იფ იფ იფ იფ იფ იფ
ვისაც სურვილი ექნება ჩემთან მოვახვიოთ ერთ დღეს
ჩემნაირი ხალხი ხართ და აქ არ მოვერიდები და დავწერ რისგანაც ვაკეთებ ფარშს.
წაიღეს ტვინი გულსუსტა კაცუნებმა და მაწყევარა ქალებმა.
ნანადირევის სურათი ვერ დამიდია.
ჰოდა დავცხოთ ჩვენებურად.
კარგი მაშინ, უცხოპლანეტელი არ ვარ, მაგრამ კი ვცხოვრობ პლანეტის მეორე მხარეს, კერძოდ წყნარი ოკეანის სანაპიროსთან.
ფარში არის შველის და გარეული ღორის,/მეთევზე-მონადირე გახლავართ, ანუ პროფესიონალი ჩიტირეკია, მაქვს ყველანაირი ოფიციალური ნებართვა და ლიცენზია/ არავითარი ქინძი და ოხრახუში, ხახვი, ცოტა ნიორი, ძირა, ქონდარი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი.
ფარშს ვაზავებ მოხარშული ბურვაკის ნეკნების შემდეგ რაც წვენი მრჩება იმით, რათა გავათხელო და წვნიანი იყვეს.
ვხარშავ უკვე საქონლის ნახარშში.
აი ვინ აკეთებს ნამდვილ ხინკალს.
ზოგიერთები 25 ნაოჭიანებიც კი გამომდის.
შეგარგოთ.
ვაახ ვაახ ვაახ შემოგევლე გიო. ნაღდათ გვეტყვი რომ ჩვენიანი ხარ ძამიკო. ჩვენი რეცეფტურაც ეგაა. არტოს გაკეთებული ხინკლის მერე , სახინკლეებში სიარულს მოვუკელით. მევაღარც დავდივარ ფაქტიურად
გაიხარე ბაბუ.
ცეცხლე მოხარშული უნივერსალურია.
თბილისის ფორუმზე კულინარიის განყოფილება მე მაბარია, მოდერატორი ვარ.
ხინკალის თემა ცალკე გვაქვს თავის გამოკითხვით, ანუ პოლით.
ჩამოთვლილია სადღაც 15-მდე სახინკლე.
ვკითხულობ ყველაფერს და გამოდის რომ გარეთ ხინკალის ჭამა აღარ შეიძლება.
საქართველოში რომ ნორმალურ ხინკალს ვერ შეჭამ, თანაც ზოგგან თითო 2 ლარი ღირსო.
დადექით და გააკეთეთ სახლში.
ერთმა კაცმა როგორ უნდა გაჯობოთ, ამდენი ხართ, შეიკრიბეთ, იყიდეთ უპრემიქსო ხორცი და დაუშვით.
აგერ ძმაო, მართალია 2 დღე მოვუნდი, მაგრამ 300-ზე მეტი შევახვიე.
არავის არ ვაკარებ, მარტო ვაკეთებ ხოლმე.
ჩემი მეუღლე არ ეკარება, ეგ მოხარშული კუბდარიაო/დიდებს ვახვევ/, მერეა და მთლად უარესი, ნანადირევს პირს არ აკარებს.
ესეც რეზერვი.
გადმოირბინეთ ჩემთან, ხინკალი და ლუდი ჩემზე იყვეს, ორნახადი ჭაჭა თქვენზე.
თავს უფლებას მივცემ და ადუღებულ წყალში ხინკალი თავდაყირა უნდა ჩაიყაროს.
ანუ გადმოტრიალებული "კუჭით" წინ.
არავითარი ქვაბის მოტრიალება და პროწიალი.
ციცხვს მარტო ლობიოს/ეგ ამერიკიდან შემოიტანეს/ მოსაზელად სანამ გამოვიყენებდით, მანამდე ხინკალს ვათრევდით წრეზე მდუღარე წყალში.
0 წევრი, 0 სტუმარი
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?