Jump to content


ამ თემას აქვს 93 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4470 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი
ფაბარმი - FABARM

 

FABARM_XLR5_056.jpg  FABARM XLR-5 


Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც.
ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა. 

 გალეზების გვარის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე.

  ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლება და ფაბარმიც გადადის გლუვების წარმოებაზე. 1956 წლიდან ფირმამ დაიწყო მუშაობა მცირე ასორტიმენტით. მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მას გააჩნდა სრულიად ახალი საწარმოო ბაზა, ამჟამად უშვებს სამი ძირითადი კლასის_ ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს. დღეისათვის მისი ნაწარმი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს Fabarm გახდა განთქმული კომპანია, რომელიც უშვებს ხარისხიან და შედარებით იაფ პროდუქციას.

ექსპერტების აზრით, ამ ფირმის პროდუქცია ცნობადობის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება. 

  Fabarm S.p.A._ ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც თოფის ყველა დეტალს თვითონ(თავის ფირმაში) აკეთებს. გარდა ამისა თავად უშვებს სხვადასხვა აქსესუარებს: კრონშტეინებისა და ოპტიკებიდან დაწყებული სანადირო ტანსაცმლით დამთავრებული.

ფირმას აქვს დამოუკიდებელი მიღწევებიც, როგორიცაა ლულათა ორიგინალური გაბურღვის პროფილი Fabarm Tribore Barrel System და Fabarm Tribore Barrel System, რომელთა შედეგად გაზრდილია ჭრა, სიბურჯღლე და დაჯგუფება.
ლულები მონობლოკებია და მზადდება 42СгМо4 მარკის ფოლადისაგან, არხები ქრომირებულია.

 კიდევ ერთი დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით:ა) სახსნელი მოკლე ჩოკები(0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის(8 ს ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით).



 

FABARM-EXIS-Chokes.jpg
 

ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხვრის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას. 

 

ამ ფირმის სახელგანთქმული მოდელებია: თვითდამტენები გაზის უკუქცევაზე Н368 Super Goose, Н368 Hunter 610, 660, 710, 760 და 900მმ სიგრძის ლულებითა და 12/76 სავაზნით(მჭიდის ტევადობაა 3, 6 ან 8 ვაზნა); ლულების ჰორიზონტალური განლაგებით Nobile, Beta Classis, Lion, რომლებსაც აქვთ ოპტიმალური ბალანსი და საუკეთესო დაჯგუფება. 

20101110004422_item_image0_717_0.jpg -Н368 Hunter 610

 

20130527153918_item_image0_fabarm_guns.j  - Classis

 

fabarm_nobile-grade3-3.jpgfabarm_nobile-grade2-3.jpg
 

ვერტიკალურებში განთქმულია Alpha 12/76 სავაზნითა და 660, 710, 760მმ სიგრძის ლულებით(განსაკუთრებით დახვეწილია მათი კონდახები), აგრეთვე Gamma, Max Field და Le LYS. ახალი მოდელია Axis 20/76 610, 660, 710 და 760მმ სიგრძის ლულებით.

 

fabarm_4.jpg Fabarm Axis

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Fabarm-ის ნაკეთობათა ზედაპირების დამცავი ფენა PVD Titanium, რომელიც შემუშავებული იქნა 2003 წელს. ამ ტექნოლოგიით დამუშავებული ლითონის ზედაპირი უძლებს აგრესიულ ნივთიერებათა ზემოქმედებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტესტირებამ 1500 საათის განმავლობაში აჩვენა საუკეთესო შედეგები. 

 

სტატიის წყარო: monadire.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

სალამ,

მე მაქვს ფაბარმი XLR 5 და ამ ბოლო დროს სურვილი გამიჩნდა კონდახი ოდნავ მარჯვნივ გადავხარო,

რო თოფის შეგდებისას სამიზნე პლანკა კისრის ზედმეტი დაძაბვის გარეშე გავისწორო  :0073:

იგივე რამ გაკეთებული მქონდა ადრე იჟ-12 ზე და საკმაოდ ეფექტურად ვხმარობდი მაგ თოფს..

ამას იმიტომ ვწერ, რომ ვერ მოვხსენი ეს "გაიკა" კონდახში, საჭიროა 15 ან 16 იანი "ტრუნბოი" და ხომ არ გექნებათ ვინმეს ?

არ მინდა ხელოსნებთან ბოდიალი ამ წვრილმანის გამო..



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4470 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მოვძებნი აბა ტრუბნოი კლუჩებს დაახლოებით რა სიგრძის უნდა იყოს ღრმად არის კონდახში ეს გაიკა ?

 

თუ ვნახე შაბათს წამოგიღებ 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4470 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მეგობრებო ამ ტემაში რომ შემოდიხართ სურათებს გიხსნით თოფის სურათებს ვგულისხმობ ? 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

მოვძებნი აბა ტრუბნოი კლუჩებს დაახლოებით რა სიგრძის უნდა იყოს ღრმად არის კონდახში ეს გაიკა ?

