Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 620 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

ფიტარეთის მონასტერი

 

 

ფიტარეთის მონასტერი — მონასტერი საქართველოში, მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ხეობაში.თბილისიდან 100 კმ.-ის დაშორებით, თეთრი წყაროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 12 კმ-ში. მონასტერი მოქმედია, შედის მანგლისისა და წალკის ეპარქიისდაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:ეკლესიასამრეკლომარანიგალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები.

მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV საუკუნეში აღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილ-ორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქ დასაფლავებულია ამ საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენელი.მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული.

 

post-68-0-74554300-1402762755.jpg

 

 

post-68-0-92835100-1402762735.jpg

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გარდა ამისა სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. კომპლექსს შემოვლებული აქვს ორი გალავანი – ძველი და ახალი, რომელთაგან ახალი, სათოფურებიანი უკეთ არის შემონახული და XVII-XVIII სს. თარიღდება, ხოლო ძველი XII-XIII სს. განეკუთვნება და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია

აშენების თარიღი[რედაქტირება]

დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის — გიორგი V ბრწყინვალესთან (1318-1346 წწ.) გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, პირველად დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება. საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.მ პერიოდისათვის მონასტერი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მისი ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა.

ჩვენამდე მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი — იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წელს დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, - გადაწერილი XVII საუკუნეში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

post-68-0-44688200-1402762749.jpg

 

 

XVIII საუკუნის I ნახევრიდან დაწყებული ჯერ ოსმალობამ და მერე ყიზილბაშობამ მთლიანად ააოხრა ქართლი, საბარათიანო მოიშალა და გაპარტახდა, ამას თან დაერთო საბარათიანოს ტერიტორიაზე მიმდინარე შინაფეოდალური ომები. ლეკების გაუთავებელმა ლაშქრობამ კი საბოლოოდ დაამთავრა სომხით-საბარათიანოს განადგურება. ამ პერიოდში აოხრდა ფიტარეთის მონასტერიც, ლეკის ჯარი ფიტარეთის მონასტრის ციხეშიც კი მდგარა.[4]. ფიტარეთის უკანასკნელი წინამძღვარი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ფიტარეტის ტაძარი გაუქმებულა, ხოლო ფიტარეთის სამონასტრო სენიორია დაცარიელებულია და მიტოვებულია.

XX საუკუნის დასაწყისში მღვდელი ზაქარია გულისაშვილი გულისტკივილით მოგვითხრობს ფიტარეთის მწარე ბედის შესახებ: „ეს სამონასტრო კომპლექსი ბეზაკ ორბელიანს მიუყიდია ვიღაც რუსისათვის 300 თუმნად. იმ რუსმა პეტერბურგშივე ეს მონასტერი მიჰყიდა ვიღაც თაიროვს. ეს თაიროვი გამხდარა ბატონ-პატრონი აქაურობისა. მის მოურავს სომეხ ასატურას ფიტარეთის დანგრევაც მოუნდომებია, მაგრამ აღარ შეუსრულებია, ჩვენდა საბედნიეროდ, თავისი ბოროტი დანაქადნი: "მეჯავრება და დავანგრევ ამ ტაძარსო".ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება და განეკუთვნება ბეთანია–ქვათახევის ეკლესიათა ხუროთმოძღვულ ტიპს, ამას ძეგლის არქიტექტურული ანალიზი ცხადყოფს[7]

ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. კარიბჭე სამხრეთიდან ჰქონდა და დღემდეც ასე მოაღწია. ტაძრის შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ფარგლავს სამნაწილიანი საკურთხეველი, რომლის ცენტრში აფსიდიამოთავსებული, გვერდებზე კი სადიაკვნე და სამკვეთლოა. აფსიდი დარბაზიდან ღრმა ბემით არის გამოყოფილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ნარჩენებია. თვით აფსიდს ერთი საფეხური უვლის და მთავარი სარკმლის ქვეშ სამსაფეხურიანი ჩამოსასხდომია მღვდელმთავართათვის. იქვე, განაპირებში, საშუალო სიმაღლის თითო ნიშია. ბემასთან კარებით იყო დაკავშირებული სადიაკვნე და სამკვეთლო (სადიაკვნეს კარი გვიან ამოუშენეს). გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. თითოეულ მათგანს თითო კარი აქვს ბემისა და ცენტრალური სივრცის მხრიდან გაჭრილი. ყველა არქიტრაული გადახურვითაა.

