Jump to content

სურათი

ციმბირული ჰასკი - Siberian husky

ციმბირული ჰასკი ჰასკი Siberian husky husky ნადირობა ლეგიონი

ამ თემას აქვს 66 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ციმბირული ჰასკი - Siberian husky


Untitled-11.jpg


Untitled-6.jpg



შეფერილობა: რუხი ან შავი თეთრით გაწყობილი

სიმაღლე მინდაოში: ხვადი: 53-60 სმ. ძუ:51-56 სმ.

წონა: ხვადი:20-27 კგ. ძუ: 16-22 კგ.

წარმომავლობა: ამერიკის შეერთებული შტატები.



Untitled-14.jpg


მთელ მსოფლიოში მარხილის ძაღლთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ციმბირული ჰასკი. იკი ალიასკაში 1909 წელს რუსმა ვაჭარმა ჩამოიყვანა, ამავე წელს ციმბირში მარხილის ძაღლების შეჯიბრება იმართებოდა. ციმბირულმა ხასკებმა რუს ვაჭართან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრებაში და საპატიო მესამე ადგილიც მოიპოვეს. ამის შემდეგ ამ ჯიშით ზამთრის სამარხილე სპორტის მიმდევრები დაინტერესდნენ.

არსებობს თქმულება, რომ მარხილში ჩაბმულმა მალამუტებმა და ციმბირულმა ჰასკებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ალიასკის ერთ-ერთი დასახელება დაღუპვისგან იხსნენ. თქმულების მიხედვით, დასახლებაში მაცხოვრებელ ადამიანებს საშინელი სენი შეეყარათ. დიდთოვლობის გამო გზა ჩახერგილი იყო და ადამიანებს ვაქცინის მოსატანად ერთი დასახლებიდან მეორეში წასვლა არ შეეძლოთ. მათ მარხილში ძაღლები ჩააბეს და ერთი თითქმის მომაკვდავი კაცი ძაღლებს გზის საჩვენებლად გააყოლეს. ოთხ დღეში დასახლებაში ძაღლები ჯანმრთელ ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ, რომელსაც თან სენის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა.

დღეისათვის ჰასკი, თავისი უჩვეულო სილამაზისა და კარგი იმუნური სისტემის გამო, მთელ მსოფლიოში დიდი სიმპათიით სარგებლობს.
 

Untitled-18.jpg


დადებითი თვისებები:


  • კეთილგანწყობილი;
  • მეგობრული;
  • ბავშვების მოყვარული
  • ნაზი


Untitled-8.jpg


თავისებურებები:


  • ესაჭიროება სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში)
  • სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია;
  • არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარიანობით


