Jump to content


ამ თემას აქვს 49 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2197 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

                                                                  ძაღლების  პიროპლაზმოზი  

 

 

 

 

 

Piroplasma_2.jpg Piroplasma_1.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

       ძაღლების პიროპლაზმოზის გამომწვევი piroplasma canis ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ზომის ჰემოსპორიდიათაგანია  შინაურ ცხოველებში. დაავადებების შემთხვევები ძირითადად ჭარბობს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ამიტომ პიროპლაზმოზის მიმართ მონადირეთა დამოკიდებულება  ყოველთვის სერიოზული იყო და ასევე რჩება დღესაც.  აღნიშნული, პარაზიტული  დაავადების მოკლე მიმოხილვა  მიზანშეწონილად მიგვაჩნია  იმის გამო, რომ გაზაფხული უკვე ძალას იკრებს და საძოვრის პარაზიტი ტკიპები, რომელთა მიზეზითაც ხდება ძაღლების დაავადება, აპრილ-მაისის თვიდან იწყებენ გააქტიურებას. გაზაფხულზე, როცა უკვე ბალახი და ჯეჯილი ზრდას იწყებს და თბილი ქვეყნებიდან მწყრისა და ღალღის მოფრენა თითქმის დამთავრებულია, მონადირეები შეუდგებიან მინდვრებში როგორც დასაგეში, ასევე დაგეშილი  ძაღლების ინტენსიურ ტარებას. ამ პერიოდში ძალიან იზრდება პიროპლაზმოზით დაავადების რისკი, რადგან  ძაღლი სათანადოდ დაუმუშავებელ ტკიპების მსხვერპლი შეიძლება გახდეს, ამიტომ სასურველია, ყველა მონადირემ მეტნაკლებად მაინც იცოდეს ამ დაავადების შესახებ. პიროპლაზმოზი ინვაზიურ დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის, ის სისხლის პარაზიტული სნეულებაა. აღმძვრელი ძირითადად ლოკალიზებს ერითროციტებში, იშვიათად სისხლის პლაზმაში,  პარენქიმურ ორგანოებში და ნეიტროფილებშიც კი. პიროპლაზმების (აღმძვრელი) ფორმა არ არის ერთნაირი და იგი სხვადასხვანაირი ჩანართების სახით შეიძლება იყოს სისხლში. ძაღლების სახეობები უფრო დიდიზომის არიან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველებისა. თითოეულ ერითროციტში შეიძლება იყოს ერთი, ორი ან მეტი პიროპლაზმა. ძაღლის სნეულების აღმძვრელი გადამტანია dermacentor-ის და rhipicehalus-ის გვარის სისხლმწოვი ტკიპები. როდესაც ეს მწერი მინდორში ააცოცდება ძაღლს, ის თავისი მახვილი ხორთუმით ფიქსირდება კანის თხელ ნაწილში და იწყებს ცხოველის სისხლის წოვას, რა დროსაც პიროპლაზმები ხვდებიან სისხლში ტკიპის ნერწყვთან ერთად და შეიჭრებიან ერითროციტებში. ინკუბაციური პერიოდი 6-დან 10 დღემდე გრძელდება, რაც დამოკიდებულია ძაღლის ორგანიზმის რეზისტენტობაზე და ჯიშზე. საქართველოში პაროპლაზმოზი მეტნაკლებად თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, მაგრამ ძირითადი დაინვაზირების კერად ქვეყნის დაბალი ადგილებია მიჩნეული, ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. ძირითადად ჯიშიანი ძაღლები ავადდებიან, განსაკუთრებით კი მონადირე ოთხფეხები, რადგანაც მათ უფრო აქვთ შეხება  ველ-მინდვრებთან და ტყე-ბუჩქნარიან ადგილებთან. ძაღლებში ტკიპები ძირითადად მაინც თხელი კანის მქონე ადგილებში ემაგრებიან (ყურის ნიჟარა, კისრის, მკერდისა და თათებ შუა არე). ორგანიზმში მოხვედრილი პიროპლაზმები გამოიმუშავებენ ტოქსინს, რომლებიც არღვევენ სისხლმბადი ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციას და იწვევენ ერითროციტების დაშლას. პიროპლაზმოზს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. მწვავე ფორმის დროს ცხოველს აღენიშნება უმადობა, მოდუნებულია, ხილული ლორწოვანი გარსები (თვალის, პირის ღრუს) ანემიური, მოყვითალო შეფერილობისაა. ტემპერატურა 41 გრადუსიდან 42 გრადუსამდე ადის და შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ მკვეთრად დაბლდება და ნორმის ფარგლებში დგება, არ არის გამორიცხული, უფრო ქვემოთაც დაიწიოს (33-35) გრადუსამდე. პულსისა და სუნთქვის სიხშირე მატულობს, ერითროციტები ინტენსიურად განიცდის დაშლას, რის გამოც შარდი წითელი ფერისაა. თუ ამ პერიოდში არ მოხდა დროულად ძაღლის მკურნალობა, იგი მე-3, მე-5 ზოგჯერ მე-10 დღეს კვდება.    პიროპლაზმოზი განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა ძაღლებში და ლეკვებში, ამიტომ ყველა ახალბედა მონადირემ ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს. ზემოაღწერეილი დაავადების შემთხვევაში აუცილებელია, ძაღლი დროულად მიიყვანოთ ვეტერინართან ეფექტური მკურნალობის დასაწყებად. დაავადების დადგენისთანავე აუცილებელია, ვეტერინარი ექიმის მიერ ძაღლს ჩაუტარდეს დროული მკურნალობა. ვეტერინარულ პრაქტიკაშიც ადრეც და ახლაც მოწოდებულია მრავალი, სამკურნალო საშვალება, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან დროულად ჩარევის შემთხვევაში.                 1. აზიდინის (ბერელინი) 7%-იანი წყალხსნარი კუნთში ინექციისათვის ერთი დღის ინტერვალით, ორჯერადად.                                                                            2. დიამედინის 10%-იანი წყალხსნარი კუნთში.                                                      3. ფლავაკრიდინის (ტრიპაფლავანი) 1%-იანი წყალ ხსნარი კუნთში.                         4. პიროპლაზმინის (აკაპრინი) 1%-იანი წყალხსნარი კანქვეშ.                                  5. ჰემოსპორიდინის 1%-იანი წყალ ხსნარი კუნთში.                                                აღნიშნული, სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად ზოგჯერ საჭიროა სიმპტომატური საშვალების დანიშნვაც (კოფეინი, გლუკოზა და სხვა). ცხოველს უნდა მიეცეს დიეტური საკვები და არ დაიტვირთოს 15-20 დღის განვმალობაში.    პრაქტიკოსი გამოცდილი, მონადირეები ყოვლეთვის ითვალისწინებენ სპეციალისტების რჩევებს და პროფილაქტიკის მიზნით გაზაფხულის დადგომისას ამუშავებენ ცხოველებს სათანადო პრეპარატებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს, რადგანაც გადაჭარბებული დოზა შეიძლება ძაღლის მოწამვლის მიზეზიც გახდეს. აუცილებელია, ძაღლები მინდვრიდან ან ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ კარგად დავათვარიელოთ, მოვაცალოთ პარაზიტი ტკიპები და საჭიროების შემთხვევაში დავამუშავოთ სპეციალური საშვალებებით.

