Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4763 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

 
 
 
 
Auguste Francotte -ის პოპულარობა და პრესტიჟულობა საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ფირმა ყოველთვის ამართლებდა მონადირეთა იმედებს და დაიმსახურა დიდი სიყვარული. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია XIX საუკუნის ბოლოს. ამ ბელგიურმა ფირმამ საცალო და შეკვეთილი იარაღის ჰარმონიულობა გადაიტანა სერიულ ნაწარმზე, ხოლო ბალისტიკური მაჩვენებლებით Auguste Francotte-თან კონკურირებს მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ფირმა.
1799-1805 წლებში ჟოზეფ ფრანკოტმა ააგო ლიეჟში ,, პორტატული იარაღის ფაბრიკა”. თავდაპირველად ჟ. ფრანკოტი შეუდგა სამხედრო ნაწარმის გამოშვებას, მაგრამ შემდეგ სანადირო თოფებზე გადავიდა.
ფრანკოტების ოჯახი განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა ორლულიანი შტუცერებით. გლუვების წარმოება დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იან წლებში და სწორედ ამ დროიდან მიიღო სახელი Auguste Francotte.
სახელი ავგუსტი ერქვა ამ გვარის ბევრ წარმომადგენელს, თუმცა ,,ავგუსტ ფრანკოტი” ასოცირდება არა პიროვნებასთან, არამედ ფირმასთან.


 
 
მეოცე საუკუნის 60-70 წლებში 300-მდე ბელგიური ფირმიდან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე, მაგრამ Auguste Francotte-მ კარგი მენეჯმენტისა და ახალი ინოვაციების წარმოებაში უსწრაფესი დანერგვის გამო, მოდისა და ტრადიციების მშვენიერი შეთანაწყობის მეშვეობით მოახერხა გადარჩენა და განვითარება. ამასთან ერთად იარაღს აწარმოებდნენ ხარისხიანად, დიდი რაოდენობით და რაც მთავარია იაფად. 
საბჭოეთში ოქტომბრის რევოლუციისა და შემდგომ 1941 წლის ზამთარში НКВД-ს (შინსახკომი) მიერ ათასობით რეგისტრირებული ფრანკოტი(და არა მარტო ამ ფირმის ნაწარმი) იქნა ჩამორთმეული და გადადნობილი. აი ვანდალიზმი და ცინიზმი!!! 
რევოლუციამდელ კატალოგებში მოცემულია ფრანკოტის 30-მდე სახვადასვა მოდელი, ყველაზე იაფიდან დაწყებული, შედევრებით დამთავრებული, რომლებიც მაშინაც კი რამდენიმე ათასი ღირდა.
XX საუკუნის დასაწყისში ჩახმახიანებს თანდათან ცვლიან უჩახმახოები. პირველ მსოფლიო ომამდე ფირმა უშვებდა სერიულ თოფებს წონით 2,5-დან 3,1 კგ-მდე 12, 16 და 20 ყალიბისა. ისინი იყვნენ აღჭურვილი ,,ენსონ-დილის” საკეტებით(სამმაგი), პერდეს ჩარჩოთი და გრინერის ჭანჭიკით.
თოფები გამოდიოდა როგორც ექსტრაქტორებით ასევე ეჟექტორებით. ფრანკოტებს გააჩნდათ ერთ-ერთი თავისებურება, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ლულებში შევიწროების ზონა(ლულის მონაკვეთი სადაც ხდება შევიწროება) ძალიან გრძელი იყო(100-120მმ), რასაც ლულის პირამდე 5-10მმ მანძილზე ემატებოდა დამატებითი(ნაკლები სიმკვეთრის) შევიწროება. ამიგად ჩოკები ორსაფეხურიანი იყო. შესაბამისად 1,0-1,2მმ შევიწროების პირობებში ასეთ ორლულიანებს გააჩნდათ ფანტასტიური სიბურჯღლე მსხვილ საფანტში.

