Jump to content

სურათი

სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება

სიბურჯღლე ჭრა დაჯგუფება ფინდიხის ნომერაცია საფანტი ვაზნის დამზადება

ამ თემას აქვს 33 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება




ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი?

ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000.

ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი:
№11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ.
გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ.


ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ
გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით.
განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც:
9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა)

საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი.
ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია.
რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%.
საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი.




სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება




ab4d3f09e80a.jpg


ლულის სიბურჯღლის განსაზღვრისთვის უნდა ავიღოთ 100X100სმ ზომის ქაღალდი და დავხაზოთ მასზე ორი წრე _ A 750მმ და B 250მმ დიამეტრისა (როგორც ნახაზზეა ნაჩვენები). შემდეგ ამ პირობით სამიზნეს ვაკრავთ მშრალი ფიჭვის ფიცარზე (რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ). სამიზნიდან 35 მეტრის მანძილიდან ვისვრით პირობით სამიზნეზე (გასათვალისწინებელია, რომ მართებული შედეგის მისაღწევად ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +15 გრადუსი, უნდა შეირჩეს უქარო და უნალექო ამინდი). შემდეგ ვითვლით დიდ წრეში მოხვედრილი საფანტის რაოდენობას და ვყოფთ ვაზნაში არსებული საფანტის რაოდენობაზე, ვამრავლებთ 100-ზე, რაც შესაბამისად _ შეადგენს ამ ლულის სიბურჯღლის მაჩვენებელს. მაგალითად, გასროლამდე ვაზნაში იყო 550 ცალი საფანტი, გასროლის შემდეგ დიდ წრეში მოთავსდა 250 ცალი, ამ შემთხვევაში ლულის სიბურჯღლე შეადგენს 250/550X100=45%-ს.
ასევე შეიძლება განისაზღვროს ლულის ჭრა, ანუ მოხვედრის სიმკვეთრე. იგი იზომება ჭრილობის სიღრმით (სწორედ აქ გამოდგება ზემონახსენები ფიცარი). თუ საფანტის მიერ ფიცარში გაკეთებულ ნახვრეტში (ჭრილობაში) თავსდება კიდევ ერთი იმავე ზომის საფანტი, მაშინ ჭრა დამაკმაყოფილებელია. თუ ორი მოთავსდა, მაშინ _ კარგი, ხოლო თუ ნახვრეტში თავსდება სამი ან მეტი საფანტის ბურთულა, მაშინ ჭრა საუკეთესოა.
განისაზღვრება საფანტის დაჯგუფებაც, ანუ ცენტრში კონცენტრაცია (ცდა ტარდება 7 ნომერი საფანტით). აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრება ფორმულით d =bX2,5\a, სადაც d დაჯგუფების მაჩვენებელია, b- პატარა წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა a_ დიდ წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა ;





ვაზნის დამზადება


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოზები გაანგარიშებულია სტანდარტული ორლულიანი თოფებისათვის და არა მაგნუმისათვის.

ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი საჭირო საფანტის წონისათვის არის თოფის წონა. აღსანიშნავია, რომ თოფი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონა არაა ზუსტი.
კონკრეტული თოფის ვაზნისათვის საფანტის დასაშვები წონის მაქსიმუმი 12 ყალიბში არის მისი წონის 1/ 96, 16 ყალიბში მისი წონის 1/100, 20 ყალიბში მისი წონის 1/112, 28 ყალიბში მისი წონის 1/136 და 32 ყალიბში მისი წონის 1/148. ამის შემდეგ ვირჩევთ ამ მეთოდით განსაზღვრული მასის ქვემოთ 4 პუნქტს. მაგ. 3 კგ-იანი 12 ყალიბის ორლულიანი თოფის ვაზნისათვის საფანტის ოპტიმალური წონა მოქცეულია 27-დან 31-მდე გრამში(3000გ/ 96= 31; შემდეგი 4 ქვედა წონაა 30, 29, 28 და 27).
ამის შემდეგ შეფარდებითი კოეფიციენტის გამოყენებით ვირჩევთ დენთის დასაშვებ ზღვრებს. შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს საფანტის მასის შეფარდებას დენთის მასასთან. აღნიშნული კოეფიციენტი მოცემულია ნებისმიერი დენთის ტექნიკურ პარამეტრებში. მაგ ,,სოკოლის” შეფარდებითი კოეფიციენტი 12 ყალიბისათვის არის 15-დან 16-მდე, 16 ყალიბისათვის 15,5-დან 17-მდე და 20 ყალიბისათვის 17-დან 19-მდე.
დენთი ,,რექსისათვის” შეფარდებითი კოეფიციენტი არის 12 ყალიბში 20-დან 20,7-მდე, 16 ყალიბში 20-დან 21,8-მდე და 20 ყალიბში 21-დან 24,2-მდე.


a34bf03e7484.jpg


დენთი ,,რექსი"

აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს:
12 ყალიბი
--------------
თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე.
თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე.
თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე.
თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე.
თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე.
თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე.
თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე.
თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე.

