Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გერმანული დანები


გერმანული დანების ფოლადი და მათი დამზადების ხარისხი ყველას კარგად მოგვეხსენება. Solingen-ი გერმანული ცივი იარაღის მექაა(ისევე რეოგორც შეფილდი ინგლისისა, ან მორა შვედეთისა). ეს ქალაქი 1374 წელს დაარსდა და იმთავითვე მისი სამჭედლოები მაღალი ხარისხის ცივ იარაღს უშვებდნენ. აქ წარმოებული ცივი იარაღით (ხმლებით, დაშნებით, ხანჯლებით, დანები თ თუ ხიშტებით)მარაგდებოდა გერმანულ-პრუსიული არმიები.
დღეს ამ ქალაქში ნახავთ დანის პირის(ეშვის) მუზეუმს Deutsches Klingenmuseum , ასევე დრესაც მოქმედ სამჭედლოში განთავსებულ მუზეუმს Rheinisches Industriemuseum , სადაც იარაღის წარმოების ტექნიკის ისტორიას გაეცნობით.

Solingen-ის ყველაზე ცნობილი სამჭედლოებია: Boker, Eickhorn, German Bull, Hartkopf, Hen & Rooster, Herbertz, Hubertus, Linder, Mercator, Puma და სხვა.

Böker


ბოკერის სახელი ქალაქ Remscheid-ში(ზოლინგენის ახლოს), მე-17 საუკუნეში გახსნილ პატარა საწარმოს უკავშირდება. Hermann and Robert Boeker -ები 1929 წლიდან ხმლების გამოშვებას იწყებენ და ერტ წელიწადში უკვე 2 000 ხმალს უშვებენ (64 ხელოსანი, 47 მჭედელი და უამრავი მუშა ფიქსირდება ამ პერიოდის სამჭედლოში).
ჰერმან ბოკერი მალე ნიუ იორკში გადადის და აარსებს H. Boeker & Co., შვილობილ კომპანიებს ხსნის კანადაში და მექსიკაშიც(1865). ჰაინრიხი ჩადის ზოლინგენში (1869) და აარსებს Heinr. Boeker & Co. ბოკერების ლოგოზე გამოხატულია Remscheid-ში, მათი წარმოების წინ მდგარი წაბლის ხე.

ბოკერების წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი 1900 წლიდან უკვე ამერიკის ბაზარზეც ფართოდ იდგამს ფეხს. მეორე მსოფლიო ომის დროს ბოკერის ზოლინგენის წარმოება მთლიანად განადგურდა. ომის შემდეგ ნელნელა შეიკრიბა სამწედლოს გადარცენილი პერსონალი და კომპანიის არდგენა მოხერხდა. აღდგა კავშირები ამერიკულ მოსახელესთან(ბიძაშვილებთან). 60-იან წლებში ბოკერის ამერიკული ფრთა გაიყიდა. 70-იან წლებში ეს კომპანია იყიდა Cooper Industries. ეს კომპანია აგრძელებდა ძალიან ახლო ტანამშრომლობას ზოლინგენის ბოკერთან და ერტობლივად მრავალი ახალი მოდელი გამოუშვეს. ამზადებდნენ უმაღლესი ხარისხის დანებს 320 ფენიანი დამასკურ ფოლადიდან დაწყებული დამტავრებული თანამედროვე კერამიკის ნიმუშებამდე.
1986 წელს დენვერში(კოლორადო) შეიქმნა Boker USA, Inc. გერმანულ9ზოლინგენი)-ამერიკული ბოკერი დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. დღეს ამერიკულ ბოკერს სამი შტო გააჩნია:
Boker Solingen(გერმანია) , Boker Arbolito (არგენტინა) და Boker Magnum (აზია).

