Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ილიას დიდი წინაპრის, მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვაძის თო­ფი

 
 
topi-4.jpg
ილიას დიდი წინაპრის, მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვაძის თო­ფი
 
 
1925 წელს ეთ­ნოგ­რაფ­მა გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ამ სო­ფელ ყვარ­ლის ჭავ­ჭა­ვა­ძი­ანთ ეკ­ლე­სი­ი­დან კა­ჟი­ა­ნი თო­ფი მუ­ზე­უმ­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა. 

რო­გორც თო­ფის ლუ­ლა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რი­დან ("ქ. მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძის მო­ტა­ნი­ლი ვარ") ირ­კ­ვე­ვა, იარა­ღი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის ყო­ფი­ლა შე­წი­რუ­ლი. სიტყ­ვა "მო­ტა­ნი­ლი" ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ტა­ნას, ანუ შე­წირ­ვას უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს.
 
კა­ჟი­ა­ნი თო­ფის ლუ­ლა ში­და სივ­რ­ცით გლუ­ვია, გა­რე­დან ნა­ხე­ვა­რი და­წახ­ნა­გე­ბუ­ლია და ნა­ხე­ვა­რი - გლუ­ვი. შუა წახ­ნაგ­ზე თით­ბ­რის ზარ­ნი­შით შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა "ქ. მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძის მო­ტა­ნი­ლი ვარ". ჩახ­მა­ხი მა­სი­უ­რი და სა­დაა. კონ­და­ხი და ღა­რი ერ­თი მთლი­ა­ნი ხის მა­საა. კონ­დახს გა­ნივ­კ­ვეთ­ში ოვა­ლუ­რი, ბრტყე­ლი ფორ­მა აქვს, რაც აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს, რომ ის არ არის ლუ­ლი­სა და ჩახ­მა­ხის თა­ნად­რო­უ­ლი. კონ­და­ხის ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის XIX სა­უ­კუ­ნე­ში უნ­და იყოს გა­მოც­ვ­ლი­ლი.

topi-3.jpg

ახ­ლა და­ვა­ზუს­ტოთ, ვინ არის მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძე? იური ჩი­ქო­ვა­ნის მი­ერ გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის გვა­რის გე­ნე­ა­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძე არის ილი­ას დი­დი პა­პის (პა­პის მა­მა), ბეს­პაზ ჭავ­ჭა­ვა­ძის პა­პა (ი­ლია, გრი­გო­ლი, პა­ა­ტა, ბეს­პა­ზი, ფა­რე­მუ­ზი და მა­მუ­კა, შემ­დეგ - იასო­ნი, გარ­სე­ვა­ნი, გი­ორ­გი და როშ­ნია (1470 წ.) და ა.შ.).


ბეს­პა­ზი XVIII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მას თა­ვი გა­მო­უ­ჩე­ნია 1755 წელს ნურ­სალ-ბე­გის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში. გა­მო­დის, ბეს­პა­ზის პა­პა მა­მუ­კა და­ახ­ლო­ე­ბით XVII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში ცხოვ­რობ­და. 

topi-5.jpg

ამ ვა­რა­უდს ადას­ტუ­რებს წე­რი­ლო­ბი­თი წყა­როც და თა­ვად თო­ფის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­აც, რო­მელ­საც XVII სა­უ­კუ­ნის ლუ­ლა და ჩახ­მა­ხი აქვს, ხო­ლო კონ­და­ხი გა­მოც­ვ­ლი­ლია და შე­და­რე­ბით გვი­ა­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი.


ამ­გ­ვა­რად, ყვარ­ლის ჭავ­ჭა­ვა­ძი­ანთ ეკ­ლე­სი­ა­ში შე­წი­რუ­ლი თო­ფი, ილი­ას დი­დი წი­ნაპ­რის, მო­ლა­რე­თუ­ხუ­ცე­სი მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძის უნ­და იყოს, რო­მე­ლიც ლე­კებ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა.

მა­მუ­კა ქა­ფი­ა­ნი­ძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის,
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს
მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი
ლითონების ფონდის კურატორი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი


სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", ოქტომბრის ნომერი

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაშინდელი საზომით ალბათ სერიოზული ფასიც ქონდა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?