეპისტოლე გაუგზავნა რომის პაპ გრეგორ მე-9-ს, სადაც მონღოლთაგან შექმნილი საფრთხე და მათ მიერ საქართველოს დალაშქვრა იყო აღწერილი. ქართველი დედოფალი დახმარებას სთხოვდა დასავლეთ ევროპას და რომის უმაღლეს პონტიფიკატს უმტკიცებდა, რომ ჩვენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიების გაერთიანების მომხრენი ვართო. პაპისგან ვერაფერი სანუგეშო წერილი მოვიდა და მხოლოდ ის შესთავაზა რუსუდანს, რომ მისიონერებს გაგზავნიდა ეკლესიათა კვლავ გასაერთიანებლად. საქართველო იძულებული გახდა მონღოლებთან მოლაპარაკება წამოეწყო. რუსუდანმა ბათო ყაენთან არსენ მწიგნობართუხუცესი გაგზავნა და ყაენისგან შეთანხმების საფუძველზე უვნებლობის აღთქმა მიიღო, რათა აღმოსავლეთ საქართველოში თამამად გადასულიყო. საბოლოოდ მონღოლებსა და ქართველებს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. მონღოლური ჯარი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩადგებოდა და დასავლეთი თავისუფალი დარჩებოდა. რუსუდანი აღიარებდა ყაენის
Mongol_Archers_32f.jpg
უზენაესობას და კისრულობდა 50 000 ოქროს პერპერის კონტრიბუციის გადახდას. მონღოლები რუსუდანის ვაჟს, დავითს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდნენ, რითაც ქართველთა პოლიტიკური ერთიანობა არ დაირღვეოდა. 1243 დავითმა მეფობის დასამტკიცებლად ჯერ ბათო ყაენის, ხოლო შემდეგ მუნქე ყაენის კარი მოიარა. ამას ორი წელიწადი დასჭირდა. მეფე რუსუდანი კი 1245 წელს დასნეულდა და გარდაიცვალა. მისმა მეფობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ერთსაუკუნოვანი გავლენა კავკასიაში, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ვასალი გახდა, რაც გიორგი ბრწყინვალის მმართველობამდე გაგრძელდა. 
 
                                                   ნიკა ხოფერია


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"ჩემი დიდი ბაბუა - უფლისწულ რომანოვის მკურნალი­ ექიმი"
b76a58dc62bc0a7782a8dc2eb870f072.jpg
20-04-2015
როგორ გადაურჩა ბორჯომი რუსეთის  შემადგენლობაში შეყვანას

სპირიდონ ვაწაძე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის, მკურნალი­ ექიმი გახლდათ. სპირიდონ ვაწაძის შთამომავალი გიორგი შარაშიძე­ გვესაუბრება:

"ჩემს დიდ ბაბუას, სპირიდონ ვაწაძეს, პეტერ­ბურგის სამხედრო-სამ­ედიცინო აკადემია­ ჰქონდა დამთავრებული. შემდეგ თბილისის ნიჟეგოროდის პოლკის ჰოსპიტალში­ მუშაობდა. მოგვიანებით, გრიგოლ ორბელ­იანმა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება დააარსა, რომლის პრეზიდი­უ­­მის წევრი სპირიდონ ვაწაძე იყო. მისი სახელი მალე საქ­ართველოს ფარ­გლებს გასცდა, ნიკოლოზ­ II-ის ყურამდეც მივიდა და იმპერატორმა თავისი ტუბერკულოზით დაავადებული ძმის, გიორგი რომანოვის მკურნალ ექიმად დანიშნა.

0ee508c3afdc2ecfc4560f100c8bda91.jpgუფლისწული გიორგი თავს ყველაზე კარგად საქართველოში, აბასთუმანში გრძნობდა. ამიტომ მისთვის რომანოვებმა აბასთუმანი საუცხოოდ მოაწყვეს: სასახლე ააშენეს მდიდრული აბაზანებით. უფლისწულის სურვილით ამ მიდამ­ოებში ააგეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც თავისი არქიტექტურით ზარზმის მონასტრის ანალოგია. სწორედ ამიტომ მას "ახალ ზარზმასაც" უწოდებენ. აბასთუმანი, როგორც კურორტი, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, ისევე­ როგორც ლიკანი. ლიკანშიც სპირიდონ ვაწაძის რეკომენდაციით შეირჩა ადგილი ცივ წყაროსთან, სადაც რომანოვებმა 1892-1895 წლებში საზაფხულო­ რეზიდენცია ააშე­ნეს.

- ქალაქში პირველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დაარსებაც სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება.
- დღეს რომ არამიანცის საავადმყოფოს ეძახიან, ეს შენობები მოგვიანებით აშენდა. მანამდე ამ მიდამოებში სპირიდონ a96616877380fedfc4f760b58d727d46.jpgვაწაძის თაოსნობით თბილისში პირველი ინფექციური სტაციონარი, 20-საწოლიანი ბარაკის ტიპის საავადმყოფო გაიხსნა. 1911 წელს კი მისი თაოსნობით პირველი სამედიცინო დახმარების ეტლები შემოიტანეს. სპირიდონ ვაწაძეს აქტიური ურთ­იერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, კოტე აფხაზთან, ივანე მაჩაბელთან. ილია სპირიდონის უფროსი­ შვილის ნათლიაც იყო.

- სპირიდონ ვაწაძის მეუღლე ვინ იყო?
- სპირიდონის მეუღლე მარია ხრისტ­იჩი გახლდათ; მამით - სერბი, დედით - ქართველი. მარიას დედა სურგუნაშვილი­ ყოფილა გვარად. მისი დიდი პაპა, ერეკლე II-ის დროს, ქალაქისთავი ყოფილა.
მარიასა და სპირიდონის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, რევო­ლუ­ციის შემდეგ საქართველოდან იტალიაში წავიდა და მას შემდეგ აღარავის­ უნახავს. წლების შემდეგ კი ოჯახს შეატყობინეს, რომ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი მილიონერის, ჰენრი ფორდის (სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას) ერთადერთ ქალიშვილზე იქორწინა...

სპირიდონის მეორე ვაჟი, ერასტი, ახალ­გაზრდა გარდაიცვალა. კიდევ ერთი ვაჟი, იოსები, ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობდა, სწორედ მის  სახელს უკავშირდება თბილისში - დენის, შემდეგში კი ტრამვაის ქსელების გაყვანა. ქალიშვილი ნინა ცნობილი პიანისტი გახლდათ. თამარის სახელს უკავშირდება გლდანის ულამაზესი ბაღები. ბაბუაჩემი, გიორგი ვაწაძე, მესამე იყო სპირიდონ ვაწაძის შვილთაგან.

- რევოლუციის შემდეგ როგორ გრძ­ელდება სპირიდონ ვაწაძის ცხოვრება?
- რევოლუციის შემდეგ ყველაფერი ჩამოართვეს, დაწყებული გლდა­ნის აგარაკით,­ დამთავრებული თბილისში 45-ოთახი­ანი სახლ­ით, რომელიც ლენინგრადის ქუჩა #9-ში მდებარეობდა.
ის 1923 წელს გარდ­აიცვალა.

- როგორც ვიცი, მამის საქმიანობას მხოლოდ თქვენი ბაბუა გაჰყვა.
- გიორგი ვაწაძე მოსკოვში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს "წითელი ჯვრის" მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა და ომში წავიდა. 1915 წელს დედა-დედოფალმა იმპერატორის სასახლეში ოფიცერთა ჯგუფი დააჯილდოვა, მათ შორის გიორგი ვაწაძეც გახლდათ. სამშობლოში­ დაბრუნების შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა­ თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე მიიწვია. მუშაობდა ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საკურორტო სამმართველოს უფროსად.

1924-25 წლებში
<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=680&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=aafafc06' border='0' alt='' /></a>
ბორჯომში საკავშირო განათლების სახალხო კომისარი ანატოლი ლუნაჩარსკი ისვენებდა, ძალიან მოეწონა ბორჯომის წყალი და საკავშირო ჯანმრთელობის სახალხო კომისართან, სემაშკოსთან ერთად გადაწყვიტა, ბორჯომი საქართველოს დაქვემდებარებიდან რუსეთის შემადგენლობაში გადაეყვანა. მალე ბრძანებაც მოვიდა...­ ამ წამოწყებას გიორგი ვაწაძის თაოსნობით ქართველ ექიმთა ჯგუფი შეეწინააღმდეგა, მაგრამ სემაშკომ მოკლედ მოუჭრა, დავა შეწყვიტეთო! გიორგი ვაწაძის პასუხი გადამწყვეტი აღმოჩნდა, - რაკი სხვა გზას არ მიტოვებთ­, იძულებული ვარ, ყოველივე სტალინს ვუამბოო. ამას დაუფრთხია რუსი მოხელე და ბორჯომის ტერიტორიული შემადგენლობა კამათის საგანი აღარასდროს გამხდარა.