Bob Dozier Fixed Blade CPM D-2

D-2 ფოლადის 9 სმ-იანი პირი. საერთო სიგრძე 20 სმ. ტარი-მიკარტა. ფასი 350 $


Arbolito Corzo Stag Hunting Knife

9.5 სმ სიგრძის უჟანგავი ფოლადი(440), საერთო სიგრძე 17 სმ-მდე. ფასი 117$


Special Operations leather Handle Bowie Knife

ეშვის სიგრძე 20სმ(ფოლადი440), საერთო სიგრძე 31 სმ, წონა 600გ-მდე, ფასი 50$-მდე


Magnum Autmat Kalashnikov Side Lock Camo Knife

9 სმ-მდე სიგრძის პირი, ფოლადი AUS-8, საერთო სიგრძე 20 სმ-მდე, ფასი 38$



b87f0d10b0f1.jpg

fc90e918c18f.jpg

07fa711b98b8.jpg

2f788edd1daa.jpg

რედაქტირებულია BROWNING-ის მიერ,


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Puma


კომპანიის სრული სახელია PUMA-WERK, Lauterjung & Sohn . ზოლინგენის სამჭედლო გილდიაში ჯერ კიდევ 1769 წელსა მოხსენიებული Johann Wilhelm Lauterjung და მისი სამჭედლო. დანების გარდა, ისინი სამართებლებს, მაკრატლებს და სხვა ცივ იარაღსაც უშვებდნენ, თუმცა 1940 წლიდან, Olswald Von Frankenberg Und Ludwigsdorf -მა, აზარტულმა მონადირემ და სპორტსმენმა, კომპანიის პროფილს სანადირო, სათევზაო და სალაშქრო დანების მიმართულება მისცა. პუმა დღეს იარაღს ზოლინგენის გარდა, ესპანეთშიც და აზიაშიც აწარმოებს, გერმანელი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობით. დღეს პუმას Lauterjung-ების ოჯახის მეექვსე თაობა მართავს.

პუმა სამი ტიპის იარარს აწარმოებს: ფიქსირებულპირიანი სანადირო დანები, დასაკეცი სანადირო დანები და სხვა ტიპის ცივი იარაღი და მაჩეტეები.

პუმა დანის პირებად იყენებს შემდეგი ტიპის უჟანგავ ფოლადებს:

420, 440A, 440B, 440C, 1.4109, 1.4116, RWL 34, PMC 27 და დამასკურ ფოლადს.

პუმას ერთერთი ყველაზე განთქმული და პოპულარული დანაა "Original PUMA Waidblatt".









Original PUMA Waidblatt

პირის სიგრძე 22.5 სმ, საერთო სიგრძე 41 სმ.




Puma Stag Pathfinder Hunting Skinning Knife

საერთო სიგრძე 25 სმ.





Puma Model 6396 Bowie




Puma Model 959 Jagdmesser

ხუთი სხვადასხვა ფუნქციის პირი აქვს




Puma Endangered Species Set

ლიმიტირებული გამოცემა(1984): არწივი, ვეშაპი, პუმა და კამეჩი. ნაკრების ფასი 2 600$.






Puma Tec Damascus Liner Lock Folding Knife

დამასკური ფოლადი


88d39ce2f14e.jpg

8e72e5436ecb.jpg

e67c3393b1af.jpg

085d87bfc727.jpg

a47f7bc2a59c.jpg

2391a9f5e53d.jpg

რედაქტირებულია BROWNING-ის მიერ


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Linder








ლინდერი ერთერთია იმ რამდენიმე სამჭედლოს შორის ზოლინგენში ვინც თვითგადასარჩენ დანებსაც უშვებს.
სანადირო დანების წარმოება 1870 წელს დაიწყეს. Carl Wilhelm Linder -მა დანების წარმოება პატარა დასახლება Bech -ში დაიწყო, რომელიც დღეს ზოლინგენის შემადგენლობაშია. მისმა უმცროსმა ვაჟმა, კარლმა, გააფარტოვა წარმოება და 1918 წლიდან დანების ექსპორტიც დაიწყო. 1938 წელს კარლის გარდაცვალების შემდეგ კომპანია ცნობილმა დანისმჭედელმა Paul Rosenkaimer-მა იყიდა და კომპანიას "Carl Lidner Nachf" დაარქვა.
1985 წლიდან კომპანიას მისი შვილი ზიგფრიდი და შვილიშვილი შტეფანი მართავენ.