16 ყალიბი
------------
თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,24გ-მდე.
თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,2გ-დან 1,28გ-მდე.
თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,რექსი” 1,25გ-დან 1,33გ-მდე.
თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,38გ-მდე.
თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,42გ-მდე.
თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,47გ-მდე.

20 ყალიბი
---------------

თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,რექსი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე.
თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,რექსი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე.
თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,რექსი” 1,0გ-დან 1,05გ-მდე.
თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,რექსი” 1,05გ-დან 1,1გ-მდე.
თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,1გ-დან 1,15გ-მდე.
თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე.

არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ წონის მიხედვით მოცემულ მაქსიმალურ დოზებს!!!

ამის შემდეგ ვამზადებთ თოფის შესაბამისი წონის მიხედვით საკონტროლო ვაზნების 4 სერიას.
სულ მზადდება 20 ცალი ვაზნა. მაგ 3,3 კგ წონის 12 ყალიბის თოფის მისროლა უნდა გაკეთდეს 1,48გ დენთიანი 30, 31, 32, 33 და 34 გ საფანტით. შემდეგ 1,53გ-იანი(საფანტი მეორდება რათქმაუნდა), შემდეგ 1,6გ-იანი და ბოლოს 1,65გ-იანი ვაზნებით.

მისროლის შედეგების მიხედვით ვირჩევთ საუკეთესო დოზირებას.
ბოლოს ცოტას განვმარტავ: თუ მისროლისას ორმა სერიამ აჩვენა დაახლოებით ერთნაირი სიბურჯღლე და დაჯგუფება. მაშინ უმჯობესია არჩეულ იქნას ვაზნების ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ნაკლები შეფარდებითი კოეფიციენტი, რადგან ასეთ ვაზნას აქვს უფრო დიდი ჭრა.


დენთი ,,სოკოლი"

შეგახსენებთ,რომ ეს წესი მოქმედებს სტანდარტულ(სერიულ) ორლულიან თობებზე დენთისთვის ს ო კ ო ლ ი

1.საფანტის წონა= ლულების წონა/48
2.დენთის წონა= ლულების წონა/48X0.06
მაგალითად:თუ ლულა იწონის 1600 გრამს, მისი ვაზნისთვის საფანტის ოპტიმალური წონა=1600/ 48=33გ.
დენთის ოპტიმალური წონა=1600/48X0.06=2გ.
კიდევ ერთი შენიშვნა:
ჰაერის +10-ზე დაბალი ტემპერატურის დროს მსუბუქი თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-მდე)

დენთის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 5%-ით,ხოლო უფრო მძიმე თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-ზე მეტი) 10%-ით.

წყარო.monadire.g.გურულო

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგი ინფორმაციაა...ვინც სახლის პირობებში ტენის გილზებს...

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მართლა ძალიან სასარგებლი და საინტერესო ინფორმაცია. აწი უფრო დავხვეწავ ჩემს ვაზნებს 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეიხარე შენც და გურულომაც


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბადრი აბა  ეს თემა გადაიკითხე .....

 

 

 

 

საფანტის მარცვლების რაოდენობა სტანდარტულ(32გ), ,,მალიუტკა,,(40გ), მაგნუმის(50გ) და სუპერმაგნუმის(60გ) ვაზნაში:

ცალობა წერია იმავე რიგითობით
N 5/0 38ცალი, 48 ცალი, 60 ცალი, 72 ცალი;
N4/0 43 ცალი, 54 ცალი, 67 ცალი, 81 ცალი;
N3/0 50 ცალი, 62 ცალი, 77 ცალი, 93 ცალი;
N2/0 58 ცალი, 77 ცალი, 96 ცალი, 115 ცალი;
N0 67 ცალი, 84 ცალი, 105 ცალი, 126 ცალი;
N1 78 ცალი, 104 ცალი, 130 ცალი, 156 ცალი;
N2 94 ცალი, 125 ცალი, 156 ცალი,188 ცალი;
N3 115 ცალი, 153 ცალი, 191 ცალი, 230 ცალი;
N4 146 ცალი, 194 ცალი, 243 ცალი, 291 ცალი;
N5 184 ცალი, 245 ცალი, 306 ცალი, 368 ცალი;
N6 240 ცალი, 320 ცალი, 400 ცალი, 480 ცალი;
N7 314 ცალი, 418 ცალი, 523 ცალი, 627 ცალი;
N8 450 ცალი, 600 ცალი, 750 ცალი, 900 ცალი;
N9 603 ცალი, 804 ცალი, 1005 ცალი, 1206 ცალი;
N10 1015 ცალი, 1268 ცალი, 1585 ცალი, 1902 ცალი. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Охота и охотничье хозяйство N6, 1963წ. ავტორია გ. ნიკოლაევი.