- სტალინთან მეგობრობდა?
- სტალინის დედასთან, კეკე ქიაჩელზე ცხოვრობდა, გიორგი - ვაშლოვანის ქუჩაზე. მეზობლები იყვნენ და ხშირად შეუვლიდა ხოლმე, მოიკითხავდა მოხუცს. 

გიორგი ვაწაძე იყო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი და პირველი კორპუსის ამშენებელი.
როგორც კი კეკე გარდაიცვალა, გიორგიც დააპატიმრეს. თუმცა, ამჯერად მხოლოდ პარტიიდან გარიცხვა და თანამდებობის დატოვება აკმ­არეს. აი, მეორედ გაცილებით რთულად იყო საქმე. მას ბრალს სდებდნენ, თითქოს თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანაში გადატრიალების მოხდენა სურდა. 1945 წელს ბაბუა შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ჩასვეს. ერთ დღეს დერეფანში ჩაუტარებიათ მამაკაცი, ბაბუას ვარაუდით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. იხსენებდა, როდესაც ჩავუარე, პირი გააღო, იმის საჩვენებლად, რომ აღარც ერთი კბილი აღარ ჰქონდაო. ამგვარად მიანიშნა, ის, რაც დაწერა, ხანგრძლივი წამების შედეგი იყო.
რამდენიმე თვის შემდეგ გიორგი ვაწაძე ყარაღანდაში გადაასახლეს. ამინისტია მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეეხო. გიორგის ქალიშვილი, დედაჩემი, ექიმი-კარდიოლოგი  თინათინ ვაწაძე კარდიოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილების შემქმნელი და ხელმძღვანე­ლი იყო. მამა, ლუარსაბ შარაშიძე, ექიმი-მორფოლოგი, ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ. მეც ამ პროფესიის ერთგული ვარ. ჩემი ერთი ვაჟიც ექიმია. აი, შვილიშვილები კი სხვა პროფესიაში აპირებენ ძალის მოსინჯვას. მთავარია, წინაპრებივით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ჩვენს გენეალოგიურ ხეზე.

ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხი

a532786874f4b2e66a0b857c6c81580b.jpg1891 წელს აბასთუმანში ჩამოვიდა საიმპერატორო კარის სახელგანთქმული იუველირის, კარლ ფაბერჟეს წარმომადგენელი, კონსტანტინ კრიჟინსკი. მას დავალებული ჰქონდა აბასთუმნის რამდენიმე პეიზაჟის დახატვა, საიმპერატორო ტრადიცული სააღდგომო საჩუქრის, ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხის მოსახატად. კრიჟინსკიმ სპილოს ძვალზე აკვარელით 4 პეიზაჟი და გიორგი რომანოვის პორტრეტი დახატა. ამის შემდეგ ყვითელი და ფერადი ოქროსგან, ვერცხლისა და პლატინისგან დამზადდა ბრილიანტებითა და მარგალიტებით მოოჭვილი სააღდგომო კვერცხი. დღეს ეს ნაკეთობა "კავკასიური კვერცხის" სახელითაა ცნობილი და ინახება აშშ-ში, ახალი ორლეანის მუზეუმში.

კარლ ფაბერჟეს სახელოსნოში საიმპერატორო ოჯახისთვის და არა მარტო მათთვის, ყოველწლიურად, თითო სააღდგომო კვერცხი მზადდებოდა. დღეისათვის ცნობილია 71 ეგზემპლარი, მათგან საიმპერატორო”მხოლოდ ორმოცდათოთხმეტია.

5be1847c34a2efe0ad4809188d10c2f7.jpgუფლისწულის აღსასრული

1899 წლის 28 ივლისს უფლისწულმა გიორგიმ ტრიციკლით” (ბენზინზე მომუშავე სამთვლიანი ველოსიპედი) გაისეირნა და ზეკარის უღელტეხილიდან აბასთუმნისკენ მომავალი მოულოდნელად გარდაიცვალა. გიორგი რომანოვი მაშინ 28 წლის იყო.

ეკა შავლაძე

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერსო ფაქტები საქართველოს ისტორიიდა.

 

იცით თუ არა, რომ…

 

საქართველომ მსოფლიოს 300-მდე ვაზის ჯიში მისცა.

 

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.

 

ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

 

შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).

იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

 

ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ევლახი – ეს ოთხი რაიონი ქართულია, რომლებიც ამჟამად საინგილოს ტერიტორიაზეა მოქცეული.

 

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე. 11046_106149609399798_100000142773850_15

იცით თუ არა, რომ მუდამ ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა სანთლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა.

 

ვაჟა-ფშაველას ერთხანს ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.

 

10 წლის ვაჟა-ფშაველა უკვე შეყვარებული იყო.

 

https://tatatatuli.w...ველმა-უნდა-იცო/



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1655 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

     მეგობრებო ეს ამბავი ასე იყო :))  თელავში სწავლისას, 13-14 წლის პატარა ლუკას პირველად შეუყვარდა თანატოლი გოგონა, რომლის ვინაობაც უცნობია. მან რჩეულს ვერ გაუმხილა თავისი გრძნობები: თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა მისულიყო და სიყვარულში გამოტყდომოდა, ალბათ ეშინოდა კიდეც ვაი თუ ქალმა არ მითანაგრძნოსო... 

    (ამბობენ)  რომ ვაჟას წაწალიც ჰყავდა  ჩარგალში, მდინარის გაღმა. მაგრამ ხშირად რატომღაც ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. (რა მიზეზით, ვერ გეტყვით :))

ჰო და აი ეს ლექსი რომელიც ჩვენმა მგოსანმა მიუძღვნა თავის წაწალს! ;)

 

,,გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ

შუაზე მოდის მდინარე,

ხიდი არ გვიძე წყალზედა,

ფიქრი მკავს მოუთმინარე.

 

მინდა გაკოცო, მაკოცო,

შენს სახეს ვხედავ მღიმარეს

მაგრამ ვერსაით გამოველ

ამ სატიალო მდინარეს. ,,



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1865 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:bravo:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გენერალ-მაიორი აბელ (ბალო) მაყაშვილი.სამცხე-ჯავახეთის გენერალ-გუბერნატორი და ახალქალაქის მიმართულების სარდალი.მისი მეთაურობით, ქართველმა ჯარისკაცებმა 1918 წლის დეკემბერში,
სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკების მიერ პროვოცირებული,
საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი, სომხეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და საზღვარს იქით უკუაგდეს.

10409155_1604792783133400_28251473709528

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
1390523_967239313293117_6806876792236883

„დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით და აღმოვაჩინეთ დოკუმენტი, გრიფით „სრულიად საიდუმლო“, კრემლიდან, მოსკოვიდან გამოგზავნილი, 1956 წელს, რომელიც იმ დონის საიდუმლო იყო, რომელიც მხოლოდ 4-5 კაცს უნდა სცოდნოდა!“- ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა ზურაბ რატიანმა და მწერალმა, აკადემიკოსმა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელმა, დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„საუბარი შეეხებოდა საქართველოს ისტორიას, რომელიც დაწერილია ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის მიერ. ეს წიგნი ისწავლებოდა 1943-1956 წლებში საშუალო სკოლებში. მათ თავიანთი მტკიცებულებებით დადეს, თუ რა არის ქართველთა ისტორია და საიდან მოდის. რა თქმა უნდა, ამ წიგნის წაკითხვის და შესწავლის შემდგომ, საქართველოში მოვიდა აკრძალვის წერილი - ეს წიგნი ამოღებულიყო საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის“, - განაცხადა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელმა. მანვე ისიც განმარტა, თუ რატომ იყო და არის საშიში ამ წიგნის არსებობა სასწავლო დაწესებულებებში. „წინგის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენ ინდო-ევროპელები არ ვართ. როდესაც ინდოევროპული ბერძნები იპყრობენ ტერიტორიას, რასაც მერე საბერძნეთი ერქმევა, იქ ცხოვრობს ხალხი, რომლებსაც პელაზგები ერქვათ, ეს პელაზგები არიან წინარე ქართველები, პელაზგური კულტურა თავიდან ბოლომდე მითვისებული იქნა. ასევე, ინდოევროპიელი რომაელები იპყრობენ ტერიტორიას, სადაც ეტრუსკული კულტურა იქნა მითვისებული, ეტრუსკებიც წინარე ქართველები არიან. იგივეა ბასკეთთან მიმართებაშიც. გამოდის რომ, წინარე ბერძნებიც ვართ, წინარე რომაელებიც და მეტსაც გეტყვით, ისტორიის მამად აღიარებული ჰეროდოტე გვეუბნება, რომ ეგვიპტის კულტურა კოლხეთის კულტურის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, ამ წიგნის კარგად შესწავლის შემდეგ მიხვდნენ, რომ უდიდეს ცვლილებებთან ჰქონდათ საქმე და ის, რაც ამ დრომდე დაწერილი იყო, უნდა შეიცვალოს. გამოდის, რომ 1956 წლის აკრძალვით, სულ ცოტა 4500 წელი იქნა მოპარული საქართველოს ისტორიიდან“, - განმარტა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელმა. ზურაბ რატიანმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოთხოვნები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა. „დაუყოვნებლივ მოეხსნას ტაბუ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის საქართველოს ისტორიას, სასწრაფოდ დაიბეჭდოს ეს წიგნი დიდი ტირაჟით და საქართველოს უკლებლივ ყველა, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში ოფიციალუირად შემოიღონ სახელმძღვანელოდ. დაიბეჭდოს ამ წიგნის მაღალხარისხოვანი გამოცემა დიდი ტირაჟით ქართულენოვანი ოჯახებისათვის, ასევე დაიბეჭდოს არსებული წიგნის რუსული თარგმანი და გავრცელდეს რუსულენოვან ქვეყნებში“,- განაცხადა ზურაბ რატიანმა. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთანაც ისაუბრეს, თუმცა შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია!. „არ არის მათთვის ამ წიგნის დაბრუნება მისაღები, იმიტომ, რომ მაშინ ყველა გამოცემული ისტორია ყალბდება“, - დასძინა ზურაბ რატიანმა.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რა ტერიტორიას იკავებდა საქართველო 1920 წელს - ახლახან აღმოჩენილი უცნობი ფრანგული რუკა
23:19 14 სექტემბერი, 2015
a30fdf21b7dcc03fca26c87a6cf7f87ac7f2d69e
რა ტერიტორიას იკავებდა საქართველო 1920 წელს