Linder Handlelight ATS 34

9 სმ-იანი ATS 34 უჟანგავი ფოლადის 5 მმ სისქის ეშვი. შექმნილია Peter Rosenkaimer-ის მიერ. ტარი სავი ხისაა. დანის ტავისებურება ისაა რომ ტარში იდება სპეციალური ჩხირები რომელიც ღამით ტარშივე ჩატანებულ ყვითელი დისკს ანათებს, რაც ძალზე პრაქტიკულია ღამის პირობებში მუსაობისას, დანის დაკარგვის ტავიდან ასაცილებლად. მუსაობისას ეს ნათება არ გაწუხებთ, რადგან ხელისგული მას მთლიანად ფარავს. ფასი 219 ევრო.




Linder Handlelight BOHLER M390 Powderit

იგივე დანა ოღონდ უმაღლესი ხარისხის Böhler M390 უჟანგავი ფოლადის ფხვნილისგან დამზადებული პირით. ფასი 239 ევრო





Linder ATS34 Nicker

ATS 34 უჟანგავი ფოლადის 10 სმ-იანი პირით.






Linder Special ATS-34 Cocobolo Hunting Knife

9 სმ-იანი პირი, ATS34 ფოლადი. 450 გრამი.





Linder Crocodile Hunter Hunting Knife (ნიანგებზე მონადირის დანა ჰქვია)

25 სმ-იანი ე.წ. ''ნახშირბადოვანი ფოლადის'' პირი(ანუ ადვილად ილესება, ძალიან ბასრია, მაგრამ ჟანგვადია). წონა 900გ.






Hunting knife

11 სმ სიგრძის 420 ტიპის უჟანგავი ფოლადის პირით. ფასი 45 ევრომდე




Linder Iltis

მაღალი ხარისხის 1.4110 უჟანგავი ფოლადისგან (58 HRC) დამზადებული დასაკეცი დანა. სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში- 9 სმ. ფასი 109 ევრო.






Linder lock back knife

440-C ფოლადის პირი. 14 სმ-იანი ტარით. ფასი 175 ევრო


4ab99eecde0f.jpg

3c198b8541d9.jpg

1d0d04020da6.jpg

aaf78480d88c.jpg

რედაქტირებულია BROWNING-ის მიერ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Eickhorn





ამ სამჭედლოს პირველი მოხსენიება არქივებში, 1356 წლისთვის თარიღდება. ლოგო ციყვით 1607 წლისთვის გამოჩნდა. ციყვი, ზოლინგენის სხვა სამჭედლოების ლოგოზეც არსებობდა, მაგალიტად Aug. Meis & Co.-ის ლოგოზეც, თუმცა ამ უკანასკნელის დახურვის შემდეგ(1920), ციყვი მხოლოდ ეიხორნის ლოგოზე გვხვდება.

ის სამჭედლო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, Carl Eickhorn -მა დაარსა 1865 წელს. ამ სამჭედლოსთან თანამშრომლობს დამასკური ფოლადის ცნობილი დიზაინერი Markus Balbach. Eickhorn-ის ყველა დანას აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, სამხედრო დანებს კი ე.წ. NATO stock ნომრები (NSN). დანებში გამოიყენება მაღალი ხარისხის თანამედროვე ან დამასკური ფოლადი. ქარქაშებზე ფიქსირებულია ალმასის სალესი.


PRT-II SPEARPOINT

სამაშველო დანაა. უჟანგავი ფოლადის - Böhler N695 (HRC 58) 8 სმ-იანი პირი(ლაზერით დამუშავებული). აქვს მინის ჩამსხვრევი. ტარი AIMg3 ალუმინისაა. ფასი 119 $.




PRT-VIII WOODLAND CAMO BLACK BLADE SPEAR





CSAR II

საბრძოლო-სამაშველო-თვითგადამრჩენი დანაა. Böhler N695 უჟანგავი ფოლადის 9.5 სმ-იანი პირი. აქვს მინის ჩამტეხი და უსაფრთხოების ქამრის საჭრელი. საერთო სიგრძე 22.5 სმ. პირის სისქე 3.5 მმ. წონა 130 გ. ფასი 170$.






