პირველი ჩემი ნანდირევი და ნადირობა თეთრიწყაროს რაიონს უკავშირდება, ნადირობა რათქმაუნდა გარეულ ნადირზე იყო დაგეგმილი, ეს იყო 2001 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვები როგორც იტყვიან "პად ნოვი გოდ" , ბაბუაჩემს აფხაზეთის ომის შემდეგ თოფი საერთოდ არ ჰქონდა (აფხაზეთში ცნობილი მონადირე იყო, თან ამავდროულად რიწის სატყეო მეურნებაში დირექტორის მოადგილე და ნუ კაროჩე თემები და ამბები იყო იქ ნადირობის ალბათ მე მაგას სიზმრებში თუ წარმოვიდგენ , იმედი მაქვს იმ ჯიხვის ყანწებს ბევრი თქვენთაგან გასინჯავს რომელიც იმენნა ჩემს სახელზე ჩაუთქვა და მოინადირა ბაბუამ 1991 წელს , ეს მისი ბოლო ნადირობა იყო აფხაზეთში ჯიხვზე, ნუ ჯერჯერობით მაინც) და მახსოვს ახალი ნაყიდი გვაქვს იჟ-43 , 280 ლარად (ამ თოფის საყიდლად დაახლოებით 2 კვირა ყოველდღე მივდიოდით 380 ლარს აფასებდა და არაფრის დიდებით არ აკლებდა ის ტიპი, ბოლოს გაჭრა ბაბუას თხოვნამ და როგორც იქნა მოგვცა 280 ლარში, ეს თანხა ბაბუმ პენსიით მოაგროვა 20 ლარი თვეში.) ხოდადა წავედით თეთრ წყაროში დაგვპატიჟეს უფრო სწორედ ბაბუა დაპატიჟეს , მეც თავისთავად შევეკვეხე ნივაში როგორც იქნა, გამთენიას თეთრიწყაროში დათქმულ ადგილას მივედით , 3 თუ 4 რუსული მდევარი (რათქმაუნდა ადგილობრივების თქმით სუფთა სისიხლი, მაგრამ თავის საქმე კარგად იცოდნენ) როგორც იქნა დავდექით ნომრებში და დაიწყო ნადირობა,
გამაყრუებელი და დამანგრეველი ყეფვა მდევრების სარეკის გასროლა და გახურდა პროცესი , თოფი რათქმაუნდა ბაბუაჩემს ეჭირა , პირველი გაფრთხილება გაუნძრევლად იდექი, თოვლი დევს დაახლოებით 10-15 სანტიმეტრი, ფეხის თითებს თითქმის ვერ ვგრძნობა მაგრამ პროცესის დროს ისე გავერთე სულ გადამავიწყდა გაყინული თითები, უცებ თოვლის ჭრაჭუნი და მოყვითალო ფერის ცხოველი ბუჩქებში მორბის, ბაბუამ თოფის ჩამკეტი
მისწია და თოფი მომაწოდა, სანამ ნადირს არ დაინახავ არ ესროლო, (სროლის ტექნიკა დაახლოებით ვიცოდი მანამდე, ამავე თოფიდან რამოდენიმეჯერ მასროლია მიზანში) გაფაციცებით ვუყურებ როდის გამოძვრება
მაყვლიანიდან და როგორც იქნა გამოვიდა და წამით გაჩერდა თითქოს ნადირი პირველი გასროლა წამებში მოხდა , რომელსაც მეორე გასროლა მოჰყვა რამოდენიმე წამში, პირველი შეცდომით ჟაკანი ვისროლე , ხოლო შემდეგი მარცხენა ლულაში 9 -იანი კარტეჩი იდო . ცხოველი უცებ გაუჩინარდა, და ჩემი პირველი წარუმატებლობა ის ის იყო გავიაზრე რომ ბაბუამ შემაქო კარგი ნასრლია რას ერჩიო? აუ გავიფიქრე ეხლა ამის ყბიდან რა ამოვათქო,უეჭველი მეღადავები და დამიწყებს ეხლა ეს რა ქენი და ასე შემდეგ... მიმიყვანა ბუჩქთან სადაც პირველად ვესროლე და იქიდან გამოჰყვა ნაკვალევს ბუჩქიდან 15-20 მეტრის მოშორებით ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა სისხლის ლაქები აქა იქ იყო მოსხმული, ცოტაც გავიარეთ და უფრო მეტად გამოჩნდა სისხლი თოვლში ნარევი, უკვე ვარდისფერში რომ
გადადის ერთმანეთში შერევისგან, დაჭრილია დაიყვირა ბაბუამ და ამით ამცნო მონადირეებს რომლებიც ჩვენგან მოშორებით სხვადასხვა ნომრებში იდგნენ,
სულ ცოტაც და მივადექით მდევრებით გარეშემორტყმულ მოყვითალო ცხოველს . რომელიც ძველი მონადირული ტრადიციისამებრ, ბაბუამ პატარა
სვანური რიტუალი ჩაატარა და ღმერთს მადლობა გადაუხადა ნანადირევისთვის ( რათქმაუნდა ტექსტი სვანურად იყო და იმ დროს ნახევარი ვერ
გავიგე რას იძახდა ) . ეს დრე იყო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ნადირობა და თავგადასავლები, იმ რაიონში სახლიც კი ვიყიდეთ და ბევრჯერაც
გვინადირია , თუმცა ახლა ბაბუა მხოლოდ ჩემი მონადირებული ფრინველებით გულს იმაგრებს და ამაყად პატიჟებს მეზობლებს ჩემს მიერ
მონადირებულ და გაგზავნილ მწყერზე და იხვზე ხანდახან რათქმაუნდა.
აი გუგა პროფილის ისტორიას ეს უფრო არ ჰგავს , თუმცა ვფიქრობ ყველა ჩვენთაგანს აქვს ესეთი მაგარი გასახსენებელი დღეები და პროფილური ისტორიები. 