Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

                                                                                                  ბოლობეჭედა                                                                                                                                                                                                          mdelos_bolobecheda_Circus-pygargus_monadirecom.jpg                                                                                                             ბოლობეჭედა (Circus), ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. გვარში 9 სახეობაა. გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. საქართველოში გვხვდება მინდვრის, მდელოს, ველისა და ჭაობის ბოლობეჭდები. აპრილ-მაისში დებენ 2-6 კვერცხს. კრუხობენ 30 დღემდე. ყველა ბოლობეჭედა (ჭაობის ბოლობეჭედას გარდა) სასარგებლოა - სპობს მწერებსა და მღრღნელებს.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ველის ბოლობეჭედა - Circus macrourus


velis_bolobecheda_Circus-macrourus_1_mon


ველის ბოლობეჭედა მოიპოვება ს. - აღმ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), ეგვიპტეში.

საქართველოში ველის ბოლობეჭედა გვხდება თითქმის ყველგან მიმოფრენისას.

ეს ფრინველი ბინადრობს ღია ადგილებში. მეტწილად იგი გვხდება მშრალ ადგილებში, თუმცა რიგ შემთხვევებში მას შეიძლება შევხდეთ მდინარეთა სანაპირო ველებზეც. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილის დამლევს დებს 3 – 6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. საკვებს შეადგენენ მცირე ზომის თაგვისებრი მღრნელები, მიწაზე მობუდარი ფრინველები და მათი მართვეები, ხვლიკები, მწერები.

მავნე მღრნელების დიდი რაოდენობით განადგურებით ველის ბოლობეჭედას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.
 

velis_bolobecheda_Circus-macrourus_2.jpg

velis_bolobecheda_Circus-macrourus_monad

velis_bolobecheda_Circus-macrourus.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?