KM 2000 New German Infantry Combat Knife

NATO stock number 1095-12-35-56742

მიღებულია ბუნდესვერის შეიარაღებაში. Böhler N695 უჟანგავი ფოლადი (HRC 57), დაფარულია Black Kalgard®-ით. პოლიამიდის ტარი ფანჯრის ჩამტეხით მთავრდება. ქარქაშზე აქვს ალმასის სალესი. პირის სიგრძე 17.2 სმ, სისქე 5მმ, წონა 330 გ. ფასი 180 $.





DAGGER 2007

პირი ეიხორნის სპეციალური სახიშტე ფოლადი, შავი ანტიკოროზიული საფარველით. ეშვის ნაწილი დაკბილულია. ტარი: მინის ბოჭკოსა და პოლიამიდის ნარევი. ფასი 190 $.





KM 1000 New German Infantry Combat Knife

ეს დანაც ბუნდესვერის შეიარაღებაშია. დამზადებულია 440-A steel (HRC 56) ფოლადისგან. პირი 17.2 სმ, საერთო სიგრძე 30.2 სმ. ფასი 140 $.





Desert Command II German Infantry Combat Knife

უდაბნოსთვის განკუთვნილი საბრძოლო დანაა 17.2 სმ -იანი პირით (სისქე 5 მმ). ფასი 190$.






LIMITED EDITION DAGGER 2007

ლიმიტირებული(მხოლოდ 125 ცალი) გამოშვების ხიშტი(ხანჯალი). 1.4110 (HRC 56) ფოლადის ორლესული პირი.
ფასი 175$.




LIMITED EDITION FAIRBAIRN SYKES DAGGER FS2000

ეს შეზღუდული წარმოების ხიშტი მხოლოდ 999 ცალია გამოშვებული და 1941 წლის ბრიტანული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ხისტის მსგავსია. ფოლადი 55Si7 (HRC 51-53), ორლესული პირი 17 სმ სიგრძის.
ფასი 180$.




General Wegener Pohl One


დიზაინერი Dietmar Pohl , პერსონალურად გენერალ Ulrich K Wegener -გან მიიღო დავალება შეექმნა ეს დანა. ლიმიტირებული გამოშვებაა, სულ 500 ცალია წარმოებული. დანა შეიქმნა გერმანული ანტიტერორისტული ჯგუფის GSG 9-ის სახელზე, რომელიც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადისას განხორციელებული ტერორისტული აქტის მერე შეიქმნა Wegener-ის მიერ. N695 უჟანგავი ფოლადი (ჰგავს 440C-ს მაგრამ ბევრად მტკიცეა მასში 1.50% კობალტის და 1% ვანადიუმის დამატების გამო) დაფარულია შავი კოროოზისსაწინაარმდეგო მასალით. G-10 ფორმის ტარი ანოდიზირებული ალუმინისაა. პირზე ლაზერით ამოტვიფრულია GSG 9 და Ulrich K. Wegener-ის ხელისმოწერა.
საერთო სიგრძე 23.5 სმ. პირი 10 სმ. პირის სისქე 4მმ. წონა 210 გ. ფასი 290$


a54260ac9987.jpg
7de26a58e7fe.jpg
cfbefde39221.jpg
6869bd8b265c.jpg
9cfe46e5442d.jpg
11eec4121c0d.jpg
8548e8fd899a.jpg
59b774691824.jpg
4e32f1d9506a.jpg
4c8bff8c4169.jpg
რედაქტირებულია BROWNING-ის მიერ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Hubertus

