Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41668 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_8L5e063853648ab.jpg

 

 

რა უნდა გვახსოვდეს ნადირობის წინ?

 

რამდენიმე თვეში სანადირო სეზონი გაიხსნება და ბევრ ახალბედას პირველად მოუწევს სანადიროდ გასვლა. სწორედ მათ გვინდა შევახსენოთ, რომ ნადირობის დროს უმთავრესი ეთიკური და მორალური ნორმების დაცვაა, რომელიც მაღალ ზნეობასთან და კულტურასთან უნდა იყოს შეხამებული. არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი ქცევის წესები და ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც ნებისმიერი მონადირე უნდა ხელმძღვანელობდეს, როცა სანადიროდ წასვლას გადაწყვეტ.

1.თუ სანადირო განწყობა არ გაქვთ ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ჯობია სანადიროდ წასვლისგან თავი შეიკავოთ, სხვა თუ არაფერი, თქვენი ცუდი განწყობა სხვებსაც გადაედება ან უარესი, შესაძლოა თქვენი მეგობრები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოთ და ნადირობა საერთოდ ჩაშალოთ.
2. ძალიან არაეთიკურია ისეთ სანადირო სავარგულში ჩასვლა, მით უმეტეს საკუთარ მეგობრებთან ერთად, თუ წინასწარ არ შეუთანხმდებით მათ, ვინც იქ პირველად ჩაგიყვანათ ან დაგპატიჟათ.
3. თუ თქვენ სანადიროდ მიგიწვიეს, ”სტუმრის სტატუსს” უნდა დასჯერდეთ, ზედმეტი არ უნდა აიღოთ, საკუთარ თავზე და თავი ”მასპინძლად” არ უნდა ჩათვალოთ… და პირიქით, თუ მასპინძლობა თქვენ გიწევთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ კომფორტი შეუქმნათ მოპატიჟებულებს-გააცნოთ სავარგულისა და რელიეფის სტრუქტურა-თავისებურება და ნადირ-ფრინველის სავარაუდო ადგილსამყოფელი.
4. ნადირობის დროს განსაკუთრებით ამაზრზენია შური და ეგოიზმი. კრიტიკულ მანძილზე სროლა, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ფრინველი იქნება თუ ნადევნი ნადირი შენი არაა და ასი პროცენტით იცი, რომ ის მეზობლისკენ მიდის-ეს სიმდაბლეა. კეთილშობილება უნდა გამოიჩინო და ტროფეი გაატარო. შედეგიანი ნასროლით კმაყოფილი დარჩება არა მარტო ის, ვისაც სროლის საშუალებას მისცემ, არამედ შენც და დარწმუნებული იყავი, გაცილებით მეტად ისიამოვნებ როცა სხვა დროს კოლეგა ანალოგიურად მოიქცევა.
5. პატრონის ნებართვის გარეშე არასოდეს ესროლოთ ფრინველს სხვისი ძაღლის ნაბულზე, რაც არ უნდა შორს იყოს მისი წამყვანი. ზოგი ამას ”დახმარებად” თვლის, სინამდვილეში კი ეს დათვური სამსახურია.
6. თუ თქვენ დაჭრილ ფრინველს წააწყდით, რომელსაც მოშორებით სხვა მონადირე ეძებს (ან უშედეგოდ ეძებდა), აიღეთ ფრინველი და მას მიაწოდეთ. სხვისი ნანადირევის მითვისება ცხადია არაეთიკურია და უფრო მეტიც ცუდად დაცდილია-დათარსვა იცის.
7. არაეთიკურია ნადირობის დროს ტრაბახი და ბაქი-ბუქი, მაგრამ არასოდეს შეაწყვეტინოთ ”საკუთარი თავით ტკბობა” ხანშიშესულ მონადირეებს და არც სხვას მისცეთ ამის გაკეთების უფლება.
8. დაუგეშავი ძაღლით, რომელიც ძნელად მოსათოკია და ბრძანებებს ნაკლებად ემორჩილება, სხვასთან ერთად არ უნდა წახვიდე, თუ გინდა, რომ ნადირობა მათაც არ გაუფუჭო. მგზავრობისას აგრესიულ და მოჩხუბარ ძაღლებს აუცილებლად გაუკეთეთ ალიკაპი, თუ მისი იზოლირებულად მოთავსება შეუძლებელია. ძაღლების გამო მათი პატრონების შელაპარაკება შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში გადაიზარდოს.
9. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დასვენების დროს – თოფებიდან ვაზნები ამოღებული უნდა იყოს. კოლექტიური ნადირობის დროს წესით ამის შესახებ ნადირობის თავკაცმა უნდა შეახსენოს დანარჩენებს. თუ მას შემთხვევით მხედველობიდან გამორჩა, ჩუმად ანიშნეთ ამის შესახებ. არაორგანიზებული ნადირობის დროს კი დელიკატურად შეგიძლიათ იკითხოთ: ”აბა ვნახოთ ყველას წესრიგში გვაქვს თოფები?”
10. ნადირობის დროს ყოველთვის უნდა გქონდეთ ვაზნების საკმარისი რაოდენობა, სხვისთვის თხოვნა მიღებული არ არის. თუ ვინმემ ეს არ იცის და თხოვნით მოგმართათ, შეგიძლიათ მას უზიაროთ მხოლოდ მზა, ქარხნული ვაზნები. სახლში დატენილი ვაზნების მიცემა დაუშვებელია- ეს უსაფრთხოების წესების დაცვის ერთერთი აუცილებელი მოთხოვნაა. სამწუხაროდ ამ წესს ჩვენთან თითქმის არავინ იცავს.
11. ფრინველზე და კურდღელზე ნადირობის დროს არ დაიზაროთ და უწილადეთ ნანადირევი მათ, ვისაც არ გაუმართლა და ხელმოცარულია, მაგრამ ნაწყენი არ უნდა დარჩეთ, თუ გულით შეთავაზებულზე უარს მიიღებთ. აიღებს თუ არა-ეს თითოეულის პრინციპული,პირადი საქმეა. თუმცა წესით, თუ ნამდვილი მონადირე ხარ ამგვარ ძღვენს არ უნდა დათანხმდე.
12. ზემდეტი არც იმის შეხსენება იქნება, რომ ნადირობის დამთავრების შემდეგ ბუნებაში ზედმეტი არაფერი უნდა დარჩეს. შეაგროვეთ ყოველგვარი ნარჩენი-ბოთლები, ქილები და ა.შ. და ეს ყველაფერი იქვე მიწაში ღრმად ჩამარხეთ ან უკეთესია თუ თან წამოიღებთ და გზად სპეციალურ ურნაში ჩააგდებთ.

