აბხრცა
აბხრცა (აფხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები.
გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან, მისი საერთო სიგრძე – 480მმ. მისი ფორმა ნავისებურია მასზე ორი მოქლონია, ხის თავფიცარი დაწებებულია.