წმინდა ჰუბერტი, ევროპაში მონადირეთა მფარველად ითვლება(სხვა თემაა და დავწერ მოგვიანებით მასზეც). ჰუბერტუსის სამჭედლო ზოლინგენში ჯერ კიდევ 1898 წელს მოიხსენიება. უშვებდნენ სანადირო დანებს და ხანჯლებს, მოგვიანებით დაიწყეს ახალგაზრდა მონადირეებისთვის (სკაუტებისაც) სანადირო-სალაშქრო დანების წამოებაც. დღეს ეს კომპანია ზოლინგენის ერტერთი ყველაზე გამოცდილი სამჭედლოა, აწარმოებს სანადირო და სალაშქრო დანებს, როგორც ფიქსირებულპირიანს, ასევე დასაკეცს. დანის ფოლადად იყენებენ როგორც დამასკურ (Damaszenerstahl 320 Lagen) ასევე უჟანგავ ფოლადებს ( Gussstahl C 45, Hochleistungsstahl rostfrei DIN1.4109 X65CrMo14, Hochleistungsstahl rostfrei DIN 1.4112 X90CrMoV18, rostfrei Werkstoff DIN 1.4034 ,
rostfrei 440A, rostfrei 440C ).




Hubertus Special Swing Guard Folding Bowie Knife

პირის სიგრძე 22 სმ-მდე 



Hubertus Large Stag Folding Hunting Knife 

ფოლადი DIN 1.4109, პირის სიგრძე 10 სმ, ტარი-12.5 სმ. 225 გ. ფასი 170$.





Hubertus Special Stag Pocket Knife 

ფოლადი-DIN 1.4109. ტარი ირმის რქა და გერმანული ვერცხლი. პირის სიგრძე 8.5 სმ. ფასი 145$.




HUBERTUS® SOLINGEN folklore knife boar

ტრადიციული დიზაინის დანაა, 11 სმ-იანი პირით. ტარი ირმის რქისაა, მუხის ფოთლის ორნამენტებით დამშვენებული.




HUBERTUS® SOLINGEN Pirsch Knife Stalk Knife

12 სმ-იანი პირი, წონა 110 გ.


1dc9ff60cca4.jpg

5a2f2b72133f.jpg

5b0ec4504c6a.jpg

83744d2133b9.jpg

6c0d2464ee4c.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რაკი გულმა კლასიკისკენ გაგიწიათ. ერთ ბრენდს გაგანდობთ . ნამდვილი გერმანული დანებია და სუფთა მონადირული.

სხვათაშორის ამაზონზე იყიდება.

PUMA - one Solingen brand with long tradition

https://www.pumaknives.de/en/

 

 

 


ჩამსწორებელი Qartvela™, 02 September 2018 - 08:39 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube....ed/n5l2JxmiJAQ"frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

 

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube....ed/d9PuoVKlMtA"frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

 

ამ ებრაელმა კაცმა კაცმა შექმნა ეს დანები იზრაელის რომელიღაც სპეცდანიშნულების ჯგუფისთვის-https://rezat.ru/art..._manasherovym_/

 

და კიდევ სხვა დანებიც-https://rezat.ru/des...ris_manasherov/

 

https://www.youtube....y=Boker Caracal

 

 

legion.ge_6445e9a088b8e615.jpg

 

 

legion.ge_6445e9a089474506.jpg

 

 

legion.ge_6445e9a089b2c68f.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08a160baf.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08a84766d.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08aea3881.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08b8358d1.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08bf4ba31.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08c70ab90.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08dda41f4.jpg

 

 

legion.ge_6445e9a08e431768.jpg



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოლინგენი მაქვს სადრაც და მერე ავტვირთავ. ოქროს პლასტინკიანია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
BOKER SOLINGEN

ესეც ჩემი ზოლინგენი

უაღრესად მოხერხებული ერგონომიკურად. ბასრი. ფიქსატორიანი და რაც მთავარია მობილური. არ იჭედება. არც ზედმეტი წმენდა სჭირდება... და მარტივი ხმარებაში. ირმის რქის ტარით და ჩემ პასპორტზე ბევრად დიდი პასპორტით.

ჩამსწორებელი babu, 14 May 2020 - 06:36 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
legion.ge_85ebd57c567812.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
legion.ge_85ebd57eac1560.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
legion.ge_85ebd581dbfb8b.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?