Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

                                                                             ტობავარჩხრილი(ვერცხლის ტბა)                                                            დიდხანს ვერაფერს უხერხებდნენ გადამთიელის ძალადობას, მაგრამ ეთხელ ამ მხარეში გამოჩნდა კეთილი გოლიათი, არამხუტუ, რომელსაც თხოვეს დახმარება აქაურებმა. და აი, მორიგი თავდასხმის დროს გაიმართა ბრძოლა არამხუტუსა და ოჩოკოჩს შორის. არამხუტუ ყვირას მთაზე დადგა, ოჩოკოჩი  -  ოხაჩქუეზე და დაუწყეს ერთმანეთს ლოდების ტყორცნა. მიზანს აცდენილი ლოდები ოხაჩქუეს და ყვირას მთის კალთებზე უზარმაზარ ღრმულებს აჩენდნენ. ეს ღრმულები ახლაც არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ძაბრისებრი გამხდარა. ადგილობრივები ამ რღმულებს  "ა'ლ'გ'დ"-ს ეძახიან. მწყემსები იქ ჩარჩენილ "ჯიშთს" (უდნობი თოვლი) მაცივრად იყენებენ...

 ...ბოლოს არამხუტუმ სასიკვდილოდ დაჭრა ოჩოკოჩი, რომელმაც უკანასკნელი ღონის მოკრებით შემოუბრუნა ლოდი. ამ ლოდით არამხუტუ მკლავში დაიჭრა. სისხლიანი მკლავი არამხუტუმ ტობავარჩხილში დაიბანა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ამ ტბის წყალი წმიდა  -  არამხუტუ ხომ ღმერთების ჩამომავალი იყო!  ამიტომაც არის, რომ ამ ტბის წყალში ხელის დაბანაც კი ჭექა-ქუხილს და თავსხმა წვიმას მოასწავებს..."

     ეს ლამაზი ლეგენდა სიტყვასიტყვით შემორჩა ჩემს მეხსიერებას და ახლა თქვენ გიზიარებთ, ჩემო მეგობრებო. იმედია, მოგეწონებათ... [attachment=1561:00150_1260919171_pudya.jpg][attachment=1562:579559_425921517523384_774626101_n.jpg][attachment=1563:post-19-1374186382.jpg][attachment=1564:Tobavarchxili111.jpg]

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო გიოს თემებს სურათების პრობლემა აქვს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3042 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე
 

toba-1-copy-650x434.jpg

 

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია,  მდინარე ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

.

toba111.jpg

.

.

Xobiswylis-xeoba-650x433.jpg

 

ხობისწყლის ხეობა

.

.

მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.

.

.

mustang-650x356.jpg

.

.

თუმცა ნამდვილი შეგრძნებები მაშინ იწყება, როდესაც საავტომობილო გზა მიილევა. საბოლოო დანიშნულების წერტილამდე კი ბილიკებით კიდევ  რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო ტყეში, ველური მცენარეებით მოფენილ მინდვრებზე. გზა თითქოს არ მთავრდება და გამოუცდელ ტურისტს შეიძლება უკან დაბრუნებაც კი მოუნდეს, მაგრამ დაქანცული მგზავრებისთვის აქ ყოველთვის ღიაა კარეს კარები. კარეს მეგრულად მწყემსების ხის ქოხებს ეძახიან. კარეში, შუაცეცხლის გარშემო მუდამ არის ადგილი შემცივნებული სტუმრებისთვის.

.

.

Kare-2-650x406.jpg

.

.

მათთვის მწყემსებს არასოდეს ენანებათ უგემრიელესი ელარჯი, თხის ხორცი და მთის მაწონი. ამ ქოხებში წარსულია გაცოცხლებული და შუაცეცხლთან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს საუკუნეებით უკან იხევ და კვამლით აცრემლებული თვალებით შეიგრძნობ საქართველოს.

.

.

elarji-650x434.jpg

.

.

97.jpg

.

.

88.jpg

.

.

1110.jpg

.

