Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ასასინთა ორდენის საიდუმლო
 
 

85a3f5c65fc6.jpg

ასასინთა ორდენის საწყისები და მათი საიდუმლოები. პირადად ვთარგმნე ინგლისურიდან და რუსულიდან. გთხოვთ არა მარტო დაათვარიელოთ, არამედ წაიკითხოთ. იმედია მოგეწონებათ.

ასასინები იყვნენ ნაზარი ისმაილის, კერძოდ სპარსი და სირიელი მიმდევრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ დაახლოებით 1092-1265 წლებში. ნაზარ ისმაილმა სპარსეთის ხელისუფლებას სამხედრო მუქარა წაუყენა და უამრავი ციხე-სიმაგრე ააგო ჰასან საბაჰის მეთაურობით.

 

f08b2945f5d6.jpg

 

სიტყვა ასასინი მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან Hashishin, რასაც დამამცირებელი მნიშვნელობა ქონდა და მათი მეტოქეების მიერ გამოიყენებოდა  შუა საუკუნეებში. ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიტები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა,რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. ასასინების მასიაფის განყოფილება 1273 წელს მამლუქმა სულთან ბაიბარსმა აიღო. თუმცა მამლუქები აგრძელებდნენ ასასინების მომსახურების გამოყენებას. მაგ: XIV საუკუნეში ასასინმა იბნ ბატუტამ დაწერა მოხსენება, რომელშიც საბოლოოდ დაადგინა მკვლელობებისთვის ანაზღაურება. ამის სანაცვლოდ ხელისუთლებამ მათ „არსებობის“ ნება დართო.

 

2a7f4b4576e1.jpg

 

წარმომავლობა.

 

 

ასასინების წარმომავლობა იწყება პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დაახლოებით 1080 წელს. რთულია მათ შესახებ დიდი რაოდენობის  ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათი მტრები საუკუნეების მანძილზე მათი კვალის წაშლას ცდილობდნენ. საკმაო ინფორმაცია განადგურდა ასასინთა შტაბის – ალამუტის განადგურების დროს, მაგრამ უდავოა , რომ ასასინთა ორდენი ჰასან საბაჰმა დააარსა. შესაძლოა მას გარკვეული პოლიტიკური ან პირადი მოტივი ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და სხვა მუსლიმებთან იბრძოდა ძალაუფლებისთვის. ასასინთა ორდენი მას სხვა მუსლიმებზე უპირატესობას მისცემდა. სხვა ვერსიის თანახმად იგი მუსლიმებთან ერთად წმინდა მიწას შემოჭრილი ჯვაროსნებისგან იცავდა. ჰასან საბაჰი ორ „ფრონტზე“ იბრძოდა, კონკურენტ მუსლიმებთან და შემოჭრილ ქრისტიანულ ძალებთან.

 

246e3c81a471.jpg

 

ორდენის შექმნის შემდეგ საბაჰი ეძებდა შტაბისთვის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, რომელიც მან იპოვა ალამუტის ციხესიმაგრეში, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. არ არის ცნობილი საბაჰმა ააგო ციხე სიმაგრე, თუ ის უკვე აშენებული იყო და მან უბრალოდ დაიკავა. როგორც არ უნდა ყოფილიყო საბაჰმა შეძლო ის გადაექცია არა მარტო აუღებელ სიმაგრედ, არამედ მისი მიმდევრების „სკოლად“. ალამუტში ფეხის მოკიდების შემდეგ საბაჰმა მისი გავლენა თანდათან ახლო-მახლო ქალაქებზე და სოფლებზე გადაიტანა. იგი იყენებდა აგენტებს ხალხში ავტორიტეტისა და სახელის მოსახვეჭად.

