Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

  ორიენტირება რუქით და კომპასით

610.jpg

 

 

ორიენტირება რუქით და კომპასით

 

რთულად წარმოსადგენია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობისას ორიანტაციისათვის რუკა დაგჭირდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ინტერნეტის მომხმარებელი მონადირეების დიდი ნაწილი მიჩვეულია ნადირობას საკუთარი ჯიპიდან 500 მეტრის რადიუსში.   თუმცა ისეთი შემთხვევების ხდება, როდესაც რუკა და კომპასიც საჭიროა.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ცოტა რამ რუკის მოხმარების წესების შესახებ.

ამასთანავე  არ ვიცი თუ სადმე მოიპოვება საქართველოს ტერიტორიების ცალკეული ადგილების რუკები,  ისეთი რომელიც მონადირეს და ტურისტს შეიძლება გამოადგეს.  თუ ვინმეს გაქვთ  ინფორმაცია მსგავსი რუკების შესახებ მოგვწერეთ საკონტაქტო ელ ფოსტაზე სად შეიძლება მსგავსი რუკის შეძენა და ამავე სტატიაში განთავსდება მოწოდებული ინფორმაცია ან ბმული.

ყურადღებით დავაკვირდეთ რუკას, მის ზედა ნაწილში ყუველთვის განთავსებულია - ჩრდილოეთი (როდესაც რუკა წაღმა გვიჭირავს ხელში) ქვემოთ - სამხრეთი,  მარჯვნივ - აღმოსავლეთი და მარცხნივ - დასავლეთი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუქის მაშტაბი, მაგალითად 1:200000  ნიშნავს რომ ყველაფერი რუქაზე დატანილია 200000 დაპატარავებილი, და რუქის 1 სანტიმეტრი შეესაბამება რეალურ 2 კილომეტრ მანძილს.

611.jpg

 

 

აუცილებელია რუკის ორიენტირება, ანუ მოვათავსოთ ის ისე რომ რუქაზე განლაგებული ობიექტები ზუსტად ემთხვეოდეს ობიექტის რიალურ განლაგებას. ეს შესაძლებელია როგორც კომპასით ასევე გარშემო მყოფი ობიექტების საშუალებით.

კომპასის საშუალებით ჯერ უნდა მოვძებნოთ ჩრდილოეთი მხარე, ხოლო შემდეგ რუქის ზედა ნაწილი მოვაბრუნოთ ჩრდილოეთისაკენ.

ობიექტების მიხედვით ორიენტირებისას,  მაგალითად ავიღოთ გზა რომელზეც ვიმყოფებით, რუქა დავიჭიროთ ხელში ისე რომ მასზე გამოსახული გზა ზუსტად ემთხვეოდეს სინამდვილეში არსებული გზის მიმართულებას. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ სხვა ობიექტების განლაგება რუქაზე უნდა ემთხვეოდეს მის განლკაგებას გარემოში.

612.jpg

რუკის ორიენტირების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ადგილ-სამყოფელის მოძებნაზე.  ამისათვის შევარჩიოთ ორი ჩვენთვის ნაცნობი ობიექტი, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით.  მაგალითისათვის ავიღოთ პირდაპირ (ჩვენიდან ჩრდილოეთით) მდებარე მთა და მარჯვნივ (ჩვენიდან აღმოსავლეთით) მდინარე. ჩვენიდან ორივე ობიექტის მიმართულებით გავავლოტ სწორი ხაზი,  ხაზების გადაკვეთის ადგილი არის ჩვენი მდებარეობა.

613.jpg

 

რუკის გარდა სასურველია თან იქონიოთ კომპასიც, რომ ღამით, ცუდი ხედვის პირობებში(ნისლიან ამინდში), ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს ნაცნობი ობიექტები გავარკვიოთ ჰორიზონტის მხარეები. ასეთ პირობებში გადაადგილება ხდება აზიმუტის მიხედვით.

აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის, რომელიც გამოსახულია რუქაზე.  მაგალითად ჩვენ გვინდა მივიდეთ ადგილზე რომელიც არ ჩანს ჰორიზონტზე,  არ არის მასთან მისასვლელი გზა, მაგრამ ვხედავთ მის მდებარეობას რუქაზე და ვიცით რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელი ხაზიდან უნდა ვიმოძრაოთ 20 გრადუსიანი კუთხით აღმოსავლეთისაკენ 5 კილომეტრი.

