Jump to content

სურათი

ქართული ხალხური საკრავები.ჭუნირი(ჭიანური)

ჭუნირი ჭიანური ქართული ხალხური საკრავები ეროვნული საქართველო სვანები რაჭა

ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1956074d096c.gif
ჭუნირი
ჭუნირი უძველესი ქართული ხემიანი საკრავია, იგი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ეს საკრავი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და სვანებს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). ამ საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით. ამ საკრავზე ადრე ქალებიც უკრავდნენ ანსამბლში ჩანგთან ერთად. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭუნირი და ჩანგი ანსამბლად ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს. ორი ან მეტი ჭუნირის ერთროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება, რომლებშიც საკმაოდ ბევრია მელიზნები, განსაკუთრებით სხვა კუთხეების მელოდიებისაგან. ჭუნირის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. ბგერათწარმოება ხემით ხდება. სვანური ჭუნირის კორპუსი(1) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი(2), რომელიც თასმებითაა მიმაგრებული. კორპუსი ქვემოდან ღიაა. ტარი(3) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისთვის. დამხმარე ნაწილებია მოქლონები(4), ჯორა(5) და ფეხი(6). ტარის ბოლოზე მიმაგრებულია ძუის სიმები. ხემი(7) მშვილდისებურია. მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩამოსაცმელად. რაჭული ჭიანურის კორპუსი ნავისებურია, გამოთლილია მთლიანი ხისგან და ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა ნაწილზე გაყრილი კანაფით. ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი (ან სამი) ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება. ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს მრგვალი კორპუსი აქვთ. ჭიანურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. საკრავი უჭირავთ ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებულია მუხლებს შორის (დაყრდნობილია მუხლებზე), სახელური მიყრდნობილია მარცხენა მხარეზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები სიმებს ეხებიან და ბგერის სიმაღლეს ცვლიან. სიმებს თითების «ბალიშებით» ეხებიან და თითს ტარამდე არ აჭერენ, რის გამოც ჭიანურის ბგერები ფლაჟოლეტურია. ხემს ერთდროულად ყველა სიმზე უსვამენ, ამიტომ ამ საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები არსებობს. სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისას იყენებენ წიწვიან ჯიშებს_ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ წიწვიან ხის ჯიშებს_ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს. ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთხეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რომელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ შვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება ანიჭებს საკრავს მეტად ნაზსა და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას. შემთხვევით არ არის, რომ ჭუნირი მელოდიის შემსრულებელი საკრავია, ხშირსდ ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. საყურადღებო დამოწმებული ფაქტია - ჭუნირზე დაკვრა მიცვალებულთან დასაფლავების წინა ღამით. ერთ-ერთი ნათესავი მიცვალებულისა (კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. მაგრამ მას იყენებენ დღეობებში, ქორწილში. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».“

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

«ჭიანური ჭირის არისო»????? :think:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4429 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ჩემი სვანი დიდი ბაბუა მაგრად უკრავდა ჭუნირზე 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მერე ასეთი წინაპრების პატრონს, გიტარაზე დაკვრა მაინც გესწავლა შე დალოცვილო... :)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა საგოლ გუგა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:D :D :D  ჰაჰაჰა გუგა :D :D :D :D  კარგი იყო :D  პ.ს გიო :D  და მიშო მიაწერე ხოლმე შენი სახელი თორე დავიტანჟე ვერ ვხვდები რომელი ვწერთ :D :D  ეს ხუმრობით  გაიგონ ადამიანებმა რომელი ვწერთ კაცო ვახ :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1637 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
გემრიელია. ქართულია :*

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის ამ ინსტრუმენტზე უკრავს 33ა და მაგრად მომწონს. რაღაცნაირი გულიანი ხმა აქვს. გუგა შენ არ იცი ამაზე დაკვრა? აკორდები ხომ იგივე იქნება და რაჭული სიმღერები როგორც მე ვიცი ამ ინსტრუმენტზე სრულდება , თუ მეშლება? არ გიცდია ?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1637 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

სხვათა შორის ამ ინსტრუმენტზე უკრავს 33ა და მაგრად მომწონს. რაღაცნაირი გულიანი ხმა აქვს. გუგა შენ არ იცი ამაზე დაკვრა? აკორდები ხომ იგივე იქნება და რაჭული სიმღერები როგორც მე ვიცი ამ ინსტრუმენტზე სრულდება , თუ მეშლება? არ გიცდია ?

ბაბუ ნიაზა უკრავს ფანდურზე ოღონდ ხემით. ანუ ჭუნირის ჯოხს ქვია ხემი. მე ერთადერთი ინსტრუმენტია რაზეც არ ვუკრავ ეგ არის ჩანგი :) არ მიყვარს და მაგიტომ :)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს არფას რო გავს ეგაა ხო?



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1637 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
კი კი არფას გავს ოღონდ ქარულს ჩანგი ქვია.

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო სვანეთში მაქვს ნანახი

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მინდა ჭინურის ხმაზე ვგალობდე,

სვანური სიმხნე სულში ავღზარდე,

მინდა გავჯიქდე მინდა გავლომდე,

მინდა გავსვანდე, მინდა გავსვანდე...

 

სტროფი მურმან ლებანიძის ლექსიდან - სვანეთი... 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?