 

1f438f0048ec.jpg

 

საბაჰმა დარჩენილი ცხოვრება მის ციხესიმაგრეში გაატარა. ის მუშაობდა ასასინთა ორდენის კანონების შექმნაზე და სხვადასხვა რელიგიური ნამუშევრების შექმნაზე. მას აღარასდროდ დაუტოვებია ალამუტი თავის სიცოცხლის მანძილზე. მან დააარსა მკვლელ ასასინთა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც იერარქიული წყობა ჰქონდა. საბაჰი იყო დიადი ხელმძღვანელი. მის შემდეგ წოდების მიხედვით იყვნენ კომპანიონები, მათ შემდეგ კი მიმდევრები. სწორედ ეს მიმდევრები იწვრთნებოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში მკვლელები მთელ აზიაში. უცნობია როგორ აღწევდა საბაჰი მისი მიმდევდევრებისგან ასეთ ერთგულებას. ერთ ერთი ვერსიით საბაჰი აძლევდა მათ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰაშიშს და არწმუნებდა, რომ ამ ღვთაებრივი ნეტარების მიცემა მხოლოდ მას შეეძლო. სწორედ ეს აიძულებდა მიმდევრებს უკან დაბრუნებას და ენაზე კბილის დაჭერას. ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.

ამ უძლიერესი იარაღის საშუალებით საბაჰმა დაიწყო მკვლელობების სერიები, პოლიტიკოსებით დაწყებული გენერლებით დამთავრებული. ასასაინები იშვიათად უტევდნენ მსხვერპლს პირდაპირ. ისინი ზურგიდან ან დაფარული ადგილიდან ესხმოდნენ თავს და წამში უჩინარდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრები საბაჰის ორდენში დიადი ხელმძღვანლის პაიკები იყვნენ და მის ყველა სურვილს ასრულებდნენ, მათ წვრთნაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა. ასასინები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რაც მათ ძალასა და მოხერხებას აძლევდა რთული მკვლელობების დროს. მიზნის მისაღწევად ასასინი უნდა ყოფილიყო მომთმენი, ცივი და გამთვლელი. ისინი არა მხოლოდ ჭკვისნები იყვნენ, არამედ განსწავლულებიც, რადგან მათ არა მხოლოდ ყველაფერი უნდა სცოდნოდათ მსხვერპლზე, არამედ მათი კულტურა და მშობლიური ენა. დამრიგებლები მათ ასწავლიდნენ შენიღბვას, მტრის ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევასა და უბრალო შეტევის ნაცვლად სუფთა და ჩუმ მკვლელობას. როგორც კი შუა აღმოსავლეთში საძაბულობა გამწვავდა ჯვაროსნების შემოსვლით, ასასინები ომთან დაკავშირებულ კონტრაქტებსაც ირებდნენ. ისინი კლავდნენ როგორც ჯვაროსნებს, ასევე მუსლიმებს, მანამ, სანამ დიადი წინამძღოლის გეგმას დააკმაყოფილებდნენ.

 

 

c5561dffafc1.jpg

 

 

1092 წელს ქალაქ სევაში, სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჰაშიშიტების მიმდევრებმა მოკლეს მუეზინი, იმ შიშით, რომ მას ისინი მთავრობისთვის არ გადაეცა. ამის საპასუხოდ სულთანის მთავარმა ვეზირმა ნიზიმ ალ-მულქმა დააჭერინა დამნაშავენი და ნელი ტანჯვა-წამებით მოაკვლევინა. მათი გვამები კი ქალაქის ცენტრში რამდენიმე დღით გამოკიდეს. ამ სასჯელმა ჰაშიშიტებში აღშფოთება გამოიწვია. აღზნებული ბრბო მისი სულიერი მამის სახლთან მოგროვდა. საჰაბი სახურავზე ავიდა და ხმამაღლა განაცხადა , რომ ამ ჯოჯოხეთის ვეზირის მკვლელს გაეღება სამოთხის კარიბჭე! სიტყვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბრბოს ერთი კაცი გამოეყო სახელად ბუ ტაჰირ არრანი. მუხლმოდრეკილმა მუსლიმმა განაჩენის ასრულების სურვილი გამოთქვა, თუნდაც ამისთვის სიცოცხლის დათმობა მოუწევდა.

