Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მურწა

 
 
270px-Murtsa.jpg
 

 

ოჯახი: კობრისებრთა
გვარი: წვერა
სახეობა: Barbus mursa
ტიპი: მტკნარი წყლის
საარსებო გარემო: ბუნებრივი
კვების ტიპი: მშიდობიანი

 

ზოგადი დახასიათება 

მურწა, (რუს. Пескарь), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია (შიდა ქართლში და კახეთში ციმორსაც უწოდებენ). ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული ფორმით, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრს აღწევს. მასა 0,5 კგ აღწევს. სხეული წაგრძელებულია, თითისტარისებრი. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს ქვედა პირი, პატარა თვალები, 2 წყვილი ულვაში.

ქვირითობა 

მურწა სქესობრივად მწიფდება 2-3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში მდინარის ქვაქვიშიან ფსკერზე. ქვირითის რაოდენობა აღწევს 3000 დან 23000 მდე.

გავრცელება 

მურწა ძირითადად კასპიის ზღვის და ნამაკის ტბის აუზის მდინარეებში გავრცელებულია - მტკვარში, არაქსი და სეფიდრუდში. თევზის გავრცელების გეოგრაფია შემდეგი ქვეყნებით განისაზღვრება - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი. ზოგიერთი წყაროს მონაცემით მურწა ასევე გვხვდება ზამბიაში, ანგოლასა და აშშ-ს შტატ ჯორჯიაში. მურწა ამიერკავკასიის ენდემია. საბინადროდ ამჯობინებს მდინარის ჩქარ, ქვაქვიშიან ადგილებს. იკვებება მწერებით და მათი მატლებით, კიბოსნაირებით და სხვა.

საქართველოში მურწას გავრცელების ადგილები:

 

ალაზანი, მტკვარი, არაგვი,  სიონის წყალსაცავი, ახალქალაქის წყალი,  ქსანი, თიქორი, ხრამი, თბილისის წყალსაცავი,                   ხრამის წყალსაცავი, იორი,                     ჯანდარის ტბა. ლიახვი,   

 

თევზაობა 

საქართველოში მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. წარმოადგენს სმოყვარულო და სპორტული თევზჭერის საუკეთესო ობიექტს. კულინარიული თვალსაზრისით ძალიან გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს. 

მურწაზე სათევზაოდ გამოიყენება როგორც ფსკერულა ასევე ტივტივიანი ანკესი. სატყუარად ბუზის მატლი, ჭიაყელა, შვეიცარიული ყველი და კომბინირებული ნაზავი ("სმესი"). ფსკერულაზე ძირითადი ძუა 0,2 მმ-დან. საძირავი დინების სიძლიერის მიხედვით, ნემსკავები ყველაზე ოფტიმალურია 4-5 ნომერი "საბჭოთა" ნუმერაციი

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42979 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გემრიელობაა, როგორც ზოგიერთი იტყოდა (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რახანია არ დამიგემოვნებია აფსუს.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42979 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რახანია არ დამიგემოვნებია აფსუს.

 

მერე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ჩემი საყვარელი სათევზაო ობიექტი და ამასთანავე ძალინა სპეციპიკური და რთული დასაჭერია ასევე ამოსაყვანადაც, წვრილი ნემსკავი უნდა შეურჩიო წვრილი ძუა და რაც მტავარი სიფთხილე, სიმძიმე ფიქსირებული არ უნდა იყოს , თევზი საკვებს პირს რო მოკიდებს წინააღმდეგობა არ უნდა იგრძნოს და ასე შემდეგ. მაგარი რამეამ მურწა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?