 

ტრასერი გლუვლულიანი თოფისათვის


სტენდზე სროლის ტექნიკის დაუფლებისას იხარჯება დიდი რაოდენობით ვაზნა. სამიზნეზე წინსწრების დისტანციის სწორი შერჩევა მხოლოდ ხშირი ვარჯიშებით მიიღწევა. წინსწრება მსროლელის მიერ ავტომატიზმამდე უნდა იქნეს მიყვანილი, რასაც ართულებს ის გარემოება, რომ სპორცმენი ხედავს მხოლოდ მფრინავ თევშს(სამიზნეს) და ვერ აფიქსირებს იმას, თუ სად გაიარა საფანტის ჯგუფმა. აღნიშნული ხელს უშლის მსროლელს სწორად გააანალიზოს შეცდომები და აღმოფხვრას ისინი, გააკეთოს სათანადო დასკვნები. მხოლოდ დიდი ხნის ვარჯიშისა და შედეგიანი სროლების შემდეგ მსროლელი მხედველობითი მახსოვრობით აფიქსირებს თოფის მდებარეობას სამიზნის მიმართ და იწყებს მის სწორად მართვას.
თუკი მსროლელი დაინახავს სად გაიარა საფანტის ჯგუფმა სამიზნის მიმართ, ამ შემთხვევაში აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა საგრძნობლად ადვილდება. ადვილდება დამიზნებისა და წინსწრების კორექტირებაც, რაც შესაბამისად ამსუბუქებს მწვრთნელის შრომასაც.
სტატიის ავტორი გვთავაზობს(სტენდავიკებთან ერთად მონადირეებსაც) დავამზადოთ ტარასერი ვაზნები, რომლებიც ჩვეულებრივი ვაზნისაგან განსხვავდება იმით, რომ ტოვებს კვალს ჰაერში მოძრაობის მთელ დისტანციაზე.


a33153a9b8d2.jpg

1. მუყაოს საფენი(დენთის); 2. ქეჩის(ნაბდის) საფენები; 3. მუყაოს საფენი(საფანტის); 4. ტყვიის ცილინდრი; 5. დაპრესილი შავი დენთი(ბოლიანი);6. მცირეკალიბრიანი ვაზნის მასრა(გამსკდარი კაფსულით).



ქეჩის საფენებში დენთის საფენთან ერთად, რომლებშიც მცირეკელიბრიანი მასრის დიამეტრის შესაბამისი ნახვრეტია წინასწარ გაკეთებული, ჩასმულია ტრასერი. ტრასერი შედგება მცირეკალიბრიანი მასრის კორპუსისაგან(6), ტყვიის პატარა ცილინდრისა(4) და დაპრესილი ბოლიანი დენთისაგან(5). ტყვიის ცილინდრის წონა შეადგენს 1 გრამს და პატარა მასრაში იტენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ვაზნის დამზადებისას(პატარა სატენით). ტრასერი ქეჩის საფენებში თავსდება ცენტრში, ძირით ზემოთ(უბოლო დენთთან ღია ზედაპირით) ისე, რომ ძირითადი დენთის აფეთქებამ გამოიწვიოს ბოლიანი დენთის წვა.
ტყვიის პატარა ცილინდრი უზრუნველყოფს ფრენის მომენტში ტრასერის განთავსებას საფანტის ჯგუფის ცენტრში და სწორი ტრაექტორიით გადაადგილებას საფენებისა გადახრების გარეშე, ხოლო შავი(ბოლიანი) დენთის წვა განაპირობებს ფრენის ტრაექტორიის თვალნათლივ დანახვას 50 მეტრამდე დისტანციაზე. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დისპერსანტი

როგორც მოგეხსენებათ, საფანტის გაშლის(დიამეტრის) ზრდისათვის მოკლე დისტანციებზე საფანტს ყოფენ რამდენიმე ტოლ ნაწილად, თხელი საფენებით. გამყოფ საფენებს(სეპარატორებს) ათვსებენ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად(ჯვარედინად) და ა.შ.
გარდა ამ მეთოდებისა გამოიყენებენ დისპერსანტ-კონტეინერებს, რომელთა გამოყენება აადვილებს ვაზნის დატენას, კერძოდ, დისპერსანტის გამოყენებისას არაა საჭირო თითო წილი საფანტის აწონვა. წინასწარ გადაწონილი საფანტის მთლიანი დოზა(მაგ. 32 გრამი) იყრება ამ კონტეინერში და უბრალოდ მოუსწორებთ ზედაპირს.