 

 

7928c748bb21.jpg

 

 

მზის ამოსვლისთანავე ფანატიკოსი ჰაშიშიტების რაზმმა სულიერი ლიდერისგან წყალობა მიიღო, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სელჩუკთა დედაქალაქისკენ დაიძრა. 1092 წლის 10 ოქტომბერს ბუ ტაჰირ არრანმა როგორღაც ვეზირის სასახლის ტერიტორიაზე მოხვედრა მოახერხა. ბაღში დამალული მოთმინებით იცდიდა. მკერდზე დიდი, გალესილი დანა მიეკრა, რომელსაც შხამი ჰქონდა წასმული. შუადღისკენ ხეივანში მდიდრულად ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა. არრანს არასდროს ენახა ვეზირი, მაგრამ პირადი დაცვისა და მონების გამო დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ ვეზირი თუ იქნებოდა. უეცრად არრანი გამოხტა, ერთი ნახტომით ვეზირთან გაჩნდა და სამჯერ ჩაარჭო მოწამლული დანა. დაცვამ დაიგვიანა. ვეზირი უკვე აგონიაში ფართხალებდა. დაცვამ უბრალოდ დაფლითა არრანი, მაგრამ ამავდროულად ასასინებმა შეუტიეს ვეზირის სასახლეს და გააჩანაგეს ყველაფერი. ამის შემდეგ საჰაბი მიხვდა, რომ ერტ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე მთელ არმიას. არ იყო საჭირო არც ჯარი, არც კავალერია, არც ლოდსატყორცნები. საკმარისი იყო ერთი ასასინი, რომელსაც ვერც პირადი დაცვა შეაჩერებდა და ვერც მაღალი კედლები.

 

 

f01788115137.jpg

 

ასასინებმა ძალით წაართვეს მტრებს მკვდარი მოძმის გვამი და  ბუ ტაჰირ არრანი მუსლიმური წესით დამარხეს. საბაჰის ბრძანებით ალამუტის ციხის კარიბჭეზე მიამაგრეს სპილენძის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ბუ ტაჰირ არრანის სახელი , მის გასწვრივ კი მის მიერ მოკლული ვეზირის სახელი. დროთა განმავლობაში ეს ფირფიტა გაადიდეს, რომელზეც უამრავი ვეზირის, სულთნის, შაჰის, მარკიზის, გრაფის და მეფის სახელები დააწერეს.

ამ დროისთვის საბაჰს ისლამური სამყაროს ყოველ კუთხეში ყავდა აღმსარებლები, რომლებიც მას რეგულარულად აწვდიდნენ ყოველ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ისეთი მაღალი დონის აგენტების შექმნა, რომლებიც ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებს გააკონტროლებდნენ. ჰაშიშიტებმა პირველად შემოიღეს „გაწვევის“ გაგება. იმამმა საბაჰი ღვთაებად გამოაცხადა დას მისი სიტყვა კანონზე მეტი იყო.

 

 

a121b657b9a6.jpg

 

 

ასასინებს ასევე ირჩევდნენ ობლებისგან. ასასინს სამუდამოდ უნდა დაევიწყა ოჯახი და ერთგულად ემსახურა დიადი მბრძანებლისთვის. საბაჰი ეუბნეოდა მიმდევრებს, რომ ისინი ინ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამოთხეში, თუ სიკვდილს პირდაპირი ბრძანებით მიიღებდნენ, რადგან ულამაზეს ბაღში , უმშვენიერეს ქალებთან ნამყოფ მიმდევრებს ისე უნდოდათ კვლავ სამოთხეში დაბრუნება, რომ თავს იკლავდნენ სამუდამო ნეტარებისთვის.