გერამანიაში, გოტინგემის უნივერსიტეტში, ძველ ნივთებს შორის ფრანგული რუკა აღმოაჩინეს, რომელზეც დატანილია საქართველო იმ საზღვრებში, რომელიც 1920 წლისთვის ერთა ლიგისმიერ იყო აღიარებული. თუ რუკას დავაკვირდებით, დღევანდელთან შედარებით, საქართველო ლამის ორჯერ დიდ ტერიტორიას მოიცავს.

 

 

 

ქართული ძალა / Georgian Power-(ი)ს სურათი.
11988675_964746436920237_407747010340798

იცოდე შენი ქვეყნის ისტორია!

1921 წლის 26 ივნისს, კომუნისტთა კავკასიის ბიუროზე დაისვა საკითხი იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა ზაქათალა (საინგილო) და ყარაიაზის ველი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ისინი საქართველოს ტერიტორიად აღიარა, 27 ივნისს, კავბიურომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა, რაშიც ლომის წვლილი სერგო ორჯონიკიძემ და იოსებ სტალინმა შეიტანეს.
1921 წლის 7 ივლისს, იმავე კომისიამ, ისევ და ისევ სტალინისა და ორჯონიკიძის აქტიური ჩარევით, ლორე გადასცა სომხეთს. ქართველთა პროტესტზე კი ორჯონიკიძემ მუქარით უპასუხა:
მისი თქმით, თუ ქართველები ენას არ გააჩერებდნენ, ავლაბარში გადმოიტანდა საზღვარს...
ამგვარად, ქართველთა სისხლით და ოფლით გაჟღენთილი მიწა, რომლის დაცვასაც არაერთი თაობა შეეწირა, კომუნისტებმა ორ კვირაზე ნაკლებ დროში უცერემონიოდ გაასხვისეს.

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

12651016_944954332254645_2586954449102671957 წელს, ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებულ ესეში "Pater Patriae"(ერის მამა) კონსტანტინე გამსახურდია წერდა:

"გველის სისინივით გაისმის დამწუხრებულ საქართველოში ზოგ-ზოგიერთთა ცინიკური განცხადება: "ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა"(ნოე ჟორდანიას განცხადება ილიას მკვლელობაზე), უარესად სისინებდნენ დანარჩენი ინსპირატორები იმ საზიზღარი კამპანიისა, რომლის მსხვერპლი გახდა დიდი ილია. იუდას ერთ რამეში მაინც ჰქონდა მუდამ ბედი, მას ყოველთვის ახსენებდნენ იესოს გვერდით. ასეთივე ბედი ეწიათ იმ ავაზაკებს, რომელნიც ქრისტესთან ერთად გააკრეს გოლგოთაზე აღმართულ ჯვრებზე, მაგრამ არცერთ მათგანს ასეთი ბედი არა რგებია, ქრისტეს გვერდით არავის დაუმარხავს ისინი"

კონსტანტინე გამსახურდია აქ გულისხმობდა ფილიპე მახარაძის საფლავს მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან ახლოს. ამ სიტყვების გამო, რომელიც ჟურნალ "მნათობში" გაიპარა, ჟურნალის მთელი ტირაჟი გაანადგურეს.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის დროს, 1987 წელს ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს.

 

 

ესეც ლოგიკურა

 
 
 
 
 

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4337 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რა მისწერა თემურ ლენგს გიორგი VII-მ ?
 
cover_221768_9079.jpg
 
   იცოდეთ საქართველოს ისტორია.
   
