

ბიგლის ყურები გრძელია, თითქმის ცხვირის წვერამდე, ბოლოში მომრგვალებული, ქვემოთ განლაგებული, თავზე მჭიდროდ მიკრული.
მისი კბილები კარგად განვითარებულია, აქვს მაკრატლისებური თანკბილვა.წინა კიდურები სწორი აქვს და მსხვილი, მრგვალძვლოვანი,
მხარი ირიბი. უკანა კიდურები კარგად გამოხატული კუთხით, გამოკვეთილად დაკუნთული. თათები შეკრული, მომრგვალებული, მოკლე ბრჭყალებით. ზურგი სწორი, ძლიერი, მკერდი ფართო და ღრმა, ნეკნები კარგად გამოხატული. მისი კუდი მსხვილია, საშუალო სიგრძის, მშვიდ მდგომარეობაში მაღლაა აწეული, ბალნით კარგად შემოსილი, ქვედა მხრიდან გამოხატული ანაჩეჩით.
ბეწვი მოკლე და ხშირი აქვს რომელიც ძნელად სველდება. მის შეფერილობაში დასაშვებია ნებისმიერი ფერი გარდა მუქი სისხლისფერისა.ძირითადად გვხვდება ტიპური სამფეროვანი-შავჭრელი რუხით.
სიმაღლე-33-40სმ
წონა-11-15კგ
წყარო:vipanimals.ge