
ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.
სტანდარტი:
ზოგადი აღწერილობა: ძლიერი, მუშა ძაღლია, აბსოლუტურად პროპორციული და ჰარმონიული აგებულების მქონე.
თავი და ქალა: თავი მასიური, მშრალი. ქალას ნაწილი - ოდნავ მომრგვალებული, ყურებს შორის ფართო. მკვეთრად გამოხატული გადასვლა შუბლიდან დრუნჩისკენ. ზედა ტუჩი მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ბიბილო მსხვილი და ფართო, გაშლილი შავი ნესტოებით.
თვალები – სწორად დაყენებული, ნორმალური სიდიდის, მუქიყავისფერი, მშრალი ქუთუთოებით. მზერა – ჭკვიანი და მშვიდობიანი. ყურები – დაკიდული, დაბლადასმული, საშუალო სიდიდის, წვრილი, მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – გრძელი, მშრალი, კანის ნაკეცების გარეშე.
ტანი – გრძელი და ღრმა გულ-მკერდი, საკმაოდ ამობურცული ნეკნებით. ზურგი - ძლიერი, სწორი. გავა – ფართო, დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.
წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ფართო, ბრტყელი, ირიბად დაყენებული. წინამხრები – გრძელი, ოვალური.
უკანა კიდურები: თეძოები და წვივები – გრძელი, დაკუნთული და ძლიერი. ხტუნვის სახსრები კარგად გამოხატული კუთხეებით, ერთმანეთის პარალელური. მუხლის სახსრები მომრგვალებული. კუდი – შედარებით მოკლე, სწორი, ოდნავ ხმლისებური ფორმის. ფუძეში მსხვილი და ბოლოსკენ დავიწროებული.
ბეწვი – თავზე, ფეხების წინა ნაწილზე და ყურის ბოლოებში – მოკლე და აბრეშუმისმაგვარი. თანის სხვა ნაწილებში საშუალო სიგრძის, აბსოლუტურად სწორი. ყურების ზედა ნაწილში ბეწვი გრძელი და რბილი. ფეხების უკანა მხარეს გრძელი და წვრილი.
შეფერილობა – ლაკისებრი შავი, პრიალა, წითელ-წითური ან წაბლისფერი თრთვილით (რუჯით), შავი წერტილები დასაშვებია თათებზე და ქვედა ყბის ქვეშ. თეთრი ნიშანი მკერდზე დასაშვებია, მაგრამ რაც ნაკლებია, მით უკეთესია.
ნაკლოვანებები: ზოგადი შთაბეჭდილება, უბრალოება. თავი წაწვეტებული ფორმის; მოკლე დრუნჩი; თავი – ძალიან პატარა, ან ძალიან მსხვილი; სწორი მხრები და სუსტი ან კუზიანი ზურგი. გაშლილი მკერდი ბრტყელი თათები. კუდი ძალიან გრძელი, არასწორი.
შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, სხვა დანარჩენი სეტერებისგან გამოირჩევა აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.
აღწერა. შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით. კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული. მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე. თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე, წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული, მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი, თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით. კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი. შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ.