იგივე წყაროს გამოყენებით
finka
ფინური დანები
Ahti
ორი განსხვავებული ხაზი შეინიშნება ამ დანებში: ტრადიციული და თანამედროვე. ტრადიციული მზადდება ქალაქ Kauhava-ში (ფინეთი). ეს ქალაქი ფინეთში დანისმკეთებელთა დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. დანებს ამზადებს
Reino Kamppila. პროდუქცია ლიმიტირებულია, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა. ტრადიციული დანები ნახშირბადის 0.8 % შემცველობით მზადდება(59 როკველის შკალით). ტარი არყისაა, საშუალოდ გახეხილი, რომ ხელის მოჭიდების პრობლემა არ იყოს თუნდაც სველ დანაზე.
Tikka- კოდალა
6.2 სმ პირის სიგრძით და 11.5 სმ ტარით. ფასი 37$
Vaara-ჩრდილოური გორაკები.
ზოგადი მოხმარების დანაა, 9.2 სმ-იანი პირით და 11 სმ-იანი ტარით. კარგად ჯდება ხელისგულში. ფასი 59$
Forest-ტყე
9.3 სმ სიგრძის პირი, ტარი 11 სმ-ი, ტარი შედარებით ფართეა და ხელთათმანითაც ადვილად დასაჭერი. ძალიან ტრადიციული დანაა ფინეთში. შესაფერისია ფართე ხელისთვის. ნებისმიერი სამუსაოს შესასრულებლად გამოდგება. ფასი 49$
Hunter- მონადირე
შედარებით სპეციალიზირებული დანაა, 10 სმ-მდე პირით. კარგია გასატყავებლად და ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. უკეთესად მოიხმარება ფართე ხელში. წონა 190გ. ფასი 89$.
"Leuku 180" (უკვე ავღნიშნეთ რომ ''ლეუკო'' უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხებში პოპულარული დანაა)
პირი:18.2მმ, სიფართე 2.8 სმ-მდე, 12 სმ-იანი ტარი, ენა ხილვადია ტარის გარეთ. სერიოზული სამუშაოების შესასრულებელი დანაა, ფასი 92$
Finman- ფინელი
აჰტი-ს თანამედროვე დანაა, 9.5 სმ-იანი პირით, უჟანგავი ფოლადისაა. წონა 160გ. ფასი 11$. ამ დანას ხშირად ატარარებენ სკაუტები