 

 

0a91c4aae0f8.jpg

 

 

საერთოდ საჰაბი მშვენიერი ფალსიფიკატორი იყო. მაგალითად თავის მიმდევრებში რწმენის გასამყარებლად ის მიმართავდა ერთ საინტერესო ხერხს: ციხე სიმაგრის ერთ-ერთ დარბაზში ქვის იატაკში ჩაღრმავება იყო , რომელზეც დიდ სპილენძის ჭურჭელს დებდნენ. ამ ჭურჭელს შუაში ხვრელი ჰქონდა და ქვევიდან შემძვრალი ადამიანი მასში თავს ადვილად ყოფდა, ისე , რომ მკვდრის მოკვეთილ თავს ჰგავდა. როდესაც ასასინები დარბაზში მოგროვდებოდნენ გამოდიოდა საბაჰი და „მაგიურ რიტუალს“ ატარებდა, რის შემდეგაც თავი ცოცხლდებოდა და სამოტხის შესახებ კითხვებს პასუხობდა. როდესაც შთაბეჭდილების ვეშ მყოფი ასასინები მიდიოდნენ, საბაჰის დამხნარეს თავს ჭრიდნენ და ციხეზე კიდებდნენ. ასევე საბაჰს ორეულებიც ჰყავდა, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი თავს იწვავდნენ და „ცაზე ადიოდნენ“, მაგრა გაოცებას იწვევდა მეორე დღეს საღ-სალამათი საბაჰის დანახვა. ერთ-ერთი ელჩის ვიზიტის დროს დემონსტრირების მიზნით საბაჰმა ხელის მხუბუქი მოძრაობა გააკეთა , რის შემდეგაც ორი მცველი იმწამსვე კლდიდან გადახტა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა ასასინების კომუფლირებას, რადგან ასასინისთვის შენიღბვა მის ილეთებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სურვილის შემთხვევაში მათ საოცრად შეეძლოთ გარეგნობის შეცვლა. ზოგჯერ მოხეტიალე ჯამბაზების ჯგუფს განასახიერებდნენ, ზოგჯერ ქრისტიან ბერებს, ექიმებს, ვაჭრებს და სხვ. ასასინები მტრის ბუნაგის გულში აღწევდნენ, რომ მსხვერპლი მოეკლათ.

 

 

750299c4584b.jpg

 

 

ასასინთა ამბები ისლამურ სამყაროსაც გაცდა და ბევრი ევროპელი მმართველი იხდიდა დადასახადს, რომ ასასინთა რისხვა არ დატეხოდა თავს. ამავდროულად ევროპაშიც ბევრი ასასინი მოქმედებდა. მათ იმდენად სწამდათ თავიანთი ორდენის, რომ არც კი იცოდნენ ვინ იყო დიადი მმარტველი და მას „მთის უხუცესად“ მოიხსენიებდნენ.

4f08b0b3dfb8.jpg

 

 

ასასინები ბევრ ხერხს მიმართავდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ზოგჯერ არც თუ ისე მარტივი იყო, მაგალითად ერთიევროპელი დიდებული იმდენად დაცული და წინდახედული იყო, რომ უამრავი ცდის მიუხედავად ის ვერ მოკლეს. მაშინ საბაჰი დაფიქრდა და მიხვდა , რომ ამ დიდებულის ერთადერთი სუსტი წერტილი მისი რწმენაა. 2 ასასინი გაიგზავნა ევროპაში. ისინი მოინათვლნენ და 2 წლის განმავლობაში მკაცრად იცავდნენ ყველა ქრისტიანულ წესს. ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, და იცდიდნენ რომ ალაჰის ნება აესრულებინათ. ისინი იმდენად ხშირად იყვნენ ეკლესიაში, რომ ტაძრის ერთგვარ განუყოელ ნაწილად იქცნენ. დაცვა მათ არც კი აქცევდა ყურადღებას. ერთხელ წირვის შემდეგ ერთ ერთმა ასასინმა დიდებულთან ახლოს მისვლა შეძლო და იმავე წამს დანით დაჭრა, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა და დაცვამ დაიჭირა მკვლელი, ამავე დროს მეორე ასასინმა არეულობით ისრგებლა, მივარდა და დიდებულს ხანჯალი ტარამდე გულში ჩაარჭო.

