კოლხური წვერა (ლათ. Barbus tauricus Escherichi)
ყირიმული წვერას(ლათ.Barbus tauricus) ერთ-ერთი ქვესახეობაა. მისი ორი წყვილი ულვაშიდან ერთი თითქმის ატროფირებულია, მეორე კი მხოლოდ ნესტოებამდე წვდება. კ.წ.-ს სხვა სახეობებთან შედარებით მეტად მცირე აქვს ზურგის ფარფლის ხრტილის ზომა.
კოლხური წვერა და მისი მონათესავე სახეობები გავრცელებულნი არიან შავი ზღვის აუზის მდინარეებში. განსაკუთრებით ბევრია ბულგარეთში, თურქეთში, უკრაინაში ( ყირიმის ნახევარკუნძული) და რუსეთში (ყუბანი, ყაბარდო).
საქართველოში კოლხური წვერა გვხვდება შავ ზღვში ჩამდინარე მდინარეებში, ფსოუდან ჭოროხამდე.