Untitled-16.jpg




გაუმარჯოს,
ეს თემა ვნახე და დავრეგისტრირდი ეგრევე. მე მყავს ციმბირული ჰასკი, რომელიც არის ლაიკის ერთერთი ქვესახეობა. 20 დღის იყო რო მოვიყვანე, ეხლა ორწლინახევრის არის. ორ წლამდე საკუთარ ეზოში მყავდა, მაგრამ მერე გაყიდვა მომიწია ეზოსი და ეხლა კორპუსში მყავს, დიდი აივანი მაქვს და იქ მყავს, თუმცა თავს ძალიან კარგად გრძნობს. კორპუსის წინ დიდი სტადიონია და უკან კიდე პარკია, დილასაღამოს ჩამყავს ხოლმე ხან პარკში და ხან სტადიონზე, ვარბენინებ ხოლმე დაახლოებით 1 საათი, სხვა ძაღლებიც მოყავთ ხოლმე და საკმაოდ კარგად ერთობა. ის საკითხი რომ ლაიკა ცივი ჰავის ძაღლია და საქართველოში ვერ გაძლებს, სიმართლე არაა. მართალია ლაიკა გამოიყვანეს იმენა ცივი ჰავისთვის და უძლებს ძალიან დაბალ ტემპერატურას, მაგრამ მისი ორგანიზმი ისეა აგებული რომ შეუძლია შეეგუოს მაღალ ტემპერატურასაც კი. ლაიკას აქვს სპეციფიკური ბეწვი, რომელიც შედგება ორი ფენისაგან, 1) მაღალი და შედარებით იშვიათი ბეწვი და 2) დაბალი და შედარებით ხშირი ბეწვი. ასევე მათი ბეწვი დაფარულია სპეციალური სითხით, რომელსაც ვერ გრძნობ ხელით მოფერების დროს, თუმცა რეალურად არსებობს, და ეს სითხე ხელს უშლის ტემპერატურის შესვლას და გამოსვლას ორგანიზმიდან. აი მაგალითს მოვიყვან, ციმბირში სადაც ძალიან ცივა იცვავენ ბეწვიან ტანსაცმელს რომ ტემპერატურა არ დაკარგონ, ასევე უდაბნოშიც სადაც ძალიან ცხელა, აქაც სქელ ტანსაცმელს იცვავენ რომ ტემპერატურამ არ შეაღწიოს ორგანიზმში. ლაიკის ბეწვიც ზუსტად ასეა მოწყობილი. დაკვირვებული ვარ, როცა დავბან ხოლმე N რაოდენობით ბეწვი ცვივა და ეგ რისი ბრალია, ანუ ის სითხე შორდება და უკვე ბეწვსაც ვეღარ აკავებს და სანამ თავიდან არ გამოიმუშავებს მაგ სითხეს 1-2 დღე ძანნ ბევრ ბეწვს ყრის. როცა ზრდასრული ლაიკა თბილისში ჩამოყავთ ცივი ქვეყნებიდან, აუცილებლად საჭიროა გაიაროს ადაპტაცია, დაახლოებით ერთი ზაფხული უნდა გამოვატაროტ ასეთ ძაღლს და არ გავიყვანოთ ცხელ ამინდებში სანადიროთ, ხოლო მეორე წლიდან კი ჩვეულებრივად უკვე შეგვიძლია ცხელ ამინდში ვანადიროთ. ერტ შემთხვევას გეტყვით, ტიპმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ორი ძალიან მაგარი დედალ-მამალი და 1 თვეში კახეთში წაიყვანა სანადიროთ ღორზე, ძაღლებმა იდეალურად ინადირეს და მოინადირეს კიდეც ტახი, თუმცა ნადირობის დასრულებიდან 2 საათში ერთი დაიღუპა და კიდე ნახევარ საათში მეორე. ეგონათ გველმა ხო არ უკბინაო, მაგრამ მერე დიაგნოზი დაუსვე - გადახურებულები იყვნენ და გულმა ვერ გაუძლო.

მე ჩემი ჰასკის მინდა რო ვასწავლო ნადირობა მაგრამ გარკვეულ დონეზე. ვიცი რო მაგათი საქმე არ არის ნადირობა, მარხილის ძაღლია, თუმცა რუსეთშიც და ამერიკაშიც ძალიან ბევრი იყენებს ჰასკის სანადიროტ, ხასიათით ზუსტად იგივეა როგორც მონადირე ჯიშის ლაიკები, უშიშარია და იცის როდის უნდა დაზადნოს, ეგ კი არის მონადირე ძაღლის უძაანმაგრესი თვისება. ერტხელ მყავდა სამეგრელოში იხვზე წაყვანილი. ზღვაზე ამყავს ხოლმე ზაფხულში და კოკაკოლის ბოთლში ცოტა წყალს ვასხავ და ვისვრი ხოლმე რაც შემიძლია შორს წყალში, ეს კიდე შერბის ეგრევე და გამოაქვს ჩემტან, თუ დაკარგა ხედვიდან, სანამ არ იპოვის არ გამოდის, ვანიშნებ ხოლმე ხელით საით უნდა ეძებოს და გამოაქვს. ხოდა იხვზე მაინტერესებდა და წავიყვანე კიდეც, თავიდან მოკლული იხვი საჭმელი ეგონდა და გაჭედა, მარა მერე ერთი-ორი მოხვდა ტრაკში და აზრზე მოვიდა, და 2-3 ჯერ გამომიტანა კიდეც, მარა მერე იქ ისეთი ამბავი იყო, 1000 კაცი ნადირობდა, შევეშვი, რაც მაინტერესებდა ის გააკეთა და მე დამაკმაყოფილა. მეუბნებიან დათვზე და ღორზე გაიყვანეო, მაგრამ არ გამყავს ერთი მიზეზის გამო. თან ვარ გადაყოლილი, შვილივით გავზარდე და რამე რო მოუვიდეს ალბათ გადავყვები. დათვზე და განსაკუთრებით ღორზე ნადირობა ძალიან აპასნია ძაღლისთვის და ბევრი შემთხვევებიც ყოფილა რომ ძაღლები გამოფატრული უპოვიათ, ამიტომ არ ვრისკავ. კიდე მინდა კურდღელზე და მაჩვზე გავიყვანო, მაინტერესებს რას იზამ. აღზრდილი კარგად მყვავს, ყველაფერს აკეტებს და რაც მთავარია მიჯერებს (თუ დედალი არ დაინახა 0027.gif

