Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ინგლისური კოკერ-სპანიელი


inglisuri_koker_spanieli_monairecomn.jpg

ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა “Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.

ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მხიარულია, მეტად მოზომილი, მის მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-39 სმ. წონა: 12,5-14,5 კგ.
შეფერილობა: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თბილისში ძაან პოპულარულია ეს ჯიში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა გავიგე სპრინგერსპანიელები აკეთებენ ნაბულის მაგვარსიო და სამო რამდენად ესეა? მე ვიცოდი რომ მარტო ეპანიოლი აკეთებს , მსგრამ ეპანიოლებიც არაა ხო სპანიელების ჯგუფი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
springeri nabuls aketebs. bretonebi ar arian spanielis jgufi. bretonebi kontinenturi medzebrebis jgufia.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
იუთუბზე ვნახე ვიდეო სპანიელის და ბრეტონის ნაჯვარი..მაგრად ნადირობს...და უნდათ სელექცია გამოიყვანონ.:)

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ლეგიონის 4ფეხებში მატებაა.

აჰა ჩემი ოცნებაც ასრულდა.  ჩემმა ძმამ სპანიელი აიყვანა. ვინაიდან ჩემი ძმა მღვდელია სპანიელის დაგეშვა ნადირობა ჩემს კისერზეა.   ხაზში ნადირობისთვის იდეალურია , ნაბულია სანერვიულო თუ  კვალზე ძებნა... წევიდა ხალისობააა


ჩამსწორებელი Panteleimon, 15 October 2018 - 12:29 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?