6a6bbc2dedc1.gif

ეს დისპერსანტი საფანტს ყოფს 5 ტოლ ნაწილად





დისპერსანტ-კონტეინერის გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება რბილი საფანტის გამოყენება, რათა ავიცილოთ თავიდან ლულაში საფანტის ნაგლესის წარმოშობა. თუმცა რბილი საფანტის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში არაა სახარბიელო 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დისპერსანტი

როგორც მოგეხსენებათ, საფანტის გაშლის(დიამეტრის) ზრდისათვის მოკლე დისტანციებზე საფანტს ყოფენ რამდენიმე ტოლ ნაწილად, თხელი საფენებით. გამყოფ საფენებს(სეპარატორებს) ათვსებენ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად(ჯვარედინად) და ა.შ.
გარდა ამ მეთოდებისა გამოიყენებენ დისპერსანტ-კონტეინერებს, რომელთა გამოყენება აადვილებს ვაზნის დატენას, კერძოდ, დისპერსანტის გამოყენებისას არაა საჭირო თითო წილი საფანტის აწონვა. წინასწარ გადაწონილი საფანტის მთლიანი დოზა(მაგ. 32 გრამი) იყრება ამ კონტეინერში და უბრალოდ მოუსწორებთ ზედაპირს.



6a6bbc2dedc1.gif

ეს დისპერსანტი საფანტს ყოფს 5 ტოლ ნაწილად





დისპერსანტ-კონტეინერის გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება რბილი საფანტის გამოყენება, რათა ავიცილოთ თავიდან ლულაში საფანტის ნაგლესის წარმოშობა. თუმცა რბილი საფანტის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში არაა სახარბიელო 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

კარგი ინფორმაციაა :) მადლობა ბაბუ



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ისე შენი ხელით ჯობია დატენო ტყვია და იცოდე როგორი გაშლა აქვს და რა სიშორეზე არის ეფექტური



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Alex

Alex

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ისე შენი ხელით ჯობია დატენო ტყვია და იცოდე როგორი გაშლა აქვს და რა სიშორეზე არის ეფექტური

 

ძალიან ბევრი პროფესიონალი მსროლელი თავად ტენის ვაზნებს, რომ კარგი დაჯგუფება და საფანტის ერთი და იგივე სიჩქარე მიიღოს, რადგან სხვადასხვა სიჩქარის ვაზნას - სხვადასხვა წინსწრება სჭირდება და აცილებებიც მეტი იქნება.

 

ისე მეც მიფიქრია დატენვაზე, თუმცა საქართველოში კარგი კომპონენტების შოვნა საკმაოდ რთულია და მაღაზიაში მხოლოდ კომპონენტის მწარმოებელი ფირმა იციან და თავად კომპონენტის მოდელს/ტიპს ვერ გეტყვიან  :0006:

 

მაგალითად, ნობელ სპორტი (ვექტანი) უშვებს 7 ტიპის დენთს და თითოეულს განსხვავებული წვის სიჩქარე აქვს და შესაბამისად განსხვავებული რეცეპტი უნდა. ამიტომ აუცილებლად უნდა ინახოს თავად დენთის შეფუთვა და ბრმად არ უნდა ვენდოთ გამყიდველის ნათქვამს, რომ საფრთხეში არ ჩავიგდოთ თავი...

 

thumb_pre_1456903347__nobel_sport_vectan



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კარგია ბიჭებო, ძალიან საინტერესო თემებზე გავდივართ, ყველამ რომ რაღაც-რაღაცეებით შევავსოთ მერე საერთო აზრის ჩამოყალიბებაც შეიძლება დასკვნის სახით , რაც ჩემი აზრით ასეთი თემების პირდაპირი დანიშნულებაა. 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი

მოგესალმებით. მაინტერესებს საქართველოში დენთი როგორ იყიდება, ანუ: ინტერნეტმაღაზიებში რომ ვნახულობ, ძირითადად არის ორი დასახელება. ნობელ სპორტი(იტალია) და და მაქსამი(ესპანეთი) მოდიფიკაცია კი არსადაა მითითებული. არადა ორივე მწარმოებელი დენთს ამზადებს სხვადასხვა მოდიფიკაციებით(ნომრებით) და ყველას აქვს მითითებული ბალისტიკური შესაძლებები და დოზები.  ნახეთ აქ: https://safari-prof.ru/index.php?id=42    

 ჩვენთან როგორ იყიდება თუ იცით?  ასე ნომრებით, თუ ერთი დასახელებაა და ყველანაირი ვაზნა იტენება იმით? ანუ დოზების გადაანგარიშებით?



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ვაზნებს ვყიდულობ ასე რომ მე პასიური დამკვირვებელი ვიქნები


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი

მე ვაზნებს ვყიდულობ ასე რომ მე პასიური დამკვირვებელი ვიქნები

ვაზნების დასატენი პრესი და მოწყობილობები შემომეყიდა და დავინტერესდი:)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?