Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი
წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამისხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშათოვლისა და წვიმის წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში, ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს თებერვალ-მარტში. წყლის დაგროვება იწყება აპრილში და გრძელდება ივლისამდე, შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 სმ-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.

წყალი ყველაზე ცივია თებერვალში (0,2°C), თბილი აგვისტოში (18,7°C). დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს Iხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი წალკა, ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობსხადიკის ტბასანთის ტბა და სხვა.

 




#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ წავიდეთ? ამინდები ხელსაყრელია


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 622 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

უგემრიელესი კარჩხანა და თუ გაგიმართლა ნამდვილი ველური საზანი (გოჭა).....

ხრამული რატომღაც უგემურია....

ზამთარში კალმახი შემოდის ხშირად ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაინც ხშირად გავდივართ და ....კალმახზე აღარ იხუმრო თორემ შოთამ თუ გაიგო-  აგაფეთქებთ :DDD 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1137 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი
შარშან ივნისის 16 იყო, კარჩხანა დავიჭირე ფიდერით უამრავი და თანაც დიდები.წელსაც იმედია შევძლებ გამეორებას





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?