 
 
 
ლულების არხები და სავაზნეები მზადდებოდა ცოტათი უფრო ვიწრო, რაც იარაღს მატებდა სიმკვეთრეს(ჭრა). აღსანიშნავია, რომ ასეთი თოფებიდან უნდა გასროლილიყო ვაზნა ცოტათი შემცირებული დოზებით.
საშუალო კლასის თოფებთან ერთად ფრანკოტი უშვებდა უმაღლესი კლასის თოფებს, რომლებიც იწონიდნენ(12 ყალიბი) 3.1-3,3კგ-ს. მათი ლულები დამზადებული იყო ძვირფასი ინგლისური ფოლადისაგან. მათი ფასი 500-700 ოქროს რუბლი ღირდა. 
30-იანი წლებიდან Auguste Francotte-მა უარი თქვა იაფფასიანი პროდუქციის წარმოებაზე და გადავიდა ძვირფას შეკვეთებზე.
მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების შემდგომი პერიოდი გარკვეულ ეკონომიკურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ფირმამ საკუთარი სახე შეინარჩუნა. 1998 წელს გაკოტრების პირას მისული კომპანია ჰოლანდიელმა ტომ დერკსენმა შეიძინა. მან გადაიარაღება მოახდინა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ის.
დღეს ეს ფირმა საკმაოდ მოკრძალებულია(გიგანტებთან შედარებით) თავის მასშტაბებში, მაგრამ უშვებს უძვირფასეს ნაკეთობებს. ვერტიკალურებს, ჰორიზონტალურებს, ხრახნილებს(მხოლოდ ერთეულ ეგზემპლიარებს). 
ყველა ამჟამად წარმოებაში მყოფი თოფი არის ხელოვნების ნიმუში გრავიურაში ხომ საერთოდ არაფერია ზედმეტი. 
ამ ფირმის თოფებს უკვეთავენ ძირითადად მახალჩინოსნები, კოლექციონერები და ცნობილი მონადირეები საფრანგეთიდან და აშშ დან. ძველი (ნახმარი) ფრანკოტებიც ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობენ.

 
 


ვერტიკალურებს შორის აღსანიშნავია უნიკალური იარაღი(უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიურ ,,ვერტიკალს" F. Dumoulin & С It Liege ფირმაც აწარმოებდა). ესაა ბოკფლინტი Superbritte, რომელსაც სახელი ქვია მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის საპადივცემულოდ( 1931 წლის პატენტი). მას გააჩნია ვერტიკალური სახსრის საყრდენი ჭანჭიკი, ამის გამო ვაზნების ჩასაწყობად ლულა უნდა მობრუნდეს გვერდზე მარჯვნივ. ამ ძალიან ელეგანტურ ორლულიანს აქვს ყველაზე დაბალი კალაპოტი ვერტიკალურებში. ის აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით. საკეტის მესამე ელემენტი წარმოდგენილია კონუსური ჭანჭიკის სახით, რომელიც მეტალის ცვეთასთან ერთად სულ უფრო ღრმად ჩადის ჭრილში, რაც ფაქტიურად გამორიცხავს ჟამთასვლის შედეგად ლულების რყევას. თოფი ეკუთვნის სუპერმსუბუქ თოფების კლასს და ძალიან კარგად არის დაბალანსებული. ლულის 70 სიგრძის პირობებში 12 ყალიბის წონა არ აღემატება 2,9 კგ-ს; 16 ყალიბის პირობებში 2,7 კგ-ს, ხოლო 20 ყალიბისას კი 2,6 კგ-ს. 
          

   
წყარო:monadire.ge 

პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_kotrika_*

სტუმარი_kotrika_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ნიკა  მაგტოპები  სურატებსაც  ტუ  დადოპ  კარგი  იქნება



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაცო ნკოტრიკა სად დაიკარგა ხო მშვიდობაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
არ ვიცი სტუმრის სტატუსი აქვს.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კაი რამე ჩანს....



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ჩვენი კოტრიკაა? მერე რაის სტუმრის სტატუსი მიუტყებებია? რას ნიშნავს ეს? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თოფი ბაბუაჩემს ქონდა და ვიღაცას აჩუქა. ალბათ ღირსეული კაცის ხელშია იმედია. ისე ცოტა კი მენანება .... :0036: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თოფი ბაბუაჩემს ქონდა და ვიღაცას აჩუქა. ალბათ ღირსეული კაცის ხელშია იმედია. ისე ცოტა კი მენანება .... :0036: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?