Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
 
 
3fe49a169d4beaeb0873a9b6ca5b3f27.jpg
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ სააღდგომო ტრადიციების მიმოხილვას ნ. აბაკელიას, ქ. ალავერდაშვილისა და ნ. ღამბაშიძის წიგნიდან "ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი"

"აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად; ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს; გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: "აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს".

განატეხი დანაწილდებოდა და ოჯახის ყველა წევრს უნდა შეეჭამა სადილობამდე. თითოეულ სუფრაზე ოთხი ან ხუთი წითელი კვერცხი ელაგა. ამავე დღეს ბევრი ოჯახიდან გავიდოდნენ მინდორზე, გაიტანდნენ ხორცს, კვერცხებს, ღვინოს. აქვე მოვიდოდნენ სხვა ოჯახებიდან თავ-თავის მარაგით და მინდორზე ერთად ქეიფობდნენ. ვისაც საკურთხი ჰქონდა, ეკლესიაში კურთხევის შემდეგ მღვდელს მისცემდა მის წილს - ერთ ნათალ ხორცს, ორ სულის პურს, ერთ ლავაშს და ნახევარ ბოთლს ღვინოს, დანარჩენ სანოვაგებს კი შინ მოიტანდნენ. ამ დღეს სულ წითელ-წითელი კვერცხები ჰქონდათ, როგორც საკურთხად, ისე ოჯახში.

აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეკლესიები იყო, ხალხი წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ზიარებას იღებდა. კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე, აგორებდნენ კვერცხებს. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, მიცვალებულს უჭრიდნენ ზურგიელს, იმ ქვეყნად წყლის დალევის ნება რომ მიეცათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აღდგომას უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ და არიგებდნენ. იცოდნენ კვერცხებით თამაში. კვერცებს და კელაპტრებს უგზავნიდნენ. მთაში იმართებოდა ხატობა, ზოგან "საწულე" მიყავდათ, სამართლებრივი ხასიათის წესებიც სრულდებოდა, მაგალითად: სამანის ჩასმა, ჭკდის ამოგდება, დარისხება (მთიულეთში).

ხევში ბავშვები სახლში ჩამოკიდებულ მარხვას ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოკრავდნენ, ჯოხს ურტყამდნენ და იძახდნენ: მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველ-ერბო მე დამრჩაო."



* მასალა მოპოვებულია ნ. აბაკელიას, ქ. ალავერდაშვილისა და ნ. ღამბაშიძის წიგნიდან "ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი" 1991


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაიო? ევროპაო? გენდერული თანასწორობაო?   აგერ ბატონებო სად იყო ევროპა როდესაც საქართველოში ეს გენდერული თანასწორობა არსებობდა?!

  ნახეთ გენდერული თანასწორობა? აღდგომის დღესასწაულზე  სადილად ოჯახში პირველ სადღეგრძელოს და ლოცვას არა ოჯახის უფროსი არამედ უფროსი ქალი აღავლენდა.

 


:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

აღდგომის დღესასწაულზე  სადილად ოჯახში პირველ სადღეგრძელოს და ლოცვას არა ოჯახის უფროსი არამედ უფროსი ქალი აღავლენდა.

   ვა ეს მართლა არ ვიცოდი.  ქალი თუ პირველ სადღეგრძელოს ამბობდა და ლოცვას აღავლენდა, ამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც წინა პირობა, ისე არაფერი ხდება. 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

   ვა ეს მართლა არ ვიცოდი.  ქალი თუ პირველ სადღეგრძელოს ამბობდა და ლოცვას აღავლენდა, ამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც წინა პირობა, ისე არაფერი ხდება. 

ტრადიცია რაღაცას ეფუძნება. რათქმა უნდა რაღცის საფუძველზე ხდებოდა ასე ალბათ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
გასარკვევი მაი ამბავი

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ეგ მეც პირველად გავიგე.ნაღდად არასდროს მსმენია

დუდუ

LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ეეხ, ბაბულიკო ეგ თითიდან გამოწოვილია ყველაფერი შენ კარგად იცი, თავიანთ თავებს მიხედონ მილიონობით გაუპატიურება, ინცესტი, და ათასი სისაძაგლე ,რომ აქვთ ქვეყანაში . 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?