Jump to content


ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ იჭერენ პითონებს ცოცხალი სატყუარით აფრიკულ ქვეყნებში(+საინტერესო ვიდეო)
3 მაისი, 9:48

image

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მამაკაცებისათვის ნადირობა გართობისა და დასვენების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი მონადირე სიამოვნებით წარმოადგენს სუფრაზე თავის ნადავლს, მას თავისუფლად შეეძლო ამა თუ იმ ცხოველის თუ ფრინველის ხორცის ყიდვა უახლოეს მაღაზიაში ან ბაზარში. მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც ნადირობა თვითგადარჩენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, აფრიკის ბევრ ქვეყანაში გველებზე ნადირობენ მხოლოდ იმტომ, რომ ის შეჭამონ, რადგან აქ სხვა საარსებო წყარო ფიზიკურად არ არსებობს.

image

მინდა მოგითხროთ, თუ როგორ იჭერენ აფრიკის ბევრ ქვეყანაში უზარმაზარ პითონებს ცოცხალი სატყუარით და სხვათა შორის, ეს სატყუარა ადამიანის ხელი ან ფეხია. უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკული მთის პითონი იმდენად აგრესიულია, რომ ის კვერცხიდან გამოსვლისთანავე ჭამს თავის ნაჭუჭს, ხოლო ზრდასრული პითონი კი მოზრდილ ნიანგებსაც სიამოვნებით მიირთმევს.

image

ნადირობის დაწყების წინ შავკანიანი მონადირე ხელზე იხვევს ბიზონის ტყავს, სავარაუდოდ, გველი ამ ხელს უნდა მოეჭიდოს.

შემდეგ მონადირეები მთებში ეძებენ პითონის სოროს და ყველაზე გამბედავი მონადირე იქ შეძვრება თავით წინ.

image

სორო დაახლოებით 10 მეტრი სიგრძისაა, მონადირე რომ მასში არ გაიჭედოს, მას ტანზე ცხიმს უსვამენ.

image

გველები შესანიშნავად ხედავენ სიბნელეში, მათ ინფრაწითელი მხედველობა აქვთ. ადამიანის სხეული თბილია, ამიტომ პითონი გრძნობს, რომ გემრიელი ლუკმა თავადვე მიხოხდა მასთან და ის თავდასხმისათვის ემზადება.

image

გველი რომ დააბნიოს და თავი დაიცვას, მონადირე ხმელ ტოტებს ცეხლს უკიდებს. ცეცხლი გაცილებით თბილია, ვიდრე ადამიანის სხეული, ამიტომ გველი უკვე საგონებელში ვარდება და არ იცის, რომელს დაესხას თავს.

image

გველთან სულ ახლოს მიხოხებული მონადირე ცეცხლს აქრობს, რომ პითონმა კარგად დაინახოს თავისი გემრიელი ლუკმა.

უცებ გველი აღებს პირს და თავს ესხმის მონადირეს, მაგრამ მოხერხებული შავკანიანი ყმაწვილი ტყუილად როდი შიმშილობდა მთელი კვირა, ის გველის დაღებულ ხახას ტყავშემოხვეულ ხელს ახვედრებს და პითონის პირში მყისიერად სწორედ ეს ხელი აღმოჩნდება.

image

გველი ცდილობს უკბინოს მონადირეს ხელზე, მაგრამ ბიზონის ტყავი საკმაოდ სქელია და ამას ის ვერ ახერხებს.

ამასობაში მონადირე მეორე ხელით გველს სწრაფად უკეტავს საყლაპავ მილს, რომ პითონმა ვერ მოასწროს მონადირის მთლიანად გადაყლაპვა.

image

პრინციპში, 6 მეტრიან პითონს თავისუფლად შეუძლია ადამიანის, ნიანგის და ხარის გადაყლაპვაც კი. ყოფილა შემთხვევები, როცა ნადირობა მარცხით დამთავრებულა და გონდაკარგული მონადირე პითონის კუჭში მოსულა გონს, მაგრამ რაღადროს!

image

6- მეტრიანი პითონით სოროდან გამოძრობა არც ისე იოლია, მაგრამ მამაც შავკანიან მონადირეს ტყუილად როდი ელოდებიან არანაკლებ დამშეული მეგობრები. ისინი ფეხებით გამოათრევენ მას სოროდან.

მონადირე, რომელსაც კვლავ მაგრად უჭირავს ცალი ხელით პითონის საყლაპავი მილი, ბოლოსდაბოლოს სოროს შესასვლელთან ჩნდება. აი აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა: თუკი სოროში გველი ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას სივრცის უკმარისობის გაბმო, სოროდან გამოსული უკვე უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და მონადირეებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ შავკანიანი მონადირეები ძალიან მშივრები არიან და სრულებითაც არ უნდათ პითონის მუცელში თვითონვე ამოჰყონ თავი: ერთი მათგანი გველის კუდს იჭერს, მეორე მის თავს მიწაზე ასრესავს, ხოლო მთავარი მონადირე კი სწრაფად აჭრის გველს თავს, ამასთან ცდილობს საკუთარი ხელი არ დაიზიანოს.

image

ბრძოლა მთავრდება და კმაყოფილი და ბედნიერი მონადირე ბოლოს და ბოლოს ხელს ითავისუფლებს.

ერთ-ერთი შავკანიანი პითონის სოროში ძვრება და იქედან გველის კვერცხები გამოაქვს, მას ახლა კოცონზე შეწვავენ და ნამდვილი დელიკატესიც მზად იქნება.

