Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მსროლელის დაწყებითი მომზადება

 

Untitled-3.jpg

 

 

სპორტის არც ერთ სახეობაში მწვრთნელთა ისეთი სიმცირე არ იგრძნობა, როგორც სასტენდო სროლაში. საქართველოში რამდენიმე კაციდან უმეტესობა მხოლოდ ემპირიული გამოცდილების მიხედვით ატარებს სასწავლო-საწვრთნელ მეცადინეობებს.

დამწყებ მსროლელთა შერჩევა ჯერ კიდევ შემთხვევითია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჯგუფის შედგენისას თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცევა მოსწავლის სამედიცინო მონაცემებს, მაშინ როდესაც არ შეიძლება ცეცხლ-მსროლელი იარაღი ვანდოთ ახალგაზრდას, რომელისაც აღენიშნება ნერვული სისტემის რაიმე დაავადება, მწვრნელთა უმრავლესობა სასტენდო სროლის სწავლებას უშუალოდ მოედანზე იწყებს. პირველსავე მეცადინეობაზე ახალგაზრდას სასროლეთზე აძლევს თოფს, იქვე უხსნის, როგორ დადგეს “ცეცხლის ხაზზე”, თოფი როგორ შეიდგას მხარზე, საიდან გამოფრინდება სამიზნე, როგორ ესროლოს მას და სხვ. ცხადია ერთდროულად ამდენი ინფორმაციის სწორად შემეცნება და ზუსტად შესრულება შეუძლებელია და რომ არაფერი ვთქვათ უშედეგო გასროლებით გამოწვეულ ხარჯზე, დამწყებ მსროლელს უმუშავდება არასწორი ჩვევები, რომლის გამოსწორებაც შემდგომში ძნელია.

ისმის კითხვა: მაშ როგორ დავიწყოთ სროლის სწავლება? ამის პასუხი, ჩვენი აზრით, ერთადერთია-დავიწყოთ ოთახის პირობებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით, თეორიული მეცადინეობისას ახალგაზრდას უნდა გავაცნოთ სასტენდო სროლის, როგორც გამოყენებითი სპორტის სახეობის, მნიშვნელობა და თავისებურებანი, გავესაუბროთ თოფის მოვლა-პატრონობაზე, უშიშროების წესებზე და გავაზნოთ თოფის ნაწილები, სასროლი მასალა, ვაზნების დატენილობაზე კი ახალგაზრდას უნდა გამოვუმუშაოთ სწორად დგომი, მხარზე თოფის მორგება, სხეულის სწორი მოძრაობით პირდაპირ, მარჯვნივ და მარცხნივ უძრავ სამიზნეზე დამიზნება და სხვა.

სასტენდო სროლაში მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისთვის დიდი მნიშვნელობა, აქვს ცეცხლის ხაზზე სწორად დგომს. ცალკეულ შემთხვევაში ზოგი მსროლელი, რომელსაც არასწორი დგომი აქვს, საკმაოდ მაღალ სპორტულ შედეგებს აღწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდანვე სწორად დგომის გამომუშავების შემთხვევაში მას არ შეეძლო უკეთესი სპორტული შედეგების მიღწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სპორტსმენის მიმართ ზოგიერთი დამწყები მსროლელი მეტისმეტ მიმბაძველობას იჩენს. უფრო მეტიც ზოგიერთ მწვრთნელს მიაჩნია, რომ დგომი მსროლელის ინდივიდუალურ თავისებურებაზეა დამოკიდებული. ეს არასწორი აზრი, ვფიქრობთ, განპირობებულია ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით, დგომის მანერის არასწორი გაგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ინდივიდუალური თავისებურებით გამართლება მოვუნახოთ ისეთ დგომს, რომლის დროსაც მსროლელი ცეცხლის ხაზის მიმართ იმდენად წინ არის წაწეული, რომ სხეულის მთელი სიმძიმე მარცხენა ფეხზე აქვს გადატანილი და მიწას მხოლოდ მარჯვენა ცერით ეხება.