წყარო: bazieri.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გოგა :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გაიხარე გოგა. სასურველია როგორც მანამდეც (სახლში) ასევე მინდორში გაყვანისას ძაღლს დავასხათ ბარსი ან სხვა დამცავი საშუალებები რომლებიც კისრიდან უნდა გავაყოლოთ ძაღლის ხერხემალს კუდამდე (ძაღლმა რომ არ აილოკოს), ზოგს 3 თვე აწერია და ზოგს ორი მაგრამ 1 თვე მაქსიმუმია. თუ ძაღლს დასველება უწევს უფრი ნსკლებ ხანს ძლებს. ხშირი გამოყენებაც არაა მიზანშეწონილი როგორც ვიცი. მინდორში ტარებას როცა დავაპირებთ, როცა ეგ წამალი აქვს ტკიპაც ნაკლებად ეკვრება ან მიეკვრება თუ არა არასასიამოვნო სპეციფიკური სუნის გამო ეგრევე ტოვებს ძაღლის სხეულს და არ რჩება ტანზე

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თაზო იგივე ხერხემალზე , მაგრამ 4-5 წერტილში ჯობია. უფრო კონცენტრირებული შევა კანთან რეაქციაში. სულ ახლახანს მირჩია ვეტერინარმა.

 ყოჩაღ გიო. საჭირო ინფორმაციაა. კარგია თუ გააგრძელებ :bravo:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2197 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კი გავაგრძელებ აბა რა   ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

:think:  საინტერესოა. 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ოჰ, როგორი მეძებარი დამაკარგვინა ამ დაავადებამ   :( ...

 

გაიხარე გოგა მაგარი თემა არის მადლობა მეგობარო,,, ძალიან დაგვეხმარება . . .  :0025:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:კავთისხევი
  • წარმოშობა:კავთისხევი

გუშინ საღამოს შევატყე ძაღლს რომ აშკარად ვერ იყო დღეს დილით გავაქანე ექიმთან,მოკლედ რომ ვთქვათ მოასწარი მოყვანაო.  80 ლარის ნემსები გაუკეთე სამი კიდე დარჩა  ვისაც ქონია მსგავსი შემთხვევა ერთი თვე აღარ ვანადირო სახლში მყავდეს როგორც ვიცი და შემდგომში სუნზე ხომ არ იმოქმედეს ამდენი ნემსები?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არა ყნოსვაზე მაგი ნემსი არ იმოქმედებს, მთავარია დაავადებამ არ დაუტოვოს რაიმე დეფექტი...

თუ სწორად უმკურნალებ წესით ყველაფერი კარგად იქნება.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:კავთისხევი
  • წარმოშობა:კავთისხევი
გუგა:

მეტად კარგ ვეტექიმთან,მყავს გაზრდილი ეს ძაღლი და ამ შემთხვევაშიც მასთან მყავდა ასე რომ სწორი მკურნალობა გარანტირებულია. და რა ეფექტებზეა საუბარი ??

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 810 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
kobavar საით იყავი?.. ამას იმიტომ გეკითხები რომ  ავერიდოთ მაგ მიმართულებას ?

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სწორი მკურნალბის შემთხვევაში არაფერია საშიში...



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

kobavar საით იყავი?.. ამას იმიტომ გეკითხები რომ  ავერიდოთ მაგ მიმართულებას ?

 

ხო მართლაც საინტერესოა...



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:კავთისხევი
  • წარმოშობა:კავთისხევი
ბევრგან ვიყავი რა გავიგო აბა სად უკბინა ტკიპმა

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კობა გორისკენ თუ იყავი... იქ იცის ძირითადად... რავიცი მე სულ იქ მხვდება ხოლმე... 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?