 

გზა მაღლა-მაღლა მიიწევს… ირგვლივ მხოლოდ მთებია – მთები, უფსკრულები და ჩანჩქერები. აქაური წყალი ყველაზე გემრიელია და ცივი. სულ ცოტაღა დარჩა გასავლელი:

.

.

lugela2-650x410.jpg

.

.

აღმართი, შემდეგ ტაფობი, შემდეგ ისევ აღმართი და უკვე მთის ძირში ვართ. ეს ცაშკიბულია – სამეგრელოს ყველაზე მაღალი და დიდებული მწვერვალი. ულღობი მყინვარი მწვერვალზე ასვლას ართულებს, მაგრამ ასვლა ამად ღირს. ცაშკიბული უნიკალური მწვერვალია იმ მხრივაც, რომ იგი მისაწვდომია როგორც გამოცდილი მთამსვლელებისთვის, ისე უბრალო, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვისაც.

.

.

mtvarechanchkeri-650x531.jpg

doxycycline price canadadoxycycline 100mg price in india

.

.

ერთ მხარეს პიტალო კლდეა – ალპინისტებისთვის სასურველი საკბილო. მეტიც, ქართველი ევერესტელების აზრით, მწვერვალის ამ მხარეს შეიძლება თავისუფლად მიენიჭოს სირთულის მეხუთე კატეგორია, რაც ურთულეს, მეექვსე კატეგორიაზე ერთი საფეხურით დაბალია.” მეორე მხარეს კი შედარებით იოლი გზაა მწვერვალისაკენ, თუმცა არც ამ გზაზე განიცდის მოყვარული ექსტრემალი ადრენალინის ნაკლებობას. მაგრამ როცა მწვერვალზე ადიხარ და ზღვის დონიდან 3016 მეტრის სიმაღლიდან გადმოიხედავ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ სამყარო შენს ხელთაა და შეგიძლია იმბრძანებლო ღრუბლებზე, შენ ფეხქვეშ რომ დაცურავენ.

.

.

224.jpg

.

.

59.jpg

.

.

sizmari-650x466.jpg

.

.

აქ დროის შეგრძნება თითქოს იკარგება და სანამ მწვერვალზე დგახარ, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი, ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რამდენი რამ დაგიკარგავს აქ ამოუსვლელს.

.

.

CHANCHK-650x494.jpg

.

.

319.jpg

.

.

69.jpg

 

 

.

.

 

მაგრამ ნამდვილი სამოთხე ჯერ კიდევ უნახვია: ის ადგილი, რომლის თვალშესავლებად ამხელა გზა გამოვიარეთ. ეს ტობავარჩხილია, ვერცხლის ტბა. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი.

.

.

achuuu-650x435.jpg

.

.

414.jpg

.

.

უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო.

ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს.

.

.

 

 

ამ ერთი ხელის დადება ადგილას ყველაფერია თავმოყრილი: მთები, კლდეები, მდელო, ალპური ყვავილები, ჩანჩქერი, მყინვარი, ტბა…

.

.

Toba-2-650x427.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

.

დრო კარგა ხანია გაჩერდა. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. გგონია, სანუკვარი ოცნება აისრულე, რომელიც აქამდე არც კი იცოდი, თუ გქონდა. აღარ გინდა დაბრუნება ხმაურიან ბარში, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გარდა, თითქოს არაფერია. შენი სულის ნაწილი მთაში რჩება და სამარადისოდ იძირება ტბის უსასრულო სიღრმეში. ტობავარჩხილი სამუდამოდ ხდება შენი სახლი, რომელიც თვალის მოწყვეტის წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე გენატრება…


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3042 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა) - ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. საუკეთესო პერიოდი მოსანახულებლად - აგვისტოს პირველი ნახევარი.

თუ როდისმე დაინტერესდებით, საიდან იღებს სათავეს მდინარე ხობისწყალი, მაშინ შეგიძლიათ აიკრათ გუდა-ნაბადი და სამეგრელოს მთებისკენ გაეშუროთ.

მაგრამ, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა, რომ როდისმე ერთ-ერთი ქართული მდინარის წარმომავლობით დაინტერესდეთ, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ტობავარჩხილი აუცილებლად უნდა ნახოთ, ერთხელ მაინც. იმიტომ, რომ ეს ადგილი გეოგრაფიულ წერტილზე მეტად სულიერი მდგომარეობაა და ამას მაშინვე იგრძნობთ, როცა იქ მოხვდებით.