     ქართველებმა ბაგრატ V დიდისა და მისი ვაჟის, უფლისწულ გიორგის ხელმძღვანელობით, გაჟუჟეს თემურ ლენგის 12 000 გამაჰმადიანებული მონღოლი. ეს რომ თემურ ლენგმა გაიგო, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა – ასეთი რამ მისთვის არავის უკადრებია, არავის გაუბედავს, თუ არ ჩავთვლით ჩინგიზ ყაენის შთამომავალს, ყაენ თოხთამიშს, რომელიც ლანგ-თემურის დახმარებით ავიდა ოქროს ურდოს ტახტზე და მერე მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მთელი ზამთარი საქართველოში გამოსამგზავრებლად ჯარის მომზადებასა და ნერვიულობაში გაატარა თემურ ლენგმა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა გაცოფებული, მუდამ იმის წარმოდგენაში იყო, როგორ შეიპყრობდა ბაგრატ ქართველს და რას დამართებდა. 1387 წლის გაზაფხულზე, მარტში, გამძვინვარებული თემურ ლენგი აურაცხელი ჯარით დაიძრა საქართველოსკენ, მოუახლოვდა ჩვენს სამშობლოს, გაჩერდა ბარდავში, დატოვა მძიმე ბარგი და გზა განაგრძო. მოადგა მდინარე მტკვარს, ნავებით ხიდი გაადებინა ზედ და გადმოლახა. იმ დროისათვის ტექნოლოგიურად ძალიან დაწინაურებული შეიარაღება ჰქონდა გათურქებულ მონღოლს: ნავები, კედლის სანგრევი დანადგარები, ასაწყობი ლოდსატყორცნები, მოძრავი საალყე კოშკები… ბევრი ინჟინერიც ჰყავდა არმიაში. მუდამ ჯარის წვრთნაში იყო და სარდლობის დიდი ნიჭიც ჰქონდა. შირვანშა ეახლა ქართველების წინააღმდეგ ომში დასახმარებლად – შიშით, რა თქმა უნდა. გაზაფხულის პირი იყო, ძალიან ციოდა, წვიმანარევი თოვლი მოდიოდა. ბაგრატ მეფეც გამალებული ემზადებოდა მტრის დასახვედრად: რაც კი საომარი რესურსი ჰქონდა, ყველა გამოიყენა, ყველა დარაზმა, თუმცა, იცოდა, თემურ ლენგი განსაკუთრებით მოემზადებოდა მისი გამამწარებელი ქართველების დასასჯელად და უზარმაზარ არმიას მოუყრიდა თავს.
%D0%B7%D0%B0%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B6%D0%
       ბაგრატი გამოცდილი და ნიჭიერი სარდალი ყოფილა, როგორც ამას წერდნენ ტრაპიზონელი და სომეხი ისტორიკოსები. იგი თავისი წინაპრების მსგავსად განაგებდა სრულიად საქართველოს, სომხური მიწების ნაწილს და მისი გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მოუახლოვდა ჩვენს სატახტოს დაუმარცხებელი თემურ ლენგი. დახვდა მეფე ბაგრატი და დაეტაკნენ ერთმანეთს არმიები. ურიცხვი ადამიანი დაიხოცა სასტიკ ბრძოლაში. თათრები ორმაგად მეტნი დახოცილან, რადგან გამწარებული ქართველები სამშობლოსა და ოჯახებისთვის იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ. ბოლოს ჯარის სიმრავლემ თავისი გაიტანა – დამარცხდნენ ჩვენი წინაპრები და გაეცალნენ მტერს. ყოველი შემთხვევისათვის, მეფეს წინასწარ გახიზნული ჰყავდა ხალხი კავკასიის მთებსა და ციხ-სიმაგრეებში. ლანგ-თემურის ჯარებმა მოაოხრეს საქართველო, დაწვეს ეკლესიები, სოფლები, მაგრამ ხალხი ბევრი ვერ ნახეს, რადგან გახიზნულები იყვნენ მთებში. ამის შემდეგ ყარაბაღისკენ გაემგზავრა თემურ ლენგი. 1393 წელს გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე, ბაგრატ V. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი – გიორგი VII და გაავრცელა თავისი ხელისუფლება ამიერ და იმიერ საქართველოზე. ეს რომ შეიტყო თემურ ლენგმა, ძალიან გაბრაზდა. ჩინგიზიდების სიძეს სურდა, ქართველები მას შეჰკითხოდნენ მეფის დამტკიცებას. მამის მსგავსად, გიორგი მეფეც არ შეეპუა სასტიკ დამპყრობელს, თემურ ლენგის მტრებს ეხმარებოდა კიდეც. გამწარებული იყო სასტიკი დამპყრობელი, რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. მისი უამრავი მეომარი ჩააწვინეს ქართულ მიწაში ჩვენმა წინაპრებმა. ყოველი ციხის აღება დიდი მსხვეპლის ფასად უჯდებოდა ლენგ-თემურს. გამწარებულმა ვენახები გაჩეხა, ტაძრები დაანგრია და დაბები გააპარტახა, თუმცა ქრისტეს სჯული მაინც ვერ გადაავიწყა ქართველთა ჯიუტ მოდგმას. ვერ მოიოხა გული და დიდძალი ჯარი გამოგზავნა საქართველოსკენ თავისი სარდლის, ყარალათის მეთაურობით, თუმცა, თვითონ მაინც ვერ მოისვენა და უკან გამოჰყვა ყარალათს. დიდი ჯამაგირი გადაუხადა ჯარისკაცებს, უფრო მეტსაც შეჰპირდა, რათა მხნე და გაუტეხელი ქართველების წინააღმდეგ გულიანად ებრძოლათ.
    ყარაბაღში დაბანაკდა ურჯულო კოჭლი. აივსო ყარაბაღი მაჰმადიანთა არმიით. წერილი გამოუგზავნა ქართველთა მეფეს გამაჰმადიანებულმა მონღოლმა თემურმა: „მე ვარ შენი მეფე, მოდი ჩემთან და შემომირიგდი. დიდ პატივს მოგაგებ და მოგცემ უამრავ საჩუქარს. თუ არ დამემორჩილები, ვუბრძანებ ჩემს ლაშქარს და ძირფესვიანად მოვაოხრებ შენს ქვეყანას!“ მოვიდა თემურ ლენგის ელჩი საქართველოს ხელმწიფის წინაშე, წაიკითხა ქართველმა მეფემ წერილი და პასუხად მისწერა ლენგს: „ჩემი სამეფო ღირსება შენსაზე ნაკლები არ არის და არც შეგიძლია ჩემი ქვეყნის მოოხრება და, როგორც ნათქვამია, თუ არ აღასრულო შენი სიტყვები, იყო დიაცი და არა კაცი!“ წავიდა ლენგ-თემურის ელჩი თავის ბატონთან და გადასცა წერილი, იქვე მოახსენა თავისი დაკვირვება საქართველოს მეფეზე – მტკიცე პიროვნებაა, ძლიერი ჯარი ჰყავს და კარგად მომზადებულიაო. გაცოფდა კოჭლი დამპყრობელი და წამოვიდა საქართველოსკენ ურიცხვი ლაშქრით. გიორგი მეშვიდემაც დაძრა სრულიად საქართველოს ჯარი მის შესახვედრად. მოუმხრია კავკასიონის გადაღმელი მთიელებიც. ბუნებრივი პირობების გამოყენებაც სცადეს ქართველებმა ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. ბრძოლის დღეს ცუდი ამინდი იყო, ძლიერი ქარი ქროდა და პირში აყრიდა მტვერს ლანგ-თემურის ლაშქარს. მიეტევნენ ქართველები, როგორც ცეცხლი თივას. უამრავი ჯარისკაცი დაუხოცეს თემურ ლენგს. ამბობენ, ასეთი მარცხი და ზიანი არსდროს შემთხვევია მსოფლიოს დამპყრობელს, ამიტომ შეძრწუნდაო კოჭლი მაჰმადიანი მონღოლი. მაგრამ, იმდენად ბევრნი იყვნენ მტრები, უკან დაძვრაც კი უჭირდათ. სულ ახალ-ახალ, დასვენებულ ძალებს რთავდა ბრძოლაში თემურ ლენგი. ბოლოს თვითონ მიმართა სათადარიგო ნაწილებს და პირადად მოუწოდებდა ბრძოლისკენ. ვეღარ გაუძლეს დაღლილმა ქართველებმა დასვენებული რეზერვის შემოსვლას ბრძოლაში და უკან დაიხიეს, გაეცალნენ ბრძოლის ველს, მიმართეს მთებსა და სიმაგრეებს. თემურ ლენგი მოადგა ტფილისის ციხეს. ციხე კი იყო კარგად გამაგრებული და გარნიზონიც იდგა მასში, მაგრამ, როგორც ვთქვით, იმ დროისათვის თემურ ლენგს საუკეთესო ტექნოლოგები ჰქონდა: ლოდსატყორცნები, კედლის სანგრევები, ასაწყობი მოძრავი კოშკები, თანაც, რკინის ფურცლებით აჭედილი, რომ ცეცხლი არ წაჰკიდებოდათ ციხის დამცველებს ცეცხლმოკიდებული ისრებით… ვერ გაუძლო ტფილისის ციხემ და დაეცა.
       ძნელად, მაგრამ, ტფილისის გარშემო სხვა ციხეებიც დაიკავა გათურქებულმა მონღოლმა და გარნიზონებად ჩააყენა ხორასნელები. თვითონ კი აიყარა და მუხრანთან დაბანაკდა. სადაც ნახეს ეკლესია ან რამე შენობა, ყველა დააქციეს და მოაოხრეს არემარე. ზოგიერთი ქართველი დიდებულიც ეახლა და დამორჩილდა დამპყრობელს. მიადგა თემურის ჯარი ქართლში მთავარ ჯანიბეგის საგამგებლოს და დაიწყო მოოხრება. ვეღარ დაუდგა ჯანიბეგი, ისიც ეახლა მტერს და დაემორჩილა. აღმოსავლეთ საქართველო თითქმის მთლიანად მოაოხრა ლენგ-თემურმა – უნდოდა, მეფე გიორგი შეეპყრო, მაგრამ, ვერ მოახერხა. ჯანიბეგის მისვლიდან მალე აიყარა თემური და იქ დაბრუნდა, სადაც ბარგი ჰქონდა დატოვებული, მაგრამ, უცებ წამოუარა სიბრაზის შემოტევამ და კვლავ გამოგზავნა საქართველოსკენ, ერთი მიმართულებით, თავისი სარდალი ხოჯა შიხალი დიდი ჯარით, მეორე მხარეს კი გამოუშვა სხვა სარდალი – ამირჯანშა ასევე მრავალრიცხოვანი ლაშქრით და დაავალა მათ, დაესაჯათ ყველა ურჩი. თან შეჰპირდა: ვინც მეფე გიორგის შეიპყრობს და მომგვრის, დიდ წყალობას მივანიჭებ და ურიცხვ საბოძვარს მივცემო. წამოვიდნენ ლენგის სარდლები და მოაოხრეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ, ისევ დიდი მსხვერპლის ფასად. მეფე გიორგი და ქართველი მეომრები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს თითოეული ციხის აღებისას. ისევ ვერ ჩაიგდეს ხელში ჩვენი მეფე. ბევრი შეიპყრეს ხელმწიფის ყმები – ქართველი დიდებულები, მაგრამ ვერ გაიგეს, სად იყო გიორგი VII. მთებში ასვლა სცადეს მაჰმადიანებმა, მაგრამ ისეთი ზარალი ნახეს ხეობებში გამაგრებული ქართველებისგან, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. დამწუხრდა თემურ ლენგი, აიყარა და ყარაბაღში გადავიდა.
 
მარიამ მახნიაშვილი
 
 

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩვენნაირად უ%ქვამს . თანამედროვეობის ენაზე , "არ მომსვლელისო..."



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5391 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ღირსეულადაც დახვედრია და საკადრისი პასუხიც გაუცია 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სომხების როლი ქართული სახელმწიფოს დაცემის საქმეში
9ad52088b77da95cc36abac6f7d5abfe.jpg

ვაჟა შუბითიძე, for.ge


ქართული სახელმწიფოს დაცემის საქმეში 1801 წელს სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხების ღალატმა.


