მიქლიო გემრიელი სოკოა. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში. ზაფხულზე და შემოდგომაზე. უყვარს ტყის ნაკადულების განაპირა ნეშომპალიანი ადგილები. ძირითადად საქართველოში გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის. აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და შენიკბული ქუდი. ქუდის ზომა აღწევს ათ სანტიმეტრამდე. აქვს სამკურნალო თვისებები და იყენებენ ფარმაციაში.
მიირთმევენ ახალს, დამუჟუჟებულს და შემწვარს.