მეგობრებო!!! ვინაიდან სიონის ტბაზე სათევზაოთ გასვლა დროებით გადაიდო,
ალტერნატიული ვარიანტი მინდა შემოგთავაზოთ. ტბისი.
ეხლა ვიკენდზე იყო ჩვენი ძმა ნოზმა წასული და 8 კილომდე თევზი დაიჭირა (შეგიძლიათ მის ფეისბიკზე ნახოთ) .
ველაპარაკე მანტის და დამიდასტურა რომ კარგ ამინდში ნამდვილად ღირს გასვლა. ძალიან ახლოსაა მანტისას სახლიდან 15 წუთი .
მითუმეტეს რო გადასარევი ბუნებაა და თან მაგიდა და სკამებიც დამონტაჟებულია.
თან გზაზე მოვინახულოთ ფარცხისი, ერთი კარგი ცხვარიც დაგვხატავდა (ბერძენა და ვეკო, ხოშიანად გემრიელობებს გააკეთებდნენ) ჩვენც მივეხმარებოდით, თევზეულით და კაი მეორე განყოფილებაც თავისი ფანდურით და სალამურ -გუდასტვირით სეგვებერაააა
აქედან გამომდინარე გთავაზომთ პირველ რიგში "ვეტერან რიბაკებს" აგვიბათ მხარი და ეს ამბავი დამაგეგმინეთ და საორგანიზაციო საქმეში რჩევები მომაშველოთ. ასე რომ წავიდა ეს თემა თავისუფალ ცურვაშიიი......
ესეც ფარცხისის ციხეე(კსტაწი იქნებ და ჩვენი ნძმები ფირცხო და ბაკურაც დაგვეპატიჟა და ჩამოსულიყვნენ)
მ.ძიძიგურის ფოტო
ფარცხისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.236
ფარცხისი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს რაიონში, (ჯორჯიაშვილის სოფსაბჭო), მდ.ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მ, თეთრი წყაროდან 15 კმ... სოფელში, მაღალ გორაკზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ციხეს სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეჭირა, კონტროლს უწევდა ქვემო ქართლის ერთ - ერთ მთავარ მაგისტრალს. აქედან მოჩანს ბირთვისისა და ორბეთის ციხეები, კოჯრის მიდამოები. ციხე წარმოადგენდა გეგმით წაგრძელებულ ბოლოებმომრგვალებულ ნაგებობას. შუაში ციტადელი იყო. გარს უვლიდა კონცენტრული გალავნი. ციტადელის დასავლეთ მონაკვეთში 3-4 სართულიანი კოშკი იდგა. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსია. აქედან იწყება გვირაბი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 300 მეტრამდე დაშორებულ მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა (ჩამონგრეულია).
*** ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 - 1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხებოდა მთლიანად. ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებული ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი.
***გამოყენებული წყარო: https://ka.wikipedia.../ფარცხისის_ციხე
ჩამსწორებელი babu, 05 April 2020 - 04:38 PM.