Jump to content

სურათი

როგორი თოფი და ძაღლი უნდა შეარჩიოს დამწყებმა მონადირემ

როგორი თოფი და ძაღლი უნდა შე ლეკვი მეძებარი ნადირობა დრესურა ცივი გლუვლულიანი

ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 991 პოსტი

მოგესალმებით.

რათქმაუნდა ორ ლულიან თოფით ვურჩევ ყველა დამწყებ მონადირეს - დაწყებას. ხშირად საუბრობენ და გაგვიგია, რომ ეს არის კლასიკა, ჯერ ეს ეტაპი უნდა გაიარო და შემდეგ სურვილის შემთხვევაში გადახვიდე ნახევარ ავტომატურზე ან ხრახნ ლულიანზე. რასაც აბსოლიტურად ვეთანხმები. 

ნადირობა ხომ მხოლოდ თოფის სროლა არაა, (ამაზე საუბარს ეხლა არ ვაპირებ, შორს წაგვიყვანს და ვგონებ ყველა მონადირემ ეს გადასარევად იცის).

მინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთ დეტალზე შევაჩერო, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის: უსაფრთხოება!!!

ყველა დამწყებ მონადირეს ასევე ვურჩევდი გამოცდილ მონადირესან ერთად, მხარდამხარ გასვლას მინდორში, არამც და არამც არ დამალონ, რომ პირველად არიან სანადიროთ (არ ააქვს მნიშვნელობა რა იქნება სამიზნე ობიექტი). სანამ ნადირობა დაიწყება უნდა გამოცხადდეს ვინ იმყოფება პირველად, რათა მეტი ყურადღება მიექცეს გამოცდილი მონადირეების მხრიდან, რამდენად სწორად, უსაფრთხოთ, მოქმედებს დამწყები მონადირე.   მერწმუნეთ მეგობრებო ამის თქმა სირცხვილი სულაც არაა, ყველაზე გამოცდილ მონადირესაც  ოდესღაც პირველად გვეჭირა თოფი. 

       ეხლა რაც შეეხება, თუ რა ძაღლი უნდა იყოლიოს დამწყებმა მონადირემ ამის შესახებაც მოგახსენებთ ჩემს აზრს.

ძაღლის აყვანა რათქმაუნდა არის დიდი პასუხისმგებლობა და ამ საკითხის უცბათ, იმპულსურად გადაწყვეტა სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია. 

რა თქმა უნდა ძაღლის ყოლა არის ძალიან დიდი კომფორტი ნადირობისას, თუმცა მიმაჩნია დამწყებმა მონადირემ მინიმუმ რამოდენიმე(2-3) წელი არ უნდა იყოლიოს, ჯობია ამ რამოდენემე წლის განმავლობაში დააკვირდეს მისთვის საინტერესო ჯიშებს, ინადიროს სხვადასხვა ჯიშის ძაღლებთან, წაიკითხოს ლიტერატურა, და ზუსტად გაითავისოს რა სტილის ძაღლი სურს მას, რას მოითხოვს ის ძაღლისგან  და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი.

არც თუ იშვიათად გამიგია ისეთი ფრაზები: " არ მინდოდა მაგრამ მაჩუქეს და ავიყვანე" ან უნდოდათ ერთი ჯიში და რადგან "სუფთა სისხლი"იყო და ჩუქნიდნენ აიყვანა სხვა ჯიში.

ჩემი რჩევა იქნება იაყვანონ ის ჯიში რაც მათთვის იქნება საინტერესო, მათ ხასიათთან ახლოს, შეისწავლონ ძაღლის თვისებები და მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთო არჩევანი.

წარმატებები ყველა დამწყებს ))))



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 146 პოსტი
  • მისამართი:დედამიწა
  • წარმოშობა:სამეგრელო

ჩვენს ბაბუებს , მამებს ,ბიძებს და ა. შ უბრალოდ არ ქონდათ ნახევრად ავტომატური ბენელი, ბრაუნინგი, ბერეტა მოსბერგი .

ამ მწარმოებლების გარდა თურქებსაცკი აქვთ ნახევრად ავტომატური თოფები მოზარდთათვის (გოგონებისთვის ცალკე ხაზი20კ ვარდისფერი კომუფლირებით)

(ახალი თოფის ტექ .მონაცემების და თავისებურების ცოდნა ყველას ერთნაირად მოეთხოვება )

კითხვა არის როგორი თოფი ხო...?

მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ფიზიკურ თავისებურებაზე (გამოცდილი მონადირე საჭიროების შემთხვევაში თოფს "ერგება ") 

დამყებ მონადირეს თუ აქვს იმის საშუალება შეიძინოს ორლულიანი და ნახევრად ავტომატური იხვზე წავა ნახ.ავტომატით მწყერზე 

ორლულიანით.

ძაღლს რაც შეეხება... ჩემი აზრით ჯობია 2-3 სეზონი ნადირობის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება


ჩამსწორებელი სისა ტურა, 27 March 2019 - 06:37 PM.


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1983 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

ყველაფერში გეთანხმებით მეგობრებო, მე მაგალიტად 13-14 წლის ასაკში დავიწყე ნადირობა ბიძაჩემთან ერთად, (მანამდე უბრალოდ დავყვებოდი სანადიროდ, ხოლო 13-14 წლიდან უკვე თოფიც მომცა) ეს იყო ტოზ 63 ორ ლულიანი ჩახმახიანი.   გუშინდელი დღესავით მახსოვს. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?