 

 

5b1eb6a551f3.jpg

 

ასასინთა ორდენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ის მრავალი აზიური და ევროპული ორდენისთვის გახდა სამაგალითო. ჰასან იბნ საბაჰი გარდაიცვალა 1124 წელს 73 წლის ასაკში. მისმა იდეალურ წესრიგზე აგებულმა სტრუქტურამ, ციხე-სიმაგრეთა ქსელმა და უნიკალურმა ასასინთა ორდენმა კიდევ 132 წლის განმავლობაში იარსება.

 

 

f67a40665963.jpg

 

 

ჩვენამდე ბევრი ასასინის სახელი არ არის შემორჩენილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ეციო აუდირორე დე ფირენსე, ვინც აღოეძინების ეპოქის იტალიაში „მოღვაწეობდა“ და ვიზეც ბევრ თქვენგანს აქვს გაგებული. თუ ეს პოსტი მოგეწონათ შემდეგი ეციოზე იქნება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთგვარი აზიური ნინძები, ოღონდ თავისი კასტური იერარქიითადა შინა განაწესით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთგვარი აზიური ნინძები, ოღონდ თავისი კასტური იერარქიითადა შინა განაწესით. იმდროინდელი  სამყაროს ტერორისტები


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტრადიცია რჯულზე უმტკიცესიაო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საიდან მოდის აგენეტების ინსტიტუტი ....

 

 

 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

საინტერესოა,  :bravo:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:bravo:  :bravo:  :bravo:

მაგარი პოსტია.

საინტერესოა  :good:


დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
 
ასასინები
 
და
 
ქართველები
 
1090 წელს საბაჰმა 3 000 დინარის საფასურად დაიკავა ციხე
-
 სიმაგრე ალამუთი და იქ გამაგრდა. შემდგომში მისი გამგებლობის ქვეშ გადავიდა არაერთი ციხე
-
 სიმაგრე ირანსა და სირიაში. ალამუთის გარშემო მან შექმნა თავდაცვითი სისტემა, რისთვისაც გამოიყენა იმ დროისთვის არსებული საინჟინრო მიღწევები.საბაჰმა უარი განაცხადა სელჩუკების მორჩილებაზე და ერთგვარი სახელმწიფო დააარსა, რომელსაც მისცა რელიგიური ორდენის, კომუნის მსგავსი სახე, სადაც ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას.
 
ალამუთის აღება უნდოდა თურქ
-
 სელჩუკების ერთ
-
ერთ უძლიერეს სულთანს –
 
მელიქ
-
 შაჰს. 1092 წლის გაზაფხულზე მის მიერ გაგზავნილ ნაწილებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰყავდათ ალყაში მცირე საკვების ამარად მყოფი ალამუთის ციხეში გამაგრებული 60
-
70 ასასინი, თუმცა, უშედეგოდ. ოქტომბერში ასასინებს მოუვიდათ დამხმარე ძალა –
 
300 მეომარი, რომლებიც მოულოდნელად დაესხნენ თავს მოალყე სელჩუკებს და გააქციეს.
 