614.jpg

 

ყველანაირი თეორიული ცოდნის მიუხედავად ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ სანამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდებით პრაქტიკით გაამყაროთ თქვენი ცოდნა და ერთხელ მაინც ნაცნობ ადგილზე ცადოთ რუკით ორიენტირება რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ და რაც ყველაზე სახიფათოა უფრო ღრმად დაიკარგოთ ტყეში,  ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებს რომ საქართველოში ამხელა ტყეები არ არის სადაც შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ტყეში ორიენტირის გარეშე დარჩენილ და დაბნეული ადამიანები ისე დადიან წრეზე რომთვიტონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას.  ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირება.

615.jpg

616.jpg

 

რუქა და კომპასი არ არის ერთადერთი საშუალება რომელიც გამოიყენება ბუნებაში ორიენტირებისათვის. წლების მანზილზე ხალხის მიერ დაგროვილი გამოცდილებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება.  აუხლოეს ომავალში კიდევ დაიდება პოსტები ამ თემაზე თუ როგორ მოვახდინოთ ორიენტირება მზის, მთვარის და იმ სხვა ორიენტირების თუ ნივთების საშუალებით  რომელიც მრავლადაა ჩვენს გარშემო.

 

წყარო: hunters.ge

                                                                               



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კომპასის გამოყენება  

 

 

  33936b489fd2.jpg                                                                                               [attachment=1712:33936b489fd2.jpg]                                                                                                                                                                                                                                                                         კომპასის ნაწილები:

 

1.სავიზირო მოწყობილობის თავსაბური
2.სკალა დანაყოფებით (ლიმბა)
3.ჭრილი 
4. სამიზნე
5.კორპუსი
6.მუხრუჭი
7.მაგნიტური ისარი.
კომპასის სკალა დანაწვერებულია 120 დანაყოფად და გააჩნია ციფრებით ორმაგი აღნიშვნა. ციფრების ერთი რიგი, გრადუსულ დანაყოფებში, მოთავსებულია 0–დან 360 გრადუსამდე საათის ისრის სვლის მიხედვით. ციფრები აღნიშნულია 15–15 გრადუსის (სკალის 5–5 დანაყოფზე) შემდეგ. ერთი დანაყოფის სიდიდე 3 გრადუსია.
ციფრების მეორე რიგი (რგოლის გარე დანაყოფები). ისინი მოთავსებულია საათის ისრის სვლის საწინააღმდეგო მიმართულებით 0–დან 600–მდე, კუთხმზომის 50–50 დანაყოფის შემდეგ (სკალის ყოველი 10 დანაყოფის შემდეგ); 0,50,100,150 და ა.შ. ამ სკალის ყოველი დანაყოფი უდრის კუთხმზომის 50 მცირე დანაყოფს (0,50); სკალის ორი დანაყოფი (6*) შესადგენს კუთხმზომის ერთ დიდ დანაყოფს (1–00).
კოლოფს ზევიდან დამაგრებული აქვს მბრუნავი მინის სახურავი განაჭერითა და სამიზნის, ვიზირებისათვის ნებისმიერი მიმართულებით. ამასთან სამიზნე ყოველთვის მიმართულია სათვალთვალო საგნის მხარეს. საზურავის შიგა მხარეზე (განაჭერს და სამიზნის პირდაპირ) დამაგრებულია ლიმბაზე ანათვლის მაჩვენებლები.
კომპასით ჰორიზონტის მხარეების გასარკვევად უნდა ავუშვათ მუხრუჭი და კომპასი დავაჭიროთ (დავდგათ) ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შემდეგ იგი მოვაბრუნოთ ისე, რომ მაგნიტური ისრის ჩრდილოეთის ბოლო დაემთხვეს სკალის ნულოვან დანაყოფს. კომპასის ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას წარწერები სკალაზე ჩ,ს,ა,დ (с,Ю,з,в)მიმართული იქნება შესაბამისად ჩრდილოეთისაკენ, სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთსა და დასავლეთისაკენ.

dc7d4274b402.jpg
შენიშვნა: აქ და შემდეგ ზაფხულის დროის შემოღების შემთხვევაში, უნდა გავაკეთოთ შესაბამისი შესწორებანი.

მზის მდგომარეობით. ცხრილში მოცემულია დღე-ღამის დრო, რომელშიაც დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში მზე იმყოფება აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით წელიწადის სხვადასხვა დროს.
სხვა საათებში ჩრდილო-სამხრეთის ხაზის მონახვისათვის საჭიროა შევიტანოთ შესაბამისი შესწორება იმ ანგარიშით, რომ ცის თაღზე მზის საშუალო გადაადგილება ერთი საათის განმავლობაში უდრის 15 გრადუსს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?