Untitled-12.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
husky ar aris myefara. es calke jgufia.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამოს ცენავალე , მაშინ შესაბამისად გადაიტანე და მე კიდევ 2 ჯიშს მივუმატებ ბარემ ძმობილო :0025:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
magdeni ar vici me da kompiuteri ver vdzmakacobt eset sakitxebshi :D es tema gadasatania sxva da sxva dzaglebis ganyofilebashi

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

husky ar aris myefara. es calke jgufia.

სამო მე მომისმენია ჰასკის ყეფა ასე რომ  ნუ გენიოსობ. (მართალია ქუჩაში დაიყეფა მაგრამ მაინც) :p



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
xo quchashi kai gogoebsac dayavt magram tyeshi aravis dayavs :p

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

xo quchashi kai gogoebsac dayavt magram tyeshi aravis dayavs :p

კაი გოგოები არ დაყავს ტყეში არავის? ვაი შე არიფო :p



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
me tyiurebze ar vlaparakob. civilizebul samyaroshi mgonia ro vcxovrob )))) mara aaa shen nateli magaliti xar mand cxovrob tyeshi da sxva ra gamosavali gaq ))))))))))))

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამო და რა ჯგუფი ქვია ხო არ იცი? ადმინებს ვეტყვი და ისინი შეძლებენ გადატანას



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მეხუთე ჯგუფია (შპიცი და პრიმიტიული ძაღლები) ამავე ჯგუფში არის დასავლეთ ციმბირული, აღმოსავლეთ ციმბირული, კარელო-ფინური, რუსულ-ევროპული ლაიკა...

მაგრამ ჰასკი არ არის მუშა თვისებების ძაღლი ამიტომ მეხუთე ჯგუფის პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, ასევე არის მალამუტი.  ანუ არ არის მონადირე ძაღლი.

ხოლო ი ე ს ე ს ნ(ა ს ი).



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამო პიდაპირ მიუთითე ადნმინებს სად გადაიტანონ კაი?



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

დეკორატიულ ძაღლებში გადაიტანონ



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 628 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

ეს არის ციმბირული ჰასკი და ყეფა არ იცის ყმუის  



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო!!! გადაიტანეთ რა ეს თემა მყეფარებიდან სხვადასხვაში თუ შეიძლება , როგორც სამომ გვირჩია!!!!.....



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41028 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოდელიანი ბარემ აქ გიპასუხებ პადშერსტნიკის შესაზხებ. ჩრდილოეთის ნახევარსფეროს ძაღლები საარსებო კლიმატური პირობების გამო

ადაპტირებული არიან სიცივეს და სისველეს. ეს არის ერთგვარი დაბალი ბეწვი(პუხივით)რომელიც ბალანის ძირებში აქვს და რომელიც ერთგვარი თერმოიზოლატორის როლს თამაშობს .ადვილად რომ წარმოიდგინო დაახლოებით იგივე სიტუაციაა როგორც ბატის პუხი. მიმიხვდი????







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?