და ბოლოს ”ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს”-წერდა ანტონ ჩეხოვი. ცხადია ეს ჩვენც, მონადირეებსაც გვეხება. სამწუხაროდ არამონადირეების მხრიდან, რატომღაც ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას ვგრძნობთ და ჩვენი გარეგნული იერსახით, თვალშისაცემად ორიგინალური, გამომწვევი ჩაცმულობით დამატებით ნუღარ გავაღიზიანებთ მათ.
ჟურნალი ”ნადირობა”


ჩამსწორებელი babu, 27 December 2019 - 08:59 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41668 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალბედებისთვის ვფიქრობ კარგი რჩევებია.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ნამდვილად ბაბუ. კარგი რჩევებია

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41668 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო ჭკვიანი კაცი წაიკითხავს და გამოიყენებს!


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2694 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ამ წესებს ჩვენს გარდა სხვებიც რომ იცავდნენ კარგი იქნებოდა


          DUDU

          LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1075 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

ეს დაუწერელი კანონია რაც ყველა მონადირემ უნდა იცოდეს, ან უნდა ასწავლონ ან უნდა იგრძნოს. ბრავო ბიწებო, დუდუს დავეთანხმები ყველამ რომ დაიცვას ეს წესები მოხარული ვიქნები,,

 

ახლა გამახსენდა ერთხელ ბიძის ახანაგებთან ერთად ვიყავი წასული სანადიროდ და აგვიფრინდა მწყერი და ესროლე და ცამოვაგდე თუ არა იმ წასმსვე ჩემმა გვერდით მდგომმაც გაისროლა და გაავარდა ჩამოვაგდე ავიღებო. 4-5 კაციდან ყველა სიციცლით გადავარდა და ეუბნებოდა ლეოსია ეგ მწყერიო და ე რა თქმა უნდა არაფერი მიტქვასმ საერტოდ არ მაინტერესებდა მწყერი, უბრალოდ მას შემდეგ მაგ კაცის გვერდით სუფრაზეც არ დავმჯდარვალ და ჭიქაც კი არ მიმირტყამს. ( მწყერზე კი არაა უბრალოდ საქციელზეა აქ რამაც გული დამწყვიტა მითუმეტეს მაშინ 15-16 წლის ვინქებოდი)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 751 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ეჰ ბაბულიკა წესები კი ვიცით მაგრამ აი რაზე მწყდება გული იცი აი სანამ გაიუხსნება სეზონი უკვე რო ნადირობენ და რო კითხავ რატო ნადირობ ჯერ ხომ არ გახსნიილა სეზონი და პასუხი აი სხვაც ხომ ნადირობს და მეც ვნადირობ ეგაა ყველაზე ცუდი და უნდა გადაეჩვიოს ხალხი მაგას თორემ არაფერი არ ეშველება არაფერს



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1075 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
თემო ჩაინიკა :D 13, ეჰ იმდენი შემთხვევაა უკვე საზოგადოებას მონადირის გარჩევა უჭირს ბრაკონიერისაგან. სამწუხაროა მაგრამ ასეა

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 751 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

თემო ჩაინიკა :D 13, ეჰ იმდენი შემთხვევაა უკვე საზოგადოებას მონადირის გარჩევა უჭირს ბრაკონიერისაგან. სამწუხაროა მაგრამ ასეა

გეთანხმები



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41668 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

უკომენტაროდ.

 

legion.ge_85e0638b847890.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1841 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

        რამდენ რამეს უნდა გათვალისწინება. თითეულ ნიუანსაც რამხელა მნიშვნელობა აქ.



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nikala1992

nikala1992

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 401 პოსტი
  • მისამართი:varketili 3 masivi shuamtis qucha
  • წარმოშობა:qartveli
დიდი დაფიქრდება მართებს ყველა მონადირეს მითუმეტეს დამწყებებს

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1075 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
ათასი თვალო და ყური უნდა გქონდეს მაგ დროს მართლა რა. :(

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4538 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

უბრალო ელვა ზოგჯერ შეიძლება ფატალური შედეგის მომტანი იყოს  :ki:  :ki:  :ki:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1075 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
მეტო, ამიტოა მაქსიმალური სოფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყველამ, და რაც მთავარია გატენილი იარაღით არ უნდა ვიმოძრაოთ, ყოვლად დაუშვებელია





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?