სასტენდო სროლაზე არსებულ შედარებით მცირეოდენ ლიტერატურაში ძირითადად ერთნაირად და სწორად არის აღწერილი ძირითადი დგომი, რაც შემდეგში მდგომარეობას სასანგრო სტენდზე მსროლელი უნდა იდგეს ცეცხლის ხაზის მიმართ 25-33 გრადუსით მარჯვნივ შებრუნებული, ტერფები უნდა ედგას თითქმის მხრების სიგანეზე, მარჯვენა ტერფი ოდნავ-უკან, ცოტათი მარჯვნივ შებრუნებული, ორივე მუხლის სახსარი-გამართული და უძრავად. ამ მდგომარეობიდან ტანის ოდნავ წინწაწევით სხეულის სიმძიმის დიდი ნაწილი გადავიტანოთ მარცხენა ქვემო კიდურზე, ისე რომ მარჯვენა ტერფი მთლიანად ეხებოდეს მიწას და მას სხეულის მცირე სიმძიმე აწვებოდეს. ტანთან შედარებით მხრები უნდა იყოს ოდნავ წინ, რადგან ასეთ მდგომარეობაში თოფის მხარზე მორგება და გასროლის დროს წარმოქმნილი თოფის უკუცემა უკეთესად ბათილდება.

ზოგჯერ სწრაფი და ზუსტი სროლით გატაცებული სპორტსმენი მეტისმეტად იხრება წინ, სხეულის სიმძიმე მთლიანად გადააქვს მარცხენა ქვემო კიდურზე და მარჯვენა ტერფი მხოლოდ ცერით ეხება მიწას, ასეთ შემთხვევაში სპორტსმენმა ცალკეული გასროლების მიხედვით არ შეიძლება სასურველ შედეგს მიაღწიოს. ეს იმიტომ რომ სხეულის სიმძიმის მეტისმეტად წინ გადატანით მიღებული მდგომარეობის შენარჩუნება საჭიროებს მეტ კუნთოვან დაძაბულობას, რასაც მოსდევს ნაადრევი დაღლა და ნატიფ მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა.

სასანგრო სტენდზე სროლის დროს მხარზე თოფი წინასწარ, სამიზნის მოთხოვნამდე უნდა მოვარგოთ, მრგვალ სტენდზე სროლისას კი სამიზნის მოთხოვნის შემდეგ, საქამრის დონიდან მხარზე თოფის “შეგდებით”. ცხადია სროლის ორივე სახეობაში გასროლის წინ მხარზე თოფის მორგება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი მორგებული თოფით ისვრის სპორცმენი. თოფის მორგებულობა კი, უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია კონდახის სიგრძეზე, მოხრილობაზე, განზიდვაზე, კონდახის კეფის ჭრილზე, თოფის ჩასმულობასა და ბალანსზე. ამ მონაცემების მიხედვით, თუ თოფი მორგებული არ არის, მსროლელი იძულებულია როგორმე თვითონ მოერგოს თოფს, ცხადია, ასეთ შემთხვევაში მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. მხარზე თოფის მორგების სწავლებამდე მსროლელს უნდა შევურჩიოთ ისეთი თოფი, რომელიც მისი სხეულის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესაბამისი იქნება (უნდა გვახსოვდეს, რომ სასანგრო სტენდზე სროლის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს სამამულო მოდელის თოფები: მც-8-1, მც-6-12, მც-9-10, მც-9-02, მც-108 და ტოზ-57 ტ-120, ხოლო მრგვალ სტენდზე-მც-8-0, მც-8-00, მც-108, მც-6, ტოზ-57, პ-120 და არ უნდა ვიყოთ ზედმეტად გატაცებულნი საზღვარგარეთული თოფებით).