რა გჭირდებათ ტობავარჩხილზე მოსახვედრად?

5-6 თავისუფალი დღე, კარგი ფეხსაცმელი, კომფორტული ზურგჩანთა, თბილი საძილე ტომარა, უხვ ნალექზე გათვლილი კარავი, ლაშქრობის გამოცდილება, მამაცი გული, ყოჩაღი მუხლები და 5-6 დღის საკვები.

როგორ მოხვდეთ ტობავარჩხილზე?

ტობავარჩხილის მარშრუტი ’’თბილისი ცენტრალის’’ ავტოსადგურიდან იწყება - თბილისიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურამდე თქვენს გადაადგილებას კომფორტული ავტობუსი უზრუნველყოფს.

კომფორტული უკანასკნელი ეპითეტია, რომლითაც შეიძლება ის მანქანა დახასიათდეს, რომელიც მუხურიდან შემდეგ პუნქტამდე, ნათიფურუმდე აგიყვანთ: 

tobavarchxilicxrameti.jpg

 

მანქანის ქირაობა მუხურშია შესაძლებელი, ნათიფურუ კი საბანაკე ადგილია, რომელიც სოფლიდან 30 კმ-ით არის დაშორებული.

ნათიფურუზე ასულებს ნისლი და ასეთი ხედი დაგხვდებათ: 

tobavarchxiliori.jpg

 

თავად ნათიფურუ კი ასე გამოიყურება: 

tobavarchxilierti.jpg

 

ნათიფურუდან ტბამდე 11 კმ-ია, ამ 11 კმ-ზე კი ყველანაირი ამინდი შეგხვდებათ და ყველანაირი გზის გავლა მოგიწევთ, რაც ტობავარჩხილის მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. აქ შეგხვდებათ დაბურული ტყე, ალპური მდელოები, ლოდებით სავსე თოვლიანი გზა; ივლით მზეში, წვიმაში, ქარში, ნისლში, თოვლში.

თავდაპირველად ბილიკი მეტყევეების მიერ ტრაქტორით გაჭრილ გზას მიუყვება:

tobavarchxilisami.jpg

 

შემდეგ გორაკებზე შეკიდული, მიხვეულ-მოხვეული, საცალფეხო ბილიკებია:

tobavarchxilitxutmeti.jpg

 

რომელთაც შერეული, დაბურული ტყე მოსდევს.

tobavarchxilixuti.jpg

 

ტყე და მინდვრები რამდენჯერმე ენაცვლება ერთმანეთს, რის შემდეგაც მიადგებით მეჯოგეების ქოხებს. ხელიდან არ გაუშვათ მათ მეპატრონეებთან გამოლაპარაკების შანსი. თქვენ შეხვდებით ძალიან განსხვავებულ, მაგრამ ახლობელ ტიპაჟებს.

tobavarchxilicameti.jpg

 

აქედან კი უკვე უღელტეხილისკენ მიმავალი ბილიკი იწყება - მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი.

მოგიწევთ ქვებით სავსე გზაზე სიარული:

tobavarchxiliotxi.jpg

 

არც ის გაგიკვირდეთ, როცა ლოდებით გარშემორტყმულ თოვლით დაფარულ გზაზე მოგიწევთ გადასვლა:

tobavarchxiliari.jpg

 

რომელიც შეიძლება ჩატყდეს:

tobavarchxilitotxmeti.jpg

 

თავად უღელტეხილი კი, რომელიც ზღვის დონიდან 3016 მეტრზეა, ასე გამოიყურება:

tobavarchxilirva.jpg

 

და რა თქმა უნდა, მთელი ამ მონაკვეთის მანძილზე თავს არ განებებთ თქვენი მუდმივი თანამგზავრი - ნისლი.

tobavarchxilitvrameti.jpg

 

სასმელი წყალი და საბანაკე ადგილები მრავლადაა გზაში:

tobavarchxilieqvsi.jpg

 