ჰაშიშიუნებმა არ აპატიეს ეს თურქ
-
 სელჩუკთა სახელმწიფოს. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ასასინებს ქალაქ სავაში შემოაკვდათ ერთი მუეძინი (სალოცავად მომწოდებელი), რადგან ეშინოდათ, არ გაგვთქვასო. ამან აღაშფოთა თურქ–სელჩუკთა ორი დიდი სულთნის –
 
ალფ
-
არსლანისა (1063–1072) და მელიქ
-
 შაჰის (1072–1092) სპარსული წარმოშობის დიდი ვეზირი ნიზამ ალ მულკი და ბრძანა, წამებით მოეკლათ იმ ქალაქში ფარულად მოღვაწე დამნაშავე ისმაილიტების წარმომადგენელი. ისმაილიტი წამებით მოკლეს და მისი გვამი რამდენიმე დღე ბაზარში დააგდეს, რათა ყველას ენახა.
 
მანამდე ნიზამ ალ მულკს ბრძანება ჰქონდა გაცემული ჰასან საბაჰის დაპატიმრებაზე, რადგან ის მიაჩნდა  სელჩუკთა სახელმწიფოს საშიშ მტრად.
 
ჰასან საბაჰს ეახლნენ გამწარებული ასასინები და მოახსენეს მომხდარი. ერთმა ახალგაზრდამ, ბუ თაჰირ არანიმ, დაუჩოქა და შეჰფიცა, რომ მის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდა.
 
 სექტის მეთაურმა ბრძანება გასცა და არანი და მისი თანამებრძოლები გაემგზავრნენ ნიზამ ალ მულკის  სასახლისკენ. რამდენიმე ხანში მიაღწიეს დიდი ვაზირის სასახლეს. არანი შეიპარა როგორც მლოცველი და  ხანჯლით მოკლა ნიზამ ალ მულკი. ის იქვე აჩეხეს, თუმცა მისმა თანამებრძოლებმა შეუტიეს სასახლეს და მრავალი დახოცეს.
 
ამ ამბავმა უდიდესი გამოხმაურება პოვა მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. სუნიტები დაშინდნენ, ჰასან საბაჰი კი დარწმუნდა, რომ მას უზარმაზარი ძალაუფლების მოპოვება შეეძლო.
 
 საბაჰმა ჩამოაყალიბა თავისი სწავლება, გასამხედროებული სახე მისცა სექტას და უმკაცრესი დისციპლინა დაამყარა. ასე ყალიბდებოდა მკვლელთა ორდენი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული პოლიტიკური ტერორიზმის
 
წარმოშობა.
 
ასასინები მიზნის მისაღწევად მიმართავდნენ, ჩვენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ტერორისტულ აქტებს. მეომარ ჰაშიშიუნებსა და ფიდაებს წლების განმავლობაში ამზადებდნენ როგორც შეიარაღებულ მკვლელებს. როგორც მორწმუნეებსა და სექტა
-
 სახელმწიფოს მეთაურის ბრძანების უსიტყვო შემსრულებლებს და  შემდეგ გზავნიდნენ დავალების შესასრულებლად –
 
მტრის, ვინმე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანის მოსაკლავად. სექტა ამგვარად ცდილობდა, შიში დაეთესა მოწინააღმდეგეებს შორის.
 
ქართული წყაროები ასასინ მკვლელებს „მულიდებს” უწოდებს.
 
მათ სხვადასხვა ადგილას გზავნიდნენ ხოლმე –
 
მონღოლებმა ხომ ომის მეტი არაფერი იცოდნენ.
 
1249 წელს მონღოლებმა გადაწყვიტეს ალამუთის აღება და ალყაში მოაქციეს ციხე
-
ქალაქი და მისი შემოგარენი. მათ ახლდათ ქართველების სამხედრო ნაწილიც.
 
მართალია, ყოველ წელს იცვლებოდა ნაწილები, მაგრამ, სამშობლოდან შორს მყოფი ქართველები ძალიან გაწვალდნენ ციხესთან დგომითა და სამშობლოსგან მოშორებით ყოფნით.
 
