Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სერვალი
.

.The_Beautiful_Serval.jpg

.

.
სერვალი (Felis serval) - საშუალო ზომის, გრძელფეხება კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 90-135 სმ-ს, სიმაღლე მხრებში 40-65 სმ-ს, ხოლო სხეულის წონის 8-18 კგ-ს აღწევს. კატისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით მას ყველაზე გრძელი კიდურები და დიდი ყურები აქვს. თავი მინიატურულია, კუდი შედარებით მოკლე. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ითვლება, რომ ის ფოცხვერისა და კარაკალის ახლო ნათესავია, თუმცა შეფერილობით ყველაზე უფრო ავაზას წააგავს. სხვადასხვა გეოგრაფიული რასის შეფერილობა განსხვავებულია. სტეპებში მობინადრე სერვლს ღია ფონზე დიდი ლაქები აქვს, ტყის სერვალი უფრო მუქია და შედარებით მცირე ზომის ლაქები ახასიათებს. კენიის მთიან რეგიონში ბინადრობს შავი შეფერილობის სერვალი. ტყვეობაში იბადებიან თეთრ-მოვერცხლისფრო ლაქებიანი სერვალებიც.
სერვალი გავრცელებულია აფრიკის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, საჰარას, უკიდურესი სამხრეთისა და ეკვატორიალური ტყეების გარდა. ის ინდივიდუალური ცხოველია, ბინადრობს ბუჩქნარით და ბალახით დაფარულ ღია ადგილებში. სახლობს წყალთან ახლოს. ძირითადად ღამითაა აქტიური. აქტიურობის პიკი დილის 4-5 საათზე და საღამოს 10-11 საათზე მოდის. სერვალი ძალიან ეფექტიანი მტაცებელია, მისი თავდასხმების დაახლოებით 59% წარმატებულია. მისი ძირითადი მსხვერპლი მღრღნელები, კურდღელი, დამანი და მცირე ზომის ანტილოპებია. ასევე ნადირობს ფრინველებზეც. სერვალს შესანიშნავი სმენა აქვს, რაც მსხვერპლის ადგილმდებარეობის დადგენას აადვილებს, ხოლო გრძელი კიდურები მაღალ ბალახში გადაადგილებისას ეხმარება. ასეთი კიდურების მიუხედავად მსხვერპლის დევნა დიდხანს არ შეუძლია. სერვალი იმალება მაღალ ბალახში და აუცილებლობისას 3 მეტრამდე ნახტომს აკეთებს. მას შეუძლია აფრენილი ფრინველის ნახტომში დაჭერა. მღრღნელების ნადირობისას მათ სოროებს თხრის, შეუძლია ხეებზე ძრომიალი და ცურვაც. საშიშროების შემთხვევაში სერვალი იმალება ან გარბის, იშვიათად ადის ხეზე. ინდივიდებს შორის შეტაკებები იშვიათია.
.

..Wildlife+Moment+-+Serval+walking+2.jpg

გამრავლება მთელი წლის განმავლობაში ხდება. ესტრუსის დროს მამრი და მდედრი რამდენიმე დღეს ერთად ნადირობენ და ისვენებენ. მაკეობა 65-75 დღეს გრძელდება. საშუალოდ იბადება 2-3 კნუტი. ბუნაგისთვის მდედრი ხშირად იყენებს მილკბილების ძველ სოროებს. კნუტები რძით 5-დან 7 თვემდე იკვებებიან. ერთი წლის ასაკში ისინი დედას ტოვებენ და საკუთარ ტერიტორიაზე მკვიდრდებიან. სქესობრივ სიმწიფეს 18-24 თვის ასაკში აღწევენ.
ადამიანი სერვალზე სარეწაო მიზნით ნადირობს, ვინაიდან მისი ქურქისგან სხვადასხვა ნაკეთობას აკეთებენ. აფრიკის ზოგიერთ რაიონში მასზე ხორცის მოსაპოვებლადც ნადირობენ. ამიტომ აფრიკის მრავალ რეგიონში სერვალის რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ჩრდილოეთის ქვესახეობა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში. ამ ცხოველის მოშინაურება საკმაოდ ადვილია. მამრი სერვალები იოლად ეჯვარებიან სახლის კატებს და ჰიბრიდებს იძლევიან, განსხვავებით მდედრებისაგან, რომლეთა მამრ სახლის კატასთან შეჯვარება შეუძლებელია. ის მას უბრალოდ მოკლავს.

serval-portrait-1.jpg

წყარო: zoo.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კურგღელს რომ ჩამს ცუდია

:ara:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40854 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქანეშნა ცუდია  დევიჯან1283383_125.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?