 


ნოე ჟორდანია თავის ნაშრომში “მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება” (1895წ) საქართველოს დაცემის მიზეზებს შორის (ეკონომიკური განუვითარებლობა, დაქსაქსულობა და ა.შ) ასახელებს სომეხთა უმადურ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და გარკვეულ ისტორიულ ანალიზსაც აკეთებს: “სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, - წერს იგი, სომხები გაიბნენ სხვადასხვა ქვეყნებში. აქ სიახლოვეს ერთადერთი საქრისტიანო იყო ფეხზე-საქართველო და თავშესაფარიც აქ ეძებეს. საქართველოში ისინი დახმარებას, პატივს და მფარველობას ღებულობდნენ. 

სომხების პირდაპირ ინტერესს შეადგენდა ძლიერი საქართველო. ამისათვის სომხები სახელმწიფო საქმეებში მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ და ნდობა და პატივიც დაიმსახურეს. ამასთან სომხები, როგორც ვაჭარნი და ფულიანნი, საჭირონი იყვნენ მთავრობისათვის. ხაზინით სარგებლობა ამას მოითხოვდა. ამრიგად, სომხების ეროვნული და აღებმიცემობითი სარგებლობა ამას მოითხოვდა საქართველოს გაფართოებას და გაღონიერებას, მაგრამ როცა დაუძლურება და სიძაბუნე შეეპარებოდა, მაშინ კი სხვაგან უნდა ეძიათ მფარველობა... ასეთმა შემთხვევამაც არ დააგვიანა - ჩვენ გვერდზე ამოიჭიმა რუსეთის სახელმწიფო. სანამ მისი საზღვრები ჩვენგან შორს იყო, მანამ სომხებიც ძალაუნებურად საქართველოთი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ, როგორც კი საზღვრებმა მოიწია, მოგვიახლოვდა, მისვლა-მოსვლა ცოტაოდენ გაადვილდა, მაშინ სომხებს საშუალება მიეცა თავის თავისთვისაც უფრო რიგიანათ ეზრუნათ. და, აი, საქართველოს დაცემის ისტორიაში ისინი შესამჩნევ როლს თამაშობენ...

სომხებმა ქართული მთავრობის შემწეობით საქართველოში ქონება შეიძინეს და ბოლოს ამავე მთავრობის დასაცემად კაცებს იქრთამავდნენ. სანამ საქართველოს თვით-არსებობა მათთვის სასარგებლო იყო, ისინიც მხარს უჭერდნენ, როცა ეს მათთვის სასარგებლო აღარ იყო, ორმო ამოუთხარეს: ასეთია გზანი ისტორიისა! ყველა ერი თავის ინტერესს იცავს და ვაი იმ ერს, რომელსაც თავისი ინტერესები ვერ შეუგნია” (ეს დასკვნა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ - ვ.შ.) 

XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან თვალშისაცემია რუს-სომეხთა ერთობლივი ქმედებანი საქართველოს დასუსტების და ერეკლე მეორის ავტორიტეტის და გავლენის დაცემის მიზნით. რუსეთი და ეკატერინე მეორე ყველანაირად ცდილობდნენ ქართლ-კახეთის გადაქცევას მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძირგამომთხრელ საქმიანობას თითქმის ღიად აწარმოებდნენ. 

ამ საქმეში მათი უმთავრესი დასაყრდენები იყვნენ მოღალატე ქართველები და განსაკუთრებით სომხები - ვაჭრები და საეკლესიო პირები. სწორედ მათ უბიძგეს ირანის შაჰს აღა-მაჰმად ხანს საქართველოს დაქცევისაკენ.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის მომენტში აქ აღარ იყო რუსული სამხედრო ძალა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ვალდებული იყო საქართველო დაეცვა. 1795 წლის მაისში აღა-მაჰმად ხანმა ელჩი გამოუგზავნა ერეკლეს და აცნობა, რომ ყარაბახის ურჩი ხანის იბრეიმის დასასჯელად მივდივარ და შენი ერთ-ერთი შვილის სარდლობით დაუყონებლივ ჯარი მომაშველეო.

ერეკლემ კარგად ვერ გათვალა შაჰის გეგმა და პირიქით მოიქცა – იბრეიმ-ხანს დასახმარებლად ჯარი გაუგზავნა აგვისტოს შუა რიცხვებში ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით (სომეხთა დახმარების მაგივრად მას, ჯობდა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეზრუნა).

რას აკეთებდნენ ამ დროს სომხები საქართველოში?

სიმონ ქვარიანი წერს, რომ სომხები ამ დროს აწარმოებდნენ ორჭოფა პოლიტიკას, ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც უნთებდნენ სანთელს და ეშმაკსაც, ე.ი რუსებსაც უშლიდნენ გულს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ, აღა-მაჰმად ხანსაც უგზავნიდნენ ფულსა და ფეშქაშებს, მოუძღოდნენ წინ ქართ-კახეთის დასაპყრობად (ს. ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია, თფ; 1919, გვ112)

ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ სომხეთში შესულ აღა-მაჰმად ხანს სომხებმა დიდი ქრთამები მისცეს და საქართველოში გადმოიპატიჟეს. ესენი იყვნენ განჯელი ჯავად-ხანი და კარაბერდის მელიქი მეჯნუმი. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ “სომეხთა კათალიკოსმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1795 წელს მომავალს სპარსეთის შაჰს აღა-მაჰმად ხანს, ალბათ შიშით, “სამხედრო ხარჯების დასაფარავად” 100 ათასი მანეთი მისცა (ივ.ჯავახიშვილი საქართველოს საზღვრები, 1919, გვ 38)

ლუკას ამ საქციელში შიშთან ერთად სომხური ეშმაკობა და ვერაგობაც იყო ჩადებული (მას რვა გირვანქა ოქროც მიუცია შაჰისთვის - ლ.სანიკიძე). აღა-მაჰმად ხანს საქართველოში მეგზურად მოუძღოდა სომეხი იაკობ ბებუთოვი.

მცირერიცხოვანმა ქართველებმა შეძლეს შაჰის შეტევათა მოგერიება. იგი უკვე უკან წასვლას აპირებდა, რომ თბილისში მყოფმა მოღალატე სომხებმა არტემ არარატელმა და იოსებ ბებუთოვმა პატიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი ციხიდან გააპარეს. სამივემ ამცნო შაჰს, რომ ქართველებს ძალზე მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავთ და საჭიროა დაუყოვნებლივ მათზე გალაშქრება. აღა-მაჰმად ხანმა უცბად ისარგებლა ამ საჩუქრით და თბილისში ჯოჯოხეთი დაატრიალა. შაჰმა დაახოცინა ათასობით ქართველი, დაანგრევინა 20 ეკლესია, სახლები, შენობები, გაძარცვეს დედაქალაქი. ნიშანდობლივია, რომ სპარსელებმა არ დაანგრიეს სომხური ეკლესიები და სომხებს არც ერჩოდნენ - ასე გადაუხადეს მადლობა ქართველთა ღალატისათვის.

გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის მოიმედეობა ძვირად დაუჯდა საქართველოს და ერეკლეს. ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აიშალა მთელი მუსლიმანური გარემოცვა, ლეკები. ოფიციალური მონაცემებით 1783 წლიდან 1801 წლამდე ქართლ-კახეთის მოსახლეობა თითქმის განახევრდა. მოსე ჯანაშვილის თქმით “ერეკლეს ყველა მოლოდინი სინამდვილეში ჩაიშალა: 

„მართლმადიდებლობა ურწმუნოებამდე დავარდა, თბილისი ათენად ვერ იქცა, ქართული სული განქარვების საზღვრამდე მივიდა, ქართული ტკბილი და სიყვარულის ენა შეიბღალა და სხავასხვა უმსგავს ნართაულებით სახსენებელი შეიქმნა, ქართული კანონები და ფული მოისპო, საქართველო აღდგენის მაგიერ ეღირსა მის უკეთესი ნაწილებად გაყიდვას და მკვიდრ ქართველთა გადასახლებას და უცხოთა ჩამოსახლებას, ქართველი ხალხის თავისუფალ განვითარებას მიაყოლეს მისი გადაგვარების მანქანები“ (გეგონება დღევანდელობაზე სწერსო - ვ.შ; მ. ჯანაშვილი, ერეკლე მეფე, გაზ. “საქართველო” 17.X.1919).

ყველაზე ამაზრზენი მაინც იყო ის, რასაც წერდა ერეკლე მეორის გაქართველებული სომეხი მოხელე შიოშ თუმანიშვილი (თუმანიანი) თავის ძმებს სულხანს და მანუჩარს აღა-მაჰმად-ხანის წასვლიდან რამდენიმე დღეში: “ბატონი (ერეკლეზეა საუბარი ვ.შ.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვერ დავაღწიეთ, თან ვიახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები, დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთს მიშკარბაშს და ქალუას მივაბარე...… თქვენ რომ მობრძანდებით, მე კი წამოვალ. თუ იშოვნოთ ცოტა თეთრი წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგების ცოტათი ბევრი ვიშოვოთ” (გულაბერ კლარჯი, სომხების შემოსევები საქართველოში, გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”, აგვისტო, 2003). 

აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ სომხები ძარცვავდნენ და იკლებდნენ გაქცეული ქართველების სახლ-კარს (პ. კარბელაშვილი სომხები საქართველოში (ისტორიული საბუთები), გაზ “სამშობლო” 1916 წლის 11-13, 16-18 აგვისტოს ნომრები).

აღა–მაჰმად ხანის მიერ დარბეულ ქართლ-კახეთს თავი “დროებით” შეაფარეს ყარაბაღიდან ლტოლვილმა სომხებმა, თუმცა შემდეგ ისინი არათუ უკან დაბრუნდნენ, არამედ სხვა ყარაბაღელი სომხებიც თავიანთ მელიქებიანად გამოიქცნენ საქართველოსა და განჯაში (პ. გუგუშვილი, საქართველოს და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XXს.ს ტ I, თბ; 1949, გვ79).

ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა მელიქ აბოვმა, მელიქ ჯიმშიდიმ და მელიქ ფრიდონმა თავიათ ქვეშევრდომებიანად თავი შეაფარეს საქართველოს. მელიქ აბოვმა ერეკლე მეორისგან მიიღო მნიშვნელოვანი პრივილეგიები და დასახლდა მეფისაგან ნაბოძებ ბოლნის - დმანისთან, სადაც ჩამოიყვანა 700-ზე მეტი ყარაბაღელი კომლი სომეხი. ეს მელიქები ფაქტობრივად საქართველოს თავადებად იქცნენ. მათი უფლებრივი მდგომარეობა ამ დროს ერევნის სახანოში არსებული მელიქების უფლებაზე გაცილებით დიდი იყო.

მელიქ აბოვი ხშირად ადგენდა რაზმებს, თავს ესხმოდა ჯავახეთს, მოჰქონდა იქიდან ნადავლი და მოჰყავდა ხალხი, რომელსაც ასახლებდა თავის სათავადოში, და როგორც პროფესორი შოთა ლომსაძე წერდა, შესაძლებელია გრიგონიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა ისინი. სომეხ მელიქთა და მდიდარ ვაჭართა ლოლიავს ერეკლემ ქვემო ქართლი კინაღამ გადააყოლა (შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ.; ”მეცნიერება”, 1975. გვ 344)

სომეხი ტერტერები მოხერხებულად სარგებლობდნენ იმით, რომ ერეკლე მეორე ძალიან დაუდევრად ექცეოდა სარწმუნოებრივ საკითხს. ეჩმიაძინის მესვეურების წაქეზებით სომხები ყიდულობდნენ ოსმალეთსა და სპარსეთში გატაცებულ ტყვე ქართველებს, ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მოაქცევდნენ. სომეხი ქართველ ქალს თუ ითხოვდა, მას აუცილებლად გაასომხებდა ეკლესიურად. ქართველი კაცი სომეხ ქალს თუ შეირთავდა, იგი პირობას ჩამოართმევდა საქმროს, რომ ზოგი შვილი სომხურ რჯულზე მოენათლა. აკაკი წერეთლის გადმოცემით ერეკლე მეორეს ამალაში ჰყოლია იმერელი შანშე მეგრელიძე, რომელიც ძალიან ჰყვარებია ვაჟკაცობისათვის. ერთხელ უკითხავს მეფეს-მოწყენილი რათა ხარო!

- ქალი მიყვარს! - მიუგო დარცხვენით
- მერე რატომ არ შეირთავ?
- ქალი არ შვრება!
- როგორ? რა დაგიწუნა, რომ არ უყვარხარ, თვალტანადობა თუ ვაჟკაცობა?
- არც ერთი შენი ჭირიმე! მაგრამ სომხის ქალია და ჩემს სჯულს ერიდება.
- მეტი არაფერი? არ იცი, რომ ისინი ქრისტიანები არიან? თუ ის არ გადმოდის, შენ გადადი იმათ წესზე და დაიწერე ჯვარიო”. მეფის ბრძანება ასრულდა და მათი ნაშიერები სომხებად დაეწერნენ (ა. წერეთელი, ჩემი აღსარება გაზეთი “თემი”, ¹8, 1911წ)

იმავდროულად რუსული აგენტურიდან ჩაგონებულმა სომეხმა მელიქებმა ჯიმშიდმა და ფრიდონმა ქართლ-კახეთის მეფეს გვერდის ავლით ყარაბაღელი მელიქების სახელით საიდუმლო არზა გააგზავნეს პეტერბურგში. უმადური და ბითური სომეხი მელიქები რუსთა იმპერატორს პავლე I-ს სთხოვდნენ გუგარქში (გოგარენე) დასახლებას. ისინი აცნობებდნენ იმპერატორს ამ ადგილის ბუნებრივი სიმდიდრეების თაობაზე და მოითხოვდნენ ამ ადგილებში თურქეთიდან სომხების ჩამოსახლებას.

მელიქები კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსთა ხელისუფლებისაგან, რომ ისინი მიეღო თავიანთ ქვეშევრდომებად და დაესახლებინა საქართველოში ან რუსეთში.

სომეხ მელიქთა უმადურობით აღშფოთებული ივანე ჯავახიშვილი წერდა: ”უეჭველია, ეს უკვე სრულებით შეუწყნარებელი საქციელი იყო - საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელი განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდნენ, მადლობის მაგიერ კი - საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის ცდილობდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენში მიწა - წყლის მიღება სურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გაბატონებას უწყობდა ხელს” (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები, გვ. 38)

რუსეთმა, ცხადია, სომეხი მელიქები თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო დ მორიგი ნაბიჯებიც გადადგა: პავლე პირველმა გეორგიევკის ტრაქტატის ქართლ-კახეთის “მფარელობისა” და შინაგან საქმეებში “ჩაურევლობის” საფუძველძე გიორგი XII-ს “სთხოვა”, რომ სომეხი მელიქებისათვის გამოეყო მამულები ხელსაყრელ პირობებში. ამის წყალობით სომხებმა და რუსეთის მთავრობამ თავიანთ საწადელს მიაღწიეს. სომხებმა მიწები მიიღეს, რუსებმა კი იდუმალი ქვეშევრდომები და თავიანთი გაბატონების უერთგულესი წინამავალი რაზმი გაიჩინეს (ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ; გვ. 39)

ასე არიგებდნენ რუსები ქართულ მიწებს ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის დაპყრობამდე. რუსებმა თავიანთ ელჩს გიორგი XII-ის კარზე პ. კოვალენსკის მითითება მისცეს, რომ “სასურველია სომეხთა თემები იმყოფებოდნენ საქართველოსაგან მხოლოდ ვასალურ დამოკიდებულებაში და მეფეს უხდიდნენ ხარკს და ეხმარებოდნენ ქვეყნის დაცვის საქმეში”.

მელიქ აბოვმა პ. კოვალენსკის მფარველობის შედეგად “თავის ქვეშევრდომთა რიცხვს” (400 კომლი) კიდევ დაუმატა 300 სომხური ოჯახი. ცარიზმის დიპლომატია ვარაუდობდა, რომ ამ სომხების გამოყენება შეიძლებოდა აქ პოლიტიკური გართულებების დროს (შ. თეთვაძე, ო თეთვაძე, სომხები საქართველოში. თბ; 1998, გვ. 53). სომხების საქართველოში გამრავლების მიზნით რუსები კოვალენსკის ავალებდნენ, საქართველოს მეფეს აგრძნობინოს ის, თუ რამდენად სასარგებლო იქნება “ქრისტიანული თემების დამკვიდრება საქართველოს ტერიტორიაზე მაჰმადიანთა საზღვრების გასამაგრებლად”.

ფაქტია, რომ ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ქართლ-კახეთის ანექსიისათვის და ქმნიდა დასაყრდენს თავისი მიზნების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად ამისთვის ისინი მიიჩნევდნენ ქართლ-კახეთში სომეხთა ჩამოსახლებას და სომეხ ვაჭარ-ხელოსანთა გაძლიერებისას.

ისტორიული წყაროები გვაჩვენებენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთებასა და ბაგრატიონთა ტახტის გაუქმებაში დიდ დაინტერესებას იჩენდნენ პეტერბურგისა (ოვანეს ლაზარიანი ანუ ივანე ლაზარევი) და საქართველოს სომეხი დიდვაჭრები და სასულიერო პირები (იოსებ არღუთინსკი-არღუთიანი-არღუთაშვილი). ისინი რუსეთის აშკარა აგენტებად იქცნენ და შექმნეს კიდეც სომხური სამეფოს აღდგენის პროექტი რუსეთის დახმარებით 1780-იან წლებში. ივანე ლაზარევ - იოსებ არღუთინსკის გეგმით სომხურ სამეფოს სათავეში უნდა ჩადგომოდა რომელიმე სომეხი წარჩინებული. თუ რუსები ამის წინააღმდეგ წავიდოდნენ, მაშინ სომეხთა მეფე უნდა ყოფილიყო თავადი პოტიომკინი!

სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ ხომ “მთელი მოძრაობა შექმნა ძველი, დაკარგული “არმენიის” ნაწილობრივ მაინც საქართველოში გადმოსატანად. მას, რა თქმა უნდა, წინ საქართველოს სამეფოს არსებობა ეღობებოდა და სომხების კათალიკოსმაც აქეთკენ მიიტანა იერიში. საფიქრებელია, რომ საქართველოს საოკუპაციო გამოგზავნილი რუსული ჯარის მეთაურად სომეხ გენერალ ლაზარევის (შულავრელი სომეხი წარმოშობით - ვ.შ.) დანიშვნა სწორედ ამ არღუთინსკის, ან მისი გარემოცვის საქმე იყო” (თამარ და აკაკი პაპავა. მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი, ბუენოს აირესი. 1956, გვ.86)

მღვდელმა პ. კარბელაშვილმა 1916 წლის აგვისტოში გაზეთ “სამშობლოს” ფურცლებზე გამოაქვეყნა სტატიათა ციკლი “სომხები საქართველოში” (ისტორიული საბუთები), სადაც ამხელს სომეხთა უზნეობას, ვერაგობას და ღალატს საქართველოს მიმართ. იგი წერს, რომ სომხების პატრიარქი იოსებ არღუთინსკი, თბილისის სომხობა ნატრობდნენ სომხეთის სამეფოს აღდგენას და ამიტომ ერეკლე II-ის გაძლიერება არ ეპიტნავებოდათ. პირიქით, ხელს უმართავდნენ რუსეთის გავლენის გაძლიერებას და საქართველოს დაუძლურებას. ვინ ჩამოაცილა კრწანისის ომის წინ ერეკლეს ყარაბაღელი სომხობა? სვამს კითხვას პ. კარბელაშვილი და მიუთითებს, რომ ეს გააკეთეს თბილისელმა სომხებმა, რომ მათი დახმარებით ერეკლე II არ გაძლიერებულიყო ( “სამშობლო” 1916, 11-18, VIII.)

ამასვე ადასტურებენ თბილისელი სომეხი მონაზვნები თაგუჰი მირიმანიანი და გაიანე ხოჯა-ბეჰბუდიანი 1795წ. ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, სადაც ნათქვამია: “ქართველები ჩაებნენ ბრძოლაში მის (აღა-მაჰმად-ხანის - ვ.შ.) წინააღმდეგ, მაგრამ მცირე ჯარით (უფრო მეტად იმის გამო, რომ ქართველთა და სომეხთა შორის განხეთქილება არსებობდა) – მეფემ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა სპარსთა ჯარს” (გულაბერ კლარჯი, დასახ. ნაშრ.)

საქართველოს სამეფოს დაცემის მოახლოებაში პეტერბურგისა და მოსკოვის სომხური კოლონიის აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს მთავარმართებელ გენერალ კნორინგის, სომეხი გენერლის ლაზარევისა და თბილისის სომეხ დიდვაჭართა გასაიდუმლოებული ურთიერთობანი (პეტერბურგი-მოსკოვი-მოზდოკი-თბილისი).

მაინც რით შეეძლოთ სომხებს დაეინტერესებინათ რუსები? ცხადია, პირველ რიგში დიდი ფულით და საჩუქრებით, რაზედაც მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდნენ და ახლაც ამჟღავნებენ რუსი მოხელეები; მეორეც, სომხები ეხმარებოდნენ რუსებს საქართველოს დასუსტებასა და დაპყრობაში. აბა სხვა სომხებს რა აქვთ ისეთი, რომ რუსებს ისინი მოწონებოდათ? (ამას “სომხური რადიოს” ანეგდოტიც ადასტურებს: ვინაა მსოფლიოში ყველაზე აუტანელი და ცუდი ხალხი? –ეკითხებიან სომეხს. სამაგიეროდ ჩვენ კონიაკი გვაქვს საუკეთესო – პასუხობს იგი). 

სომხების დაინტერესებას სამეფო ტახტიდან ბაგრატიონთა ჩამოცილების საქმეში ადასტურებს ისტორიკოსი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანიც. იგი მიანიშნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ სომხობას ორქივატერიის კაცები მოსდიოდათ და მოსდიოდათ საქართველოს დამხობისათვის. მათ ორქივატერისაგან მოსდიოდათ დიდძალი ფული, ყოველ ქალაქსა და დიდ სოფელში თავიანთი აგენტები ჰყავდათ, გულწრფელ ქართველებს ურჩევდნენ მას, რაც მათ სურდათ (ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი. მეფე ერეკლეს ცოტაცოტა ამბები, გვ. 52). 

ჯამბაკურ-ორბელიანმა გააკეთა ასეთი დასკვნა: “როგორც ბოლო დროს შევიტყვე და წვრილად მიამბეს, რაც საქართველოს მოუვიდა, სულ სომხებისაგან; სხვას ნურავის დავაბრალებთ, ისინი ჩვენი ხელით ნარს გლეჯდნენ, ჩვენ იმათი იარაღი ვიყავით” (იქვე).

თამარ და აკაკი პაპავებიც აღნიშნავენ, რომ პეტერბურგისა და საქართველოს დიდვაჭარ-კომერსანტ სომეხთა ამ წრემ კიდევ უფრო წააქეზა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში რუსეთის გენერლები და სომეხ ლაზარევს ამ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანა დააჩქარებინა. კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ, მას შემდეგ, რაც პეტრე I და ეკატერინე II-ის “დიდი სომხეთის” შექმნის პროექტები დასამარდა, ახალი გზის ძიება დაიწყო. ეს ახალი გზა იყო საქართველოს სამეფოს გაუქმების და მის ნანგრევებზე რუსული ღუბერნიების აღმოცენების, რის წიაღშიც სომხობას ახალი შესაძლებლობანი უნდა გახსნოდა. აქ მთავარი იყო სპარსეთ-ოსმალეთსა და ადერბეიჯანის სახანოებში გაბნეულ სომხობას საქართველოში ახალი თავშესაფარი მოეპოვებინა” (თ. პაპავა, აკ. პაპავა, დასახ. წიგნი, გვ. 87-88). 

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში განსაკუთრებით საძრახისი როლი შეასრულა სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ. სწორედ მისი თაოსნობით და მეთაურობით თბილისელმა სომხებმა სიონის ტაძარში ქართველთა იძულებით დაფიცებამდე ადრე თავისი ნებით, დიდი ზეიმით (74 მღვდლის, 8 არქიმანდრატის, მრავალი სომეხის თანდასწრებით) ვანქის საკრებულოში დიდი პარაკლისი გადაიხადეს ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობის აღსანიშნავად. (1)

რუსი სამხედრო ისტორიკოსი პოტტო პირდაპირ მიუთითებს, რომ “სომხების პატრიარქი იოსები ხალხს ვანქის გალავანში შემოსილი მიეგება. მან საცეცხლური უკმია იმპერატორის (პავლე I - ვ.შ.) სურათს, შემდეგ დაემხო მის წინაშე მიწაზე და ემთხვია, მერე სურათი თავზე დაიდო და ხმამაღლა წარმოთქვა: “იდღეგრძელოს უდიდესი და უავღუსტესი ჩვენი მეფე და მთელი მისი ხალხი”. რუსი ისტორიკოსი ნ. დუბროვინი წერს, რომ საზეიმო პარაკლისის გადახდის შემდეგ იოსებ არღუთინსკიმ ვანქის ტაძარში წარმოთქვა სიტყვა. იგი აცხადებდა: “რა სიხარულია აღბეჭდილი თქვენს სახეზე, კეთილშობილო ხალხო საქრისტიანოსაო, დღეო ჩვენი ხსნისაო, დღეო განცხრომისაო, დღეო, რომელსაც მივყავართ ჩვენ ნამდვილ ნეტარებისა ჩვენის კეთილდღეობის ბედისა, დღეო, რომელი ვერ შეეგნოთ წინაპართა ჩვენთა” (თამარ და აკაკი პაპავები, დასახ. ნაშრ. გვ. 81-83).

ეს ღვთის გარეგანი და ქრისტეს მიერ გლახაკი სომეხთა კათალიკოსი იოსება ამ საზეიმო პარაკლისის გადახდის შემდეგ, 1801 წლის 20 თებერვალს სასწრაფოდ ატყობინებდა კავკასიის მთავარმართებელ კნორინგს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში თავისი პირადი დამსახურების შესახებ.  

ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობის და ქართველ ბაგრატიონთა გასახლება - განადგურების საქმეში არანაკლები “დამსახურება” მიუძღვის რუსთა ჯარების სარდალს, სომეხ გენერალს ლაზარევს (ლაზარიანს). მან აიძულა ქართველი ბაგრატიონები, დასწრებოდნენ სომეხთა ამ ზეიმს საქართველოს სამეფოს გაუქმების შესახებ. იგი იყენებდა ყველაზე ბინძურ და ვერაგულ ხერხებს ამ პროცესის დასამთავრებლად, სამეფო ოჯახის წევრთა დასაპირისპირებლად. ზაქარია ჭიჭინაძე წერს, რომ “გენერალმა ლაზარევმა ნახა რა მეფე გიორგის შეწუხება და სიკვდილის მოახლოება, ამან მაშინ იხმარა დიდი გველობა და ქართველთ სამეფო ოაჯახის წევრთა ერთმანეთზე გადაკიდება, მტრობა, შური და ყოველისფერი საძაგლობის თესვა... ყოველივე ამ ბოროტების მიზეზნი იყვნენ რუსები და მათი ხელმძღვანელი ლაზარევი, გულიკოვი და ამათგან გაბრიყვებული ბატონიშვილები (ზ. ჭიჭინაძე, „პავლე იმპერატორმა როგორ ჩამოართვა გიორგი მეფეს საქართველო“. გვ. 20)

რუსეთის ხელისუფლების მითითებით და ადგილობრივ სომეხთ წარჩინებულთა წაქეზებით ლაზარევმა ბატონიშვილებს, დედოფლებს და საერთოდ სამეფო საგვარეულოს ყველა წარმომადგენელს ადგილ-მამულები ჩამოართვა. განსაკუთრებით უპატივცემულოდ მოექცა იგი საქართველოს უკანასკნელ დედოფალს, გიორგი XII-ის ქვრივს მარიამს, რომელსაც უკანასკნელი წისქვილიც კი არ დაუტოვეს. მას ჩამოართვეს თავისი სასახლე, რომელიც ხაზინამ კერძო პირს მიჰყიდა. ეს ძაღლთაპირი ლაზარევი ამასაც არ დასჯერდა და 1803 წელს მარიამ დედოფლის საწოლ ოთახში შეიჭრა და რუსეთში გადასახლების მიზნით მისი ძალით გამოყვანას შეეცადა. ამაყმა პატრიოტმა ქართველმა ქალმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო – ეს ბითური მოძალადე ხანჯლით განგმირა და იმქვეყნად გაისტუმრა. ასე უსახელოდ დაასრულა სიცოცხლე ამ არაკაცმა.

სომხებმა არა მარტო ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობას შეუწყო ხელი, არამედ ყველანაირად ეხმარებოდნენ რუსებს საქართველოში დამკვიდრებასა და ფეხის მოკიდებაში – ამისთვის ისინი არ ზოგავდნენ არა მარტო ქონებას, სიცოცხლესაც კი.

როდესაც ქართველებმა აჯანყებები დაიწყეს რუსული კოლონიალური და სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ, სომხური ეკლესია და ზედაფენები რუსებს ამოუდგნენ მხარში. მაგ: 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ერეკლეს ვაჟს ალექსანდრე ბატონიშვილს შეპყრობის მიზნით დაედევნენ სიღნაღელი სომხები. რუსებისათვის მძიმე დღეებში თბილისელმა სომეხმა ვაჭრებმა დიდი რაოდენობით ხორბალი ჩააბარეს რუსებს მუქთად ჯარის გამოსაკვებად. ასეთი ფაქტები მრავლად იყო და ამანაც განაპირობა ის, რომ კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევმა 1813 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს წერილი გაუგზავნა და მოითხოვა საქართველოში მცხოვრები სომხების დაჯილდოება კახეთის ამბოხების დროს რუსეთისადმი გაწეული სამსახურისა და ფაქტიურად ქართველთა ღალატისათვის: “ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, - წერდა იგი იმპერატორს, - გაცნობით, რომ სომხის ერი, რომელიც საქართველოს მკვიდრთა შესანიშნავ ნაწილს შეადგენს, ყელამდე სავსეა ერთგულ უქვეშევრდომილეს მადლობით იმ უმაღლეს მფარველობისა და ენით გამოუთქმელი სიუხვე-წყალობისათვის, რომელიც ევლინება თქვენს უდიდებულესობისაგან სომხობას... მთელ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ჩვენი ერთგული, მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამბოხებაში, არამედ სიცოცხლესაც და ქონებასაც არ ზოგავდნენ.... ჩვენ ჯარებთან ერთად იბრძოდნენ მაშფოთართა გასაწყვეტად... მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინასწარ იტყობდა, რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა. კახეთის სხვადასხვა კუთხეს გაბნეული, ერთმანეთს მოწყვეტილი ჯარი თუ რამეს იგებდა ერთმანეთისას, ეს სულ სომხების წყალობით, რომელნიც სიამოვნებით და ხალისით ასრულებდნენ ასეთ სახიფათო მინდობილებას და ხშირად სიცოცხლეს ესალმებოდნენ სამსახურის ერთგულების გამო” (ა. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, ტფ. 1907, გვ. 229)

ქართველთა დახოცვის, დაბეზღების ამაზრზენი საქციელისთვის და რუსებისადმი ერთგულებისათვის რტიშჩევი ითხოვდა “წყალობის გრამოტით” მათ დაჯილდოებას და იქვე მიანიშნებდა: “ასეთი წახალისება გააორკეცებს სომხების ერთგულებას და თავდადებას და თვით ქართველთა ტომის ხალხში დაჰბადებს ჯიბრსა და გამოიწვევს წაბაძვასო” (AKAK, მ.ვ.ც 222). 

ნებისმიერ თავმოყვარე ერისთვის ასეთი საქციელი იმ ქვეყანაში , რომელმაც ისინი სამადლოდ შეიფარა, სამარცხვინო და თავმოსაჭრელი რამ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სომხებისათვის, რომლებმაც ეს “წყალობის გრამოტა” არათუ მიიღეს, არამედ შეიფერეს და ამით ამაყობდნენ კიდეც. ასეთ ხალხს ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო! თუმცა, სომხებისაგან ეს გასაკვირი არც არის. აი, რას წერს სომეხი თოვმა მეწოფეცი თავის თანამემამულეებზე: “1431 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როგორც მორწმუნეთა ისე ურწმუნოთა შორის, ისე, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებს და ასულებს მიმართეს. საქმე იქამდეც კი მივიდა , რომ ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს... მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს” (თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლებისა, თბ. 1987, გვ. 62).

ეს ხალხი საკუთარ შვილებს არ ინდობდა და ჩვენ დაგვინდობდნენ!
შეიძლება დავასკვნათ, რომ სომხებმა უღირსი და ვერაგული როლი შეასრულეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაცემის საქმეში. რუსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად იცოდა სომეხთა ზნეობრივი მრწამსი და მოღალატური ბუნება, ისინი კარგად გამოიყენა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საქმეში.
რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები დიდვაჭრების და საეკლესიო პირების – კომერსანტ ივანე ლაზარევის, გენერალი ლაზარევის, კათალიკოსების ლუკას, იოსებ არღუთინსკის, დარჩია ბებუთაშვილის დახმარებით მათ შეძლეს რუსული ბატონობის დამყარება და განმტკიცება საქართველოში, ასევე ბაგრატიონთა ჩამოშორება ხელისუფლებიდან და მათი გასახლება რუსეთში. რუსებმა სათანადოდ დაუფასეს სომხებს ერთგულება და ქართველთა ღალატი და XIX საუკუნეში ოსმალეთიდან აყრილი ასი ათასობით სომეხი საქართველოს მიწა-წყალზე დაასახლეს და საქართველოს დემოგრაფიული ანექსიაც მოუწყეს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, სადაც მანამდე ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელი სომხები ცხოვრობდნენ.

მაშინ, როცა რუსებმა 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, სომხურ ეკლესიას ავტოკეფალია შეუნარჩუნეს, ისევე როგორც სომხური ენის სწავლება – სომხურ სკოლებში.


აი ასეთი უამრავი ფაქტების გამო არ უყვართ სომხები. (რაც სხვათაშორის სწყინთ სომხებს) . სამწხაროდ სომხობის ერთგულების ფაქტები ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ უცნობია. 


https://www.for.ge/v...id=10581&cat=12

 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40077 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

მიუხედავად მონღოლების დაუნდობლობისა და სისასტიკისა, ძალზე საინტერესო ფაქტია ის, რომ ისინი არასდროს არ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანობას და მეტიც მაშინ, როდესაც მთელს საქართველოს გაუგონარი სისასტიკის ხარკი ჰქონდა შეწერილი, სასულიერო პირები ყველანაირი მოვალეობისგან იყვნენ გათავისუფლებულნი, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენმა "ერთმორწმუნე ძმამ" რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო ჯერ 1811 წელს ავტოკეფალია გააუქმა, ხოლო შემდგომი წლების განმავლობაში ამას ასობით ეკლესიის დანგრევა მოჰყვა საქართველოში ...


(gigi kikvadze).13095889_995438717205563_721589704828413







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?