Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
 

ციმორი
80478184.jpg
 
  • წინა
  • 1 of 2
  • შემდეგი

 

ოჯახი: კობრისებრთა
გვარი: წვერა
სახეობა: Gobio gobio
ტიპი: მტკნარი წყლის
საარსებო გარემო: ბუნებრივი
კვების ტიპი: მშიდობიანი

 

ზოგადი დახასიათება 

მურწა, (რუს. Пескарь? დაუზუსტებელი), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული, თითისტარისებური ფორმით, რომელიც სიგრძეში 15 სანტიმეტრს აღწევს. სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს ქვედა პირი, პატარა თვალები, წყვილი ულვაში. კუდის ფარფლი ღრმადაა ამოჭრილი. გამრავლების პერიოდში თავზე უჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა ბორცვაკები, სწორედ ამის გამო შერქმული აქვს სახელები ფეტვია და ღომღომა. სხეულის სიგრძეზე გვერდითი ხაზის ზემოთ 6-12 მუქი ლაქაა. ზურგისა და კუდის ფარფლებზე წვრილი მუქი ლაქების მწკრივებია. ზურგი მუქია, მუცელი ღია ნაცრისფერი. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებითა და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით.

იგი უპირატესობას ანიჭებს ქვიშიან ფსკერს, სადაც პატარ-პატარა ქარავნებად დაძრწის საკვების ძიებაში.

ქვირითობა 

ციმორი სქესობრივად მწიფდება 2-3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირითი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე.

საქართველოში წვერას გავრცელების ადგილები:

 

ალაზანი, მტკვარი, არაგვი,  სიონის წყალსაცავი, ახალქალაქის წყალი,  ქსანი, თიქორი, ხრამი, თბილისის წყალსაცავი,                   ხრამის წყალსაცავი, იორი,                     ჯანდარის ტბა. ლიახვი,   

 

თევზაობა

საქართველოში მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. წარმოადგენს სმოყვარულო და სპორტული თევზჭერის საუკეთესო ობიექტს. კულინარიული თვალსაზრისით ძალიან გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს. 

ციმორზე სათევზაოდ გამოიყენება როგორც ფსკერულა ასევე ტივტივიანი ანკესი. სატყუარად ბუზის (თეთრი) მატლი, ჭიაყელა, პური, მანის ფქვილი და კომბინირებული ნაზავი ("სმესი"). ფსკერულაზე ძირითადი ძუა 0,2 მმ-დან. საძირავი დინების სიძლიერის მიხედვით, ნემსკავები ყველაზე ოფტიმალურია 4-5 ნომერი "საბჭოთა" ნუმერაციით

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მირზამ დაწირა წალკაში .







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?