.
.სოკოს ფლავი
მასალა:
ქამა ან დათვის სოკო 500 გრ.
ბრინჯი 500 გრ.
წყალი 2.5 ლ.
კარაქი 70 გრ.
პილპილი.
ხახვი 100 გრ.
ძირა.
წვრილად დაკეპილი ხახვი კარგად მოვხრაკოთ კარაქში ან ზეთში. ჩავუმატოთ თანაბრად დაჭრილი სოკო. მოვშუშოთ დარბილებამდე. დავასხათ წყალი და ჩავყაროთ ბრინჯი. დავაფაროთ სახურავი და ვხარშოთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ შევანელოთ პილპილით და ძირათი ან ქონდრის თესლით, მარილით.