როცა ნანადირევით დატვირთული ბედნიერი მონადირეები სოფელში ბრუნდებიან, მათ როგორც გმირებს, ისე ხვდებიან: ხუმრობა ხომ არაა, თითოეული მათგანი თავისუფლად შეიძლებოდა გამხდარიყო გველის ლუკმა.

image

"–ახლა მთელი კვირა არ მოგვაკლდება საჭმელი"-ხარობენ ბედნიერი შავკანიანები.

image

გთავაზობთ ამ ნადირობის ამსახველ საინტერესო, მაგრამ ჟრუანტელისმომგვრელ ვიდეოს.

P.S. ამ პოსტის წერისას გავიფიქრე:-ღმერთო, მადლობას გწირავ, რომ აფრიკის ამ სოფელში არ დავიბადე!



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თუ ნადირობაა და აღარ ყოფილა საშველი...

ეს ბოდიში და სირები რა ზარმაცები არიან , 10 მეტრი თუა ფიჩხი დაუნთონ და  გამობოლვის მეთოდით (ვიკურიწ) გამოაგდებენ , ან სულაც ამ ქვიშნარის ჩათხრას რათ უნდა დიდი ფილოსოფია????  მადლობა ღმერთს მანდ არ ვცხოვრობთ და ან მეტეორა ან დიდი მაგისტრი ან ფხოველა ან ნებისმიერი სხვა არ მირეკავთ და არ მეუბნებით წამო ბაბუ , პიტონზე ერთი მაგარი ნადირობა მოვცხოთ ....მაგარი ადგილები ვიცითო. ან მაგარი ბოსტანი მაქვსო....თფუუუხჰ რა საზიზღრობაა ტო... :@@



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:DDD  :DDD  :DDD  :DDD



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს ამბავი ვიცდი დარე რომელიღაც ლიტერატურილ ნაწარმოებში მაქვს წაკითხული სავარაუდოდ ჰემინგუეი იქნებოდა...

მაგრამ ვიდეოს ნახვამ შემძრა სულით ხორცამდე :))))



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხათა შორის ამათაც ეწყებათ სეზონი, არადა ამათი გდი -ც მაგრად დარბის ....ბრაკებს ებრძვის მარა???რათ გინდა ? ვერ გადააჩვიეს სოროში შეძრომას ესენი. რამდენჯერ უთხრეს ღია სავანაში არავინ გიშლით , მაგრამ სოროში აკრძალულიაო, მარა ვერაფერს შეაგნებინებ რა . მაინც სიგ ეტენებიან ტო..... :ara: :DDD :DDD :DDD



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

15 წარმომიდგენია ....ესენი რომ სანადიროდ წასულიყვნენ და ზაზასთვის არ ეთქვათ , ნეტა თუ გაბრაზდებოდა???????

:DDD :DDD :DDD :DDD :0024: :0024: :0024:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
განათებით სიბნელეში ნადირობა ხომ ბრაკონიერობაა??? :D ეტყობა მანოკი ჰქონდა ჩართული და იმიტო გარისკა შესვლა აბა ტყუილად ხომ არ შეძრებოდა. რა საყვარლები არიან ამოთხარონ პირდაპირ აამ ჩემისებმა

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

15 წარმომიდგენია ....ესენი რომ სანადიროდ წასულიყვნენ და ზაზასთვის არ ეთქვათ , ნეტა თუ გაბრაზდებოდა???????

:DDD :DDD :DDD :DDD :0024: :0024: :0024:

ჯერ ჯვარი მწერია მაგათნაირ ხალხთან მეგობრობის, :0024:  :0024: 

მერე კიდე კი არ მეწყინებოდა საერთოდ გამარჯობასაც აღარ ვეტყოდი. :DDD  :DDD  :DDD



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზაზაკჯან ჩაგეთვალა ....კარგი იყო.. :DDD :0024:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლახან მომხვდა თვალში ეს ვიდეო და იცით რა ვიფიქრე ბიჭებო? წარმოიდგინეთ იქ რომ დავბადებულიყავით ჰა? 

რავარია ლეგიონერი მეტო რო დაწერს "აბა ძმებო სეზონი მოდის და გასვლა დავგეგმოთო თავისი ნადიმობითო" .თან მაგრად არის შემოსულიო გორდა რო დაამატებს. ხო და  რო დაგეგმო და ვინაა ჩვენთან ყველაზე გამხდარი? ვთქვათ ძია . ხო და რო გამოათრიო და უცებ გე დე ი რო დაგადგება თავზე , სატყუარები არ შეიძლება ნადირობა თანაც წითელ ნუსხაშიაო და 2500 ლარიანი რო გამოგიწეროს და სასამართლოს გადაქცეს . უი უი ღმერთო შენ მიშველე....



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5493 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:0024:  :0024:  :0024:

 

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მე უფრო ვფიქრობ ვეკუა შეუშვათ შიგნით და აღარ გამოვიყვანოთ :0024: :0024:  რა საყურებელი იქნება ნეტა მაშინაც თუ მოატყუებს გველს :D



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვეკუ ისეთი გემრიელია შეიძლება პირიდან ვერ გავაგდებინოთ.  :DDD 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

ბოჟე მოი ეს რა უბედურებაა და კითხვა გამიცნდა იქ ადამიანები თავად ირჩევენ ვინ შეძვრება კია ფეხს ჩაყოფს პითონის სოროში?  :0024:  :0024:  :0024:  :0024:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40851 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვერ გეტყვი შეიძლება  არჩევანი არედანზე გაითვლიან ან კენჭისყრა აქვთ,  :DDD მარა მე რომ არ მომიწევდა არასდროს ნაღდათ ვიცი. მე მაგის  არც აშიშხინებული ხორცი არ მიყვარს და ხაშლამა ხო იჟოგას მაძლევს. ისედაც მაგრად არ მევასება რა :0024:  :DD 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?