Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42051 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ორიენტირება რუქით და კომპასით  

 

 

 

Untitled-710.jpg

 

რთულად წარმოსადგენია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობისას ორიანტაციისათვის რუქა დაგჭირდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ინტერნეტის მომხმარებელი მონადირეების დიდი ნაწილი მიჩვეულია ნადირობას საკუთარი მანქანიდან 500 მეტრის რადიუსში. თუმცა ისეთი შემთხვევებიც ხდება, როდესაც რუქა და კომპასიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მკითხველისთვის გაგვეცნო ცოტა რამ რუკის მოხმარების წესების შესახებ.

ყურადღებით დავაკვირდეთ რუქას, მის ზედა ნაწილში ყოველთვის განთავსებულია – ჩრდილოეთი (როდესაც რუქა წაღმა გვიჭირავს ხელში) ქვემოთ – სამხრეთი, მარჯვნივ – აღმოსავლეთი და მარცხნივ – დასავლეთი.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუქის მასშტაბი, მაგალითად 1:200000 ნიშნავს რომ ყველაფერი რუქაზე დატანილია 200000 დაპატარავებილი, და რუქის 1 სანტიმეტრი შეესაბამება რეალურ 2 კილომეტრ მანძილს.

 

Untitled-61.jpgრუქის სწორად დაჭერა

აუცილებელია რუკის ორიენტირება, ანუ მოვათავსოთ ის ისე რომ რუქაზე განლაგებული ობიექტები ზუსტად ემთხვეოდეს ობიექტის რიალურ განლაგებას. ეს შესაძლებელია როგორც კომპასით ასევე გარშემო მყოფი ობიექტების საშუალებით.
კომპასის საშუალებით ჯერ უნდა მოვძებნოთ ჩრდილოეთი მხარე, ხოლო შემდეგ რუქის ზედა ნაწილი მოვაბრუნოთ ჩრდილოეთისაკენ.
ობიექტების მიხედვით ორიენტირებისას, მაგალითად ავიღოთ გზა რომელზეც ვიმყოფებით, რუქა დავიჭიროთ ხელში ისე რომ მასზე გამოსახული გზა ზუსტად ემთხვეოდეს სინამდვილეში არსებული გზის მიმართულებას. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ სხვა ობიექტების განლაგება რუქაზე უნდა ემთხვეოდეს მის განლაგებას გარემოში.

image082.jpgდგომის წერტილი

რუკის ორიენტირების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ადგილ-სამყოფელის მოძებნაზე. ამისათვის შევარჩიოთ ორი ჩვენთვის ნაცნობი ობიექტი, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითისათვის ავიღოთ პირდაპირ (ჩვენიდან ჩრდილოეთით) მდებარე მთა და მარჯვნივ (ჩვენიდან აღმოსავლეთით) მდინარე. ჩვენიდან ორივე ობიექტის მიმართულებით გავავლოთ სწორი ხაზი, ხაზების გადაკვეთის ადგილი არის ჩვენი მდებარეობა.

image016.jpgკომპასის გამოყენება

რუკის გარდა სასურველია თან იქონიოთ კომპასიც, რომ ღამით, ცუდი ხედვის პირობებში(ნისლიან ამინდში), ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს ნაცნობი ობიექტები გავარკვიოთ ჰორიზონტის მხარეები. ასეთ პირობებში გადაადგილება ხდება აზიმუტის მიხედვით.

აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის, რომელიც გამოსახულია რუქაზე. მაგალითად ჩვენ გვინდა მივიდეთ ადგილზე რომელიც არ ჩანს ჰორიზონტზე, არ არის მასთან მისასვლელი გზა, მაგრამ ვხედავთ მის მდებარეობას რუქაზე და ვიცით რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელი ხაზიდან უნდა ვიმოძრაოთ 20 გრადუსიანი კუთხით აღმოსავლეთისაკენ 5 კილომეტრი.

clip_image006.jpg

 

ორიზონტის მხარეები

ყველანაირი თეორიული ცოდნის მიუხედავად ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ სანამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდებით პრაქტიკით გაამყაროთ თქვენი ცოდნა და ერთხელ მაინც ნაცნობ ადგილზე ცადოთ რუკით ორიენტირება რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ და რაც ყველაზე სახიფათოა უფრო ღრმად დაიკარგოთ ტყეში, ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებს რომ საქართველოში ამხელა ტყეები არ არის სადაც შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ტყეში ორიენტირის გარეშე დარჩენილ და დაბნეული ადამიანები ისე დადიან წრეზე რომთვიტონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას. ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირება.
1308832203_31.jpg
რუქა და კომპასი არ არის ერთადერთი საშუალება რომელიც გამოიყენება ბუნებაში ორიენტირებისათვის. წლების მანზილზე ხალხის მიერ დაგროვილი გამოცდილებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მომავალში კიდევ დაიდება პოსტები ამ თემაზე თუ როგორ მოვახდინოთ ორიენტირება მზის, მთვარის და იმ სხვა ორიენტირების თუ ნივთების საშუალებით რომელიც მრავლადაა ჩვენს გარშემო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42051 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ჩვენი გორდა . ორიენტაციის მამაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს პოსტი


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?