მხარზე თოფის მორგების მიზნით მარცხენა ხელი უნდა მოვკიდოთ კონდახის ბოლოს (ცევიოს”) ისე, რომ თითებით სამიზნე თამასა არ დაიფაროს, ხოლო მარჯვენა ხელის ოთხი თითი-კონდახის საკასურს, საჩვენებელი თითი კი დავადოთ სასხლეტის (სასხლეტების) რკალს მარჯვენა მხარეზე შემდეგ თოფი ავწიოთ ზევით და კონდახი ჩავიდგათ მხრის ჩაღრმავებაში (მკერდ-დელტისებურ ღარში), რომელიც წარმოიქმნება იდაყვის მაღლა აწევის დროს, მხარზე თოფის შედგმის შემდეგ მარცხენა იდაყვის სახსარი ოდნავ მოვხაროთ და მაღლა ავწიოთ. რეკომენდებული არ არის მარცხენა გამართული ხელით თოფის დაჭერა და იდაყვების მეტისმეტად მაღლა ან დაბლა დაწევა, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძნელდება სწრაფი სროლისათვის საჭირო მოძრაობითი რეაქციების შესრულება. ყველა ამის შემდეგ კისრისა და თავის ოდნავ წინ წაწევით ლოყა უნდა მივადოთ კონდახს, ისე რომ მარჯვენა თვალის ცენტრალური მხედველობა დაემთხვას სამიზნე თამასას მთელ სიგრძეზე. მიზანშეწონილი არ არის კონდახის თხემზე ყვრიმალის ძვლით დაწოლა, რადგან თოფის გასროლის დროს უკუცემა ყბას დააზიანებს. სასურველი არ არის ზემო კიდურების (განსაკუთრებით მარჯვენა ხელის) ზედმეტად დაძაბვა და მთელი ძალით კონდახის მხარზე დაჭერა. მრგვალი სტენდის თითოეულ პოზიციაზე, სამიზნის ფრენის ტრაექტორიის იმ მონაკვეთის მიმართ, რომელიც უნდა დაზიანდეს, საწყისი დგომის მიღების შემდეგ ისე უნდა მოვიმარჯვოთ თოფი, რომ კონდახის ცხვირი მდებარეობდეს თეძოს ქედის დონეზე, ხოლო შემდეგ ზედა ტანით შევბრუნდეთ კოშკურის ან ჯიხურის სამიზნის გამოფრენის ადგილისკენ. ცხადია, სხვადასხვა პოზიციაზე ზედა ტანის შებრუნება სხვადასხვა კუთხით ხდება და იგი ყველაზე დიდია IV პოზიციაზე, ხოლო 1, VII და VIII პოზიციებზე სწორი საწყისი დგომის მიღების შემთხვევაში ზედა ტანის შებრუნება თითქმის საჭირო არ არის, სამიზნის გამოფენის შემდეგ ზედა ტანის შებრუნება მისი ფრენის მიმართულებით, მხარზე თოფის შედგმა და გამომიზნება ერთდროულად უნდა მოხდეს. დამწყები მსროლელი არ უნდა ვაიძულოთ, რომ აღნიშნული რთული კოორდინაციული მოძრაობა თავიდანვე სწრაფად შეასრულოს, რადგან ამის გამო მას შეუძლია გამოუმუშავდეს არასწორი ჩვევა-მარჯვნივ თუ მარცხნივ მფრინავი სამიზნის მიმართულებით ზედა ტანის შებრუნება, თოფის მხარზე შედგმა და გამომიზნება უნდა ხდებოდეს ერთდროულად და სწრაფად, მაგრამ ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე, გარდა VIII პოზიციისა, აუცილებელი არ არის სამიზნე დავაზიანოთ გამოფრენის ადგილიდან 16-18 მეტრზე და ამიტომ ზედმეტად არ უნდა ვიჩქაროთ.
სპორტის ყოველ სახეობაში სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობა პედაგოგიური პროცესია და იგი უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდობის ყოველმხრივ განვითარებას. ამ ძირითადი ამოცანის სრულყოფილად გადაწყვეტის მიზნით სასტენდო სროლის სწავლებაც კომპლექსური უნდა იყოს-ერთდროულად ხდებოდეს მსროლელის როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, მაგრამ სწავლებისა და წვრთნის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება და ზოგჯერ აუცილებელიც არის, რომ უპირატესობა დაეთმოს რომელიმე მათგანს. ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობა აქვს მსროლელის ინდივიდუალურ მონაცემებსა და სპორტულ კვალიფიკაციას.

შალვა ჩახნაშვილი – საბჭოთა კავშირის სპორტის საპატიო ოსტატი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი სტატიაა დამწყებთათვის.და არა მარტო მათვის

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:madloba:


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა, იმედია დეკემბერში გამოვიყენებ პრაქტიკაშიც   :ki:   :good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აპერეჟენია არ ვიცი ქართულად წისწრებაა? ხო და მაგას მიაქციეთ ყურადღება ? ინტერვალებს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან საინტერესო ვიდეოა 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

მაგარი ვიდეოა :)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

:bravo:  :bravo: ვერი გუდ ...



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
სუპერ სუპერ სუპერ

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:  :good:  :good:  :bravo:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 დააკვირდით დისტანციას, ფრენის სიჩქარეს და აპერეჟენიის მანძილს.

 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?