მონღოლი სარდლები –
 
ჩარმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩუ  სარდლობდნენ ამ ბრძოლას და მუდამ იქ იყვნენ; ქართველები კი ნაწილი ადგილზე იყო, ნაწილი სამშობლოში ბრუნდებოდა და ისევ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან მაშინ გადაადგილებას დიდი დრო სჭირდებოდა, რის გამოც ისინი ძალიან გაწვალდნენ ამ უცხოთა ომში.
 
მეშვიდე წელი დაიწყო ალამუთის ალყიდან. ერთ ღამეს, დახელოვნებული მკვლელი ასასინი შეიპარა ჩაღატა ნოინის კარავში, მძინარე ნოინი მოკლა და ისე გაიპარა, რომ ვერავინ შეამჩნია.
 
ჩაღატას მცველებმა დილით ნახეს, რომ მათი ნოინი მოეკლათ. მონღოლები ტიროდნენ და ყვიროდნენ და ვერ გაერკვიათ, რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი, მათ იფიქრეს რომ მკვლელი ქართველი იყო.
 
როცა გამძვინვარებული მონღოლები მოუახლოვდნენ ქართველებს, ქართული ნაწილის სარდალმა, ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა შესძახა თავის მეომრებს:
 
„მხოლოდ ღმერთსა და
 
 
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეუძლია ჩვენი შველა ახლა. ყოველმა ჩვენგანმა სამჯერ მუხლი მოვიყაროთ მეტანიით და წარმოვთქვათ ლოცვა ღვთისმშობელისადმი:
 
„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ“.
 
ამ დროს გაცოფებული მონღოლები უკვე მოახლოებული იყვნენ მლოცველ ქართველებთან და, ის იყო, უნდა დაეწყოთ უდანაშაულოთა ხოცვა, რომ, იქვე ლერწმიანიდან გამოვარდა ვიღაც კაცი, ზე აღმართა მარჯვენა ხელი, რომელშიც სისხლიანი ხანჯალი ეკავა და დაიყვირა:
 
„მან ქუშტემ ჩაღატა!“, –
 
რაც სპარსულად ნიშნავს: „მე მოვკალი ჩაღატა,” –
 
და ისევ ლერწმოვანში გაუჩინარდა.
 
თათრები დაედევნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. ამიტომ ცეცხლი მოუკიდეს ლერწმოვანს და ასე შეიპყრეს ნოინ ჩაღატას მკვლელი ასასინი.
 
ჩარმაღან, იოსურ და ბიჩუ ნოინებმა დაკითხეს მკვლელი. მან განაცხადა, რომ იყო ასასინი და დავალება ჰქონდა, მოეკლა რომელიმე ნოინთაგანი, ალამუთის ალყიდან. ამისთვის დიდი საჩუქრებიც მიუციათ მისთვის. „მოვკალი ერთი და ლერწმიანში დავიმალეო“.
 
„კი მაგრამ, რატომღა გაეცი თავი, რა იყო ამის მიზეზიო?“ –
 
ჰკითხეს ნოინებმა.
 
„დედოფალი გამომეცხადა, მეც გამოვყევი და ისე მოვიქეცი, როგორც მომთხოვა. როგორც კი დავიძახე და თქვენ დამინახეთ, დედოფალი გაქრა. არ ვიცი საიდან მოვიდა და ვინ იყო. მერე თქვენ დამიჭირეთო“, –
 
დაასრულა მულიდმა.
 
გაკვირვებულმა მონღოლებმა ორად გაკვეთეს ჩაღატას მკვლელი მულიდი.
 
ასე იხსნა დედაღვთისამ მისი წილხვედრი ქვეყნის უდანაშაულო შვილები ალამუთის ციხესთან დახოცვისგან.

ჩამსწორებელი დუდუ, 30 August 2018 - 01:21 PM.

დუდუ

LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვერანაირად ვერ გავასწორე ტექსტი :) .რაღაცნაირად აკოპირებს


ჩამსწორებელი დუდუ, 30 August 2018 - 01:22 PM.

დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?