Jump to content


ამ თემას აქვს 48 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იხვზე ნადირობა სატყუარებით

 

 

 

წლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან  ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული.  გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი.

იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული.

მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა  იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე.  

იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს.

  1. მიპარვით ნადირობა
  2. დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება.
  3. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა.
  4. ნავიდან ნადირობა.
  5. ღამე ფარით ნადირობა.

ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის  წესს,  თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია.

საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება.

სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა.

 

4385.750.jpg

 

utka_vesnoy_chuchela.jpg
არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე.  ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე  ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებიტ ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად.

კამუფლირება შენიღბვა.

 

ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო).  სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო,  კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით.  ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა.
აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის.
სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა.  რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან.

უმოძრაობა.

 

1808708.jpg
უმნიშვნელოვანესია,  პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს.  ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა.  ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე,  ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას.  უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში.

1 ან 2 ნამდვილი  იხვის ჩასმა სატყუარებთან ერთად.
ცოცხალი იხვის ჩასმა პლასმასის სატყუარებთან ერთად ერთი ორად გაზრდის ეფექტურობას განსაკუთრებით კი იანვრის ბოლოდან და მთელი თებერვლის პერიოდში, მაგრამ იხვის შერჩევა ასე იოლი არ არის.  ჩასასმელი სატყუარა იხვი სპეციალურად გამოყავთ, მაგრამ მის შერჩევაზე და გამოყვანის მეთოდებზე ბევრი რამ არც მე ვიცი, მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია მაქვს.  ვეცდები უახლოაე პერიოდში მეტი ინფორმაცია მოვიძიო კომპეტენტური ადამიანებისაგან და ისე მოგაწოდოთ.

სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით.
(საკმაოდ დიდი თემაა ამ თემას ვეცდები ცალკე პოსტი დავუთმო უახლოეს დღეებში).

ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი).

Ohota_na_utok_i_gusej_s_ispolzovaniem_ma

ნამდვილად არ დავიწყებ ამ პოსტში ისეთ დეტალებზე საუბარს რომ ჩასაფრების დროს არ შეიძლება ხშირად სიგარეტის მოწევა, საფარში საგზალის შეტანა და იქ ნელ ნელა არყის წრუპვა იხვის მოფრენამდე.  თუმცა მსგავსი შემთხვევები და უარესები პირადად მე მინახავს და არაერთხელ.

ამ პოსტში მოყვანილი მეთოდების  დეტალების განხილვა  ვეცდები უახლოეს დღეებში დავწერო შემდეგ პოსტებში. (გაგრძელება იქნება :)   )

გისურვებთ წარმატებულ ნადირობას.

 

გამოყენებულია :ჰანტერს.ჯი-ს მასალები


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე ერტხელ ესე მანადირა და არ მინდა არაფერი 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეტო შენი ფიტულები ჩემთანაა ...


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ვიცი ბაბულიკ  ;)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

:good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

You hunt ducks? This will change decoy spreads forever. Bring in more birds... guaranteed.

Posted by Motion Ducks on 2014 წლის 10 სექტემბერი, ოთხშაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
ეს რა მაგარი რამე ყოფილა.უნდა ვნახო ამაზონზე.იმედია იკნება

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ეს რა მაგარი რამე ყოფილა.უნდა ვნახო ამაზონზე.იმედია იკნება

მართლა მაგარი რამეა  :bravo: ,,, კი იქნება ლევან მეც გადავათვარიელებ ვნახავ  :ki:  :goood:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მაგარი ძვირი კი არის  ...  https://www.amazon.c...S3Y89GG3V8PT1JH   : ((



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
es aris uechveli?

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

es aris uechveli?

ზუსტად იდენტური არ არის მაგრამ დაახლოვებით იგივეა ეს ელემენტებზეა მგონი და ის ხელით სამოძრაოა.



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფასზე ვერაფერს მოგახსენებთ ვის როგორ მაგრამ უეჭველი კი მუშაობა.

ალტერნატივა -პადსადნოებია


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
ბაბუ ჩვენ პირობებში იმუშავებს?ძალიან მარტივია. კარვის ჯოხებით შეიძლება აწყობა და უნდა ვსინჯო

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შემიძლია კარვის ჯოხები შემიგაშველო ლევან  ;)  ;)  ;)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

მადლობა ძმობილო,ხო ხვდები როგორი ჯოხები შიგნით რო რეზინია,ვცადოთ იქნებ გამოვიდეს,აუუუუუ მერე ნახე იხვის მოსვლა  :0072:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?