 ბოლოს კი, ბევრი სიარულის, წუწუნის, ნისლის, წვიმის, ცოტა საჭმლის და ცოტა დასვენების შემდეგ მიადგებით დანიშნულების პუნქტს: 

tobavarchxilitormeti.jpg

 

ტობავარჩხილი, როგორც ამბობენ, მისტიკური ადგილია. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ლეგენდის თანახმად, ვინც ტბაში ბანაობას გაბედავს, ის სასტიკი წვიმით დაისჯება. სამწუხაროდ, ამ ლეგენდის შემოწმება ვერ შევძელით - ტბა უანგაროდ, ყოველგვარი ბანაობის გარეშე გაგვიმასპინძლდა კოკისპირული წვიმით. სამაგიეროდ, აქაურობის მისტიკურობაში მაშინ დავრწმუნდით, როცა თოვლზე დადებულმა კამერამ ფოტო თავისით გადაგვიღო. ვინ იცის, იქნებ ახალი ლეგენდაც შემატონ ადგილობრივებმა თავიანთ ისტორიებს.

tobavarchxilichvidmeti.jpg

 

რა დაგრჩებათ ტობავარჩხილიდან ჩამოსულებს?  

გზაზე დატოვებული რამდენიმე კილოგრამი, ერთი-ორი ნაკაწრი, 2 მტკივანი ფეხი, ძალიან ბევრი კარგი მოგონება, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სასიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ გაიზარდეთ.  


დუდუ

LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: კარგი ხარ დუდუ


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დუდუ

დუდიკ მეც მაგრად მინდა მანდ წასვლა. არ გამოვა სანამ წვიმები დაიწყება ავიდეთ ?

მერე ვიცი რომ ვეღარ ავალთ


legion.ge-837-1527156940.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3042 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ავიდეთ ძმაო.დავგეგმოთ ერთი დღე და დავცხოთ

დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ავიდეთ ძმაო.დავგეგმოთ ერთი დღე და დავცხოთ

გყაავს იქ ვინმე ტრანსპორტი რომ დავუტოვოთ ეზოში?

legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3042 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
არა ძმა.იქ არავინ მყავს.

დუდუ

LEGION.GE


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

არა ძმა.იქ არავინ მყავს.

მაგრად მინდა ასვლა და მაგის ორგანიზებას თუ გააკეთებ,  მაგრად გამისწორებ.


legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3042 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

    რა პრობლემაა ძმაო.პროსტა იქ თუ წავალთ მინიმუმ 4 დღიანში უნდა წავიდეთ.ფეხით იმდენია სასიარულო რო 1 დღით თუ წახვალ მთელი დღე სიარულში  დაგვჭირდება მარტო :).დაახლოებით 30 კილომეტრიანი ურთულესი მარშუტი ფეხით + აღჭურვილობა :).

 

ფეხით გასავლელი მანძილი(დაახლოებით) და რელიეფი: 
4 კმ. ალპური ბილიკი.
3 კმ. ალპური ბილიკი. მკვეთრი აღმართი 600 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. 
3 კმ. ალპური ბილიკი. მკვეთრი აღმართი 400 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
4 კმ. ალპური ბილიკი. 
6 კმ. ალპური ბილიკი, მთის თხემი, ჯიხვების ბილიკი. მკვეთრი, 600 მეტრი სიმაღლის დაღმართი და მკვეთრი. 700 მეტრი სიმაღლის აღმართი. 
4 კმ. ციცაბო კლდოვანი დაღმართი, მაღალი ბალახები, ბილიკის გარეშე, მდინარის გადალახვა. 
10 კმ. ტყის მიტოვებული სამანქანო გზა, მაღალი ბალახები, დიყები, წყლები. 
 
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2150მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2900მ;
• სასრული სიმაღლე 830მ.
 

არადა გაგებული მაქვს განთიადი ულამაზესიაო მაქედან :).


ჩამსწორებელი დუდუ, 10 September 2018 - 10:02 AM.

დუდუ

LEGION.GE


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

არადა გაგებული მაქვს განთიადი ულამაზესიაო მაქედან .

ნამყოფი არ ხარ ?


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?