.
.
გულიო მოიპოვება ევროპაში და აზიის მრავალ ადგილას.
საქართველოში გულიო გვხდება როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად აღწევს ტყის ზონის ზედა ხაზამდე.
გულიო ბინადრობს ტყეებში, ხშირად მათ სანაპირო ზონაში, უღრან ტყეს გაურბის. მეტწილად გვხდება მინდვრებზე ცალკეულად მდგომ ხეებზე გუნდად მსხდომი. აპრილის დამლევს დებს 2 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 18 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ხუნდების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი, რომლებიც თავდაპირველად მათ კვებავენ ნათხევარით, ხოლო შემდეგ ჩიჩახვით უზიდავენ მარცვლეულს.
გულიო იკვებება როგორც კულტურული, ისე სარეველა მცენარეთა მარცვლებით, რომელთაც კენკავს მიწიდან.
გულიოსი ცნობილია რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ევროპული გულიო - Columba oenas oenas
..
.
.