სადიაკვნეს გეგმა კვადრატს უახლოვდება. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული, ხოლო მთლიანად კამარითაა გადახურული. სადიაკვნეს აღმოსავლეთის ნაწილი ღრმა და განიერი აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე თითო მოზრდილი ნიშია. განათების წყაროა აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთი სარკმელი. სამკვეთლო გადაწყვეტითა და პროპორციით ახლოს დგას ზემოაღწერილთან. სათავსის ოთკუთხა ნაწილი სიგანაზეა გაწეული და კამარითაა გადახურული. მისი გვერდის კედლები თაღებითაა დამუშავებული. ღრმა აფსიდის ცენტრში მცირე ზომის სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნიშია. როგორც აქ, ისე სადიაკვნეშიც, დარბაზიდან შემოსასვლელის თავზე ტიმპანია მოწყობილი.

ტაძრის ცენტრალური ნაწილი გუმბათქვეშა სივრცეა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ორ პილონს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული მოხაზულობისაა. თაღები გუმბათის ძირს გამავალ სარტყლამდე სამ-სამ საფეხურს აკეთებს. უკანსკნელი მათგანი კი ლილვოვანია და ცენტრებში მარყუჟი იქმნება. თვით სარტყელი რთული პროფილისაა და საკმაოდ შვერილი. გუმბათის მაღალი ცილინდრიც სარტყლითვე მთავრდება, მხოლოდ ქვედა სარტყელთან იგი მარტივპროფილიანია. ტაძრის გეგმის ჯვრული მოხაზულობა, რომელიც შიგნით იქმნება, გარდა საკურთხევლისა, სწორკუთხა მოხაზულობისაა. მათი გადამხურავი კამარები (აღმოსავლეთი ბემა) შეისრული ფორმისაა. კამარები ერთნაირი სიბრტყითაა მოქცეული, თაღების გარეშე. ასევე, გუმბათის საყრდენებთან პილასტრები არ არის გამოყოფილი. იმპოსტები კი ოთხივე კუთხეში საკმაოდ მეტყველია.

 

post-68-0-44688200-1402762749.jpg

 

 

ტაძრის დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს შეისრული ფორმის თაღებით უერთდება. ეს თაღები რთული პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო პილასტრები – სწორკუთხა ბაზისებს. რაც შეეხება გვერდითა მოკლე ნავებს, ისინი გადახურულია სიზუსტეს მოკლებული ცილინდრული კამარებით.

ეკლესიას, თავიდანვე ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა, რომელიც მდებარეობს სამხრეთი მკლავის დასავლეთის კუთხეში, მისი გადახურვა სწორკუთხაა, შიგნიდან ტიმპანით.[attachment=1496:cc8d8bdaccd0.jpg][attachment=1497:fitareit.jpg]



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39027 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიო , შენის ნებართვით სათაურს დავადებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4307 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან ლამაზი ბუნების წიაღშია მონასტერი, მას გარშემო ძალიან დიდი ტყის მასივი აკრავს რომელიც მდიდარია სხვადასხვა ნადირ–ფრინველით . ამ მიდამოებს უკავშირედება ჩემი ნადირობის პირველი წამები


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39027 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

.

..Gudarekhi_monastery_%28Photo_A._Muhranof

 

.

.

04_big.jpg

.

.

.

 

.post-84-1267805458.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4307 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ოჰ ოჰ ოჰოოოო გაიღვიძა ბავშვობამ :) , რაც ამ ტყეებში მიბოდიალი


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა მაგარი მომენტია არა ნიკუშ პირველ ნადირობას რო გახსენებს? გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი ნადირობა ჩემს სოფელში

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4307 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

უუფ თაზო ძალიან მაგარი გრძნობაა , ვერ გადმოგცემ ძმობილო რამოდენიმე ხნის წინ მომიწია ამქეთ მოხვედრა გამახსენდა და გავიარე ის ნომერი, ხეზე წარწერაც კი მახსოვს  მე და ბაბუამ რომ გავაკეთეთ , ნიკა 2001 წ. დიდი წიფელა . ის ბუჩქები. უუუფ გამეყინა სისიხლი ეგრევე . ბედნიერებისგან ისე გავერთე 2 საათი მეძებდა ხალხი  ;)


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39027 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უუფ თაზო ძალიან მაგარი გრძნობაა , ვერ გადმოგცემ ძმობილო რამოდენიმე ხნის წინ მომიწია ამქეთ მოხვედრა გამახსენდა და გავიარე ის ნომერი, ხეზე წარწერაც კი მახსოვს  მე და ბაბუამ რომ გავაკეთეთ , ნიკა 2001 წ. დიდი წიფელა . ის ბუჩქები. უუუფ გამეყინა სისიხლი ეგრევე . ბედნიერებისგან ისე გავერთე 2 საათი მეძებდა ხალხი  ;)

:bravo: მაგარი კაცი ხარ მეტეორ ძამიკო.........


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?