 

თუ ვნახე შაბათს წამოგიღებ 

არ არის ძაან ღრმად, მაქსიმუმ 15 სმ.. მადლობელი დაგრჩები  :beer:

 

სურათებს რაც შეეხება, არ ხსნის



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4470 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

კაი ვიზრუნებ მაგაზე რომ სურათები გავასწორო 

 

ჟორჟიკ მაგ "გაიკას" შუაზე გაჭრილი არააქვს გრძელი სახრახნისით (ატვიორტკით) ვერ მოვუშვებთ ?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ამ მოენტში ვერ ვნახავ, მარა როგორც მახსოვს, საკმაოდ განიერი აქვს, სახრახნისები ბევრი მაქვს, მაგრამ ადგილი დიდი აქვს და ვერ ეჭიდება,

მაშინ რაღაც "სტამესკის" მაგვარი უნდა ვიხმარო და არ მინდა ეგრე ვეჩალიჩო :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
aleko22

aleko22

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 139 პოსტი
  • მისამართი:lagodekhi
  • წარმოშობა:kakheti

ამ მოენტში ვერ ვნახავ, მარა როგორც მახსოვს, საკმაოდ განიერი აქვს, სახრახნისები ბევრი მაქვს, მაგრამ ადგილი დიდი აქვს და ვერ ეჭიდება,

მაშინ რაღაც "სტამესკის" მაგვარი უნდა ვიხმარო და არ მინდა ეგრე ვეჩალიჩო :)

გაუმარჯოს.

მე მაგას მოშნი მოზრდილი ატვიორკით ვხსნიდიხოლმე, ჩაჭრილი აქვს შუაზე, ისე მგონი 15-ანზე ნაკლები იქნება მანქანაში კი მაქვს ნაბორი მაგრამ შორს ხარ თორე გათხოვებდი.....



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

გაუმარჯოს.

მე მაგას მოშნი მოზრდილი ატვიორკით ვხსნიდიხოლმე, ჩაჭრილი აქვს შუაზე, ისე მგონი 15-ანზე ნაკლები იქნება მანქანაში კი მაქვს ნაბორი მაგრამ შორს ხარ თორე გათხოვებდი.....

გაუმარჯოს ალეკოს,

15ზე ნაკლები არააა, 14იანი მაქვს და პატარაა..

მაგსისქე "ატვიორტკა" ვერ ვნახე და "ტრობნოი" მირჩევნია, უკეთესადაც გადავუჭერ  ;)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

 

თუ ვნახე შაბათს წამოგიღებ 

 

ნიკა მადლობა ყურადღებისთვის, მარა მოვხსენი და გავასწორე უკვე  :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4470 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

რისი მადლობა გიო არ გრცხვენია  ;)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნიკუშ ! ხსნის სურათებს ჩვეულებრივად!



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
FABARM
 

FABARM_XLR5_056.jpg

2008 წლიდან „FABARM“-ი ნაციონალურ საცდელ სადგურთან ერთად ცდის თავის თოფის მოდელებს გაზრდილი წნევით 1630 ბარით სტანდარტული 1370 ბარის მაგივრად. ეს ექსკლუზიური ტესტი ობიექტურად ამტკიცებს კონსტრუქციულ უპირატესობას, იარაღის დეტალების სიმტკიცეს, გამძლეობას, და აძლევს უპირატესობას „FABARM“-ს კონკურენტებთან შედარებისას.

· საუკეთესო ნახევრადავტომატი ძლიერი ვაზნებისთვის და ინტენსიური გამოყენებისთვის

· საუკეთესო კომბინაცია იარაღის წონის და ბალანსის

· დამიზნების კომპენსაცია (35 მ.) მეორე გასროლაზე XLR 5-დან 30% ნაკლებია კონკურენტებთან შედარებით.

ყველაზე სწრაფი გადატენვის ციკლი: XLR 5 მოდელის თოფიდან შეგიძლიათ 5 გასროლა 0,31 წამში, რაც 36% ნაკლებია სხვა თოფებთან შედარებით.

HPდგუში რბილი პოლიმერული სადებით გადატენვის რეგულირებისთვის: მუშაობს როგორც თანმიმდევრული მუხრუჭი აირის ცილინდრში. საჭირო აღარ არის სარქველი. უპირატესობა: მაღალი უსაფრთხოება ყველა ტიპის ვაზნებით სროლისას და დაუჯერებელი უკუდარტყმის შემცირება.

TRIBORE HP ლულა სჯობნის სხვა ლულებს: უკეთესი გახვრეტის ძალა, უკეთესი საფანტის განაწილება, საუკეთესო ჩოკების სისტემა ფოლადის საფანტისთვის… ეს აფართოებს ბალისტიკურ საზღვრებს.

Inner HP – პირველი ჩასახრახნი ჩოკები 82 მმ. სიგრძის ჰიპერბოლიური პროფილით

მივიღეთ თურქული ფირმა “ARMSAN“ (www.armsan.com) პომპიანი და ნახევრად ავტომატური 51 სმ. ლულით თავდაცვის თოფები დამატებითი პისტოლეტის სახელურით, ნახევრად ავტომატური სანადირო თოფები აირით გადატენვის მექანიზმით (ლულის სიგრძე 71სმ. და მოყვება 5 ცალი მობილური ჩოკი). დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ ლულის 10 სმ. დამაგრძელებელი.

მაღაზია “მაგნუმის” წარმოდგენილი ფასები

პომპიანი თოფების ფასი არის 520-685 ლარი

ნახევრად ავტომატური თავდაცვის თოფების ფასი არის 610-780 ლარი

ნახევრად ავტომატური სანადირო თოფების ფასი არის 720-1270 ლარი

ნახევრად ავტომატური საცვლელი ლულით სანადირო თოფების ფასი არის 1330-1650 ლარი



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
FABARMXLR5-ს დაშლა და გაწმენდა

 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 266 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

 

 

ესეც ჩემი ფაბარმი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?