პარასკევს ატყდა განგაში..... ყველა სამოს ეძებდა... სად არის ეს ბიჭი მთელი დღე რო ვერ ვპოულობთო. თურმე ბიჭებს სათევზაოდ წასვლა გადაუწყვეტიათ და დამეძებდნენ ერთად რომ წავსულიყავით.... როგორც იქნა სამომ გაიგო ტელეფონის ზარის ხმა დახედა ტელეფონს და 7 შემოსული ზარი იყო. ვის არარ ურეკია.ჰო და დავიწყე გადარეკვა ყველა ერთი და იგივეს მეუბნებოდა წავიდეთ სათევზაოდ წავიდეთ სათევზაოდო. ჩემი ახალი გატაცების ამბავი ალბათ გეცოდინებათ ფრიად მოხიბლული ვარ ფიდერით და მეთოდფიდერით თევზაობით. უამრავი ვიდეოები თევზაობაზე და მის მეთოდზე მაქვს ნანახი. სურვილი მქონდა მომესინჯა ჩემი ძალები როგორც დილეტანტს ამ საკითხში. მოკლედ ყველაფერი მოვიმარაგე.... გავემზადე და დავწექი დასაძინებლად ათასიაზრიმიტრიალებდა თავში აბა იქ ხო არც ვცადო აბა ესე ხო არ გავაკეთოთქო. ამასობაში კი ჩამძინებია. გათენდა შაბათი დღეც 3 საათზე ვიკრიბებით წერეთელზე გამოფენასთან. სამივე დათქმულ ადგილზე დათქმულ დროს მივედით მე ლაშა და კახა. ეს ბიჭები ჩემი თანამშრომლები არიან. კახა საერთოდპირველად მოდიოდა სათევზაოდ. ლაშა ჩაბერებულია მდინარეების და ტბების ნაპირებზე. მოკლედ სურსათსანოვაგეც ავიღეთ+მაგას 2 ბოთლი ვოდკა+ლუდი და გავეშურეთ წალკის წყალსაცავისკენ. გზაზე ბევრი ვიხუმრეთ ბევრიც ვიცინეთ და ამ შორ და დანგრეულ გზას მარტივად გავუმკლავდით. ჩავედით წალკაშიც თავიდან ბეშთაშენისმხრიდანშევედით ტბაზე ძალებისმოსინჯვა აქმოვინდომეთ. გავშალეთ ანკესები გადავყარეთ ტბაში. აქეთ კიდე კახას სუფრა გაუმზადებია ჰო და დავიწყეთ სმა ჭამა დიდად შესარგი. უუჰ გახურდა სუფრა ერთ სადღეგრძელოს ეორე მოყვა მეორეს მესამე... ჩვენი ანკესები კი საეჭვოდ გაჩუმებულიყვნენ. დაახლოებით 3 საათიანი ლოდინის შემდეგ გადავინაცვლეთ წინწყაროს მხრიდან სანაპიროზე. გავშალეთ ანკესები და სტრატეგია ცოტა შევცვალეთ საკვებურს დავუმატეტ მარწყვის და ფორთოხლის არომატიაზატორები რა თქმა უნდა ცალ ცალკე. ხო და გადავყარეთ ეს ჩვენი ანკესები ისევ ქეიფის გაგრძელებას ვაპირებდით რო ლაშას ანკესის ზარი აწკრიალდა ლაშამაც აღარ დააყოვნა და პირველი თევზი ამოიყვანა. ლაშას ჯერ თევზი გამოხსნილიც არ ქონდა ნემსკავიდან უცბათ მეორე ანკესი ზარი აწკრიალდა ეხლა ჯერი ჩემზე იყო არც მე დავაყოვნე და ჩვენ სადოკებს თითო თითო ტევზი მივამატეთ. 2 ანკესი ლაშას ქონდა 2 ანკესი მე 1 ანკესი კახას. მოკლედ თევზმა ისეთი ინტენსივობიტ დაიწყო მოსვლა რომ ქეიფი სუ მთლად დაგვავიწყდა. აი როგორც იქნა გახურებულპროცეში კახამაც დაიჭირა თავისი პირველი თევზი.მოკლედ ეს ბიჭი ისე გადაირია თავის ანკესსაც ხო აქცევდა ყურადრებას და მერე ჩვენანკესებსაცყარაულობდა. ესე 3 4 კილომდე გვყავდა უკვე დაჭერილი ისევ ქეიფი გამახსენდალაშასგადავძახე დალაშაც დაიძრა სუფრისკენ. კიდე 3 3 არაყიმივირთვით თორემ ძალიანციოდა და აუტანელიხდებოდაიქ გაჩერება. ისევ თევზაობა გავაგრძელეთ. მოკლედბევრი რო აღარვილაპარაკო და თავი არმოგაწყინოთ ჩემი პირველი თევზაობით ფიდერით . ირიჟრაჟა დაღლილობა უკვე ყველას გვეტყობოდა თევზი კი საკმარის გვყავდა დაჭერილი 3 კაცის ნატევზავები ჯამში 8ერჯნ 8 9 კილოს შეადგენდა. ამინდიც ფუჭდებოდა სამხრეთიდან კუპრივით შავი ღრუბელი მოდიოდა და კაი ამბები არ მოქონდა. ჩავალაგეტ ჩვენი ნივთები დავასუფთავეტ ადგილი ჩვენი ნივთებისაგან და გამოვეშურეთ თბილისში.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
-
კლუბის შესახებ
-
ფორუმი
ფორუმის წევრები
ყველაზე აქტიურები
ფორუმის სიახლეები
კალენდარი
სურათის ატვირთვა
იუთუბზე ატვირთვა
ონლაინში არიან
საიტის რუკა
მაღაზიები
-
კატეგორიები
მთავარი
მონადირეთა ლეგიონი
მსროლელთა ლიგა
ნადირობა
ბაზიერობა
სამონადირეო იარაღი
ძაღლები
თევზაობა
დასვენება, ლაშქრობა
ფლორა და ფაუნა
სხვადასხვა
მედიცინა
ისტორიის კუთხე
-
ბუნება
-
გალერეა
-
გადმოწერა
-
დაგვიმეგობრდით